ველნიქსი #30ტ

ველნიქსი #30ტ

32.99 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სედატიური პრეპარატები
ქვეყანა: თურქეთი
მწარმოებელი: ჰელბა თურქეთი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 146197
გააზიარე:

ველნიქსი

საკვები დანამატი, რომელიც შეიცავს მცენარეულ ნარევს და მულტიმინერალებს

 

შემადგენლობა

  აქტიური ნივთიერება (თითოეული ტაბლეტი):

კალციუმი (კალციუმის კარბონატის სახით) 100 მგ

კუნელის (Crataegus sp.) ექსტრაქტი 100 მგ

მელისას (Melissa officinalis L.) ექსტრაქტი 90 მგ

მაგნიუმი (მაგნიუმის ბისგლიცინატის სახით) 20 მგ.

 

დამხმარე ნივთიერებები:

მიკროკრისტალური ცელულოზა (E 460i), პოლივინილპიროლიდონი (E1201), გარსის მასალა;  (პოლიდექსტროზა (E1200) (1.485%), პოლივინილპიროლიდონი (E1201) (0.750%), ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა (E464) (0.3%), კალციუმის კარბონატი (E170) (0.3%),  პოლიეთილენგლიკოლი (E1521) (0.09%), ცხიმოვანი მჟავების მონო- და დიგლიცერიდები (E471) (0.06%),  რკინის ოქსიდები და ჰიდროქსიდები (E172) (0.015%), ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები (E470b), სილიციუმის დიოქსიდი (E551).

 

ფარმაკოლოგიური მოქმედება

კალციუმი აუცილებელია გულის სტაბილური ფუნქციონირების შენარჩუნებისთვის, ნერვული იმპულსების გადაცემის პროცესის უზრუნველსაყოფად, ასევე, მონაწილეობს ძვლის ქსოვილის ფორმირებაში, სისხლის შედედების პროცესში.

კუნელი აუმჯობესებს გულის ფუნქციას, აძლიერებს კაპილარებსა და სისხლძარღვების კედლებს, ხელს უწყობს არტერიული წნევის დარეგულირებას.

მელისას ექსტრაქტი ავლენს სედაციურ, ჰიპოტენზიურ, სპაზმოლიზურ და ღებინების საწინააღმდეგო მოქმედებას. 

მაგნიუმი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნერვული იმპულსების გადაცემაში, რითაც ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.

 

ჩვენება

-  ნევრასთენიის მსუბუქი ფორმები, გაღიზიანების, მოუსვენრობის, დაღლილობისა და დაბნეულობის თანხლებით;

-  ძილის დარღვევების მსუბუქი ფორმები;

-  კლიმაქტერული სინდრომი;

-  კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური დაავადებები;

-  ნეიროცირკულატორული დისტონია.

 

მიღების წესი:

რეკომენდებული დოზა შეადგენს 1-2 ტაბლეტს დღე-ღამეში.

 

სადღეღამისო დოზა

1 ტაბლეტი

*DRV %

კალციუმი

100 მგ

12.5

კუნელის (Crataegus sp.) ექსტრაქტი

100 მგ

-

მელისას (Melissa officinalis L.) ექსტრაქტი

90 მგ

-

მაგნიუმი

20 მგ

5.3

* Dietary Reference Values - დიეტური კვების საკონტროლო მნიშვნელობა

 

შენახვის ვადა

36 თვე.

 

შენახვის პირობები

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

შეინახეთ 25°С-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცვის მიზნით შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში.

 

უკუჩვენება

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

 

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ველნიქსის გამოყენება შეიძლება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. 

 

გამოშვების ფორმა

30 ტაბლეტი ქარვისფერ ფლაკონში.

 

მწარმოებელი

Helba İlaç İç ve Dış San. Tic. A. Ş.

ჯამლიკის რაიონი, ფამუკის ქუჩა, კვარტალი ა, ბინა No:12-16/17 

უმრანიე, სტამბოლი, თურქეთი.