უზნაძე N2 40გ მალამო*

უზნაძე N2 40გ მალამო*

9.88 ლარი
ქვეყანა: საქართველო
მწარმოებელი: მჭედლიშვილი-ჰიპოკრატე
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 146178
გააზიარე:

მალამო „უზნაძე“ N2

გამოყენების ინსტრუქცია

პარასამკურნალო საშუალება ადგილობრივი გამოყენებისათვის.

აღწერილობა: ყვითელი ფერის მალამო, სუსტი სპეციფიური სუნით, 40გ პოლიპროპილენის კოლოფი, მეორადი შეფუთვა - მუყაოს კოლოფი.

შემადგენლობა: (გ/40გ.). გულყვითელას ექსტრაქტი 2,4გ; მრავალძარღვას ექსტრაქტი 2,4გ; ფუტკრის ცვილი (თეთრი ან ყვითელი) 15,2გ, მზესუმზირის ზეთი - 20გ.

გამოყენების რეკომენდაციები: მალამო წარმოადგენს პარასამკურნალო საშუალებას. გამოიყენება როგორც კომპლექსურ თერაპიაში სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად, ისე სხვა პათოლოგიების დროსაც: მსუბუქი და მძიმე ხარისხის დამწვრობის, ოპერაციის შემდგომ პერიოდში ჭრილობების შეხორცების დასაჩქარებლად, გამოყელვის, სტომატიტის, ალვეოლიტის, ყველა ფორმის პარადონტიტის, ყურის მწვავე და ქრონიკული ანთების, სახის კანის გასუფთავებისა და კვებისათვის, დაჟეჟილობის დროს;

არ წარმოადგენს სამკურნალო საშუალებას, არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს.

გამოყენების წესი: კომპლექსურ თერაპიაში მალამო გამოიყენება ადგილობრივად პათოლოგიური კერის ადგილის მიხედვით - ტამპონის სახით, აბსცესის, ჭრილობების დასამუშავებლად.

მალამოს გამოყენება არ გამორიცხავს სხვა ანტისეპტიკურ და ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებას.

გვერდითი მოვლენები: არ არის გამოვლენილი.

უკუჩვენება: ინდივიდუალური შეუთავსებლობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

მანქანა-დანადგარების მართვაზე მოქმედება: არ იწვევს ნარკოტიკულ თრობას და არ ადუნებს მძღოლის ყურადღებას საჭესთან.

ორსულობა და ლაქტაცია: არ გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

შენახვის პრიობები: ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა - 3 წელი.

მწარმოებელი: ი/მ „დავით მჭედლიშვილი - ჰიპოკრატე“ გარდაბნის რ-ნი სოფ. მარტყოფი (ბროწეულა) ხელმძღვანელი ტექ. მეც. დოქტ. დავით მჭედლიშვილი, საქართველო.

მობ: (995) 599 460 720 და (995) 555 221 022