უზნაძე N1 40გ მალამო*
გააზიარე:
მალამო „უზნაძე“ N1
გამოყენების ინსტრუქცია
პარასამკურნალო საშუალება ადგილობრივი გამოყენებისათვის.
აღწერილობა: ყვითელი ფერის მალამო, სუსტი სპეციფიური სუნით, 40გ პოლიპროპილენის კოლოფი, მეორადი შეფუთვა - მუყაოს კოლოფი.
შემადგენლობა: (გ/40გ.). მრავალძარღვას ექსტრაქტი 2გ, გულყვითელას ექსტრაქტი 2გ, მიხაკის ზეთი 0,45გ, ფუტკრის ცვილი (თეთრი ან ყვითელი) 15,55გ; მზესუმზირის ზეთი - 20გ.
გამოყენების რეკომენდაციები: მალამო წარმოადგენს პარასამკურნალო საშუალებას. გამოიყენება როგორც კომპლექსურ თერაპიაში სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად, ისე შემდეგი პათოლოგიების დროს: მწვავე ბუასილის, მსუბუქი და მძიმე ხარისხის დამწვრობის, ოპერაციის შემდგომ პერიოდში ჭრილობების შეხორცების დასაჩქარებლად, სტომატიტის, ალვეოლიტის, პარადონტიტის, ფურუნკულის, ნაწოლების, კოღოს ნაკბენის დროს.
აღსანიშნავია, რომ მალამო N1-ის გამოყენების შემთხვევაში ავადმყოფს მომენტალურად ეხსნება ძლიერი ტკივილები.
არ წარმოადგენს სამკურნალო საშუალებას, არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს.
გამოყენების წესი: კომპლექსურ თერაპიაში მალამო გამოიყენება ადგილობრივად პათოლოგიური კერის ადგილის მიხედვით - ტამპონის სახით, აბსცესის, ჭრილობების დასამუშავებლად.
მალამოს გამოყენება არ გამორიცხავს სხვა ანტისეპტიკურ და ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებას.
გვერდითი მოვლენები: არ არის გამოვლენილი.
უკუჩვენება: ინდივიდუალური შეუთავსებლობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
მანქანა-დანადგარების მართვაზე მოქმედება: არ იწვევს ნარკოტიკულ თრობას და არ ადუნებს მძღოლის ყურადღებას საჭესთან.
ორსულობა და ლაქტაცია: არ გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
შენახვის პრიობები: ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა - 3 წელი.
მწარმოებელი: ი/მ „დავით მჭედლიშვილი - ჰიპოკრატე“ გარდაბნის რ-ნი სოფ. მარტყოფი (ბროწეულა) ხელმძღვანელი ტექ. მეც. დოქტ. დავით მჭედლიშვილი, საქართველო.
მობ: (995) 599 460 720 და (995) 555 221 022










