ვიდი უტიჩეკი #30კაფს
გააზიარე:
ვიდი უტიჩეკი
საკვები დანამატი დანამატი „ვიდი უტიჩეკის“ თითოეული ტაბლეტი შეიცავს:
D- მანოზა 600 მგ
მოცვის ექსტრაქტი 300 მგ
პროდუქტის აღწერა
D -მანოზა
D-მანოზა მონოსაქარიდია, რომელიც შეიწოვება, მაგრამ არ მეტაბოლიზდება ორგანიზმში. იგი გამოიყენება როგორც ალტერნატიული მიდგომა საშარდე გზების ინფექციის (სგი) მართვისთვის, რადგან თრგუნავს ბაქტერიების ადჰეზიას ლორწოვან გარსზე. D-მანოზა ეფექტურად შეიწოვება საჭმლის მომნელებელი სისტემის ზედა ნაწლავში და სწრაფად გამოიყოფა სისხლის მიმოქცევიდან. D-მანოზა ბოჭავს FimH ადჰეზინს, რომელიც მდებარეობს უროპათოგენური Escherichia coli-ის 1 ტიპის ფიმბრიის წვერზე (წარმოადგენს ვირულენტობის ფაქტორს სგი-ის პათოგენეზში) და ამ გზით წყვეტს E. coli-ს და სხვა პათოგენური ბაქტერიების ბმას უროთელიუმთან, რითაც ხელს უშლის სგი-ის განვითარებას.
მოცვის ექსტრაქტი
მოცვის მოქმედების მექანიზმი ძირითადად გამოიხატება E. Coli- ის I ტიპის და p-fimbriae შტამების ადჰეზიის თავიდან აცილებით. ადჰეზიის გარეშე ბაქტერიები ვერ აინფიცირებენ ლორწოვანის ზედაპირს. ადჰეზიის აღკვეთა ხდება მოცვის ორი კომპონენტის მიერ: ფრუქტოზა, რომელიც აინჰიბირებს 1 ტიპის ფიმბრიების და პროანტოციანიდინები PAC, რომელიც აფერხებს ფიმბრიების მიმაგრებას. მოცვის მოქმედების ერთ-ერთი მექანიზმი არის ის, რომ მოცვის ნაერთები მოქმედებს როგორც რეცეპტორების ანალოგი და კონკურენტულად თრგუნავს E. coli-ს ადჰეზიას მასპინძელ უჯრედებთან, ფიმბრიალურ წვეროებთან შეკავშირების გზით.
მოცვის ინ ვიტრო ეფექტი დამოკიდებულია დოზაზე.
გამოიყენება
საშარდე გზების მორეციდივე ინფექციების დროს, განსაკუთრებით ქალებში; ასევე ანტიბიოტიკ-რეზისტენტობის მქონე პირებში.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.
ვიდი უტიჩეკის დანამატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
ურთიერთქმედება
სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება დადგენილი არ არის. შეატყობინეთ ექიმს თუ გიტარდებათ ქიმიო ან ანტიბიოტიკო თერაპია.
გამოყენების წესი
პერორალური გამოყენებისთვის. მიიღება 1 ტაბლეტი 3- ჯერ დღეში, ჭიქა წყალთან ერთად.
შენახვის ვადა
3 წელი წარმოების დღიდან.
შენახვის ინსტრუქცია
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ინახება გრილ და მშრალ ადგილას 30°C-მდე ტემპერატურაზე.
შეფუთვა:№30 კაფსულა.
მწარმოებელი
Lumenar Lifecare LLP
წარმოებულია
Syren Healthcare-თვის, ინდოეთი.










