იოდიფი #60ტ

იოდიფი #60ტ

20.50 ლარი 14.76 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ქვეყანა: პოლონეთი
მწარმოებელი: ფარმასი ლაბორატორია
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ვიტ3.ბ9+კალიუმის იოდიდი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 146435
გააზიარე:

იოდიფი

ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი

გამოყენების ინტრუქცია

შემადგენლობა

1 ტაბლეტი შეიცავს

კალიუმის იოდიდი 150 მკგ ( შეესაბამება 114.76 მკგ იოდს),

ფოლის მჟავა 400 მკგ.

დამხმარე ნივთიერებები:მიკროკრისტალური ცელულოზა, სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის დიოქსიდი.

 

გამოყენების ჩვენებები

–         იოდის და ფოლის მჟავას დეფიციტის პროფილაქტიკა და შევსება ქალებში ორსულობის დაგეგმვის პერიოდში, ასევე ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში;

–         ნაყოფის ნერვული სისტემის, კიდურების, გულის ანომალიების განვითარების პროფილაქტიკა;

–         ზრდის და სქესობრივი მომწიფების დარღვევების პროფილაქტიკა მოზარდებში;

–         ქრონიკული დაღლილობის მდგომარეობა, მეხსიერების დარღვევა;

–         პერიფერიული ნეიროპათიები;

–         რეციდივების პროფილაქტიკა იოდდეფიციტური ჩიყვის თერაპიული მკურნალობის შემდეგ.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები
იოდი ხელს უწყობს ფარისებრი ჯირკვლის ნორმალურ ფუნქციონირებას, შედის მისი ჰორმონების (თიროქსინი, ტრიიოდთირონინი) შემადგენლობაში; ხელს უშლის ენდემური ჩიყვის, კრეტინიზმის განვითარებას.
ფოლისმჟავას უკმარისობა იწვევს დნმ-ის სინთეზის დარღვევას უჯრედში, რომელიც ქრომოსომების რეპლიკაციისა და დაყოფისათვის ემზადება. მოქმედების მექანიზმი განპირობებულია ტეტრაჰიდროფოლატის ფორმით ფოლის მჟავას ნუკლეინის მჟავების სინთეზში და უჯრედების დაყოფაში მონაწილეობით, ასევე კოენზიმის სახით პურინებისა და პირიმიდინების სინთეზში მონაწილეობით, რაც მას გადამწყვეტ ფაქტორად ხდის ცენტრალური ნერვული სისტემის ფორმირებაში, რომელიც უვითარდება ადამიანს განაყოფიერებიდან მე-15-28-ე დღეს. ფოლის მჟავა აუცილებელია მეგალობლასტების ნორმალური მომწიფებისათვის და ნორმობლასტების წარმოქმნისათვის. მისი უკმარისობა იწვევს სისხლის პლაზმაში ჰომოცისტეინის დაგროვებას, რომელიც არის ათეროსკლეროზული ცვლილებების მარკერი.

 

უკუჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
- ჰიპერთირეოზი.

 

მიღებისწესიდადოზირება
იოდიფი მიიღება შიგნით 1 ტაბლეტის ოდენობით ერთჯერ დღეში ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ, საკმარისი რაოდენობით წყლის მიყოლებით.
პრეპარატის მიღების ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ.

 

განსაკუთრებულიმითითებები
ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებისას ან იოდის სხვა პრეპარატების გამოყენებისას პრეპარატის მიღებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

 

შენახვისპირობები
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

 

გამოშვებისფორმა
ტაბლეტები N 60. (30 ტაბლეტი 1 ბლისტერზე.) 2 ბლისტერი ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

 

ვარგისობისვადა
48 თვე წარმოების თარიღიდან.
ნუ გამოიყენებთ ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

 

აფთიაქიდანგაცემისპირობები
გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი

PHARMACY LAB LLC.

262 Wat Miedzeszyriski Street.

04-792 ვარშავა, პოლონეთი.