ფიონა 400მკგ #30ტ
გააზიარე:
ფიონა
შემადგენლობა
ფოლატი-(6S) 5-მეთილ-ტეტრა-ჰიდრო-ფოლატის გლუკოზამინის მარილი.
ფიონა ფოლატის აქტიური ფორმაა, რომელიც ორგანიზმს მიეწოდება მზა ფორმით და არ საჭიროებს ფერმენტულ გარდაქმნას.
ფიონას ახასიათებს მაქსიმალური ბიოშეღწევადობა.
ფიონა არ იწვევს არამეტაბოლიზებული ფოლიუმის მჟავის დაგროვებას და მისგან განპირობებულ არასასურველ გვერდით ეფექტებს
კლინიკური კვლევებით დამტკიცებულია კვატროფოლიკის IV თაობის ფოლატის (5-მეთილტეტრაჰიდრო-ფოლატის გლუკოზამინის მარილი) უპირატესობა მეტაფოლინთან III თაობის ფოლატთან (5-მეთილ-ტეტრა-ჰიდრო-ფოლატის კალციუმი) მიმართებაში.
თვისებები
ფიონას შემადგენლობაში არსებული ფოლატი (ვიტამინი B9) წყალში ხსნადი ვიტამინია, რომელიც აუცილებელია სისხლწარმოქმნისა და ნერვული სისტემისათვის. ფოლატი პასუხისმგებელია ორგანიზმში უჯრედულ დონეზე მიმდინარე უმნიშვნელოვანეს პროცესებზე, როგორებიცაა დნმ-ის სინთეზი, უჯრედების დაყოფა, ზრდა და ერითროციტების სინთეზი.
იგი აუცილებელია სისხლის წარმოქმნისა და ნერვული სისტემის განვითარებისათვის; მონაწილეობს ორგანიზმში უჯრედულ დონეზე მიმდინარე ისეთ უმნიშვნელოვანეს პროცესებში, როგორიცაა დნმ-ის, რნმ-ის სინთეზი, უჯრედების დაყოფა და ზრდა, ამინომჟავების (სერინი, მეთიონინი, გლიცინი) ნუკლეინის მჟავების, პურინების და პირიმიდინების სინთეზში, ჰისტიდინისა და ქოლინის ცვლაში. ასტიმულირებს ერითროპოეზის პროცესს, აუცილებელია მეგალობლასტების ნორმალური მომწიფებისა და ნორმობლასტების წარმოქმნისათვის.
ფოლიუმის მჟავა ორსულობის პირველ ტრიმესტრში აუცილებელია ნაყოფის თავისა და ზურგის ტვინის ნორმალური განვითარებისათვის. უზრუნველყოფს პლაცენტის ნორმალურ მომწიფებას და ფუნქციონირებას, იცავს ნაყოფს ტერატოგენული ფაქტორების დამაზიანებელი ზემოქმედებისაგან, უზრუნველყოფს მშობიარობის შემდგომი დეპრესიების პროფილაქტიკას დედებში. ფოლიუმის მჟავას მიღება ორსულობამდე და ორსულობის პერიოდში ამცირებს ნაყოფის ნერვული მილის განვითარების დეფექტებს, ასევე ამცირებს აუტისტური სპექტრის აშლილობებს ბავშვებში და ალერგიისა და ატოპიური რეაქციების განვითარების სიხშირეს.
ფოლიუმის მჟავას გააჩნია უმნიშვნელოვანესი როლი იმუნური სისტემის ფუნქციონირებაში, ნერვული იმპულსების გატარებაში. ფოლიუმის მჟავა აწესრიგებს თავის ტვინის მოქმედებას და ხერხემლის სითხის ერთ- ერთი უმთავრესი შემადგენელი კომპონენტია, აუმჯობესებს ნეირომედიატორების (სეროტონინი, დოფამინი) სინთეზს, შესაბამისად აუმჯობესებს გუნება განწყობილებას, მეხსიერებას, გონებრივ შესაძლებლობებს.
ფოლიუმის მჟავა ამცირებს სისხლში ჰომოცისტეინის კონცენტრაციას, შესაბამისად ხელს უშლის სისხლძარღვების ენდოთელიუმის დაზიანებას, სისხლძარღვების შევიწროებას, სისხლის შედედების გაზრდას, რის შედეგადაც 10-25 % ით მცირდება ათეროსკლეროზისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკი. მისი მიღება ამცირებს ვიტილიგოს სიმპტომებს და ასაკოვან პაციენტებში ამცირებს მხედველობის გაუარესების რისკს.
ჩვენება
- ანემიების მკურნალობა და პროფილაქტიკა ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში;
- ორსულობის პირველ ტრიმესტრში ნაყოფის ნერვული მილის განვითარების დეფექტების პროფილაქტიკა;
- პრეეკლამფსია;
- მშობიარობის შემდგომი დეპრესიის პროფილაქტიკა;
- არაბალანსირებული კვებით გამოწვეული ფოლის მჟავას დეფიციტის მკურნალობა და პროფილაქტიკა;
- ფოლის მჟავას დეფიციტით გამოწვეული ანემიების მკურნალობა და პროფილაქტიკა;
- სარძევე ჯირკვლის და მსხვილი ნაწლავის სიმსივნე;
- ფოლის მჟავას ანტაგონისტებით (მეტოტრექსატი, ტრიმეტოპრიმი/სულფამეტაქსაზოლის კომბინაცია) და ანტიკონვულსანტებით (ფენიტოინი, პრიმიდონი, ფენობარბიტალი) ხანგრძლივი მკურნალობა.
დოზირება
1 ტაბლეტი დღეში. ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ექიმის რეკომენდაციით.
გამოშვებისფორმა
N30 ტაბლეტი.
მწარმოებელი
Pharmacy Lab LLC, პოლონეთი
ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში
LL GROUP.










