კაპიტანქიდი ბოუნქიდი 150მლ სიროფი

კაპიტანქიდი ბოუნქიდი 150მლ სიროფი

44.00 ლარი
ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი
მწარმოებელი: ვივატინელი
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: კალციუმი+თუთია+ვიტ. დ-3+მაგნიუმი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 146913
გააზიარე:

კაპიტანქიდი ბოუნქიდი სიროფი 150 მლ

გამოყენების ინსტრუქცია

სავაჭრო დასახელება

კაპიტანქიდი ბოუნქიდი (სიროფი 150 მლ)

CaptainKidd® BoneKidd (Syrup 150 ml)

 

შემადგენლობა

დეიონიზებული წყალი, კალციუმის ლაქტატი (Ca), მონოკალიუმის ფოსფატი (P), მაგნიუმის სულფატი (Mg), მჟავიანობის რეგულატორები (ლიმონის მჟავა, ტრინატრიუმის ციტრატის დიჰიდრატი), არომატიზატორი (ფორთოხალი), L-ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C), დამატკბობელი (სუკრალოზა) გასქელება (ქსანთანის რეზინა), თუთიის სულფატი (Zn), მანგანუმის გლუკონატი (Mn), სპილენძის გლუკონატი (Cu), საღებავი (ბეტა კაროტინი), პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B6), რიბოფლავინი 5-ფოსფატ ნატრიუმი (ვიტამინი B2), ფოლიუმის მჟავა, ქოლეკალციფეროლი (ვიტამინი D3), ფიტომენადიონი (ვიტამინი K), რეტინოლ პალმიტატი (ვიტამინი A), ციანოკობალამინი (ვიტამინი B12).

არ შეიცავს ფენილალანინის წყაროს. D ვიტამინის არაცხოველური წყაროები.

 

საკვები ღირებულება: მოხმარების საშუალო დოზირება 5 მლ

 

დასახელება

რაოდენობა 5 მლ-ში

NRV %

კალციუმი

120 მგ

15%

ფოსფორი

120 მგ

17%

მაგნიუმი

50 მგ

13%

ვიტამინი C

40 მგ

50%

თუთია

5 მგ

50%

მანგანუმი

0.9 მგ

45%

სპილენძი

300 მკგ

30%

ვიტამინი B6

0.9 მგ

64%

ვიტამინი B2

0.6 მგ

43%

ფოლიუმის მჟავა

80 მკგ

40%

ვიტამინი D3

10 მკგ (400 ს/ე)

200%

ვიტამინი K

30 მკგ

40%

ვიტამინი A

300 მკგ RE (1000 ს/ე)

38%

ვიტამინი B12

1 მკგ

40%

 

NRV = საკვები ნივთიერების ეტალონური მნიშვნელობა,

μg = მიკროგრამი, მგ = მილიგრამი.

RE: რეტინოლის ეკვივალენტი. IU: საერთაშორისო ერთეული.

 

აღწერილობა

● კალციუმისა და ვიტამინი D3-ის გარდა, ბევრი სხვა საკვები ნივთიერება  უწყობს ხელს ძვლების ჯანმრთელობას. ამიტომ კაპიტანქიდი ბოუნქიდი გამდიდრებულია ძვლის დამხმარე ვიტამინებითა და მინერალებით.

- კალციუმი არის ძვლის მთავარი მინერალი.

- D ვიტამინი ეხმარება ორგანიზმს კალციუმის ათვისებაში.

- მაგნიუმი მხარს უჭერს ძვლის სტრუქტურასა და არეგულირებს კალციუმის დონეს.

- ფოსფორი მუშაობს კალციუმთან ერთად ძვლების გასამაგრებლად.

- ვიტამინი K ეხმარება კალციუმს ძვლის ქსოვილთან შეკავშირებაში.

- სპილენძი, მანგანუმი, ვიტამინები B12, B2, B6 და C არის ორგანიზმისთვის აუცილებელი საკვები ნივთიერებები, რომლებიც ხელს უწყობენ ძვლების ჯანმრთელობის შენარჩუნებას.

● ძლიერი ძვლების ასაშენებლად ბავშვებმა უნდა მიიღონ საკმარისი კალციუმი, D ვიტამინი და ფოსფორი. ძლიერი ძვლების მქონე ბავშვებს უფრო მეტი შანსი აქვთ, რომ ზრდასრულ ასაკში თავიდან აიცილონ ძვლის სისუსტე.

 

√  ფოსფორი, კალციუმი და ვიტამინი D საჭიროა ბავშვებში ძვლების ნორმალური ზრდისა და განვითარებისთვის.

√  მაგნიუმი, მანგანუმი, თუთია და K ვიტამინი ხელს უწყობს ძვლების ნორმალურ შენარჩუნებას.

√  ვიტამინი C ხელს უწყობს კოლაგენის ნორმალურ წარმოქმნას, რაც მნიშვნელოვანია ძვლების ნორმალური ფუნქციონირებისთვის.

 

გამოყენების წესი და რეკომენდებული დღიური დოზა

მიიღება პერორალურად.

ბავშვები (1-7 წელი) - 5 მლ დღეში.

ბავშვები (8-12 წელი) - 5 მლ ან 10 მლ დღეში.

გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ.

 

სპეციალური მითითებები

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.

საზომი ჭიქა მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

ყოველი გამოყენების შემდეგ გარეცხეთ საზომი ჭიქა.

 

შეინახეთ გრილ და მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გახსნის შემდეგ მჭიდროდ დაახურეთ თავსახური და შეინახეთ მაცივარში.

გახსნილი პროდუქტის გამოყენება შესაძლებელია 6 თვის განმავლობაში.

საკვები დანამატი არ უნდა იქნას გამოყენებული კარგად დაბალანსებული დიეტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩანაცვლებისთვის.

 

გვერდითი მოვლენები

რეკომენდებული დოზით პრეპარატის გამოყენებისას გვერდითი მოვლენები არ ვითარდება.

 

უკუჩვენებები

პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

 

პროდუქტის ფორმა

150 მლ სითხე მინის ბოთლში საზომი ჭიქით მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

 

ვარგისობის ვადა

3 წელი წარმოების თარიღიდან, მითითებულია შეფუთვაზე.

 

მწარმოებელი კომპანია

შპს „ვივატინელი“,

დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო.

 

მისამართი

Unit 138, Bradley Hall Trading Estate, Bradley Lane, Standish, Wigan, WN6 0XQ,

United Kingdom.

 

შპს „ვივატინელი“-ს ყველა პროდუქტი შეესაბამება GMP, MHRA სერტიფიკაციას,  შეესაბამება დიდი ბრიტანეთის და ევრო კავშირის ყველა მოთხოვნას და მითითებას, რომელიც განსაზღვრავს მის ხარისხს.