
ვიზუევო 10მლ თვ.წვეთები
გააზიარე:
ვიზუევო ®
ოფთალმოლოგიური ხსნარი
გამოყენების ინსტრუქცია
ვიზუევო ® წარმოადგენს ომეგა-3 აუცილებელი ცხიმოვანი მჟავების, ვიტამინი A და D და ულტრა-დაფილტრული ფოსფოლიპიდების შემცველ ინოვაციურ ფორმულას.
ვიზუევო ® ლიპოსომები (ფოსფოლიპიდები), ომეგა-3 და ვიტამინი D ამცირებს თვალის ზედაპირის ანთებითი დაავადებებით გამოწვეულ ცრემლის მომატებულ აორთქლებას.
ვიტამინი A და ფოსფოლიპიდები ცრემლის აპკში ბუნებრივი კომპონენტებია. მათი ანტიოქსიდანტური მოქმედება ხელს უშლის ოქსიდაციური სტრესით გამოწვეულ დაზიანებას, აუმჯობესებს ჰომეოსტაზს და ცრემლის შეკავების დროს. ომეგა-3, ვიტამინი D-ს და ფოსფოლიპიდების შემადგენლობა აუმჯობესებს ცრემლის აპკის ოსმოლარობას, იცავს გადაჭარბებული აორთქლებით გამოწვეული ანთებითი მდგომარეობებისგან.
შემადგენლობიდან გამომდინარე ვიზუევო ® გამოიყენება:
• მშრალი თვალის ყველა ფორმის დროს, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს კომპიუტერის ხანგრძლივი გამოყენებით, კითხვით, ავტომობილის მართვით, წამლების გამოყენებით, თვალის ალერგიითა და კონტაქტური ლინზებით;
• ოფთალმოლოგიური ოპერაციების წინ, ლიპიდური შრის აღსადგენად;
• მეიბომის ჯირკვლების სეკრეციის დისფუნქციით გამოწვეული მშრალი თვალის დროს;
• მუცინის დეფიციტით გამოწვეული თვალის სიმშრალის დროს.
გამოყენების წესი
ჩაიწვეთეთ 1 წვეთი კონიუნქტივალურ პარკში 3-ჯერ დღეში, ოფთალმოლოგის დანიშნულებისამებრ.
თუ იყენებთ სხვა ოფთალმოლოგიურ პრეპარატებს, ვიზუევოს ჩაწვეთებამდე დაიცავით 10 წუთიანი ინტერვალი.
დაიჭირეთ ბოთლი თავსახურით ზემოთ და გახსენით.
ხელით ჩამოიწიეთ ქვედა ქუთუთო, ბოთლზე მსუბუქად მოჭერით
ჩაიწვეთეთ თვალის წვეთები კონიუნქტივალურ პარკში.
გამოყენებისთანავე დაახურეთ ბოთლს თავსახური.
გაფრთხილებები და უკუჩვენება
- უკუნაჩვენებია მომატებული მგრძნობელობისას ან ალერგიისას შემადგენელ კომპონენტებზე;
- ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გაჩენისთანავე მიმართეთ ოფთალმოლოგს;
- გამოყენების შემდეგ ბოთლს დაახურეთ თავსახური;
- არ გამოიყენოთ პროდუქტი შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ;
- პროდუქტის გამოყენება შესაძლებელია გახსნიდან 60 დღის განმავლობაში;
- პროდუქტის გამოყენებამდე დაიბანეთ ხელები;
- არ გამოიყენოთ თუ პროდუქტი დაზიანებულია;
- არ შეახოთ ბოთლის წვერი თვალს;
- შეფუთვაზე მითითებული ვადა ეხება სწორად შენახულ, გაუხსნელ პროდუქტს;
- შეინახეთ სიცხის, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას;
- პროდუქტი გამოიყენება კონტაქტურ ლინზებზე:
- მხოლოდ ოფთალმოლოგიური გამოყენებისათვის, არ გადაყლაპოთ;
- შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე (15-25°C).
შემადგენლობა
ლიპოსომები (სოიოს ფოსფოლიპიდებიდან), წყალმცენარეების ზეთი (DHA+EPA), ვიტამინი A პალმიტატი, ვიტამინი D, დინატრიუმ EDTA, PEG 400, ბორის მჟავა, ნატრიუმის ტეტრაბორატი, იზოტონური ბუფერი pH 7.20.
შეფუთვა
უკონსერვანტო 10 და 5 მლ ბოთლიNovelia®-ს სისტემით.
3 მლ (ნიმუში), უკონსერვანტო Novelia®-ს სისტემით.
მწარმოებელი
VISUfarma S.p.A.
Via Alberto Cadlolo, 21. 00136 Rome, Italy.
დისტრიბუტორი
VISUfarma B.V.
Amstelplein 1, 1096 HA, Amsterdam, Netherlands.