იზოდინიტი 10მგ #60ტ

იზოდინიტი 10მგ #60ტ

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: იზოსორბიდის დინიტრატი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 1464
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

იზოდინიტი   10 მგ
იზოსორბიდის დინიტრატი
ტაბლეტები


შემადგენლობა
ერთი ტაბლეტის შემადგენლობაში შედის აქტიური ნივთიერება: იზოსორბიდის დინიტრატი 10 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, ხორბლის სახამებელი, სალმანდი, კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური, მაგნიუმის სტეარატი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა.

წამლის ფორმა

ტაბლეტები.

მოქმედება

იზოდინიტი არის ნიტრატების ჯგუფის სამკურნალო პრეპარატი. ძირითადად  ავლენს ვენოზური სისხლძარღვების გამაფართოებელ ეფექტს, მათი გლუვი მუსკულატურის ტონუსის შემცირების გზით, ამცირებს წნევას ვენოზურ სისტემაში, გულში ვენოზურ დაბრუნებას და პარკუჭოვან შევსებას. ასევე მოქმედებს არტერიულ სისხლძარღვებზე, რაც იწვევს სისტემური წინააღმდეგობის შემცირებას (დატვირთვის შემდეგ). შესაბამისად, პრეპარატი აუმჯობესებს გულის ფუნქციას, მის მუშაობას და ამცირებს მის მოთხოვნილებას ჟანგბადში. ამ გზით ის ეწინააღმდეგება ანგინალური წარმოშობის გულის ტკივილს და აუმჯობესებს გულის მუშაობას მისი ქრონიკული შეგუბებითი უკმარისობისას.   
ჩვენება
იზოდინიტი გამოიყენება:
-სტენოკარდიის მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის;
-როგორც თანმხლები მკურნალობა გულის შეგუბებითი უკმარისობისას.

სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე  
უკუჩვენება
არ გამოიყენოთ იზოდინიტი შემდეგი მდგომარეობებისას:
-ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;
-მწვავე ცირკულატორული სისუსტე, მძიმე ჰიპოტონია ან ჰიპოვოლემია (დაბალი არტერიული წნევა ან ცირკულირებადი სისხლის მოცულობის შემცირება), კოლაფსი და შოკი;
-პარკუჭოვანი შევსების დაბალი წნევით მიმდინარე მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი;
-გამოხატული ანემია;
-ახლო წარსულში გადატანილი ტვინის ტრავმა ან სისხლჩაქცევა ტვინში.  

სპეციალური გაფრთხილება

იზოდინიტით მკურნალობისას საჭიროა განსაკუთრებული ყურადღება  და ექიმის კონტროლი შემდეგ შემთხვევებში:
პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება ჰიპოთირეოზის (ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შემცირება), ჰიპოთერმიის (გადაციება), არასრულფასოვანი კვების, თირკმელებისა და ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევების მქონე პირებში.
პირველი დოზის გამოყენების შემდეგ შესაძლებელია გამოვლინდეს ცირკულატორული კოლაფსის სიმპტომები, განსაკუთრებით კი ლაბილური ცირკულაციის მქონე პირებში. ზოგიერთ პაციენტში შესაძლებელია გამოვლინდეს ორთოსტატული ჰიპოტონია (არტერიული წნევის მკვეთრი დაწევა ადგომისას) და სინკოპე (გონების ხანმოკლე დაკარგვა არტერიული წნევის დაცემის შედეგად).
ეს მედიკამენტი სიფრთხილით გამოიყენება დაავადებებისას, რომლებსაც თან ახლავს პარკუჭების გართულებული შევსება (პერიკარდის ღრუს ტამპონადა, კონსტრიქციული პერიკარდიტი, აორტული ან მიტრალური სტენოზი, ჰიპერტროფული ობსტრუქციული კარდიომიოპათია), ვინაიდან მან შეიძლება გაზარდოს ანგინოზური (ტკივილის) სიმპტომატიკა.
პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება გლაუკომის (მომატებული თვალშიდა წნევა) ან მომატებული ქალაშიდა წნევის მდგომარეობებისას.
მაღალი დოზის გამოყენებისას შესაძლებელია განვითარდეს მეტგემოგლობინემია (დაავადება, რომლის დროსაც იზრდება რედუცირებული ჰემოგლობინის დონე).
იზოდინიტის გამოყენებამ შესაძლებელია იმოქმედოს ზოგიერთი ბიოქიმიური სინჯის შედეგზე (ქოლესტერინის კოლორიმეტრიული განსაზღვრა).
მაღალი დოზებით ხანგრძლივი თერაპიისას, სტენოკარდიის ახალი სიმპტომატიკის განვითარების თავიდან აცილების მიზნით, მკურნალობის შეწყვეტა უნდა მოხდეს თანდათანობით.
იმ შემთხვევაში, თუ არ არის დაცული რეკომენდებული ინტერვალი დოზებს შორის, შესაძლებელია განვითარდეს ნიტრატული ტოლერანტობა (მისი სამკურნალო მოქმედების შემცირება).  

ზემოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ზემოქმედების სხვა ფორმები

თუ თქვენ იყენებთ ან იყენებდით სხვა, თუნდაც ურეცეპტოდ გაცემულ პრეპარატს, გთხოვთ შეატყობინოთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუნაჩვენებია ფოსფოდიესტერაზის ინჰიბიტორებთან (მაგალითად, ერექციის დისფუნქციის სამკურნალოდ გამოყენებული სამკურნალო პრეპარატები) ერთდროული გამოყენება, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში, იზრდება ნიტრატების ჰიპოტენზიული ეფექტი.
მსგავსი ეფექტი ასევე ვლინდება ნიტრატებისა და ნეიროლეპტიკების და ტრიციკლიდური ანტიდეპრესანტების ერთდროული გამოყენებისას.
ალკოჰოლურ სასმელთან და არტერიული წნევის დამწევ სამკურნალო პრეპარატებთან ერთდროული გამოყენებისას, მაგალითად ბეტაბლოკატორები, კალციუმის ანტაგონისტები, ვაზოდილატატორები და სხვა, შესაძლებელია გაძლიერდეს მათი ჰიპოტენზიული (განსაკუთრებით ორთოსტატული) ეფექტი.
ნიტრატებთან ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია შესუსტდეს ნორადრენალინის, აცეტილქოლინის, ჰისტამინის და სხვათა ეფექტი.
სიმპატომიმეტიკებმა შესაძლებელია შეამცირონ ნიტრატების ანტიანგიოზური ეფექტი.
ნიტრატებმა შესაძლებელია გაზარდონ დიჰიდროერგოტამინის შრატისმიერი დონე და გააძლიერონ მისი ჰიპერტენზიული ეფექტი.

გაფრთხილება პაციენტთა ზოგიერთი ჯგუფისათვის

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
ნებისმიერი სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე მიიღეთ თქვენი მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის რჩევა.
ორსულობის დროს ეს პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ აბსოლუტური გამონაკლისის შემთხვევაში, მხოლოდ სარგებელი/საშიშროების შეფარდების შეფასების შემდეგ.
ბუნებრივ კვებაზე მყოფი ბავშვისათვის ზიანის მიყენების შესაძლო საშიშროების გათვალისწინებით, საჭიროა ბუნებრივი კვების ან იზოდინიტით მკურნალობის შეწყვეტის საკითხის განხილვა.

ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებებისა და ტექნიკასთან მუშაობის უნარზე
ამ სამკურნალო პრეპარატის გამოყენებამ შესაძლებელია დაარღვიოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვისა და ტექნიკასთან მუშაობის უნარი (პრეპარატის გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს გაფანტულობა და ძილიანობა).

იზოდინიტის გამოყენება საკვებთან და სასმელთან

იზოდინიტით მკურნალობისას კვების განსაკუთრებული რეჟიმის დაცვის საჭიროების შესახებ მონაცემები მოწოდებული არ არის.
ინფორმაცია დამხმარე ნივთიერებების შესახებ
სამკურნალო პრეპარატი, დამხმარე ნივთიერების სახით, შეიცავს ლაქტოზას, რის გამოც იგი არ ინიშნება ლაქტოზის აუტანლობის მქონე პირებში.

გამოყენება

გამოყენების წესი და დოზირება
ყოველთვის გამოიყენეთ იზოდინიტი თქვენი მკურნალი ექიმის ინსტრუქციის შესაბამისად.
ჩივილის შესაბამისად, ექიმი განსაზღვრავს თქვენი დაავადების მკურნალობისათვის საჭირო დოზას.
იზოდინიტის ტაბლეტები გამოიყენება შიგნით, კვებამდე, არ იღეჭება, სითხის საკმარისი რაოდენობის დაყოლებით.
მოზრდილებისათვის რეკომენდებული დოზები:
ჩვეულებრივ, სტენოკარდიის პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის, საწყისი დოზა შეადგენს 10 მგ (1 ტაბლ.) დღეში 3-ჯერ. ეს დოზა შესაძლებელია  მერყეობდეს დღეში 30-დან 120 მგ-მდე (3-12 ტაბლ.), განაწილებული 2 ან 3 მიღებად, რაც დამოკიდებულია პაციენტის მოთხოვნილებასა და ექიმის შეფასებაზე. ცალკეულ შემთხვევაში შესაძლებელია დღეში 240 მგ-მდე მიღება. ასეთი დოზა არ არის დაკავშირებული სერიოზული გვერდითი ეფექტების გამოვლენასთან, მაგრამ ასეთ შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება უფრო მაღალი კონცენტრაციისა და სამკურნალო საშუალების პროლონგირებული მოქმედების მქონე სამკურნალო ფორმებს.
მაქსიმალური თერაპიული ეფექტის მიღწევის მიზნით, რეკომენდებულია მედიკამენტის ინდივიდუალური დოზირება, რაც დამოკიდებულია პაციენტის მოთხოვნილებაზე, მის პასუხსა და ამტანობაზე. ნებისმიერი დოზირების რეჟიმის ჩატარებისას, ნიტრატული ტოლერანტობის განვითარების თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა 10-12 საათიანი უნიტრატო ინტერვალის უზრუნველყოფა (ჩვეულებრივ ღამით, როცა პაციენტს სძინავს).
შეგუბებითი გულის უკმარისობის თანმხლები მკურნალობის სახით - დღეში 30-160 მგ (3-16 ტაბლ.), განაწილებული ოთხ მიღებად, ან ინდივიდუალური მოთხოვნილების შესაბამისად.
ასეთ პირებში, ინდივიდუალური დოზირების განსაზღვრისას, მნიშვნელოვანია გულ-სისხლძარღვთა ფუნქციის კონტროლი.
ბავშვები
ამ პრეპარატის გამოყენება ბავშვებში არ არის რეკომენდებული. ბავშვთა ასაკში მისი ეფექტურობა და უსაფრთხოება დამტკიცებული არ არის.
თუ თქვენ შეგექმნათ შთაბეჭდილება, რომ იზოდინიტი მოქმედებს ძალიან ძლიერად ან ძალიან სუსტად, მიმარეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ჭარბი დოზა

ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს დახმარებისათვის!
ჭარბი დოზის შემთხვევაში ვლინდება ისეთი ნიშნები, როგორიც არის არტერიული წნევის დაწევა ≤ 90 მმ ვერ. წყ. სვ., სიფერმკრთალე, ოფლიანობა, სუსტი პულსი, გულისძგერა, თავბრუსხვევა ადგომისას, თავის ტკივილი, სისუსტე, გულისრევა და ღებინება.  
მაღალი თერაპიული დოზის გამოყენების შედეგად შესაძლებელია გამოვლინდეს პარადოქსული ეფექტი - გულის სისხლძარღვების სისხლმომარაგების გაუარესება და სტენოკარდიული ტკივილის კრიზის პროვოცირება.
მედიკამენტის მაღალი დოზების გამოყენებისას ვლინდება - ტუჩების, ფრჩხილების, ხელის გულების  სიწითლე; შფოთვა, დაძაბულობა; ქოშინი, დაღლა და სისუსტე; ღებინება; მხედველობის გაორმაგება; გულისძგერა, დაბალი არტერიული წნევა, სინკოპე, კონვულსია; იშვიათად სილურჯე, მეტჰემო-გლობინემია, სუნთქვის დარღვევა და პულსის შენელება, ცხელება. ჭარბი დოზის გამოყენებისას შესაძლებელია გაიზარდოს ტვინის სიმპტომატიკით მიმდინარე ქალაშიდა წნევა.
მძიმე მოწამვლის შემთხვევაში საჭიროა კუჭის ამორეცხვა. მეტჰემოგლობინემიის შემთხვევაში ვენაში ნელა შეჰყავთ მეთილენის ლურჯი, C ვიტამინი, ჩვენებისას გამოიყენება ჰემოდიალიზი. ნორმალური სისხლის მიმოქცევის შენარჩუნება შესაძლებელია პაციენტის ლოგინზე დაწვენით, ჟანგბადის მიწოდებით, პლაზმის ან ელექტროლიტების შესაბამისი ხსნარების გადასხმით. სუნთქვის ან გულის მუშაობის გაჩერებისას, დაუყოვნებლივ ტარდება რეანიმაციული ზომები.
ჭარბი დოზის სიმპტომების გამოვლენისას დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს!

თუ თქვენ გამოტოვეთ იზოდინიტის დოზა

თუ თქვენ გამოტოვეთ იზოდინიტის დოზა, მიიღეთ იგი შემდეგი რეგულარული მიღების დროს.
მოცემული პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვებით მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი რეაქციები

სხვა სამკურნალო პრეპარატის მსგავსად, იზოდინიტმა შესაძლებელიაიძლება გამოიწვიოს გვერდითი რეაქციები, თუმცა ისინი არ ვითარდება ყველა პირში.
იზოდინიტის გამოყენებისას ყველაზე ხშირად (სიხშირე >10%)  ვლინდება - თავის ტკივილი, რაც უმრავლეს შემთხვევაში თანდათანობით მცირდება რამოდენიმე დღის განმავლობაში, მაგრამ, გვერდითი რეაქცია შესაძლებელია იყოს ძლიერი და მუდმივი. მისი კონტროლი ხშირად შეიძლება დოზის შემცირებით.
მკურნალობის დაწყებისას, ასევე დოზის გაზრდისას, შედარებით ხშირად ვლინდება (1-10%) ჰიპოტონია (დაბალი არტერიული წნევა) და/ან გაფანტულობა. სიმპტომებს შესაძლებელია თან ახლდეს თავბრუსხვევა, ძილიანობა, გულისძგერა და სისუსტე.
იშვიათად (1%-ზე დაბალი სიხშირით) ვლინდება გულისრევა, ღებინება, სახის კანის სიწითლე, კანის ალერგიული რეაქციები. ცალკეულ შემთხვევაში, კანის მხრიდან შესაძლებელია გამოვლინდეს უფრო მძიმე რეაქციები (ექსფოლიაციური დერმატიტი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ანგიოშეშუპება).  
სისტემური არტერიული წნევის დაწევის გამო, კომპენსირებული  რეაქციის შედეგად შესაძლებელია გამოვლინდეს რეფლექტორული გულისძგერა. ძალიან იშვიათ შემთხვევაში, შესაძლებელია გამოვლინდეს რიტმის დარღვევითა და ბრადიკარდიით (პულსის შენელება) მიმდინარე კოლაფსი. ცალკეულ შემთხვევაში ვლინდება პარადოქსული რეაქცია - სტენოკარდიული ტკივილის შეტევის გაძლიერება.  
ძალიან იშვიათად - გულისრევა და ღებინება.
ხანგრძლივი, და ხშირად, მაღალი დოზის გამოყენებისას, შესაძლებელია განვითარდეს ტოლერანტობა სამკურნალო საშუალების მიმართ (სამკურნალო ეფექტის შემცირება, რასაც თან ახლავს ანტიანგინოზური და ანტიისქემიური აქტივობის გაქრობა).
დახურულკუთხოვანი გლაუკომის მქონე პირებში ვლინდებოდა თვალშიდა წნევის გაზრდა.
თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი რეაქცია, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ ინსტრუქციაში, ან, თუ გამოვლენილი გვერდითი რეაქცია მძიმდება, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

შეფუთვა

შეფუთვაში 60 ტაბლეტი.

შენახვის პირობები

შენახვის ტემპერატურა არა უნდა აღემატებოდეს 25ºC.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისიანობის ვადა

5 (ხუთი) წელი.
იზოდინიტი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ!

აფთიაქიდან გაცემის წესი

რეცეპტით.

მწარმოებელი

ბალკანფარმა-დუპნიცა ად,
,,სამოკოვსკოე შოსე’’ ქ. # 3,
2600, ქ. დუპნიცა, ბულგარეთი
ტელ.: +359/701 58 196; ფაქსი: +359/701 58 555