
კაპიტანქიდი ვეჯიქიდი150მლ სიროფი
გააზიარე:
კაპიტანქიდი ვეჯიქიდი სიროფი 150 მლ
გამოყენების ინსტრუქცია
სავაჭრო დასახელება
კაპიტანქიდი ვეჯიქიდი (სიროფი 150 მლ)
CaptainKidd® VegKidd (Syrup 150 ml)
შემადგენლობა
დეიონიზებული წყალი, ბროწეულის წვენის კონცენტრატი, შაქარი, მჟავიანობის რეგულატორები (ლიმონის მჟავა, ტრინატრიუმის ციტრატის დიჰიდრატი), ბროკოლის (Brassica oleracea var. Italica) ექსტრაქტი, კომბოსტოს (Brassica oleracea var. Capitata) ექსტრაქტი, ისპანახის (Spinacia oleracea) ექსტრაქტი, არომატი (ბროწეული), L-ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C), გასქელება (ქსანთანის რეზინა), DL-ალფა ტოკოფერილ აცეტატი (ვიტამინი E), თუთიის სულფატი (Zn), ნიკოტინამიდი (ვიტამინი B3), D-პანთოტენატ კალციუმი (ვიტამინი B5), რეტინოლ პალმიტატი (ვიტამინი A), ქოლეკალციფეროლი (ვიტამინი D3), პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B6), ფიტომენადიონი (ვიტამინი K), რიბოფლავინი 5-ფოსფატ ნატრიუმი (ვიტამინი B2), თიამინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B1), ფოლიუმის მჟავა, კალიუმის იოდიდი (I), ნატრიუმის სელენიტი (Se), ციანოკობალამინი (ვიტამინი B12).
არ შეიცავს ფენილალანინის წყაროს. D ვიტამინის არაცხოველური წყარო.
საკვები ღირებულება: მოხმარების საშუალო დოზირება 5 მლ
დასახელება |
რაოდენობა 5 მლ-ში |
NRV % |
ბროკოლის ექსტრაქტი |
80 მგ |
* |
კომბოსტოს ექსტრაქტი |
75 მგ |
* |
ისპანახის ექსტრაქტი |
75 მგ |
* |
ვიტამინი A |
150 მკგ RE (400 ს/ე) |
19% |
ვიტამინი B1 |
0,25 მგ |
23% |
ვიტამინი B2 |
0.3 მგ |
21% |
ვიტამინი B3 |
4 მგ NE |
25% |
ვიტამინი B5 |
3 მგ |
50% |
ვიტამინი B6 |
1 მგ |
71% |
ფოლიუმის მჟავა |
100 მკგ |
50% |
ვიტამინი B12 |
1 მკგ |
40% |
ვიტამინი C |
45 მგ |
56% |
ვიტამინი D3 |
200 ს/ე (5 მკგ) |
100% |
ვიტამინი E |
5 მგ α-TE |
42% |
ვიტამინი K |
35 მკგ |
47% |
სელენი |
20 მკგ |
36% |
იოდი |
50 მკგ |
33% |
თუთია |
3 მგ |
30% |
* კვებითი ღირებულება არ არის დადგენილი,
NRV = საკვები ნივთიერების ეტალონური მნიშვნელობა,
μg = მიკროგრამი, მგ = მილიგრამი.
RE: რეტინოლის ეკვივალენტი. IU: საერთაშორისო ერთეული.
NE: ნიაცინის ეკვივალენტი, TE: ტოკოფეროლის ეკვივალენტი.
აღწერილობა
● ბავშვებს ჯანსაღი ზრდისა და ტვინის განვითარებისთვის ყოველდღიურად ესაჭიროებათს ბოსტნეულ მიღება.
● თუ ბავშვი ბოსტნეულის ჭამასთან დაკავშირებით პრეტენზიულია, ეს გავლენას ახდენს მის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. ამიტომ კაპიტანქიდი ვეჯიქიდი არის მნიშვნელოვანი ქვაკუთხედი ჯანსაღი ბოსტნეულის ჩართვისთვის კვებით რაციონში.
● კაპიტანქიდი ვეჯიქიდი ეხმარება ბავშვებს ჯანმრთელობის გაძლიერებაში.
● კაპიტანქიდი ვეჯიქიდი შეიცავს აუცილებელ საკვებ ნივთიერებებს, მრავალ ვიტამინს და მინერალს, რაც ხელს უწყობს ჯანმრთელობის გაუმჯობესებას და დაავადებებისგან დაცვას.
● კაპიტანქიდი ვეჯიქიდი შეიცავს ნაერთებს, რომლებსაც აქვთ იმუნური სისტემის გამაძლიერებელი აქტივობა და ხელს უწყობს ბავშვების ზრდასა და განვითარებას.
გამოყენების წესი და რეკომენდებული დღიური დოზა
მიიღება პერორალურად.
ბავშვები (1-3 წელი) - 5 მლ დღეში.
ბავშვები (4-10 წელი) - 5 მლ ან 10 მლ დღეში.
გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ.
სპეციალური მითითებები
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.
საზომი ჭიქა მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
ყოველი გამოყენების შემდეგ გარეცხეთ საზომი ჭიქა.
შეინახეთ გრილ და მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გახსნის შემდეგ მჭიდროდ დაახურეთ თავსახური და შეინახეთ მაცივარში.
გახსნილი პროდუქტის გამოყენება შესაძლებელია 6 თვის განმავლობაში.
საკვები დანამატი არ უნდა იქნას გამოყენებული კარგად დაბალანსებული დიეტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩანაცვლებისთვის.
გვერდითი მოვლენები
რეკომენდებული დოზით პრეპარატის გამოყენებისას გვერდითი მოვლენები არ ვითარდება.
უკუჩვენებები
პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
პროდუქტის ფორმა
150 მლ სითხე მინის ბოთლში საზომი ჭიქით მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
ვარგისობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან, მითითებულია შეფუთვაზე.
მწარმოებელი კომპანია
შპს „ვივატინელი“,
დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო.
მისამართი
Unit 138, Bradley Hall Trading Estate, Bradley Lane, Standish, Wigan, WN6 0XQ,
United Kingdom.
შპს „ვივატინელი“-ს ყველა პროდუქტი შეესაბამება GMP, MHRA სერტიფიკაციას, შეესაბამება დიდი ბრიტანეთის და ევრო კავშირის ყველა მოთხოვნას და მითითებას, რომელიც განსაზღვრავს მის ხარისხს.