ტოედინ გინო 200მგ #14ვაგ.სუპ
გააზიარე:
ტოედინ გინო
სავაჭრო დასახელება: ტოედინ გინო.
გამოშვების ფორმა: ვაგინალური სანთელი, ყავისფერი, შეფუთული ბლისტერში.
შემადგენლობა
თითოეული ვაგინალური სანთელი შეიცავს:
პოვიდონ იოდიდი USP 200მგ (იოდი 20მგ).
ფარმაკოთერაპიულიჯგუფი: ანტისეპტიკური და ანტიმიკრობული საშუალება, გინეკოლოგიაში გამოყენებისათვის.
ფარმაკოლოგიურითვისებები
ტოედინ გინოს აქტიური მოქმედი ნივთიერება პოვიდონ-იოდი ანადგურებს მიკროორგანიზმებს. იგი ეფექტურად მოქმედებს ბაქტერიების, სოკოების, სპორების, ვირუსების, უმარტივესების (ერთუჯრედიანი ორგანიზმები) წინააღმდეგ.
ტოედინ გინოს ვაგინალური სანთლები ხელს უწყობს საშოს ნორმალური ფლორის სწრაფ აღდგენას, ამავე დროს, სწრაფად ქრება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ქავილი და წვა.
მოქმედების ამ მექანიზმის წყალობით, პრეპარატის მიმართ რეზისტენტობა ისევე, როგორც მეორადი რეზისტენტობა ხანგრძლივი გამოყენების დროს, მოსალოდნელი არ არის.
პოვიდონთან კომპლექსის წარმოქმნის შედეგად იოდი უმეტესწილად კარგავს ადგილობრივ გამაღიზიანებელ მოქმედებას, ამიტომ, ლორწოვანი გარსები და ეროზიული მიდამოები კარგად იტანს მას.
ამავე დროს, იოდი უფერულდება. ყავისფერი შეფერვის ინტენსივობა პრეპარატის ეფექტურობის ინდიკატორია. ვაგინალური გამოყენების შემდეგ ნახევარ გამოყოფის პერიოდია 2 დღე.
ჩვენებები
მწვავე და ქრონიკული ვაგინალური ინფექციები (კოლპიტი):
- შერეული ინფექციები;
- არასპეციფიკური ინფექციები (ბაქტერიული ვაგინოზი, Gardenella vaginalis);
- გენიტალური ჰერპესი;
- სოკოვანი ინფექციები (Candida albicans), კანდიდოზის ჩათვლით ანტიბიოტიკებით და სტეროიდული პრეპარატებით მკურნალობის შედეგად;
- ტრიქომონიაზი (საჭიროებისამებრ) შესაძლოა ჩატარდეს კომბინირებული სისტემური მკურნალობა);
- პრეოპერაციული და ოპერაციის შემდგომი დამუშავება, საშოზე ქირურგიული ოპერაციის წინ და შემდეგ, ასევე სამეანო და დიაგნოსტიკური პროცედურები.
გამოყენებისწესი
ტოედინ გინოს სანთლები ამოღებულ უნდა იქნას გარსიდან და საგულდაგულო დატენიანების შემდეგ შეყვანილ უნდა იქნას ღრმად საშოში.
სანთლებით მკურნალობის დროს რეკომენდირებულია ჰიგიენური საფენების გამოყენება.
უკუჩვენებები
- მაღალი მგრძნობელობა იოდის ან პრეპარატის სხვა კომპონენტის მიმართ;
- ჰიპერთირეოზი ან ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის სხვა გამოხატული დარღვევები (ნიშნები: გულისცემის გახშირება, შფოთვა), ასევე, ჰიპერთირეოზის რადიაქტიური იოდით მკურნალობის შემდეგ, ვინაიდან შეუძლებელია ჰიპერთირეოზის განვითარების გამორიცხვა, არ არის რეკომენდირებული პოვიდონ-იოდის ხანგრძლივი (14 დღეზე მეტ ხანს) მიღება. პაციენტებში (განსაკუთრებით ხანდაზმულთათვის) ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციების ლატენტური დარღვევებით, დასაშვებია მისი გამოყენება მხოლოდ სარგებლის და შესაძლო რისკის გულდასმით შეფასების შემდეგ. საჭიროა ამ პაციენტებზე მეთვალყურეობა ჰიპერთირეოზის ადრეული ნიშნების გამოსავლენად და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის სათანადო შესწავლისათვის პრეპარატის გამოყენების შეწყვეტის შემდეგაც კი (3 თვის განმავლობაში)
- ახალშობილებში და ბავშვებში 6 თვემდე ასაკში პოვიდონ-იოდის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ მკაცრი ჩვენებით. აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის კონტროლი.
ორსულობადაძუძუთიკვება
პრეპარატის გამოყენება ორსულობის 2 თვის შემდეგ და, ასევე, ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ მკაცრი ჩვენებით და საჭიროებს დედის და ბავშვის ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციაზე გულდასმით მეთვალყურეობას.
ამ შემთხვევებში პრეპარატის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ხანმოკლე დროით.
იოდი გადის პლაცენტარულ ბარიერს და გამოიყოფა დედის რძეში.
თავიდან უნდა იქნას აცილებული ბავშვების მიერ სანთლების შინაგანი გამოყენება.
სხვასამკურნალოსაშუალებებთანურთიერთქმედება
პოვიდონ-იოდის და წყალბადის ზეჟანგის, ასევე ვერცხლისა და ტაულორიდინის შემცველი ფერმენტული პრეპარატების ერთობლივი გამოყენება ჭრილობების ან ანტისეპტიკური პრეპარატების დამუშავებისათვის, აქვეითებს ურთიერთეფექტურობას.
პოვიდონ-იოდის გამოყენება არ შეიძლება ვერცხლისწყლის პრეპარატებთან ერთად, ვერცხლისწყლის ტუტოვანი იოდიდის წარმოქმნის რისკის გამო.
პრეპარატს შეუძლია რეაქციაში შევიდეს ცილებთან და უჯერ ორგანულ კომპლექსებთან. ამიტომ პოვიდონ-იოდის ეფექტი შეიძლება კომპენსირებულ იქნას მისი დოზის მომატებით.
საჭიროა თავი ავარიდოთ პრეპარატის ხანგრძლივ გამოყენებას, განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებიც იღებენ ლითიუმის პრეპარატებს.
განსაკუთრებულიმითითებები
პოვიდონ-იოდის გამოყენებამ შეიძლება შეამციროს ფარისებრი ჯირკვლის მიერ იოდის შთანთქმა, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ზოგიერთი გამოკვლევისა და პროცედურის შედეგებზე (ფარისებრი ჯირკვლის სცინტიგრაფია, ცილასთან შეკავშირებული იოდის განსაზღვრა, დიაგნოსტიკური პროცედურები რადიაქტიური იოდის გამოყენებით), რის გამოც იოდის პრეპარატებით ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების მკურნალობის დაგეგმვა შეიძლება შეუძლებელი გახდეს. პოვიდონ-იოდის გამოყენების შეწყვეტის შემდეგ საჭიროა არა ნაკლებ 1-4 კვირის ინტერვალის დაცვა.
პოვიდონ-იოდის ჟანგვითმა მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა დიაგნოსტიკური ტესტის ცრუ დადებითი შედეგები (მაგალითად, ჰემოგლობინის და გლუკოზის განსაზღვრა განავალში და შარდში ტოლუიდინის და გვაიაკური ფისების გამოყენებით).
პოვიდონ-იოდის ჟანგვითმა უნარმა შეიძლება გამოიწვიოს ლითონთა კოროზია მაშინ, როდესაც პლასტმასი და სინთეზური მასალები, ჩვეულებრივ, არ არის მგრძნობიარე პოვიდონ-იოდის მიმართ. ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს ფერის შეცვლა, რომელიც, ჩვეულებრივ, აღდგება.
პოვიდონ-იოდი ადვილად შორდება ტექსტილსა და სხვა მასალებს საპნით და თბილი წყლით. ძნელად მოსაშორებელი ლაქები საჭიროა დამუშავდეს ამიაკით ან ნატრიუმის თიოსულფატით.
გვერდითი ეფექტის გამოვლენისას ან სხვა დაავადებისას, საჭიროა ექიმის ინფორმირება.
ორსულობის დროს საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
დოზირება
ერთი ვაგინალური სანთელი ღრმა შეიყვანება საშოში საღამოს ძილის წინ. პრეპარატის გამოყენება საჭიროა ყოველდღიურად (მენსტრუაციის დროსაც კი).
არასაკმარისი ეფექტურობის შემთხვევაში მკურნალობის კურსი შეიძლება გაგრძელდეს ექიმის დანიშნულებით, დოზამ კი გაიზარდოს ტოედინ გინოს ორ ვაგინალურ სანთლამდე ყოველდღიურად.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა დამოკიდებულია მკურნალობის შედეგებზე.
მკურნალობის კურსი, ჩვეულებრივ, შეადგენს 7-14 დღეს.
ჭარბიდოზირება
პოვიდონ-იოდის მნიშვნელოვანი რაოდენობის გამოყენების შემდეგ, შეიძლება განვითარდეს შემდეგი სიმპტომები: ანურია, სისხლის მიმოქცევის დარღვევა, ხორხის შეშუპება სუსტი პულსი ან მისი არარსებობა, ფილტვების შეშუპება, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა.
ჭარბიდოზირებისმკურნალობა
სისხლის შრატში იოდის ტოქსიკური კონცენტრაციის ეფექტური დაქვეითება შეიძლება პერიტონეალური დიალიზით და ჰემოდიალიზით.
გარდა ამისა, საჭიროა ფარისებრი ჯიკვლის ფუნქციის მონიტორინგი იოდით გამოწვეული ჰიპერთირეოზის გამოსარიცხად, ან ადრეულ ეტაპზე მის გამოსავლენად.
ინტოქსიკაციაშიგნითმიღებისშემდეგ:
სახამებლის ან ცილის შემცველი საკვები პროდუქტების დაუყოვნებლივ შეყვანა, (მაგალითად: წყალში ან რძეში გახსნილი სახამებელი); კუჭის ამორეცხვა ნატრიუმის თიოსულფატის 5 %-ანი ხსნარით (ან ნატრიუმის თიოსულფატის 10 %-ანი ხსნარის 10 მლ-ის ი/ვ შეყვანა) 3 საათიანი ინტერვალებით საჭიროების მიხედვით.
გვერდითიეფექტები
პოვიდონ-იოდი, ჩვეულებრივ, კარგი ამტანობით ხასიათდება.
ცალკეულ შემთხვევებში აღწერილია კანის გენერალიზებული მწვავე რეაქციები არტერიული წნევის დაქვეითებით და/ან სუნთქვის გაძნელებით (ანაფილაქსიური რეაქციები). ტოედინ გინოს სანთლის ხანგრძლივი გამოყენების დროს შეიძლება მოხდეს იოდის მნიშვნელოვანი რაოდენობის შეწოვა. ცალკეულ შემთხვევებში მიდრეკილების მქონე პირებს შეიძლება აღენიშნოთ იოდით ინდუცირებული ჰიპერთირეოზი.
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენისას, რომელიც არ არის მითითებული გამოყენების ინსტრუქციაში, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
ტოედინ გინოსგამოყენებისდავიწყებისას
არ მიიღება ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად (ჭარბი დოზირების რისკის გამო). გამოიყენება რეკომენდებული დოზა (1 სანთელი დღეში 1 ან 2-ჯერ).
გამოშვებისფორმა
N14 200 მგ-იანი ვაგინალური სანთელი შეფუთული ბლისტერში;
2 ბლისტერი (თითოზე 7 ვაგინალური სანთელი) გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვისპირობები
შეინახეთ მშრალ გრილ ადგილას 15°-25°C, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
ვარგისობისვადა
3 წელი ყუთზე მითითებული წარმოების თარიღიდან.
არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდანგაცემისპირობები
ურეცეპტოდ.
მწარმოებელი
Bliss GVS. Pharma Limited.
India.










