ფლანერი 0.1% თვ.წვეთი #20ფლ

ფლანერი 0.1% თვ.წვეთი #20ფლ

35.98 ლარი 25.91 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ქვეყანა: თურქეთი
მწარმოებელი: დევა ჰოლდინგი
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: დიკლოფენაკი ნატრიუმის
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 147324
გააზიარე:

ფლანერი 0.1% თვალის წვეთები

გამოიყენება თვალში

სტერილური

აქტიური ნივთიერება: თითოეული ფლაკონი შეიცავს 0,3 მგ დიკლოფენაკის ნატრიუმს.

დამხმარე ნივთიერებები: მაკროგოლის გლიცეროლის რიცინოლეატი, ბორის მჟავა, ტრომეტამოლი, საინექციო წყალი.

ამ პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ფურცელი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

• შეინახეთ ეს ფურცელი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

• თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

• ეს პრეპარატი გამოწერილია თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვებს.

• იმ პერიოდში, როდესაც იღებთ ამ მედიკამენტს, ექიმთან ან საავადმყოფოში მისვლისას აცნობეთ ექიმს, რომ იღებთ ამ პრეპარატს.

• ზუსტად დაიცავით ამ ფურცელში მოცემული ინსტრუქციები. არ მიიღოთ ამ პრეპარატის რეკომენდებულზე უფრო მაღალი ან დაბალი დოზა.

 

ამ ფურცელში

1. რა არის ფლანერი და რისთვის გამოიყენება

2. ფლანერის გამოყენებამდე

3. როგორ გამოიყენება ფლანერი

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

5. როგორ ინახება ფლანერი

1. რა არის ფლანერი და რისთვის გამოიყენება

ფლანერის თვალის წვეთები არის გამჭვირვალე, უფერო ხსნარი ნაწილაკების გარეშე და წარმოდგენილია პაკეტებში 20 ან 60 ფლაკონით.

ფლანერი შეიცავს 0.3 მგ დიკლოფენაკის ნატრიუმს, როგორც აქტიურ ნივთიერებას თითოეულ ფლაკონში.

დიკლოფენაკის ნატრიუმი არის მედიკამენტების ერთ-ერთი ჯგუფი, რომელსაც ეწოდება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებ

ფლანერი გამოიყენება თვალის ოპერაციამდე გუგის ღიად შენარჩუნებისთვუს, ცისტოიდური მაკულარული შეშუპების თავიდან ასაცილებლად (თვალის დაავადება, რომელიც გამოწვეულია ბადურის ქვეშ სითხისა და ცილების დაგროვებით) თვალის ოპერაციამდე და შემდეგ, და ტკივილის და/ან ანთების კონტროლისთვის თვალის ოპერაციის ან ტრავმის შემდეგ. ის ასევე გამოიყენება თვალის ტკივილისა და სინათლის მიმართ მგრძნობელობის შესამსუბუქებლად.

2. ფლანერის გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ ფლანერი, თუ:

• ალერგიული ხართ დიკლოფენაკზე ან რომელიმე ინგრედიენტზე, რომელიც ჩამოთვლილია ამ ინსტრუქციის დასაწყისში,

• ასთმა, ქავილი ან ცხვირიდან გამონადენი უარესდება ასპირინის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებისას (თუ ალერგიული ხართ ამ მედიკამენტებზე)

• ხართ ორსულად (არ გამოიყენოთ ფლანერი ორსულობის მე-6 თვის შემდეგ)

განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ ფლანერის გამოყენებისას, თუ:

• გაქვთ თვალის ინფექცია (დაავადება, რომელიც იწვევს ანთებას).

• გაქვთ სისხლდენის დარღვევა.

• იყენებთ კონტაქტურ ლინზებს.

თუ ეს გაფრთხილებები გეხებათ თქვენ, თუნდაც მხოლოდ წარსულში არსებული მდგომარეობის გამო, გთხოვთ მიმართოთ ექიმს.

ფლანერის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

არ აღინიშნება ურთიერთქმედება საკვებთან და სასმელთან მისი მიღების გზის გამო.

ორსულობა

ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ფლანერი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის მე-6 თვის შემდეგ. არ გამოიყენოთ ფლანერი

ორსულობის პირველის 6 თვის განმავლობაში, თუ ეს არ არის ექიმის რეკომენდაციით.

მკურნალობის დროს, თუ შეიტყობთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ძუძუთი კვება

ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თქვენი ექიმი მოგაწვდით ინფორმაციას ფლანერის გამოყენების შესახებ ძუძუთი კვების პერიოდში.

ავტომობილის და მექანიზმების მართვა

ფლანერმა შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დაბინდვა. ასეთ შემთხვევებში, არ უნდა მართოთ მანქანა და არ გამოიყენოთ მექანიზმები.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ფლანერის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ

ფლანერში შემავალმა დამხმარე ნივთიერებამ მაკროგოლის გლიცეროლის რიცინოლეატმა (პოლიოქსილის აბუსალათინის ზეთი) შეიძლება გამოიწვიოს კანის რეაქციები.

სხვა მედიკამენტების გამოყენება

თქვენ უნდა აცნობოთ ექიმს, თუ:

• იღებთ მედიკამენტებს, რომლებიც ხელს უშლიან სისხლის შედედებას,

• იყენებთ თვალის სხვა წვეთებს.

გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით სხვა პრეპარატებს, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემულ მედიკამენტებს.

3. როგორ გამოიყენება ფლანერი

ინსტრუქციები სათანადო გამოყენებისა და დოზის/შეყვანის სიხშირის შესახებ

რეკომენდებული დოზა არის 1 წვეთი დაზიანებულ თვალში ყოველ 4-6 საათში. გამოყენების სიხშირე და მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია თქვენს მდგომარეობაზე. თქვენი ექიმი გადაწყვეტს თქვენთვის შესაბამის დოზას. ყოველთვის ყურადღებით მიჰყევით ექიმის მითითებებს.

მიღების გზა და მეთოდი

გამოყენების წინ დაიბანეთ ხელები შეყვანის წინ. ჩაიწვეთეთ თვალში, როგორც ეს აღწერილია ქვემოთ.

• თავი უკან გადაწიეთ; ნაზად ჩამოწიეთ ქვედა ქუთუთო ისე, რომ წარმოიქმნას ჯიბე ქუთოთოსა და თვალს შორის.

• დაიჭირეთ ერთჯერადი გამოყენების ფლაკონის წვერი თვალისკენ ქვემოთ მიმართული.

• ნაზად დააწექით ფლაკონის ძირს ერთი წვეთის გამოსაშვებად.

• არ დაუშვათ საწვეთურის წვერის შეხებას ხელთან ან თვალთან.

• წასმის შემდეგ დააჭირე თითი თვალის შიდა კუთხეს დაახლოებით 1-2 წუთის განმავლობაში, რომ პრეპარაი არ გადავიდეს საცრემლე სადინრიდან ცხვირში.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები

გამოყენება ბავშვებში:

ფლანერი რეკომენდებული არ არის ბავშვებისთვის.

გამოყენება ხანდაზმულებში:

ხანდაზმულთათვის დოზის კორექცია არ არის საჭირო.

გამოყენება განსაკუთრებული მდგომარეობების დროს

თირკმელების/ღვიძლის უკმარისობა

დიკლოფენაკის უსაფრთხოება და ეფექტურობა თირკმელებისა და ღვიძლის უკმარისობის დროს არ არის შესწავლილი.

გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ფიქრობთ, რომ ფლანერის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია.

თუ იყენებთ იმაზე მეტ ფლანერს, ვიდრე საჭიროა

თუ იყენებთ იმაზე მეტ ფლანერს, ვიდრე საჭიროა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ ფლანერის გამოყენება

არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

თუ შეწყვეტთ ფლანერის გამოყენებას

არ შეწყვიტოთ პრეპარატის გამოყენება ექიმის  მითითების გარეშე, რადგან სასურველ შედეგს ვერ მიიღებთ.

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები

ისევე როგორც ყველა მედიკამენტმა, ფლანერმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები მისი ინგრედიენტების მიმართ მგრძნობელობის მქონე ზოგიერთ ადამიანში.

შეწყვიტეთ ფლანერის გამოყენება და დაუყონებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას, თუ გაქვთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი:

• სუნთქვის გაძნელება

• ასთმის გამწვავება

ეს ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტებია. თუ გაქვთ რომელიმე ჩამოთვლილი, ეს ნიშნავს, რომ გაქვთ სერიოზული ალერგია ფლანერზე. შეიძლება საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.

დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას, თუ შეამჩნევთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილთაგანს:

• რქოვანას (თვალის გამჭვირვალე წინა ნაწილის) ანთება ხშირი გამოყენების შემდეგ, რქოვანას დარღვევები.

• რქოვანას გათხელება ან შეშუპება, რომელიც შეიძლება გახდეს მხედველობისთვის საშიში

ეს ყველა სერიოზული გვერდითი ეფექტია.  შეიძლება საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

თუ აღინიშნება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მოვლენა, აცნობეთ თქვენს ექიმს:

• თვალის დროებითი წვა

• თვალის ტკივილი, ქავილი, სიწითლე და მხედველობის დაბინდვა.

ეს ფლანერის მსუბუქი გვერდითი ეფექტებია.

პაციენტებს, რომლებსაც უტარდებათ თვალის რთული ოპერაციები, აქვთ რქოვანას დენერვაცია, რქოვანას ეპითელიუმის დეფექტები, შაქრიანი დიაბეტი, თვალის ზედაპირის დაავადება (მაგ., მშრალი თვალის სინდრომი), რევმატოიდული ართრიტი ან უტარდებათ განმეორებითი თვალის ოპერაციები მოკლე პერიოდში, შეიძლება აღინიშნოს რქოვანას გვერდითი მოვლენების გაზრდილი რისკი, რაც შეიძლება მხედველობისთვის საშიში იყოს. ამ პაციენტებში სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ადგილობრივი ოფთალმოლოგიური ანთების საწინააღმდეგო საშუალებები.

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

თუ გაქვთ რაიმე გვერდითი ეფექტი, მათ შორის ნებისმიერი შესაძლო გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი ეფექტები პირდაპირ თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრს (TÜFAM) ვებგვერდზე www.titck.gov.tr „მედიკამენტების გვერდითი ეფექტების შეტყობინებაზე“ დაწკაპუნებით ან დარეკოთ +90 800 314 00 08, გვერდითი ეფექტის შეტყობინების ხაზზე. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.

თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

5. როგორ ინახება ფლანერი

შეინახეთ ფლანერი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და საკუთარ შეფუთვაში.

ინახება ოთახის ტემპერატურაზე 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

პაკეტების გახსნის შემდეგ, ფლაკონი უნდა იქნას გამოყენებული 28 დღეში. ფლაკონები არის ერთჯერადი გამოყენებისთვის, გამოუყენებელი შიგთავსი უნდა განადგურდეს.

გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის შესაბამისად.

არ გამოიყენოთ ფლანერი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ გამოიყენოთ ფლანერი, თუ შეამჩნევთ რაიმე დეფექტს პროდუქტზე და/ან მის შეფუთვაზე.

არ გადაყაროთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

სავაჭრო ნებართვის მფლობელი:

DEVA Holding A.Ş.

Halkalı Merkez Mah. Basın Ekspres Cad. No.: 1

34303 Küçükçekmece - STANBUL/TURKEY

წარმოების ადგილი:

DEVA Holding A.Ş.

Dumlupınar Mahallesi. Ankara Caddesi No: 2.

Kartepe-  KOCAELI/TURKEY

ეს ინსტრუქციის ფურცელი დამტკიცდა 16.07.2021.