ნერმონტი 10მგ #56ტ

ნერმონტი 10მგ #56ტ

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: მემანტინი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 146259
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

ნერმონტი

1. ნერმონტიდა მისი გამოყენება

ნერმონტი შეიცავს აქტიურ ნივთიერება მემანტინის ჰიდროქლორიდს და მიეკუთვნება დემენციის სამკურნალო პრეპარატების ჯგუფს.

ალცჰაიმერის დაავადების დროს მეხსიერების დაკარგვა  ტვინში ნერვული იმპულსების გადაცემის დარღვევითაა გამოწვეული. ტვინი შეიცავს ეგრეთ წოდებულ N-მეთილ-D-ასპარტატის რეცეპტორებს (NMDA რეცეპტორები), რომლებიც მონაწილეობენ სწავლისა და მეხსიერებისთვის მნიშვნელოვანი ნერვული იმპულსების გადაცემაში. ნერმონტი მიეკუთვნება NMDA რეცეპტორების ანტაგონისტი პრეპარატების ჯგუფს. NMDA რეცეპტორებზე ზემოქმედებით, ნერმონტი აუმჯობესებს ნერვული იმპულსების გადაცემას და მეხსიერებას.

ნერმონტი გამოიყენება ზომიერი და მძიმე ფორმის ალცჰაიმერის დაავადების მქონე პაციენტების სამკურნალოდ.

 

2. ნერმონტისმიღებამდე გასათვალისწინებელი ინფორმაცია

არ მიიღოთ ნერმონტი:

- თუ გაქვთ ალერგია მემანტინის ან ამ პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის  მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 ნაწილში).

 

განსაკუთრებული მითითებები დასიფრთხილისზომები:

ნერმონტის მიღებამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან:

- თუ გაქვთ ეპილეფსიური შეტევების ისტორია,

- თუ ცოტა ხნის წინ გქონდათ მიოკარდიუმის ინფარქტი (გულის უკმარისობა) ან გაწუხებთ გულის შეგუბებითი უკმარისობა ან არტერიული ჰიპერტენზია (მაღალი წნევა). აუცილებელია მკურნალობა წარიმართოს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ და რეგულარულად შეფასდეს ნერმონტის კლინიკური სარგებელი.

- თუ გაქვთ თირკმლის უკმარისობა (თირკმლების პრობლემები), ექიმმა უნდა აკონტროლოს თირკმლების ფუნქცია და შეცვალოს  მემანტინის დოზა საჭიროების შემთხვევაში.

- არ მიიღოთ ნერმონტი ამანტადინთან (პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ), კეტამინთან, (ნივთიერება, რომელიც ჩვეულებრივ გამოიყენება ანესთეზიისთვის), დექსტრომეტორფანთან (ჩვეულებრივ ხველის სამკურნალოდ) და სხვა NMDA ანტაგონისტებთან ერთად.

 

ბავშვებიდამოზარდები 18 წლამდე

ნერმონტის გამოყენება არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისთვის

 

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებდით, იღებთ ან აპირებთ სხვა მედიკამენტების მიღებას. ნერმონტმა შეიძლება შეცვალოს შემდეგი მედიკამენტების მოქმედება და საჭირო გახდეს მათი დოზის კორექტირება თქვენი ექიმის მიერ.

- ამანტადინი, კეტამინი, დექსტრომეტორფანი;

- დანტროლენი, ბაკლოფენი;

- ციმეტიდინი, რანიტიდინი, პროკაინამიდი, ქინიდინი, ქინინი, ნიკოტინი;

- ჰიდროქლორთიაზიდი (ან ნებისმიერი კომბინაცია ჰიდროქლორთიაზიდთან);

- ანტიქოლინერგული საშუალებები (ნივთიერებები, რომლებიც ჩვეულებრივ გამოიყენება მოძრაობის დარღვევების ან ნაწლავის სპაზმების სამკურნალოდ);

- ანტიკონვულსანტები (ნივთიერებები, რომლებიც გამოიყენება კრუნჩხვების თავიდან ასაცილებლად და შესამსუბუქებლად);

- ბარბიტურატები (ნივთიერებები, რომლებიც ხშირად გამოიყენება საძილე აბების სახით);

- დოფამინერგული აგონისტები (ნივთიერებები, როგორიცაა L-დოფა, ბრომოკრიპტინი);

- ფსიქოტროპული  საშუალებები (ნივთიერებები, რომლებიც გამოიყენება ფსიქიკური აშლილობის სამკურნალოდ);

- პერორალური ანტიკოაგულანტები.

 ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში აცნობეთ ექიმს, რომ იღებთ ნერმონტს.

 

კვებადანერმონტი

აცნობეთ ექიმს, თუ ცოტა ხნის წინ შეცვალეთ ან აპირებთ მნიშვნელოვნად შეცვალოთ თქვენი კვება (მაგალითად, რეგულარული დიეტიდან მკაცრ ვეგეტარიანულ დიეტაზე გადასვლა) ან თუ გაქვთ თირკმლის მილაკოვანი აციდოზი (RTA, ჭარბი მჟავა წარმომქმნელი ნივთიერებები სისხლში, გამოწვეული თირკმელების ფუნქციის დარღვევით ან საშარდე გზების მძიმე ინფექციებით (ორგანო სისტემა, რომელიც გამოიმუშავებს შარდს), რადგან შესაძლოა საჭირო გახდეს მედიკამენტის დოზის ცვლილება.

 

ორსულობადალაქტაცია

 ორსულობის, ლაქტაციის  ან მომავალში დაგეგმილი ორსულობის შემთხვევაში პრეპარატის მიღებამდე აუცილებლად მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა

ნერმონტის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულებისათვის.

ლაქტაცია

ძუძუთი კვება არ არის რეკომენდებული ქალებისთვის, რომლებიც იღებენ ნერმონტს.

 

ავტომობილისადამექანიზმებისმართვისუნარი

გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, რათა დადგინდეს, გაძლევთ თუ არა თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალებას უსაფრთხოდ მართოთ სატრანსპორტო საშუალებები  და მექანიზმები.

ნერმონტით მკურნალობისას პაციენტის რეაქციები შეიძლება შეიცვალოს, რაც უარყოფითად მოქმედებს ავტომობილისა და მექანიზმების მართვაზე.

 

3. როგორუნდამიიღოთნერმონტი

ყოველთვის მიიღეთ ნერმონტი ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ნერმონტის რეკომენდებული დღიური დოზა მოზრდილებსა და ხანდაზმულებში  20 მგ-ია დღეში ერთჯერ. გვერდითი ეფექტების რისკის შესამცირებლად ეს დოზა თანდათან მიიღწევა შემდეგი სქემის მიხედვით:

 I კვირა

½       10 მგ-იანი  ტაბლეტი

    II კვირა

1        10 მგ-იანი ტაბლეტი

 III კვირა

1 ½    10 მგ-იანი  ტაბლეტი

 IV კვირა

2        10 მგ-იანი ტაბლეტი

 

პირველი  კვირის განმავლობაში საწყისი დოზა არის ნახევარი ტაბლეტი  დღეში ერთჯერ (1x5 მგ). მეორე კვირაში დოზა იზრდება ერთი ტაბლეტი დღეში ერთჯერ (1x10 მგ). მესამე კვირაში  ერთნახევარ ტაბლეტამდე დღეში ერთჯერ (1x15მგ). მეოთხე კვირიდან შემანარჩუნებელი  დოზაა  2 ტაბლეტი დღეში ერთჯერ (1x20 მგ).

 

დოზირება პაციენტებში თირკმლების ფუნქციის დარღვევით

თუ თქვენ გაქვთ თირკმლების ფუნქციის დარღვევა, ექიმმა უნდა არეგულიროს პრეპარატის დოზა თქვენი მდგომარეობის მიხედვით და შესაბამისად აკონტროლოს თქვენი თირკმლების ფუნქცია პერიოდულად.

 

ნერმონტის მიღების წესი

ნერმონტი მიიღება პერორალურად დღეში ერთჯერ. ეფექტური მკურნალობისთვის, სასურველია მისი მიღება ყოველდღიურად ერთსა და იმავე დროს. ტაბლეტის მიღება უნდა მოხდეს მცირე რაოდენობით წყალთან ერთად.

ტაბლეტის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

 

მკურნალობის ხანგრძლივობა

ნერმონტის მიღება გრძელდება იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც ეს  სასარგებლოა. ექიმმა რეგულარულად უნდა შეაფასოს თქვენი მკურნალობის ეფექტურობა.

 

თუ თქვენ მიიღეთ ნერმონტის ჭარბი დოზა

ზოგადად, ნერმონტის დიდი დოზით მიღებამ ზიანი არ უნდა მოგაყენოთ. შეიძლება აღინიშნოს გვერდითი მოვლენების გაძლიერება (აღწერილი მე-4  ნაწილში).

თუ თქვენ მიიღეთ ნერმონტის ჭარბი დოზა, მიმართეთ ექიმს ან სასწრაფო დახმარებას, რადგან შეიძლება დაგჭირდეთ სამედიცინო დახმარება.

 

თუ დაგავიწყდათ ნერმონტის მიღება

თუ დაგავიწყდათ ნერმონტის დოზის მიღება, შემდეგი დოზა მიიღეთ ჩვეულ დროს.

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს

 

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება იშვიათად გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები.

ზოგადად დაფიქსირებული გვერდითი ეფექტები მსუბუქი ან საშუალო სიმძიმისაა.

ხშირი (დაფიქსირდა 100-დან 1-10 პაციენტში):

• თავის ტკივილი, ძილიანობა, ყაბზობა, ღვიძლის ფერმენტების მომატება, თავბრუსხვევა, წონასწორობის დარღვევა, ქოშინი, მაღალი წნევა და წამლის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა.

იშვიათი (დაფიქსირდა 1000-დან 1-10 პაციენტში):

• დაღლილობა, სოკოვანი ინფექციები, ცნობიერების მოშლა, ჰალუცინაციები, ღებინება,  სიარულის დარღვევა, გულის უკმარისობა და ვენური სისხლის მიმოქცევის დარღვევა, (თრომბოზი/თრომბოემბოლია).

ძალიან იშვიათი (10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

• უცნობი გენეზის კრუნჩხვები (სიხშირის დადგენა შეუძლებელია არსებული მონაცემებით).

• პანკრეასის ანთება, ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი) და ფსიქოზური რეაქციები

დეპრესია, სუიციდისადმი მიდრეკილება  და სუიციდი  ალცჰაიმერის დაავადებასთან ასოცირებული მდგომარეობებია. კლინიკურ პრაქტიკაში ეს ეფექტები დაფიქსირდა ალცჰაიმერით დაავადებულ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ნერმონტს.

 

შეტყობინება გვერდითი ეფექტების შესახებ

გვერდითი ეფექტების განვითარების შემთხვევაში აუცილებლად  შეატყობინეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს ინფორმაცია ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი  გამოყენების ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ პირდაპირ შეატყობინოთ გვერდითი ეფექტების შესახებ (დაწვრილებით იხილეთ ქვემოთ).

GMG Grand Medical-ის  გვერდითი ეფექტების შეტყობინების სერვისს http://grandmedicalgroup.ch/adversereaction/

Drew Reis Maha.TextileKent Cad. Tekstilkent Koza Plaza Bl ok Kat:17 Esenler, სტამბული, თურქეთი.

ტელ: +90 212 438 50 20

ფაქსი: +90 212 43B 57 06

 

5. ნერმონტის შენახვის პირობები

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ შეფუთვასა და ბლისტერზე დაბეჭდილი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

ვარგისობის თარიღი მიუთითებს მითითებული თვის ბოლო დღეს. პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

არ გადაყაროთ მედიკამენტები ჩამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გაანადგუროთ მედიკამენტები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

 

6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

ნერმონტის შემადგენლობა:

აქტიური ნივთიერება: მემანტინის ჰიდროქლორიდი. თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 10 მგ მემანტინის ჰიდროქლორიდს, რაც ეკვივალენტურია 8,31 მგ მემანტინის.

სხვა ინგრედიენტები: ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ჰიპრომელოზა ტიპი 2910, მაგნიუმის სტეარატი - ყველაფერი ტაბლეტის ბირთვში. Opadry II თეთრი: ლაქტოზას მონოჰიდრატი, ჰიპრომელოზა ტიპი 2910, მაკროგოლი 3000, ტრიაცეტინი, ტიტანის დიოქსიდი - ყველაფერი ტაბლეტის გარსში.

 

როგორ გამოიყურება ნერმონტი და შეფუთვის შიგთავსი

ნერმონტის შემოგარსული ტაბლეტები წარმოდგენილია თეთრი, ორმხრივ ამოზნექილი წაგრძელებული ტაბლეტების სახით გამყოფი ზოლით. ტაბლეტი შეიძლება დაიყოს თანაბარ დოზებად.

ნერმონტის შემოგარსული ტაბლეტები ხელმისაწვდომია ბლისტერულ შეფუთვაში 14 ტაბლეტი, 28 ტაბლეტი, 30 ტაბლეტი, 42 ტაბლეტი, 49 x1 ტაბლეტი, 50 ტაბლეტი,

56 ტაბლეტი, 56 x 1 ტაბლეტი, 70 ტაბლეტი, 84 ტაბლეტი, 98 ტაბლეტი, 98 x 1 ტაბლეტი, 100 ტაბლეტი, 100 x 1 ტაბლეტი, 112 ტაბლეტი, 980 (10 x 98) ტაბლეტი ან 1000 (20 x 50) ტაბლეტი

ყველა ზომის შეფუთვა შეიძლება არ იყოს გაყიდვაში.

 

მწარმოებელი

Grand Medical Poland sp z o.o. Faradaya 2 Str.

03-233 ვარშავა პოლონეთი.

მედიკამენტის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელის ადგილობრივ წარმომადგენელს:

Grand Medical Group AG

მისამართი:

Kornmarkt 10, C- 6004 Luzern Switzerland

ტელ: +41 44 5853080

ტელ: +41 78 8324510