ფარმალაიფი აპეტიტო200მლ სიროფი

ფარმალაიფი აპეტიტო200მლ სიროფი

49.96 ლარი
ქვეყანა: იტალია
მწარმოებელი: ფარმალაიფი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 146906
გააზიარე:

ფარმალაიფი აპეტიტო 200 მლ სიროფი

ინფორმაცია ფარმალაიფი აპეტიტოს შესახებ

ფარმალაიფი აპეტიტოს სიროფი (ვაშლის არომატით) არის მადის მასტიმულირებელი მცენარეული ექსტრაქტებისაგან მიღებული ბუნებრივი საშუალება, რომელსაც ახასიათებს მადის სტიმულაცია და ორგანიზმის სწორად განვითარება. მისი მოქმედება იწვევს მადის დაქვეითების ყველა მიზეზის დათრგუნვას, შედეგად - აუმჯობესებს მადას, საკვების მონელების, შეწოვისა და ათვისების პროცესებს.

 

აპეტიტოს შემადგენლობა

აქტიურინივთიერებები

გ/200მლ

გ/1000მლ

ფუტკრის მტვერი (Bee Pollen Extract )

4.00

20.00

გაღივებული ხორბალი (Wheat Germ Extract )

4.00

20.00

ვაშლის წვენის კონცენტრატი (Apple juice )

10.00

50.00

ასისთავას ყვავილი (Centaury Tops Extract )

3.00

15.00

ნაღველას ფესვების ექსტრაქტი (Gentian Root Extract )

3.00

15.00

ულუმბოს მარცვლების ექსტრაქტი (Fenugreek Seeds Extract )

1.00

5.00

 

ულუმბოს მარცვლების ექსტრაქტი - გამოიყენება როგორც მატონიზირებელი და ანტიანემიური საშუალება; აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და ახდენს მადის მომატებას. ასევე, მას აქვს ავადობის შემდეგ გამაჯანსაღებელი ეფექტი. იგი მდიდარია მაგნიუმით, მანგანუმით, თუთიით და რკინით.

ნაღველას ფესვების ექსტრაქტი - ახდენს მადის სტიმულირებას ორგანიზმში, ასევე გამოიყენება პარაზიტული ჭიების სამკურნალოდ. ნაღველას ფესვის ძირითადი აქტიური ნაერთებია ირიდოიდები, სეკოირიდოიდები, ქსანთონები და ფლავანოიდები, რომლებიც ხელს უწყობენ ორგანიზმში ნერწყვის და კუჭის წვენის გამოყოფას, რის ფონზეც ხდება მადის მომატება და საჭმლის უკეთესად მონელება. ანორექსიით დაავადებულ 50 ბავშვზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მათ, ვინც ყოველდღიურად იღებდა ნაღველას ფესვის ექსტრაქტს, 1 თვის შემდეგ მნიშვნელოვნად მოემატათ მადა, წონა და კალორიების მიღება. ცუდი მადის მკურნალობის გარდა, ნაღველას ფესვი შეიძლება სასარგებლო იყოს კუჭის აშლილობის, გულისრევის და მეტეორიზმის მკურნალობას.

ასისთავას ყვავილი - აუმჯობესებს მეტაბოლიზმს, დადებითად მოქმედებს ანორექსიაზე, ნაწლავის სპაზმის დროს და ენტეროკოლიტისას. ასევე, ასისთავას აქვს ანტიოქსიდანტური მოქმედება. ის ხელს უწყობს კუჭის მჟავას აღდგენას, აუმჯობესებს ცილების მეტაბოლიზმს და კალციუმის, რკინისა და ვიტამინის B12 შეწოვას.

ფუტკრის მტვერიდა გაღივებული ხორბალი - წარმოადგენს ნახშირწყლების, ამინომჟავების და ცილების წყაროს, რაც ეხმარება ორგანიზმს დაღლილობის მოხსნასა და ენერგიის აღდგენაში.

პროდუქტი არ შეიცავს ლაქტოზასა და ალკოჰოლს.

 

ჩვენება

  • მადის დაქვეითება;
  • საჭმლის მომნელებელი წვენების არასაკმარისი სეკრეცია;
  • მწვავე და ქრონიკული ინფექციური დაავადებების შემდგომი პერიოდი;
  • წონის დეფიციტი;
  • ბავშვებსა და მოზარდებში სხეულის მასის დეფიციტი.

 

მიღების წესი

გამოყენებამდე შეანჯღრიეთ. სასურველია მიღებულ იქნას საკვების მიღებამდე.

6 თვიდან - 3 წლამდე: 5მლ დღეში.

3-დან 12 წლამდე: 15მლ 2-ჯერ დღეში.

12 წლიდან: 15მლ 3-ჯერ დღეში.

 

უკუჩვენება

არ მიიღოთ ფარმალაიფი აპეტიტო, თუ ხართ ჰიპერმგრძნობიარე მასში შემავალი რომელიმე ნივთიერების მიმართ და ასევე, როგორც დამატკბობელი. არ გამოიყენოთ, როგორც დაბალანსებული კვების შემცვლელი. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას.

 

შენახვის პირობები

 

შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენოთ ფარმალაიფი აპეტიტო შეფუთვაზე ან ბოთლის ეტიკეტზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

 

გამოშვების ფორმა

მუყაოს კოლოფში ყავისფერი PET ბოთლი 200 მლ სიროფით, დახურული ხრახნიანი თავსახურით და დამცავი რგოლით.

 

წარმოებულია GMP-ს სტანდარტის და  მიხედვით.

 

მწარმოებელი

Pharmalife Research s.r.l Via Casa Paradiso 2/A,

23846 Garbagnate Monastero – Italy.

ტელ: +39 031 852855,

www.pharmaliferesearch.com

 

დისტრიბუტორი

შპს „არ დი ფარმა“,

მისამართი:  დემეტრე თავდადებულის ქ. N9,

თბილისი, 0159, საქართველო.

ტელ.: +995 599 77 00 16

E-mail: [email protected]