სინუსეპტი 15მლ სპრეი

სინუსეპტი 15მლ სპრეი

31.88 ლარი 27.10 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ქვეყანა: საქართველო
მწარმოებელი: დოქტორ ღლონტის ლაბორატ.
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 146176
გააზიარე:

გამოყენების ინსტრუქცია
სინუსეპტი
SINUSEPTI

ზეთოვანი სპრეი ადგილობრივი გამოყენებისათვის.
ბიოლოგიურად აქტიური დანამატი
შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერებები
ევკალიპტის ზეთი 3 მლ
ატმის ზეთი 3 მლ
ყოჩივარდას ბოლქვის ზეთი 1 მლ
კვიპაროსის ზეთი 3 მლ
ღვიის ზეთი 1მლ
ანისულის ზეთი 1 მლ
დამხმარე ნივთიერება:
გლიცერინი - 3 მლ

ჩვენებები:(გამოიყენება დამხმარე საშუალების სახით კომპლექსური თერაპიის დროს)
სინუსეპტის გააჩნია ადგილობრივი ანტივირუსული, ანტიბაქტერიული, ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო,ტკივილგამაყუჩებელი და რეგენერაციის მასტიმულირებელი მოქმედება,გამოიყენება დამხმარე საშუალებად :სურდოს ,ცხვირის დანამატი წიაღების და შუა ყურის ანთებითი პროცესის დროს.
ზედა სასუნთქი გზების ინფექციურ-ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ
ცხვირი პოლიპი ,რინიტი.
ადენოიდიტი ადენოიდური ჰიპეტროპია
ადენოტონზილექტომიის პოსტოპერაციული რეაბილიტაცია.
რინოფარინგიტი.
პარანაზალური სინუსების მწვავე ან რეციდივული ანთება - კატარალური ან ჩირქოვანი ჰაიმორიტი,, ფრონტიტი, ეთმოიდიტი, სინუსიტი (დაიზიანებელი ძგიდეების პირობებში)
პოსტოპერაციული რეაბილიტაცია ენდოსკოპური ქირურგიული ჩარევების შემდეგ, როგორიცაა ეთმოიდოტომია, ჰაიმოროეთმოიდოტომია, ფრონტოეთმოიდოჰაიმოროტომია. რინოპლასტიკის შემდგომ რეაბილატაციის პროცესში ხელს უწყობს ლორწოვანის გარსის შეშუპების და ტკვილის შემცირებას, რეგენერაციას -აღდგენითი თერაპია .

შუაყურის მწვავე ექსუდატიური ანთება (ოტიტი) და ქრონიკული ექსუდატიური ოტიტები , გარეთა სასმენი მილის ინფიცირებული ეგზემა.
გრიპის დროს ყურის ტკვილი და დაბლოკვის შეგრძნება .
სინუსეპტი გამოიყენება ყოველდღიურად, როგორც პროფილაქტიკური მეთოდი ყურის ჰიგიენის შესანარჩუნებლად და ცვილის საცობების მოსაშორებლად.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა რომელიმე კომპონენტის მიმართ.
უსაფრთხოების ზომები: გამოყენების წინ ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას.
განსაკუთრებული მითითებები:მოერიდეთ აეროზოლის მოხვედრას თვალში.

ორსულობა და ლაქტაცია: გამოიყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს.
გამოყენების მეთოდები და დოზები: დიდებში: რეკომენდებული დოზირებაა 2-3 შესხურება თითო ნესტოში 3-ჯერ ან 4-ჯერ დღეში , ბავშვებში: თითოეულ ნესტოში ერთი შესხურება დღეღამეში 3 ჯერ, არაუმეტეს 10 დღისა.
ყურისთვის: შეისხურეთ ყურის არხში2-3 შესხურება 3-4-ჯერ დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია კლინიკური სიმპტომების სიმწვავეზე, მკურნალობა შეიძლება განმეორდეს წელიწადში რამოდენიმეჯერ, მინიმუმ ერთ კვირიანი შუალედების დაცვით მკურალობის კურსებს შორის.
გამოყენების წინ შეანჯღრიეთ ფლაკონი: გამოყენების პროცესში ფლაკონი უნდა იმყოფებოდეს ვერტიკალურ პოზიციაში.

გვერდითი მოვლენა: კარგად გადაიტანება, გვერდითი ეფექტები აღინიშნება იშვიათად. შესაძლებელია ცხვირის ღრუს ლორწოვანის დაბუჟებადა/ან წვის შეგრძნება.
ჭარბი დოზირება: მონაცემები ჭარბი დოზირების შესახებ არ არსებობს.

შენახვის პირობები: ოთახის ტემპერატურა.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
გამოშვების ფორმა:15 მლ მინის ფლაკონი აპლიკატორით,მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: გაიცემა ურეცეპტოდ.

მწარმოებელი დოქტორ ღლონტის სამეცნიერო ლაბორატორია.