ნენი 1, თხის რძეზე დამზადებული რძის ნარევი პრებიოტიკებით, 0-6 თვე, 800გ, 3227
მნიშვნელოვანია: ადრეული ასაკის ბავშვებისთვის უპირატესია ძუძუთი კვება. თუ აუცილებელია რძის ნარევის გამოყენება გაითვალისწინეთ რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვი უზრუნველყოთ საუკეთესო ხარისხის საკვებით. ნებისმიერი ნარევის გამოყენებისას კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.
ინგრედიენტები : მშრალი თხის რძე *, ლაქტოზა , მცენარეული ცხიმები (მზესუმზირის, კანოლის, ქოქოსის, მზესუმზირის ზეთი ოლეინის მჟავის მაღალი შემცველობის. ანტიოქსიდანტები[მზესუმზირის ლეციტინი, ტოკოფეროლების ნარევი]), მალტოდექსტრინი, პრებიოტიკული კომპლექსი Orafti® Synergy 1 (ინულინი, ოლიგოფრუქტოზა), ზღვის თევზების ინკაფსულირებული ცხიმი(დოკოზაჰექსაენის მჟავა, ეიკოზაპენტაენის მჟავა), მინერალური ნივთიერებები (ნატრიუმი, კალციუმი, რკინა, სპილენძი, თუთია, იოდი, მანგანუმი, სელენი), Mortierella alpina–ს (არაქიდონის მჟავის წყარო) ინკაფსულირებული ცხიმი, ვიტამინები (C, ქოლინი, E, PP, D, A, პანტოთენის მჟავა, B1, L–კარნიტინი, B12, K, B6, B2, ფოლის მჟავა, ბიოტინი), მჟავიანობის რეგულატორი (ლიმონმჟავა), ტრიპტოფანი, ტაურინი.
*100% ახალზელანდიური წარმოშობის.
მომზადების წესი: ნარევის მომზადების წინ კარგად დაიბანეთ ხელები და გაასტერილეთ ბოთლი და საწოვარა.
ადუღეთ წყალი 5 წუთის განმავლობაში და შეაგრილეთ 36–40⁰C –მდე. კვების ცხრილის შესაბამისად ჩაასხით საჭირო რაოდენობის ანადუღარი და შეგრილებული წყალი. კვების ცხრილის შესაბამისად დაამატეთ საჭირო რაოდენობის ფხვნილი. დანის პირით გადაასწორეთ ფხვნილის ზედაპირი. დაახურეთ ბოთლს. კარგად შეანჯღრიეთ ფხვნილის სრულ გახსნამდე. ნარევი მზად არის გამოყენებისთვის. მაჯის ქვედა ზედაპირზე დაწვეთებით შეამოწმეთ საკვების ტემპერატურა. ნარევი ოდნავ თბილი უნდა იყოს ხელთან შედარებით.
კვების ცხრილი
|
ბავშვის ასაკი ( თვეები) |
მიახლოებითი წონა (კგ) |
კვების რაოდენობა დღე–ღამეში |
ადუღებული წყალი (მლ), t 36-40⁰C |
საზომი კოვზის რაოდენობა |
|
0–1 |
4–მდე |
6 |
90 |
3 |
|
1–2 |
4–5 |
5 |
150 |
5 |
|
3–6 |
6–7 |
5 |
210 |
7 |
ეს არის საორიენტაციო ცხრილი. თქვენი ბავშვის კვების რაოდენობის და სიხშირის შესახებ კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან
ყურადღება: გამოიყენეთ მხოლოდ კოლოფში არსებული კოვზი. დაამატეთ მკაცრად მხოლოდ 1 საზომი კოვზი (4,5გ) ფხვნილი 30 მლ წყალს ბოთლში. ნარევი მოამზადეთ უშუალოდ კვების წინ. არ შეინახოთ ბოთლში დარჩენილი საკვები შემდეგი კვებისთვის.
აუცილებლობის შემთხვევაში, წინასწარ მომზადებული ნარევი გააგრილეთ წყლის ნაკადით და შეინახეთ მაცივარში 4 ⁰C ტემპერატურაზე, არა უმეტეს 12 საათისა.
არ გაათბოთ ნარევი მიკროტალღურ ღუმელში. ნარევის მოსამზადებლად არ გამოიყენოთ ანადუღარი წყალი. არასდროს დაამატოთ შაქარი ან მარილი. ქილა (გაუხსნელი/გახსნილი) უნდა შეინახოთ +10 ⁰C დან +25 ⁰C მდე ტემპერატურისა და 50% ტენიანობის პირობებში. არ შეინახოთ ქილა მაცივარში. არ დადოთ ქილა მზის პირდაპირი სხივების და მაღალი ტემპერატურის პირობებში. გახსნილ ქილას მჭიდროდ დაახურეთ თავსახური და შიგთავსი გამოიყენეთ არა უმეტეს 4 კვირისა.
დამზადების თარიღი/ვარგისია–მდე: იხილეთ ქილის ძირზე. მწარმოებელი: Dairy Goat Co-operative (N.Z.) Ltd, 18 Gallagher Draive, PO Box1398, Hamilton,3240, ახალი ზელანდია.
შემომტანი: შპს „ჯეორჯია ნუთრიშენ“. მისამართი:თბილისი, ლუბლიანას ქ. მე–2 ჩიხი №8.










