ლოენზარი 30მგ #14კაფს
გააზიარე:
ლოენზარი - სანოველი 30მგ
(LOENZAR - sanovel)
შემადგენლობა
პრეპარატის ერთი კაფსულა შეიცავს აქტიური ნივთიერების ლანსოპრაზოლის (lansoprazole) 30მგ-ს, რომელიც წარმოდგენილია კუჭის წვენის მიმართ მდგრადი, ნაწლავებში ხსნადი მიკროგრანულების სახით. დამხმარე ნივთიერებები: ინდიგოკარმინი, ერითროზინი, ტიტანის დიოქსიდი და რკინის ჟანგი.
კლინიკო-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
წყლულის საწინააღმდეგო საშუალება _ პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორი
ათქ კლასიფიკაციის კოდი _ A02BC03
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა: ლანსოპრაზოლი აქვეითებს მარილმჟავას სეკრეციას H- K- ატფ-ზის ენზიმური სისტემის სპეციფიკური ინჰიბირების ხარჯზე. ლანსოპრაზოლი აბლოკირებს მარილმჟავას წარმოქმნის ბოლო სტადიას და ხასიათდება როგორც პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორი.
ფარმაკოკინეტიკა: როგორც ცნობილია მარილმჟავა აზიანებს ლანსოპრაზოლს, ამიტომ იგი პერორალურად მიიღება ნაწლავებში ხსნადი გრანულების სახით. იგი სწრაფად შეიწოვება და მაქსიმალურ კონცენტრაციას პლაზმაში აღწევს 1-2 სთ-ის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ლანსოპრაზოლი მიიღება ჭამიდან 30წთ-ის შემდეგ, Cmax და AUC მცირდება 50%-ით. საკვების მიღება ამცირებს პრეპარატის აბსორბციას, მაგრამ არ იწვევს მისი მოქმედების მექანიზმის დარღვევას. სისხლის ცილებთან შეკავშირების ხარისხი შეადგენს 97%-ს. ლანსოპრაზოლი ძირითადად მეტაბოლიზდება ღვიძლში. პლაზმიდან ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 1,4 სთ-ს. ნახევრადგამოყოფის პერიოდი არ ასახავს მარილმჟავას სეკრეციის დაქვეითების ხანგრძლივობაზე მის მოქმედებას. ამგვარად ნახევრადგამოყოფის პერიოდი 2 სთ-ზე მცირეა, მაშინ როდესაც მარილმჟავას მაინჰიბირებელი ეფექტის ხანგრძლივობა შეადგენს 24 სთ-ზე მეტს. პრეპარატის ძირითადი ნაწილი ელიმინირდება ბილიარული სისტემის საშუალებით, ხოლო 15-30% თირკმელების საშუალებით ჰიდროქსილირებული წარმოებულების სახით.
ჩვენებები
კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, რეფლუქს-ეზოფაგიტის მკურნალობის მოკლევადიანი კურსი,
პათოლოგიური ჰიპერსეკრეტორული მდგომარეობების (ზოლინგერ-ელისონის სინდრომის ჩათვლით) მკურნალობის ხანგრძლივი კურსი.
უკუჩვენებები
_ მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ,
_თირკმლის მწვავე უკმარისობა,
_კრეატინინის კლირენსი 30მლ/წთ.
უსაფრთხოების ზომები
ლანსოპრაზოლის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში შესწავლილი არ არის. ამდენად 18 წლამდე ასაკის ბავშვებში ლანსოპრაზოლის გამოყენება რეკომენდებული არ არის. მოზრდილებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.
ცნობები ლანსოპრაზოლის უსაფრთხოების შესახებ ორსულებსა და მეძუძურ დედებში არ არსებობს. თუმცა ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში ტერატოგენული და ფეტოტოქსიკური ეფექტი არ აღინიშნებოდა, სიფრთხილის მიზნით ორსულებში მისი გამოყენება სასურველი არ არის (ორსულთა B კატეგორია).
პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, ამ დროს დღიური დოზა არ უნდა აღემეტებოდეს 30მგ-ს.
ლანსოპრაზოლის მიღება სასურველია ჭამამდე.
გვერდითი მოვლენები
ლანსოპრაზოლი ხასიათდება კარგი ამტანობით. იშვიათად აღინიშნება დიარეა, ყაბზობა, გულისრევა, გამონაყარი კანზე, თავის ტკივილი. რადგანაც აღნიშნული გვერდითი მოვლენები მსუბუქია და დროებითი, მკურნალობის შეწყვეტა საჭირო არ არის.
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება
როგორც ცნობილია ლანსოპრაზოლი მეტაბოლიზდება ციტოქრომ P450 სისტემის საშუალებით. ჯანმრთელ მოხალისეებზე ჩატარებული კვლევებისას არ აღინიშნებოდა კლინიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება ლანსოპრაზოლსა და იმ პრეპარატებს შორის, რომელთა მეტაბოლიზმი ხორციელდება აღნიშნული სისტემის მეშვეობით. ამ პრეპარატებს მიეკუთვნება ვარფარინი, ანტიპირინი, ინდომეტაცინი, იბუპროფენი, ფენიტოინი, პროპრანოლოლი, პრედნიზოლონი, კლარითრომიცინი, დიაზეპამი. ლანსოპრაზოლისა და ტეოფილინის ერთდროული მიღებისას აღინიშნება ამ უკანასკნელის კლირენსის დონის უმნიშვნელო მომატება (10%). ამ ეფექტის თავიდა ასაცილებლად საჭიროა იმ პაციენტების კონტროლი, რომლებიც ერთდროულად იღებენ ამ ორ პრეპარატს. სუკრალფატისა და ლანსოპრაზოლის ერთდროული მიღებისას 30%-ით მცირდება ამ უკანასკნელის ბიოშეღწევადობა, აქედან გამომდინარე ლანსოპრაზოლი ინიშნება სუკრალფატის მიღებამდე ნახევარი საათით ადრე. ლანსოპრაზოლი აფერხებს კუჭის წვენის სეკრეციას, ამიტომ არ არის სასურველი მისი ისეთ პრეპარატებთან ერთად მიღება, რომელთა ბიოშეღწევადობა დამოკიდებულია კუჭის წვენის მჟავიანობის დონეზე. ესენი არიან: კეტოკონაზოლი, ამპიცილინის ეთერები, რკინის მარილები და დიგოქსინი. შესაძლებელია ლანსოპრაზოლისა და ანტაციდური საშუალებების ერთდროული მიღება.
დოზირება და მიღების წესი
12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება
1 კაფსულა (30მგ) ჭამის წინ დღეში ერთხელ 4 კვირის მანძილზე.
კუჭის წყლულოვანი დაავადება
1 კაფსულა (30მგ) ჭამის წინ დღეში ერთხელ 4 კვირის მანძილზე. საჭიროების შემთხვევაში მკურნალობა გრძელდება 2 ან 4 კვირით.
რეფლუქს-ეზოფაგიტი (ენდოსკოპიურად დიაგნოსტირებული ეროზია ან წყლული)
1 კაფსულა (30მგ) ჭამის წინ დღეში ერთხელ 4-8 კვირის მანძილზე, საჭიროების შემთხვევაში მკურნალობა გრძელდება 8 კვირით ენდოსკოპიის კონტროლის ქვეშ.
ჰიპერსეკრეტორული მდგომარეობა (ზოლინგერ-ელისონის სინდრომი)
საწყისი დოზა: 2 კაფსულა ჭამის წინ დღეში ერთხელ. დოზის რეგულირება ხდება მკურნალობის შედეგების შესაბამისად. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია დოზის გაზრდა 180 მგ-მდე დღეში.
პრეპარატის დოზა 90 მგ-ზე მეტი იყოფა ორ მიღებაზე დილას და საღამოს. აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობა გრძელდება კლინიკურ გაუმჯობესებამდე.
ჭარბი დოზირება
ლანსოპრაზოლის სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. დოზის გადაჭარბებისას რეკომენდირებულია სიმპტომატური მკურნალობა.
შენახვის პირობები და ვადა
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე 15-30°C, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა_ 2 წელი.
შეფუთვა
შეფუთვაში 14 და 28 კაფსულა მიკროგრანულებით.
სხვა ფორმები
ლოენზარი- სანოველი 15მგ, 30 კაფსულა მიკროგრანულებით.
გაიცემა ექიმის რეცეპტით
მიღებამდე გაეცანით ინსტრუქციას.
რეგისტრაციის მფლობელი მწარმოებელი: Sanovel Pharmaceutical Products Industry Inc.