
კაპიტანქიდი სლიპქიდი150მლ სიროფი
გააზიარე:
კაპიტანქიდი სლიპქიდი სიროფი 150 მლ
გამოყენების ინსტრუქცია
სავაჭრო დასახელება
კაპიტანქიდი სლიპქიდი (სიროფი 150 მლ)
CaptainKidd® SleepKidd (Syrup 150 ml)
შემადგენლობა
დეიონიზებული წყალი, ვალერიანის (Valeriana officinalis L) ფესვის ექსტრაქტი, ბარამბოს (Melissa officinalis L) ექსტრაქტი, ვნების ყვავილის (Passiflora foetida) ფოთლების ექსტრაქტი, მჟავიანობის რეგულატორები (ლიმონმჟავა, ტრინატრიუმის ციტრატის დიჰიდრატი), ველური ალუბლის (Prunus cerasus) ექსტრაქტი, L-თეანინი, სვიის (Humulus lupulus L) ექსტრაქტი, არომატიზატორი (ლიმონი), გასქელება (ქსანთანის რეზინა), დამატკბობელი (სუკრალოზა).
არ შეიცავს საღებავებს და შაქარს. შეიცავს დამატკბობელს.
საკვები ღირებულება: მოხმარების საშუალო დოზირება 5 მლ
დასახელება |
რაოდენობა 5 მლ-ში |
NRV % |
კატაბალახა (Valeriana officinalis) ფესვის ექსტრაქტი |
320 მგ |
* |
ბარამბოს (Melissa officinalis L) ექსტრაქტი |
160 მგ |
* |
ვნების ყვავილის (Passiflora foetida) ფოთლების ექსტრაქტი |
160 მგ |
* |
ველური ალუბლის (Prunus cerasus) ექსტრაქტი |
100 მგ |
* |
სვიის (Humulus lupulus L) ექსტრაქტი |
80 მგ |
* |
L-თეანინი |
100 მგ |
* |
- კვებითი ღირებულება დადგენილი არ არის.
NRV = საკვები ნივთიერების ეტალონური მნიშვნელობა,
აღწერილობა
● კაპიტანქიდი სლიპქიდი არის ბუნებრივი ძილის დამხმარე საშუალება, რომელიც ეხმარება ბავშვებს ძილის გაუმჯობესებაში.
● კაპიტანქიდი სლიპქიდი არის ბუნებრივი მცენარეული ინგრედიენტების ნაზავი (ალუბალი, ბარამბო, კატაბალახას ფესვი და სვია), რომელიც ეხმარება ბავშვს მოდუნებაში და ამშვიდებს მის გონებას მშვიდი ღამის ძილისთვის.
● კაპიტანქიდი სლიპქიდი არის ბუნებრივი საძილე საშუალება, რომელიც
- ეხმარება მშვიდ ძილს;
- ხელს უწყობს ძილის წინ დამშვიდებას;
- ამცირებს მოუსვენრობას;
- ამცირებს ძილის დარღვევას.
● კაპიტანქიდი სლიპქიდი შედგება მცენარეული ექსტრაქტებისაგან, როგორიცაა ალუბლის (Prunus cerasus) ხილის ექსტრაქტი, ბარამბოს (Melissa officinalis) ფოთლის ექსტრაქტი, კატაბალახას (Valeriana officinalis) ფესვის ექსტრაქტი, პასიფლორას (Passiflora incarnata) და სვიის ფოთლების ექსტრაქტი.
● ველური ალუბლის (Prunus cerasus) ექსტრაქტი შეიცავს 2% ნატურალური მელატონინს, რომელიც ეხმარება ბავშვს ჩაძინებასა და ძილის შენარჩუნებაში.
● ბარამბო ეხმარება შფოთვისა და დეპრესიის სიმპტომების გაუმჯობესებას და გამოიყენება, როგორც ძილის დამხმარე საშუალება ბავშვებში.
● დადასტურებულია, რომ კატაბალახა ხელს უწყობს ძილს.
● სვია არის მსუბუქი ძილის ხელშემწყობი საშუალება, მას აქვს დამამშვიდებელი ეფექტი.
● პასიფლორას შეუძლია მოხსნას უძილობის პრობლემა და შფოთვა.
გამოყენების წესი და რეკომენდებული დღიური დოზა
მიიღება პერორალურად.
ბავშვები (2-6 წელი) – 2.5 მლ ან 5 მლ ძილის წინ, 30-60 წუთით ადრე
ბავშვები (7-12 წელი) - 5 მლ ან 10 მლ ძილის წინ, 30-60 წუთით ადრე
გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ.
სპეციალური მითითებები
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.
საზომი ჭიქა მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
ყოველი გამოყენების შემდეგ გარეცხეთ საზომი ჭიქა.
შეინახეთ გრილ და მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გახსნის შემდეგ მჭიდროდ დაახურეთ თავსახური და შეინახეთ მაცივარში.
გახსნილი პროდუქტის გამოყენება შესაძლებელია 6 თვის განმავლობაში.
საკვები დანამატი არ უნდა იქნას გამოყენებული კარგად დაბალანსებული დიეტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩანაცვლებისთვის.
გვერდითი მოვლენები
რეკომენდებული დოზით პრეპარატის გამოყენებისას გვერდითი მოვლენები არ ვითარდება.
უკუჩვენებები
პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
პროდუქტის ფორმა
150 მლ სითხე მინის ბოთლში საზომი ჭიქით მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
ვარგისობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან, მითითებულია შეფუთვაზე.
მწარმოებელი კომპანია
შპს „ვივატინელი“,
დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო.
მისამართი
Unit 138, Bradley Hall Trading Estate, Bradley Lane, Standish, Wigan, WN6 0XQ,
United Kingdom.
შპს „ვივატინელი“-ს ყველა პროდუქტი შეესაბამება GMP, MHRA სერტიფიკაციას, შეესაბამება დიდი ბრიტანეთის და ევრო კავშირის ყველა მოთხოვნას და მითითებას, რომელიც განსაზღვრავს მის ხარისხს.