კაპიტანქიდი ხველის150მლ სიროფი
გააზიარე:
კაპიტანქიდი ხველის სიროფი 150 მლ
გამოყენების ინსტრუქცია
სავაჭრო დასახელება
კაპიტანქიდი ხველის სიროფი (150 მლ)
CaptainKidd® CoughingKidd (Syrup 150 ml)
შემადგენლობა
დეიონიზირებული წყალი, შაქარი, გლიცერინი, ძირტკბილას ფესვის ექსტრაქტი, ტუხტის ფესვის ექსტრაქტი, მჟავიანობის რეგულატორები (ლიმონმჟავა, ტრინატრიუმის ციტრატის დიჰიდრატი), ინგლისური სუროს ფოთლის ექსტრაქტი, აფრიკული გერანიუმის ფესვის ექსტრაქტი, არომატი (შავი თუთის), გასქელება (ქსანთანის რეზინა).
არ შეიცავს ფენილალანინის წყაროს. არ შეიცავს დამატკბობლებს და საღებავებს.
საკვები ღირებულება: მოხმარების საშუალო დოზირება 5 მლ
|
დასახელება |
რაოდენობა 5 მლ-ში |
NRV % |
|
ინგლისური სუროს (Hedera helix) ფოთლის ექსტრაქტი |
20 მგ |
* |
|
აფრიკული გერანიუმის (Pelergonium sidoides) ფესვის ექსტრაქტი |
20 მგ |
* |
|
ძირტკბილას (Glycyrrhiza glabra) ფესვის ექსტრაქტი |
100 მგ |
* |
|
ტუხტის (Althea officinalis) ფესვის ექსტრაქტი |
100 მგ |
* |
* კვებითი ღირებულება დადგენილი არ არის.
NRV = საკვები ნივთიერების ეტალონური მნიშვნელობა,
მგ = მილიგრამი.
აღწერილობა
● ამშვიდებს შეტევითი ხასიათის ტკივილს.
● კაპიტანქიდი ხველის სიროფი არის საუკეთესო ბუნებრივი საშუალება მშრალი, შეტევითი ხასიათის ხველის მოსაშორებლად.
● კაპიტანქიდი ხველის სიროფი ხსნის შეტევითი ხასიათის ხველას, ამიტომ ხველა უფრო ასატანი ხდება.
● კაპიტანქიდი ხველის სიროფი შედგება გლიცერინისაგან, რომელიც შემოგარსავს და არბილებს ყელის უკანა მხარეს, ხსნის ტკივილს. შეიცავს ხველის დამთრგუნველ მცენარეულ ექსტრაქტებს (ინგლისური სურო, აფრიკული გერანიუმი, ძირტკბილა, ტუხტი), რომელიც მოქმედებს ხველის რეფლექსის დათრგუნვის გზით.
● ინგლისური სუროს (Hedere helix) ფოთლის ექსტრაქტი ამსუბუქებს ხველას ზედა სასუნთქი გზების ინფექციებისა და გაციების დროს. იგი ხელს უწყობს ლორწოს გამოდევნას სასუნთქი გზებიდან, ასტიმულირებს ბრონქული ჯირკვლებიდან სითხის გამოყოფას, რაც თავის მხრივ ეხმარება გაღიზიანებული სასუნთქი გზების დამშვიდებას.
● აფრიკული გერანიუმის (Pelergonium sidoides) ექსტრაქტი ფილტვის ქსოვილების მხარდაჭერითა და იმუნური უჯრედების სათანადო აქტივობით ხელს უწყობს ფილტვების ჯანსაღ ფუნქციონირებასა და სუნთქვის გაუმჯობესებას.
● ძირტკბილას (Glycyrrhiza glabra) ფესვის ექსტრაქტი შედგება გლიცირიზინისაგან, რომელიც ანტიოქსიდანტია და აქვს ხველის დამთრგუნველი თვისებები.
● ტუხტის (Althea officinalis) ფესვის ექსტრაქტი ამშვიდებს ყელის ტკივილს და თრგუნავს ხველას. კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ტუხტის ფესვის ექსტრაქტი ეფექტურია ხველის შესამცირებლად, მას აქვს დამამშვიდებელი ეფექტი ყელისა და ზედა სასუნთქი გზების გაღიზიანებულ ქსოვილებზე.
● გლიცერინი ცნობილია თავისი განსაკუთრებული თვისებებით, ის შემოგარსავს ყელს, როგორც ლუბრიკანტი და ამცირებს ხახუნს ყელისა და ენის მოძრავ ზედაპირებს შორის, შესაბამისად ამშვიდებს ხველას და ამცირებს ტკივილს.
გამოყენების წესი და რეკომენდებული დღიური დოზა
მიიღება პერორალურად.
ბავშვები (2-5 წელი) - 5 მლ ორჯერ დღეში.
ბავშვები (6-11 წელი) - 5 მლ სამჯერ დღეში.
გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ.
სპეციალური მითითებები
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.
საზომი ჭიქა მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
ყოველი გამოყენების შემდეგ გარეცხეთ საზომი ჭიქა.
შეინახეთ გრილ და მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გახსნის შემდეგ მჭიდროდ დაახურეთ თავსახური და შეინახეთ მაცივარში.
გახსნილი პროდუქტის გამოყენება შესაძლებელია 6 თვის განმავლობაში.
საკვები დანამატი არ უნდა იქნას გამოყენებული კარგად დაბალანსებული დიეტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩანაცვლებისთვის.
გვერდითი მოვლენები
რეკომენდებული დოზით პრეპარატის გამოყენებისას გვერდითი მოვლენები არ ვითარდება.
უკუჩვენებები
პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
პროდუქტის ფორმა
150 მლ სითხე მინის ბოთლში საზომი ჭიქით მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
ვარგისობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან, მითითებულია შეფუთვაზე.
მწარმოებელი
შპს „ვივატინელი“
დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო
მისამართი
Unit 138, Bradley Hall Trading Estate,
Bradley Lane, Standish, Wigan, WN6 0XQ,
United Kingdom.
შპს „ვივატინელი“-ს ყველა პროდუქტი შეესაბამება GMP, MHRA სერტიფიკაციას, შეესაბამება დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის ყველა მოთხოვნას და მითითებას, რომელიც განსაზღვრავს მის ხარისხს.











