ტრაუმელ S 50გ გელი

ტრაუმელ S 50გ გელი

39.80 ლარი 33.83 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ქვეყანა: გერმანია
მწარმოებელი: ბიოლოგიშ ჰელმიტელ ჰეელი
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ტრაუმელი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 146907
გააზიარე:

ტრაუმელ S Gel / Traumeel S გელი 50გ

კატეგორია: Heel, საყრდენ მამოძრავებელი სისტემა, სხვადასხვა

ფარმაკოლოგიური ჯგუფი : კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი.

გამოშვების ფორმა : გელი გარეგანი გამოყენებისთვის.

შემადგენლობა : 100 გ შეიცავს:

Achillea millefolium : D0 – 0,090 გ

Aconitum napellus : D1 – 0,050 გ

Arnica montana : D3 – 1,500 გ

Atropa bella-donna : D1 – 0,050 გ

Bellis perennis : D0 – 0,100 გ

Calendula officinalis : D0 – 0,450 გ

Echinacea : D0 – 0,150 გ

Echinacea purpurea : D0 – 0,150 გ

Hamamelis virginiana : D0 – 0,450 გ

Hepar sulfuris : D6 – 0,025 გ

Hypericum perforatum : D6 – 0,090 გ

Matricaria recutita : D0 – 0,150 გ

Mercurius solubilis Hahnemanni : D6 – 0,040 გ

Symphytum officinale : D4 – 0,100 გ

წყალი, გასუფთავებული : 74,652 გ

ეთანოლი (96 პროცენტი) აკ. ეთანოლი 94 % (მ/მ) HAB : 18,653 გ

კარბომერები (Carbopol 980NF) : 1.000 გ

ნატრიუმის ჰიდროქსიდის ხსნარი 18 % (მ/მ) : 2.300 გ

Top of Form

რაოდენობა: ტრაუმელ S Gel / Traumeel S გელი 50 გრ.

Bottom of Form

ჩვენება : ყველა სახის ტრავმული დაზიანება, როგორიცაა დაჭიმულობა, ამოვარდნილობა, კონტუზია, ჰემატომა და სისხლჩაქცევა სახსარში, სხვადასხვა ორგანოსა და ქსოვილის ანთებასთან დაკავშირებული ანთებითი და დეგენერაციული პროცესები, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ჩათვლით.

მიღების წესი და დოზირება : თუ სხვაგვარად არ არის მითითებული:

სტანდარტულიდოზირება:

მოზრდილები (და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები): გამოიყენება დღეში 2-ჯერ, ან საჭიროების შემთხვევაში.

პედიატრია:

2 წლამდე: გამოიყენება დღეში 2-ჯერ, ან საჭიროების შემთხვევაში უფრო ხშირად.

2-5 წელი: გამოიყენება დღეში 2-ჯერ, ან საჭიროების შემთხვევაში უფრო ხშირად.

6-11 წელი: გამოიყენება დღეში 2-ჯერ, ან საჭიროების შემთხვევაში უფრო ხშირად.

გამოყენებისმეთოდი:

მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის. გამოიყენეთ დაზიანებულ ადგილზე. ტრაუმელი შეიძლება გამოყენებულ იქნას ზომიერი კომპრესიული ნახვევით და/ან ოკლუზიური ნახვევით.

უკუჩვენება : ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) ერთ ან რამდენიმე ინგრედიენტზე, გვირილასებრთა ოჯახის სხვა მცენარეების მიმართ., როგორიცაა Arnica montana (მთის არნიკა), Calendula officinalis (გულყვითელა), Chamomilla recutita (გვირილა), Echinacea (ნარცეცხლა), Achillea millefolium (ფარსმანდუკი), Bellis perennis (ამრიკონი).

ორსულობა / ლაქტაცია : ისევე, როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ორსულობის ან ლაქტაციის დროს პრეპარატის გამოყენებისას.

გვერდითი ეფექტი : ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ ჰომეოპათიურმა მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება. ცალკეულ შემთხვევებში დაფიქსირდა კანის გარდამავალი რეაქციები (მაგ. გამონაყარი, ქავილი).

ვარგისიანობის ვადა : 3 წელი.

შენახვის პირობები : არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა : 50 გრამის შემცველი ტუბი.

აფთიაქიდან გაცემის პირობა :

გაიცემა ურეცეპტოდ.

მწარმოებელი :

(Biologische Heilmittel Heel GmbH )

76532 ბადენ–ბადენი, გერმანია

დ-რ რეკევეგის ქუჩა 2-4.