ფარმალაიფი კრესიტა200მლ სიროფი

ფარმალაიფი კრესიტა200მლ სიროფი

49.96 ლარი 42.47 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ქვეყანა: იტალია
მწარმოებელი: ფარმალაიფი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 146905
გააზიარე:

ფარმალაიფი კრესიტა 200მლ სიროფი

ინფორმაცია ფარმალაიფი კრესიტას შესახებ

ფარმალაიფი კრესიტა სიროფი სიმაღლეში ზრდის მაპროვოცირებელი საშუალებაა, რომლის შემადგენლობაში შედის ბუნებრივი მცენარეების  ექსტრაქტები, ვიტამინები და მინერალები. იგი ასევე ხელს უწყობს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას და ორგანიზმს აღავსებს ენერგიით.

 

ფარმალაიფი კრესიტას შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებები

გ/200მლ

გ/1000მლ

მორინგას ფოთლების ექსტრაქტი (Moringa Oleifera Lam )

5.00

25.00

ელეუტეროკოკი (Eleutherococcus senticosus )

0.60

3.00

თუთიის გლუკონატი (Zinc Gluconate )

0.605

3.023

რკინის ბისგლიცინატი (Iron Bysglicinate )

0.434

2.170

სელენი (Selenium Yeast )

0.167

0.833

ვიტ. E (Di-α-tocophril acetate )

0.16

0.80

ვიტ. K2 (Menaquinone )

0.087

0.433

ვიტ. D3 (Cholecalciferol )

0.08

0.40

ვიტ. A (Retinol )

0.31

0.155

ვიტ. B9 (Folic Acid )

0.0023

0.0113

ვიტ. B8 (Biotin )

0.0002

0.0010

 

მორინგას ფოთლების ექსტრაქტი - ახასიათებს ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. ამასთან მასში შემავალი ცილები ხელს უწყობს კუნთოვანი მასის სწორ ჩამოყალიბებასა და განვითარებას, კალციუმი დადებითად მოქმედებს ძვლოვან სისტემაზე, რაც აუმჯობესებს სიმაღლეში ზრდას და რაც  მთავარია მისი ფოთლები შეიცავს ზრდის ჰორმონს - სომატოტროპინს.

ელეუტეროკოკს - ახასიათებს მეტაბოლური ფუნქციების გაუმჯობესება, ფიზიკური მახასიათებლების ამაღლება, იმუნიტეტის გაძლიერება. მასში შემავალი ნივთიერება ადაპტოგენი ეხმარება ორგანიზმს ფიზიკური და გონებრივი სტრესის გადალახვაში. აგრეთვე, ზრდის ორგანიზმის გამძლეობას და ადაპტაციის უნარს გარემოს არასასურველი ფაქტორების მიმართ.

თუთია - ორგანიზმის ზრდა-განვითარებისათვის უმნიშვნელოვანეს მიკროელემენტს  წარმოადგენს. იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს უჯრედთა დაყოფის, შენების, აღდგენისა და დაცვის პროცესში. თუთია უძლიერესი ანტიოქსიდანტია. იგი 300-მდე ფერმენტის კოფაქტორს წარმოადგენს. თუთიის სინთეზი ორგანიზმში არ ხორციელდება, ამიტომ მნიშვნელოვანია მისი საკვები დანამატის სახით მიღება. თუთია მონაწილეობს დნმ-ის, რნმ-ის, ცილების, ჰემოგლობინის სინთეზში, ასევე, ნახშირწყლებისა და ძვლოვანი ქსოვილის მეტაბოლიზმში (ძვლოვანი უჯრედების რეგენერაციისათვის აუცილებელ კოფაქტორს წარმოადგენს).

რკინის ბისგლიცინატი - ძალიან მნიშვნელოვანი მინერალია ადამიანის ზრდისა და განვითარებისათვის. იგი აუცილებელია სისხლის ჰემოგლობინის წარმოქმნისთვის, რაც ორგანიზმში ჟანგბადის გადაცემას უზრუნველყოფს. ჟანგბადი მნიშვნელოვანია უჯრედების ზრდისა და ენერგიის წარმოებისთვის. რკინის უკმარისობისას, ორგანიზმს უჭირს საკმარისი ჟანგბადის მიწოდება, რაც იწვევს დაღლილობას, კონცენტრაციის დაქვეითებას და ფიზიკური განვითარების შეფერხებას. რკინა ასევე ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას, რაც მნიშვნელოვანია ორგანიზმის განვითარებისთვის და ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის.

სელენი -  მიკროელემენტია, რომელიც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ადამიანის ორგანიზმში. იგი წარმოადგენს ანტიოქსიდანტს, რომელიც იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალების დამაზიანებელი გავლენისაგან და ამით ხელს უწყობს ორგანიზმის ჯანსაღ განვითარებას. სელენი მონაწილეობს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების სინთეზში, რაც ძალზე მნიშვნელოვანია ნივთიერებათა ცვლისა და ენერგიის დონის რეგულაციისთვის.

ვიტამინი E - აძლიერებს უჯრედების მემბრანების სტაბილურობას და უზრუნველყოფს უჯრედების სწრაფ აღდგენასა და განახლებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორგანიზმის განვითარების ეტაპზე. ვიტამინი E ასევე აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, რაც თავის მხრივ, ზრდის პროცესში ორგანოებისა და ქსოვილების საკვები ნივთიერებებითა და ჟანგბადით უკეთ მომარაგებას უზრუნველყოფს. იგი მნიშვნელოვან როლს თამაშობს იმუნური სისტემის გაძლიერებაშიც, რითაც ორგანიზმს იცავს ინფექციებისა და ანთებითი პროცესებისგან.

ვიტამინი K2 - ცნობილია მენაქინონის სახელით. იგი განსაკუთრებულ როლს ასრულებს ადამიანის ორგანიზმში და მისი თვისებები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ორგანიზმის სხვადასხვა სისტემაზე. ეს ვიტამინი მნიშვნელოვან როლს ასრულებსორგანიზმში  კალციუმის სწორად განაწილებაში. კვლევები მიუთითებს, რომ ვიტამინი K2-ს შეუძლია ხელი შეუწყოს მეხსიერებისა და კოგნიტური ფუნქციის შენარჩუნებას. იგი ასევე ეხმარება ენდოკრინული სისტემის ფუნქციონირებას, განსაკუთრებით სქესობრივი ჰორმონების სინთეზს.

ვიტამინი D3 - აუცილებელია ჯანმრთელი ძვლების, კუნთების, იმუნური და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებისთვის. მისი საკმარისი დონის შენარჩუნება ამცირებს ქრონიკული დაავადებების რისკს, ინარჩუნებს ორგანიზმის გამძლეობას და აძლიერებს ფსიქიკურ ჯანმრთელობას.

ვიტამინი A - რეტინოლი აუცილებელია ჯანსაღი ცხოვრებისათვის. იგი უზრუნველყოფს კარგ მხედველობას, ხელს უწყობს კანის, ძვლებისა და იმუნური სისტემის გაძლიერებას. ასევე, მნიშვნელოვანი როლი აქვს უჯრედების ზრდისა და განვითარებისთვის. მისი მიღება რეკომენდებულია როგორც საკვები პროდუქტებიდან, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, დანამატების სახით.

ვიტამინი B9 - ფოლიუმის მჟავა წარმოადგენს წყალში ხსნად ვიტამინს, რომელიც აუცილებელია ადამიანის ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის. იგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უჯრედების ზრდისა და განვითარების პროცესში, ასევე ნერვული სისტემის და სისხლძარღვების ფუნქციონირებისთვის.

ვიტამინი B8 - ბიოტინი არის მნიშვნელოვანი ვიტამინი, რომელიც ორგანიზმის მრავალ სისტემას უჭერს მხარს. მისი საკმარისი მიღება აუცილებელია ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის, განსაკუთრებით კანის, თმის, ნერვული სისტემისა და მეტაბოლური პროცესების უკეთესი ფუნქციონირებისთვის.

 

პროდუქტი არ შეიცავს ალკოჰოლს, გლუტეინს და ლაქტოზას.

 

ჩვენება

  • სიმაღლეში ზრდის შეფერხება;
  • ნივთიერებათა ცვლის დარღვევა;
  • იმუნიტეტის დაქვეითება.

 

მიღების წესი

გამოყენებამდე შეანჯღრიეთ. სასურველია მიღებულ იქნას საკვების მიღებამდე.

6 თვიდან - 3 წლამდე:  5მლ დღეში.

3-დან 12 წლამდე: 10მლ დღეში.

12 წლიდან: 15მლ 2-ჯერ დღეში.

 

უკუჩვენება  და გაფრთხილება

არ გადააჭარბოთ დღიურ რეკომენდირებულ დოზას.

უკუნაჩვენებია მომატებული მგრძნობელობისას პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ.

ფლაკონი გამოიყენება გახსნიდან 1 თვის მანძილზე. არ შეიძლება გამოყენებულ იქნას მრავალფეროვანი, ბალანსირებული კვების შემცვლელად.

 

შენახვის პირობები

შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ფარმალაიფი კრესიტა შეფუთვაზე ან ბოთლის ეტიკეტზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

 

გამოშვების ფორმა

მუყაოს კოლოფში ყავისფერი PET ბოთლი 200 მლ სიროფით, დახურული ხრახნიანი თავსახურით და დამცავი რგოლით.

წარმოებულია GMP-ს სტანდარტის და  მიხედვით.

 

მწარმოებელი

Pharmalife Research s.r.l Via Casa Paradiso 2/A,

23846 Garbagnate Monastero – Italy.

ტელ: +39 031 852855,

www.pharmaliferesearch.com 

 

დისტრიბუტორი

შპს „არ დი ფარმა“,

მისამართი: დემეტრე თავდადებულის ქ. N9,

თბილისი, 0159, საქართველო.

ტელ.: +995 599 77 00 16.

E-mail: [email protected]