პანაციბი 125მგ #21ტ
გააზიარე:
1. სამკურნალო საშუალების დასახელება
პანაციბი 75 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
პანაციბი 100 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
პანაციბი 125 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
2. თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
პანაციბი 75 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 75 მგ პალბოციკლიბს.
პანაციბი100 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 100 მგ პალბოციკლიბს.
პანაციბი125 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 125 მგ პალბოციკლიბს.
დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათავლი იხ. პარაგრაფში 6.1.
3. წამლის ფორმა
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი (ტაბლეტი).
პანაციბი 75 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
ვარდისფერი ფერის, მრგვალი ორმხრივამოზნექილი გარსით დაფარული ტაბლეტი ერთ მხარეს "L"-ით და მეორე მხარეს წარწერის გარეშე.
პანაციბი100 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
წითელი ფერის, ოვალური ორმხრივამოზნექილი გარსით დაფარული ტაბლეტი ერთ მხარეს "I"-ით და მეორე მხარეს წარწერის გარეშე.
პანაციბი125 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
ვარდისფერი ფერის, ოვალური ორმხრივამოზნექილი გარსით დაფარული ტაბლეტი ერთ მხარეს "H"-ით და მეორე მხარეს წარწერის გარეშე.
4. კლინიკური მახასიათებლები
4.1. თერაპიული ჩვენებები
პანაციბი ნაჩვენებია ჰორმონ-რეცეპტორ (HR) დადებითი, ადამიანის ეპიდერმული ზრდის ფაქტორის რეცეპტორი 2 (HER2)-უარყოფითი ლოკალურად შორსწასული ან მეტასტაზური ძუძუს კიბოს სამკურნალოდ:
- არომატაზას ინჰიბიტორთან კომბინაციაში;
- ფულვესტრანტთან კომბინაციაში ქალებში, რომლებმაც ადრე გაიარეს ენდოკრინული თერაპია (იხ. პარაგრაფი 5.1).
პრე- ან პერიმენოპაუზური პერიოდის მქონე ქალებში, ენდოკრინული თერაპია უნდა იყოს კომბინირებული მალუთეინიზებელი ჰორმონის გამომყოფი ჰორმონის (LHRH) აგონისტთან.
2.1. დოზირება და მიღების წესი
პანაციბით მკურნალობა უნდა დაიწყოს და იყოს ისეთი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, რომელიც გამოცდილია კიბოს საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებების გამოყენებაში.
დოზირება
რეკომენდებული დოზაა 125 მგ პალბოციკლიბი დღეში ერთხელ ზედიზედ 21 დღის განმავლობაში, რასაც მოჰყვება მკურნალობის შეწყვეტა 7 დღის განმავლობაში (განრიგი 3/1), რათა მოიცავდეს 28 დღიანი სრული ციკლი. პანაციბით მკურნალობა უნდა გაგრძელდეს სანამ პაციენტი არ მიიღებს კლინიკურ ეფექტს ან/თუ სანამ არ გამოვლინდება ძლიერი ტოქსიკურობა.
პალბოციკლიბთან ერთად მიღებისას, არომატაზას ინჰიბიტორი უნდა დაინიშნოს დოზირების სქემის მიხედვით, რომელიც მოცემულია სამკურნალო საშუალების მახასიათებლების შეჯამებაში. პრე/პერიმენოპაუზური პერიოდის მქონე ქალების მკურნალობა პალბოციკლიბის და არომატაზას ინჰიბიტორის კომბინაციით ყოველთვის უნდა იყოს კომბინირებილი LHRH-ის აგონისტთან (იხ. პარაგრაფი 4.4).
პალბოციკლიბთან კომბინაციისას, ფულვესტრანტის რეკომენდებული დოზაა 500 მგ, რომელიც შეიყვანება კუნთში 1-ლ, მე-15, 29-ე დღეებში და შემდეგ თვეში ერთხელ. იხ. ფულვესტრანტის სამკურნალო საშუალების მახასიათებლების შეჯამება. პალბოციკლიბს პლუს ფულვესტრანტის კომბინაციით მკურნალობის დაწყებამდე და მისი მკურნალობის განმავლობაში, პრე/პერიმენოპაუზური პერიოდის მქონე ქალების მკურნალობა უნდა მოხდეს LHRH-ის აგონისტებით, ადგილობრივი კლინიკური პრაქტიკის შესაბამისად.
პაციენტებს უნდა მიეცეთ რეკომენდაცია, რომ მიიღონ მათი დოზა ყოველდღე დაახლოებით ერთსა და იმავე დროს. თუ პაციენტს აღენიშნება ღებინება ან გამოტოვებს დოზას, დამატებითი დოზა არ უნდა იქნას მიღებული იმავე დღეს. შემდეგი დანიშნული დოზა უნდა იქნას მიღებული ჩვეულ დროს.
დოზის კორექტირება
პანაციბის დოზის ცვლილება რეკომენდებულია ინდივიდუალური უსაფრთხოებისა და ტოლერანტობის საფუძველზე.
ზოგიერთი გვერდითი მოვლენის მართვამ შეიძლება საჭირო გახადოს დოზის დროებითი შეწყვეტა/შეჩერება და/ან დოზის შემცირება, ან მუდმივი შეწყვეტა. დოზის შემცირების სქემის მიხედვით, რომელიც მოცემულია ცხრილებში 1, 2 და 3 (იხ. პარაგრაფები 4.4 და 4.8).
ცხრილი 1. პანაციბის რეკომენდებული დოზის ცვლილებები გვერდითი მოვლენების გამოვლენისას
|
დოზის დონე |
დოზა |
|
რეკომენდებული დოზა |
125 მგ/დღეში |
|
დოზის პირველი შემცირება |
100 მგ/დღეში |
|
დოზის მეორე შემცირება |
75 მგ/დღეში* |
*თუ საჭიროა დოზის შემდგომი შემცირება 75 მგ/დღეში ქვემოთ, შეწყვიტეთ მკურნალობა.
სისხლის სრული ანალიზი უნდა გაკეთდეს პანაციბით თერაპიის დაწყებამდე და ყოველი ციკლის დასაწყისში, ასევე პირველი 2 ციკლის მე-15 დღეს და კლინიკური ჩვენების მიხედვით.
პაციენტებისთვის, რომლებსაც აღენიშნებათ მაქსიმუმ 1-ლი ან მე-2 ხარისხის ნეიტროპენია პირველ 6 ციკლში, შემდგომი ციკლებისთვის სისხლის სისხლის სრული ანალიზი უნდა გაკეთდეს ყოველ 3 თვეში ერთხელ, ციკლის დაწყებამდე და კლინიკური ჩვენების მიხედვით.
პანაციბის მისაღებად რეკომენდებულია ნეიტროფილების აბსოლუტური რაოდენობა (ANC) ≥ 1000/მმ3 და თრომბოციტების რაოდენობა ≥ 50000/მმ3.
ცხრილი 2. პანაციბის დოზის ცვლილება და მართვა - ჰემატოლოგიური ტოქსიკურობები
|
CTCAE კლასი |
დოზის ცვლილება |
|
1-ლი ან მე-2 ხარისხი |
დოზის კორექტირება საჭირო არ არის. |
|
მე-3ა ხარისხი |
ციკლის 1-ლი დღე: შეწყვიტეთ პანაციბის მიღება, სანამ არ მიიღწევა ≤ მე-2 ხარისხი და გაიმეორეთ სისხლის სრული ანალიზის მონიტორინგი 1 კვირის განმავლობაში. როდესაც მიიღწევა ≤ მე-2 ხარისხი, დაიწყეთ შემდეგი ციკლი იმავე დოზით. პირველი 2 ციკლის მე-15 დღე: თუ მე-3 ხარისხი აღინიშნება მე-15 დღეს, გააგრძელეთ პანაციბის მიღება მიმდინარე დოზით ციკლის დასასრულებლად და გაიმეორეთ სისხლის სრული ანალიზი 22-ე დღეს. თუ მე-4 ხარისხი აღინიშნება 22-ე დღეს,მე-4 ხარისხის დოზის ცვლილებისთვის მითითებები იხ. ქვემოთ. განიხილეთ დოზის შემცირება მე-3 ხარისხის ნეიტროპენიისგან ან მე-3 ხარისხის განმეორებითი ნეიტროპენიისგან გახანგრძლივებული (> 1 კვირა) გამოჯანმრთელების შემთხვევაში მომდევნო ციკლის 1-ლ დღეს. |
|
მე-3ხარისხი ANCb (< 1000-დან 500-მდე/მმ3) + ცხელება ≥ 38.5°C და/ან ინფექცია |
ნებისმიერ დროს: შეწყვიტეთ პანაციბის მიღება, სანამ არ მიიღწევა ≤ მე-2 ხარისხი, განაახლეთ შემდეგი უმცირესი დოზით. |
|
მე-4ა ხარისხი |
ნებისმიერ დროს: შეწყვიტეთ პანაციბის მიღება, სანამ არ მიიღწევა ≤ მე-2 ხარისხი, განაახლეთ შემდეგი უმცირესი დოზით. |
დახარისხება CTCAE 4.0-ის მიხედვით.
ANC=ნეიტროფილების აბსოლუტური რაოდენობა; CTCAE=გვერდითი მოვლენების საერთო ტერმინოლოგიური კრიტერიუმები; LLN=ნორმის ქვედა ზღვარი.
ა ცხრილი ეხება ყველა ჰემატოლოგიურ გვერდით მოვლენას ლიმფოპენიის გარდა (თუ არ არის დაკავშირებული კლინიკურ მოვლენებთან, მაგ., ოპორტუნისტულ ინფექციებთან).
ბ ANC: 1-ლი ხარისხი: ANC < LLN – 1500/მმ3; მე-2 ხარისხი: ANC 1000 - < 1500/მმ3; მე-3 ხარისხი: ANC 500 - < 1000/მმ3; მე-4 ხარისხი: ANC < 500/მმ3.
ცხრილი 3 . პანაციბის დოზის ცვლილება და მართვა - არა ჰემატოლოგიური ტოქსიკურობები
|
CTCAE კლასი |
დოზის ცვლილება |
|
1-ლი ან მე-2 ხარისხი |
დოზის კორექტირება საჭირო არ არის. |
|
≥ მე-3 ხარისხის არაჰემატოლოგიური ტოქსიკურობა (თუ ნარჩუნდება მედიკამენტური მკურნალობის მიუხედავად) |
შეწყვიტეთ მიღება, სანამ სიმპტომები არ მიაღწევს:
განაახლეთ შემდეგი უმცირესი დოზით. |
დახარისხება CTCAE 4.0-ის მიხედვით.
CTCAE=გვერდითი მოვლენების საერთო ტერმინოლოგიური კრიტერიუმები
პანაციბის მიღება სამუდამოდ უნდა შეწყდეს ფილტვების ინტერსტიციული დაავადების (ILD)/პნევმონიტის მქონე პაციენტებში (იხ. პარაგრაფი 4.4).
განსაკუთრებული პოპულაციები
ხანდაზმული პაციენტენი
პანაციბის დოზის კორექტირება საჭირო არ არის ≥ 65 წლის ასაკის პაციენტებში (იხ. პარაგრაფი 5.2).
ღვიძლის უკმარისობა
პანაციბის დოზის კორექტირება საჭირო არ არის ღვიძლის მსუბუქი ან ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის (ჩაილდ-პიუს კლასები A და B). ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის (ჩაილდ-პიუს კლასი C), პანაციბის რეკომენდებული დოზაა 75 მგ ერთხელ დღე-ღამეში 3/1 სექმით (იხ. პარაგრაფები 4.4 და 5.2).
თირკმლის უკმარისობა
პანაციბის დოზის კორექტირება საჭირო არ არის პაციენტებში თირკმლის მსუბუქი, ზომიერი ან მძიმე უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი [CrCl] ≥ 15 მლ/წთ). არასაკმარისი მონაცემებია პაციენტებისთვის, რომლებსაც ესაჭიროებათ ჰემოდიალიზი, რათა შესაძლებელი იყოს რაიმე დოზის კორექტირების რეკომენდაციის გაცემა პაციენტების ამ პოპულაციისთვის (იხ. პარაგრაფები 4.4 და 5.2).
პედიატრიული პოპულაცია
პანაციბის უსაფრთხოება და ეფექტურობა 18 წლამდე ასაკის ბავშვებში და მოზარდებში დადგენილი არ არის. მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.
მიღების წესი
პანაციბი განკუთვნილია პერორალური გამოყენებისთვის. ტაბლეტების მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე (იხ. პარაგრაფი 5.2). პალბოციკლიბი არ უნდა იქნას მიღებული გრეიპფრუტთან ან გრეიპფრუტის წვენთან ერთად (იხ. პარაგრაფი 4.5).
პანაციბის ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად (არ უნდა დაიღეჭოს, დაქუცმაცდეს ან გაიყოს გადაყლაპვამდე). არ შეიძლება ტაბლეტის მიღება, თუ ის გატეხილია, გაბზარულია ან სხვაგვარად არის დაზიანებული.
4.3. უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია 6.1 პარაგრაფში - კრაზანას (St. John’s Wort) შემცველი პრეპარატების გამოყენება (იხ. პარაგრაფი 4.5).
4.4. განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
პრე/პერიმენოპაუზური პერიოდი მქონე ქალები
საკვერცხის აბლაცია ან დათრგუნვა მალუთეინიზებელი ჰორმონის გამომყოფი ჰორმონის (LHRH) აგონისტით სავალდებულოა, როდესაც პრე/პერიმენოპაუზური პერიოდი მქონე ქალებში პანაციბი ინიშნება არომატაზას ინჰიბიტორთან ერთად, არომატაზას ინჰიბიტორების მოქმედების მექანიზმის გამო. პალბოციკლიბი ფულვესტრანტთან კომბინაციაში პრე/პერიმენოპაუზური პერიოდი მქონე ქალებში შესწავლილი იყო მხოლოდ LHRH-ის აგონისტებთან ერთად.
კრიტიკული ვისცერალური დაავადება
პალბოციკლიბის ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არის შესწავლილი კრიტიკული ვისცერალური დაავადების მქონე პაციენტებში (იხ. პარაგრაფი 5.1).
ჰემატოლოგიური დარღვევები
დოზის შეწყვეტა, დოზის შემცირება ან მკურნალობის ციკლის დაწყების შეყოვნება რეკომენდებულია პაციენტებისთვის, რომლებსაც განუვითარდებათ მე-3 ან მე-4 ხარისხის ნეიტროპენია. უნდა ჩატარდეს შესაბამისი მონიტორინგი (იხ. პარაგრაფები 4.2 და 4.8).
ფილტვების ინტერსტიციული დაავადება/პნევმონიტი
მძიმე, სიცოცხლისათვის საშიში ან ფატალური ფილტვების ინტერსტიციული დაავადება (ILD) და/ან პნევმონიტი შეიძლება აღინიშნოს პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ პანაციბით ენდოკრინულ თერაპიასთან ერთად.
კლინიკურ კვლევებში (PALOMA-1, PALOMA-2, PALOMA-3), პანაციბით ნამკურნალები პაციენტების 1.4%-ს ჰქონდა ნებისმიერი ხარისხის ILD/პნევმონიტი, 0.1%-ს ჰქონდა მე-3 ხარისხის, თუმცა არ აღნიშნულა მე-4 ხარისხის ან ლეტალური შემთხვევები.
ILD/პნევმონიტის დამატებითი შემთხვევები დაფიქსირდა პოსტმარკეტინგულ პერიოდში, დაფიქსირებული ლეტალური შემთხვევებით (იხ. პარაგრაფი 4.8).
პაციენტები უნდა იყვნენ მონიტორინგის ქვეშ ფილტვისმიერ სიმპტომებზე, რომლებიც მიუთითებენ ILD-ზე/პნევმონიტზე (მაგ. ჰიპოქსია, ხველა, ქოშინი). პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ახალი ან გაუარესებული რესპირატორული სიმპტომები და არსებობს ეჭვი ILD-ზე/პნევმონიტზე, პანაციბის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, ხოლო პაციენტი უნდა შეფასდეს. პანაციბის მიღება სამუდამოდ უნდა შეწყდეს მძიმე ILD-ის ან პნევმონიტის მქონე პაციენტებში (იხ. პარაგრაფი 4.2).
ინფექციები
ვინაიდან პანაციბს აქვს მიელოსუპრესიული თვისებები, მან შეიძლება გამოიწვიოს პაციენტების წინასწარგანწყობა ინფექციებისადმი.
ინფექციები უფრო მაღალი სიხშირით დაფიქსირდა იმ პაციენტებში, რომლებიც რანდომიზებულ კლინიკურ კვლევებში მკურნალობდნენ პანაციბით, იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც მკურნალობდნენ შესაბამის შედარების ჯგუფში. მე-3 და მე-4 ხარისხის ინფექციები დაფიქსირდა შესაბამისად პაციენტთა 5.6%-ში და 0.9%-ში, რომლებიც მკურნალობდნენ პანაციბით ნებისმიერ კომბინაციაში (იხ. პარაგრაფი 4.8).
პაციენტები უნდა იყვნენ მონიტორინგის ქვეშ ინფექციის ნიშნებისა და სიმპტომების გამოსავლენად და მათი მკურნალობა უნდა მიმდინარეობდეს სამედიცინო ჩვენებებიდან გამომდინარე (იხ. პარაგრაფი 4.2).
ექიმებმა უნდა გააფრთხილონ პაციენტები, რომ დაუყოვნებლივ შეატყობინონ ცხელების ნებისმიერი ეპიზოდის შესახებ.
ვენური თრომბოემბოლია
ვენური თრომბოემბოლიის მოვლენები დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ პანაციბით (იხ. პარაგრაფი 4.8). პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ მეთვალყურეობის ქვეშ ღრმა ვენების თრომბოზის და ფილტვის ემბოლიის ნიშნებისა და სიმპტომების გამოსავლენად და მათი მკურნალობა უნდა მიმდინარეობდეს სამედიცინო ჩვენებებიდან გამომდინარე.
ღვიძლის უკმარისობა
პანაციბი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს პაციენტებში ღვიძლის ზომიერი ან მძიმე უკმარისობით, ტოქსიკურობის ნიშნების საგულდაგულო მონიტორინგით (იხ. პარაგრაფები 4.2 და 5.2).
თირკმლის უკმარისობა
პანაციბი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს პაციენტებში თირკმელების ზომიერი ან მძიმე უკმარისობით, ტოქსიკურობის ნიშნების საგულდაგულო მონიტორინგით (იხ. პარაგრაფები 4.2 და 5.2).
თანმხლები მკურნალობა CYP3A4-ის ინჰიბიტორებით ან ინდუქტორებით
CYP3A4-ის ძლიერმა ინჰიბიტორებმა შეიძლება გამოიწვიოს ტოქსიკურობის გაზრდა (იხ. პარაგრაფი 4.5). ძლიერი CYP3A-ის ინჰიბიტორების თანმხლები გამოყენება პალბოციკლიბით მკურნალობის დროს თავიდან უნდა იქნას აცილებული. ერთობლივი გამოყენების განხილვა შეიძლება, მხოლოდ პოტენციური სარგებელისა და რისკების საგულდაგულოდ შეფასების შემდეგ. თუ CYP3A-ის ძლიერ ინჰიბიტორთან ერთად გამოყენება გარდაუვალია, პანაციბით დოზა უნდა შემცირდეს 75 მგ-მდე დღეში ერთხელ. ძლიერი ინჰიბიტორის მიღების შეწყვეტისას, პანაციბის დოზა უნდა გაიზარდოს (ინჰიბიტორის 3-5 ნახევარგამოყოფის შემდეგ) იმ დოზამდე, რომელიც გამოიყენებოდა ძლიერი CYP3A-ის ინჰიბიტორის მიღების დაწყებამდე (იხ. პარაგრაფი 4.5).
CYP3A-ის ინდუქტორების თანმხლებმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს პალბოციკლიბის ექსპოზიციის შემცირება და, შესაბამისად, ეფექტურობის ნაკლებობის რისკი. ამიტომ, პალბოციკლიბის ერთდროული გამოყენება CYP3A4-ის ძლიერ ინდუქტორებთან თავიდან უნდა იქნას აცილებული. არ არის საჭირო დოზის კორექტირება პალბოციკლიბის და ზომიერი CYP3A-ის ინდუქტორების ერთად მიღებისას (იხ. პარაგრაფი 4.5).
რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალები ან მათი პარტნიორები
რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალებმა ან მათმა პარტნიორმა მამაკაცებმა უნდა გამოიყენონ კონტრაცეფციის უაღრესად ეფექტური მეთოდი პანაციბის მიღებისას (იხ. პარაგრაფი 4.6).
4.5. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
პალბოციკლიბი ძირითადად მეტაბოლიზდება CYP3A-ით და სულფოტრანსფერაზას (SULT) ფერმენტ SULT2A1-ით.
In vivo, პალბოციკლიბი არის CYP3A-ის სუსტი, დროზე დამოკიდებული ინჰიბიტორი.
სხვა სამკურნალო საშუალებების ზემოქმედება პალბოციკლიბის ფარმაკოკინეტიკაზე
CYP3A-ის ინჰიბიტორების ეფექტი
იტრაკონაზოლის 200 მგ მრავალჯერადი დოზის ერთდროულმა გამოყენებამ პალბოციკლიბის ერთჯერადი 125 მგ დოზასთან ერთად გაზარდა პალბოციკლიბის მთლიანი ექსპოზიცია (AUCinf) და პიკური კონცენტრაცია (Cmax) დაახლოებით 87%-ით და 34%-ით, შესაბამისად, 125 მგ პალბოციკლიბის ერთჯერად მონოთერაპიულ დოზასთან შედარებით.
CYP3A-ის ძლიერი ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენება, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ: კლარითრომიცინი, ინდინავირი, იტრაკონაზოლი, კეტოკონაზოლი, ლოპინავირი/რიტონავირი, ნეფაზოდონი, ნელფინავირი, პოსაკონაზოლი, საქვინავირი, ტელაპრევირი, ტელიტრომიცინი, ვორიკონაზოლი და გრეიპფრუტი ან გრეიფრუტის წვენი, თავიდან უნდა იქნას აცილებული (იხ. პარაგრაფები 4.2 და 4.4).
მსუბუქი და ზომიერი CYP3A-ის ინჰიბიტორებისთვის არ არის საჭირო დოზის კორექტირება.
CYP3A-ის ინდუქტორების ეფექტი
რიფამპინის მრავალჯერადი 600 მგ დოზების ერთდროულმა გამოყენებამ 125 მგ პალბოციკლიბის ერთჯერად დოზასთან ერთად შეამცირა პალბოციკლიბის AUCinf და Cmax 85%-ით და 70%-ით, შესაბამისად, 125 მგ პალბოციკლიბის ერთჯერად მონოთერაპიულ დოზასთან შედარებით.
ძლიერი CYP3A-ის ინდუქტორების ერთდროული გამოყენება, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ: კარბამაზეპინი, ენზალუტამიდი, ფენიტოინი, რიფამპინი და კრაზანა, თავიდან უნდა იქნას აცილებული (იხ. პარაგრაფები 4.3 და 4.4).
მოდაფინილის მრავალჯერადი 400 მგ დღიური დოზების - ზომიერი CYP3A-ის ინდუქტორის - ერთდროულმა მიღებამ 125 მგ პანაციბის ერთჯერად დოზასთან ერთად შეამცირა პალბოციკლიბის AUCinf და Cmax 32%-ით და 11%-ით, შესაბამისად, 125 მგ პალბოციკლიბის ერთჯერად მონოთერაპიულ დოზასთან შედარებით. ზომიერი CYP3A-ის ინდუქტორებისთვის არ არის საჭირო დოზის კორექტირება (იხ. პარაგრაფი 4.4).
მჟავას შემამცირებელისაშუალებები ეფექტი
პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორის (PPI) რაბეპრაზოლის მრავალჯერადი დოზების ერთდროულმა გამოყენებამ 125 მგ პანაციბის ტაბლეტთან ერთად ერთჯერადად უზმოზე ზეგავლენა არ იქონია პალბოციკლიბის შეწოვის სიჩქარეზე და ხარისხზე, 125 მგ პალბოციკლიბის ერთჯერად მონოთერაპიულ ტაბლეტთან შედარებით.
H2-რეცეპტორების ანტაგონისტების და ადგილობრივი ანტაციდების შემცირებული ეფექტის გათვალისწინებით კუჭის pH-ზე PPI-ებთან შედარებით, არ არის მოსალოდნელი H2- რეცეპტორის ანტაგონისტების ან ადგილობრივი ანტაციდების კლინიკურად მნიშვნელოვანი ეფექტი პალბოციკლიბის ექსპოზიციაზე.
პალბოციკლიბის ზემოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებების ფარმაკოკინეტიკაზე
პალბოციკლიბი არის სუსტი, დროზე დამოკიდებული CYP3A-ის ინჰიბიტორი, რომელიც 125 მგ დღიური დოზირებით აღწევს წონასწორულ მდგომარეობას. პალბოციკლიბის მრავალჯერადი დოზის მიღებამ მიდაზოლამთან ერთად გაზარდა მიდაზოლამის AUCinf-ის და Cmax-ის მნიშვნელობები შესაბამისად 61%-ით და 37%-ით, შესაბამისად, მიდაზოლამის მონოთერაპიულ მიღებასთან შედარებით.
ვიწრო თერაპიული ინდექსის მქონე მგრძნობიარე CYP3A-ის სუბსტრატების დოზის (მაგ., ალფენტანილი, ციკლოსპორინი, დიჰიდროერგოტამინი, ერგოტამინი, ევეროლიმუსი, ფენტანილი, პიმოზიდი, ქინიდინი, სიროლიმუსი და ტაკროლიმუსი) შემცირება შეიძლება საჭირო გახდეს პანაციბითან ერთად მიღებისას, პანაციბის ექსპოზიციის გაზრდის გამო.
წამლისმიერი ურთიერთქმედება პალბოციკლიბსა და ლეტროზოლს შორის
ძუძუს კიბოს მქონე პაციენტებში ჩატარებული კლინიკური კვლევის წამლისმიერი ურთიერთქმედების (DDI) შეფასების ნაწილის მონაცემებმა აჩვენა, რომ არ არსებობდა წამლისმიერი ურთიერთქმედება პალბოციკლიბსა და ლეტროზოლს შორის, როდესაც ეს 2 სამკურნალო საშუალება ერთდროულად მიიღებდა.
ტამოქსიფენის ეფექტი პალბოციკლიბის ექსპოზიციაზე
ჯანმრთელი მამრობითი სქესის სუბიექტებში DDI კვლევის მონაცემებმა აჩვენა, რომ პალბოციკლიბის ექსპოზიცია შედარებადი იყო, როდესაც პალბოციკლიბის ერთჯერადი დოზა მიიღებოდა ტამოქსიფენის მრავალჯერად დოზებთან ერთად და როდესაც პალბოციკლიბი მიიღებოდა მონოთერაპიის სახით.
წამლისმიერი ურთიერთქმედება პალბოციკლიბსა და ფულვესტრანტს შორის
ძუძუს კიბოს მქონე პაციენტებში ჩატარებულმა კლინიკური კვლევის მონაცემებმა აჩვენა, რომ არ არსებობდა კლინიკურად მნიშვნელოვანი წამლისმიერი ურთიერთქმედება პალბოციკლიბსა და ფულვესტრანტს შორის, როდესაც ეს ორი სამკურნალო საშუალება ერთდროულად მიიღებოდა.
წამლისმიერი ურთიერთქმედება პალბოციკლიბსა და პერორალურ კონტრაცეპტივებს შორის
პალბოციკლიბის DDI კვლევები პერორალური კონტრაცეპტივებთან ერთად არ ჩატარებულა (იხ. პარაგრაფი 4.6)
In vitro კვლევები ტრანსპორტერებით
In vitro მონაცემებზე დაყრდნობით, ვარაუდობენ, რომ პალბოციკლიბი აინჰიბირებს ტრანსპორტს, რომელიც განპირობებულია ნაწლავის P-გლიკოპროტეინით (P-gp) და ძუძუს კიბოს რეზისტენტული ცილით (BCRP). ამიტომ, პალბოციკლიბის მიღებამ ისეთ სამკურნალო საშუალებებთან ერთად, რომლებიც წარმოადგენენ P-gp-ის (მაგ., დიგოქსინი, დაბიგატრანი, კოლხიცინი) ან BCRP-ის (მაგ., პრავასტატინი, როზუვასტატინი, სულფასალაზინი) სუბსტრატებს, შეიძლება გაზარდოს მათი თერაპიული ეფექტი და გვერდითი მოვლენები.
In vitro მონაცემებზე დაყრდნობით, პალბოციკლიბმა შეიძლება დათრგუნოს ორგანული კათიონური ტრანსპორტერის OCT1-ის შთანთქმნის ტრანსპორტერი და შემდეგ გაზარდოს ამ ტრანსპორტერის სამედიცინო საშუალების სუბსტრატების ექსპოზიცია (მაგალითად, მეტფორმინი).
4.6. ფერტილობა , ორსულობა და ლაქტაცია
რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალები/კონტრაცეფცია მამაკაცებსა და ქალებში
რეპროდუქციული პოტენციალი მქონე ქალებმა, რომლებიც იღებენ ამ სამკურნალო საშუალებას, ან მათმა მამრობითი სქესის პარტნიორებმა, უნდა გამოიყენონ ადეკვატური კონტრაცეპტული მეთოდები (მაგ., ორმაგი ბარიერის კონტრაცეფცია) თერაპიის დროს და თერაპიის დასრულებიდან მინიმუმ 3 ან 14 კვირის განმავლობაში, შესაბამისად, ქალებმა და მამაკაცებმა (იხ. პარაგრაფი 4.5).
ორსულობა
ორსულ ქალებში პალბოციკლიბის გამოყენების შესახებ მონაცემები არ არსებობს ან მოიპოვება შეზღუდული რაოდენობით. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა რეპროდუქციული ტოქსიკურობა (იხ. პარაგრაფი 5.3). პანაციბი არ არის რეკომენდებული ორსულობის დროს და რეპროდუქციული ასაკის მქონე ქალებში, რომლებიც არ იყენებენ კონტრაცეფციას.
ძუძუთი კვება
არ ჩატარებულა კვლევები ადამიანებში ან ცხოველებში პალბოციკლიბის ეფექტის შესაფასებლად რძის წარმოებაზე, მისი არსებობაზე დედის რძეში ან მისი ზემოქმედებაზე ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვში. უცნობია გამოიყოფა თუ არა პალბოციკლიბი დედის რძეში. პაციენტებმა, რომლებიც იღებენ პალბოციკლიბს, არ უნდა კვებონ ბავშვები ძუძუთი.
ფერტილობა
არაკლინიკური რეპროდუქციული კვლევების დროს არ აღინიშნა ზემოქმედება მენსტრუალურ ციკლზე (მდედრი ვირთაგვები), შეჯვარებაზე და ფერტილობაზე ვირთაგვებში (მამრი ან მდედრი). თუმცა, ადამიანებში ფერტილობის შესახებ კლინიკური მონაცემები არ მოიპოვება. უსაფრთხოების არაკლინიკური კვლევებში მამაკაცის რეპროდუქციული ორგანოების შედეგებზე დაყრდნობით (თესლის სათესლე არხების დეგენერაცია სათესლე ჯირკვალში, ეპიდიდიმალური ჰიპოსპერმია, სპერმის მოძრაობის და სიმკვრივის შემცირება და პროსტატის სეკრეციის დაქვეითება), მამაკაცის ფერტილობა შეიძლება დაზიანდეს პალბოციკლიბით მკურნალობისას (იხ. პარაგრაფი 5.3).
ამიტომ, მამაკაცებმა შეიძლება განიხილონ სპერმის შენახვა პანაციბით თერაპიის დაწყებამდე.
4.7. ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე
პანაციბის აქვს უმნიშვნელო გავლენა სატრანსპორტო საშუალების მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე. თუმცა, პანაციბმა შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა და პაციენტებმა უნდა გამოიჩინონ სიფრთხილე სატრანსპორტო საშუალების მართვისას და მექანიზმების გამოყენების დროს.
4.8. გვერდითი მოვლენები
უსაფრთხოების პროფილის შეჯამება
პანაციბის უსაფრთხოების საერთო პროფილი ეფუძნება 872 პაციენტის გაერთიანებულ მონაცემებს, რომლებმაც მიიღეს პალბოციკლიბი ენდოკრინულ თერაპიასთან ერთად (N=527 ლეტროზოლთან და N=345 ფულვესტრანტთან კომბინაციაში), HR-დადებითი, HER2- უარყოფითი პროგრესირებული ან მეტასტაზური ძუძუს კიბოს რანდომიზებულ კლინიკურ კვლევებში.
ყველაზე ხშირი (≥ 20%) ნებისმიერი ხარისხის გვერდითი მოვლენები, რომლებიც გამოვლინდა იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პალბოციკლიბს რანდომიზებულ კლინიკურ კვლევებში, იყო ნეიტროპენია, ინფექციები, ლეიკოპენია, დაღლილობა, გულისრევა, სტომატიტი, ანემია, დიარეა, ალოპეცია და თრომბოციტოპენია. პალბოციკლიბის ≥ მე-3 ხარისხის ყველაზე გავრცელებული (≥ 2%) გვერდითი მოვლენები იყო ნეიტროპენია, ლეიკოპენია, ინფექციები, ანემია, ასპარტატამინოტრანსფერაზას (AST) დონის მომატება, დაღლილობა და ალანინამინოტრანსფერაზას (ALT) დონის მომატება.
დოზის შემცირება ან დოზის ცვლილება ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამო აღინიშნა პაციენტთა 38.4%-ში, რომლებიც იღებდნენ პანაციბს რანდომიზებულ კლინიკურ კვლევებში, კომბინაციის მიუხედავად.
გვერდითი მოვლენის გამო მკურნალობის მუდმივი შეწყვეტა აღინიშნა პაციენტთა 5.2%-ში, რომლებიც იღებდნენ პანაციბს რანდომიზებულ კლინიკურ კვლევებში, კომბინაციის მიუხედავად.
გვერდითი მოვლენების ჩამონათვალი ცხრილის სახით
ცხრილი 4 აჩვენებს გვერდით მოვლენებს 3 რანდომიზებული კვლევის გაერთიანებული მონაცემთა ნაკრებიდან. პალბოციკლიბით მკურნალობის საშუალო ხანგრძლივობა გაერთიანებულ მონაცემთა ბაზაში საბოლოო OS ანალიზის დროს იყო 14.8 თვე.
ცხრილი 5 ასახავს ლაბორატორიულ პათოლოგიებს, რომლებიც დაფიქსირდა 3 რანდომიზებული კვლევის მონაცემთა გაერთიანებისას.
გვერდითი მოვლენები ჩამოთვლილია სისტემურ ორგანოთა კლასისა და სიხშირის კატეგორიის მიხედვით. სიხშირის კატეგორიები განისაზღვრება, როგორც: ძალიან ხშირი (≥ 1/10), ხშირი (≥ 1/100-დან < 1/10-მდე) და არახშირი (≥ 1/1000-მდე < 1/100). სიხშირის თითოეულ ჯგუფში, გვერდითი მოვლენები წარმოდგენილია სიმძიმის კლების მიხედვით.
ცხრილი 4. გვერდითი მოვლენები დაფუძნებული 3 რანდომიზებული კვლევის გაერთიანებულ მონაცემთა ბაზაზე (N=872)
|
სისტემ ურ ორგანოთა კლასი სიხშირე უპირატესი ტერმინ ი ა (PT) |
ყველა ხარისხი n (%) |
მე- 3 ხარისხი n (%) |
მე- 4 ხარისხი n (%) |
|
ინფექციები და ინვაზიები ძალიან ხშირი ინფექციებიბ |
516 (59.2) |
49 (5.6) |
8 (0.9) |
|
დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ ძალიან ხშირი ნეიტროპენიაგ ლეიკოპენიად ანემიაე თრომბოციტოპენია3 ხშირი ფებრილური ნეიტროპენია |
716 (82.1) |
500 (57.3) |
97 (11.1) |
|
424 (48.6) |
254 (29.1) |
7 (0.8) |
|
|
258 (29.6) |
45 (5.2) |
2 (0.2) |
|
|
194 (22.2) |
16 (1.8) |
4 (0.5) |
|
|
12 (1.4) |
10 (1.1) |
2 (0.2) |
|
|
ნივთიერებათა ცვლის და კვებითი დარღვევები ძალიან ხშირი მადის დაქვეითება |
152 (17.4) |
8 (0.9) |
0 (0.0) |
|
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ ხშირი დისგევზია |
79 (9.1) |
0 (0.0) |
0 (0.0) |
|
დარღვევები მხედველობის ორგანოების მხრივ ხშირი ბუნდოვანი მხედველობა მომატებული ცრემლდენა თვალის სიმშრალე |
48 (5.5) 59 (6.8) 36 (4.1) |
1 (0.1) 0 (0.0) 0 (0.0) |
0 (0.0) 0 (0.0) 0 (0.0) |
|
დარღვევები სისხლძარღვების მხრივ ხშირი ვენური თრომბოემბოლია*,ზ |
28 (3.2) |
11 (1.3) |
7 (0.8) |
|
დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულ-მკერდის ორგანოების და შუასაყრის მხრივ ხშირი ცხვირიდან სისხლდენა ILD/ პნევმონიტი*,თ |
77 (8.8) 12 (1.4) |
0 (0.0) 1 (0.1) |
0 (0.0) 0 (0.0) |
|
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ ძალიან ხშირი სტომატიტიი გულისრევა დიარეა ღებინება |
264 (30.3) 314 (36.0) 238 (27.3) 165 (18.9) |
8 (0.9) 5 (0.6) 9 (1.0) 6 (0.7) |
0 (0.0) 0 (0.0) 0 (0.0) 0 (0.0) |
|
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ ძალიან ხშირი გამონაყარით ალოპეცია კანის სიმშრალე ხშირი პალმარ-პლანტარული ერითროდისესთეზიის სინდრომი* არახშირი კანის წითელი მგლურა* |
158 (18.1) 234 (26.8) 93 (10.7) 16 (1.8) 1 (0.1) |
7 (0.8) N/A 0 (0.0) 0 (0.0) 0 (0.0) |
0 (0.0) N/A 0 (0.0) 0 (0.0) 0 (0.0) |
|
ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილას ძალიან ხშირი დაღლილობა ასთენია პირექსია |
362 (41.5) 118 (13.5) 115 (13.2) |
23 (2.6) 14 (1.6) 1 (0.1) |
2 (0.2) 1 (0.1) 0 (0.0) |
|
გ ამოკვლევები ძალიან ხშირი ALT-ის დონის მომატება AST-ის დონის მომატება |
92 (10.6) 99 (11.4) |
18 (2.1) 25 (2.9) |
1 (0.1) 0 (0.0) |
ALT=ალანინამინოტრანსფერაზა; AST=ასპარტატამინოტრანსფერაზა; ILD=ფილტვის ინტერსტიციული დაავადება; N/n=პაციენტთა რაოდენობა; N/A=არ გამოიყენება.
* პოსტმარკეტინგულ პერიოდში გამოვლენილი პრეპარატის გვერდითი მოვლენები.
ა PT-ები ჩამოთვლილია MedDRA 17.1-ის მიხედვით.
ბ ინფექციები მოიცავს ყველა PT-ს, რომელიც არის სისტემიურ ორგანოთა კლასის ინფექციების და ინვაზიების ნაწილი.
გ ნეიტროპენია მოიცავს შემდეგ PT-ებს: ნეიტროპენია, ნეიტროფილების დაქვეითებული რაოდენობა.
დ ლეიკოპენია მოიცავს შემდეგ PT-ებს: ლეიკოპენია, სისხლის თეთრი უჯრედების დაქვეითებული რაოდენობა.
ე ანემია მოიცავს შემდეგ PT-ებს: ანემია, ჰემოგლობინის დაქვეითება, ჰემატოკრიტის დაქვეითება.
ვ თრომბოციტოპენია მოიცავს შემდეგ PT-ებს: თრომბოციტოპენია, თრომბოციტების დაქვეითებული რაოდენობა.
ზ სტომატიტი მოიცავს შემდეგ PT-ებს: აფთოზური სტომატიტი, ტუჩის ანთება, გლოსიტი, გლოსოდინია, პირის ღრუს წყლული, ლორწოვანის ანთება, პირის ღრუს ტკივილი, ოროფარინგეალური დისკომფორტი, ოროფარინგეალური ტკივილი, სტომატიტი.
თ გამონაყარი მოიცავს შემდეგ PT-ებს: გამონაყარი, მაკულო-პაპულარული გამონაყარი, გამონაყარი ქავილით, ერითემატოზული გამონაყარი, პაპულარული გამონაყარი, დერმატიტი, აკნეფორმული დერმატიტი, კანისმიერი ტოქსიკური გამონაყარი.
ი ILD/პნევმონიტი მოიცავს ნებისმიერ გამოვლენილ PT-ს, რომელიც არის სტანდარტიზებული MedDRA-ს მოთხოვნის „ინტერსტიციული ფილტვის დაავადების“ ნაწილი (ვიწრო).
კ ვენური თრომბოემბოლია მოიცავს შემდეგ PT-ებს: ფილტვის ემბოლია, ემბოლია, ღრმა ვენების თრომბოზი, პერიფერიული ემბოლია, თრომბოზი.
ცხრილი 5. ლაბორატორიული პათოლოგიები, რომლებიც დაფიქსირდა 3 რანდომიზებული კვლევის გაერთიანებულ მონაცემთა ბაზაში (N=872)
|
პანაციბს პლუს ლეტროზოლი ან ფულვესტრანტი |
შესადარებელი ჯგუფი * |
|||||
|
ლაბორატორიული პათოლოგიები |
ყველა ხარისხი % |
მე- 3 ხარისხი % |
მე- 4 ხარისხი % |
ყველა ხარისხი % |
მე- 3 ხარისხი % |
მე- 4 ხარისხი % |
|
WBC-ის დაქვეითება |
97.4 |
41.8 |
1.0 |
26.2 |
0.2 |
0.2 |
|
ნეიტროფილების დაქვეითება |
95.6 |
57.5 |
11.7 |
17.0 |
0.9 |
0.6 |
|
ანემია |
80.1 |
5.6 |
N/A |
42.1 |
2.3 |
N/A |
|
თრომბოციტების დაქვეითება |
65.2 |
1.8 |
0.5 |
13.2 |
0.2 |
0.0 |
|
AST-ის დაქვეითება |
55.5 |
3.9 |
0.0 |
43.3 |
2.1 |
0.0 |
|
ALT-ის დაქვეითება |
46.1 |
2.5 |
0.1 |
33.2 |
0.4 |
0.0 |
WBC=სისხლის თეთრი უჯრედები; AST=ასპარტატამინოტრანსფერაზა; ALT=ალანინამინოტრანსფერაზა; N=პაციენტთა რაოდენობა; N/A=არ გამოიყენება.
შენიშვნა: ლაბორატორიის შედეგები ფასდება NCI CTCAE ვერსიის 4.0 სიმძიმის ხარისხის მიხედვით.
* ლეტროზოლი ან ფულვესტრანტი
შერჩეული გვერდითი მოვლენის აღწერა
საერთო ჯამში, ნებისმიერი ხარისხის ნეიტროპენია დაფიქსირდა 716 (82.1%) პაციენტში, რომლებიც იღებდნენ პანაციბს კომბინაციის მიუხედავად, მე-3 ხარისხის ნეიტროპენია დაფიქსირდა 500 (57.3%) პაციენტში, ხოლო მე-4 ხარისხის ნეიტროპენია აღინიშნა 97 (11.1%) პაციენტში (იხ. ცხრილი 4).
მედიანური დრო ნებისმიერი ხარისხის ნეიტროპენიის პირველ ეპიზოდამდე იყო 15 დღე (12-700 დღე), ხოლო ≥ მე-3 ხარისხის ნეიტროპენიის საშუალო ხანგრძლივობა იყო 7 დღე 3 რანდომიზებულ კლინიკურ კვლევაში.
ფებრილური ნეიტროპენია დაფიქსირდა პაციენტთა 0.9%-ში, რომლებიც იღებდნენ პანაციბის და ფულვესტრანტის კომბინაციას და პაციენტთა 1.7%-ში, რომლებიც იღებდნენ პალბოციკლიბს ლეტროზოლთან ერთად.
ფებრილური ნეიტროპენია დაფიქსირდა პაციენტთა დაახლოებით 2%-ში, რომლებიც იღებდნენ პანაციბს მთელი კლინიკური პროგრამის განმავლობაში.
შეტყობინება საეჭვო გვერდითი მოვლენების შესახებ
საეჭვო გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება მნიშვნელოვანია პრეპარატის ავტორიზაციის შემდეგ. ის საშუალებას იძლევა გაგრძელდეს სამკურნალო საშუალების სარგებელი/რისკის თანაფარდობის მონიტორინგი. ჯანდაცვის მუშკებმა უნდა შეატყობინონ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი მოვლენის შესახებ ეროვნული შეტყობინების სისტემის მეშვეობით, რომელიც მოცემულია V დანართში.
4.9. დოზის გადაჭარბება
პალბოციკლიბით დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება აღინიშოს როგორც კუჭ-ნაწლავის (მაგ. გულისრევა, ღებინება) ასევე ჰემატოლოგიური (მაგ., ნეიტროპენია) ტოქსიკურობა და საჭირო იქნება ზოგადი დამხმარე თერაპია.
5. ფარმაკოლოგიური თვისებები
5.3. ფარმაკოდინამიკური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტინეოპლასტიკური საშუალებები, პროტეინ კინაზას ინჰიბიტორები, ათქ კოდი: L01EF01.
მოქმედების მექანიზმი
პალბოციკლიბი არის ციკლინდამოკიდებული ) 4 და 6 კინაზების (CDK) უაღრესად შერჩევითი, შექცევადი ინჰიბიტორი. ციკლინი D1 და CDK4/6 მდებარეობს მრავალი სასიგნალო გზის ქვემოთ, რაც იწვევს უჯრედულ პროლიფერაციას.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები
CDK4/6-ის ინჰიბირებით, პალბოციკლიბი ამცირებს უჯრედულ პროლიფერაციას, უჯრედის ციკლის G1-დან S ფაზაში უჯრედის პროგრესირების დაბლოკვით. პალბოციკლიბის ტესტირებამ მოლეკულურად პროფილირებული ძუძუს კიბოს უჯრედული ხაზების პანელში გამოავლინა მაღალი აქტივობა ლუმინალური ძუძუს კიბოს, განსაკუთრებით ER-დადებითი ძუძუს კიბოს წინააღმდეგ. ტესტირებულ უჯრედულ ხაზებში, რეტინობლასტომის (Rb) დაკარგვა დაკავშირებული იყო პალბოციკლიბის აქტივობის დაკარგვასთან. თუმცა, შემდგომ კვლევაში სიმსივნის ახალი ნიმუშებით, არ დაფიქსირდა არანაირი კავშირი RB1 ექსპრესიასა და სიმსივნის პასუხს შორის. ანალოგიურად, არანაირი კავშირი არ დაფიქსირებულა პალბოციკლიბზე პასუხის შესწავლისას, in vivo მოდელებში პაციენტისგან მიღებული ქსენოტრანსპლანტებით (PDX მოდელები). არსებული კლინიკური მონაცემები მოცემულია კლინიკური ეფექტურობისა და უსაფრთხოების პარაგრაფში (იხ. პარაგრაფი 5.1).
გულის ელექტროფიზიოლოგია
პალბოციკლიბის ეფექტი გულისცემის (QTc) ინტერვალზე, რომელიც კორექტირებული იყო QT ინტერვალისთვის, შეფასდა დროში შესაბამისი ელექტროკარდიოგრაფიის (ECG) გამოყენებით, რომელიც აფასებდა ცვლილებას საწყისიდან და შეესაბამებოდა 77 პაციენტის ფარმაკოკინეტიკურ მონაცემებს, რომლებსაც ჰქონდათ ძუძუს კიბო. პალბოციკლიბმა არ გაახანგრძლივა QTc კლინიკურად მნიშვნელოვანი ზომით, რეკომენდებული 125 მგ დღეში დოზის გამოყენებისას (სქემა 3/1).
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
რანდომიზებული მე-3 ფაზის კვლევა PALOMA-2: პანაციბი ლეტროზოლთან კომბინაციაში
პალბოციკლიბის ეფექტურობა ლეტროზოლთან კომბინაციაში შედარდა ლეტროზოლის და პლაცებოს კომბინაციას საერთაშორისო, რანდომიზირებულ, ორმაგ-ბრმა, პლაცებო-კონტროლირებად, პარალელურ-ჯგუფიან, მულტიცენტრულ კვლევაში, რომელიც ჩატარდა ER-დადებითი, HER2-უარყოფითი ლოკალური შორსწასული ძუძუს კიბოს მქონე ქალებში, რომელიც არ ექვემდებარებოდა რეზექციას ან რადიაციულ თერაპიას სამკურნალო მიზნით ან მეტასტაზური ძუძუს კიბოს მქონე ქალებში, რომლებსაც არ ჰქონდათ გავლილი წინასწარი სისტემური მკურნალობა მათი შორსწასული დაავადებისთვის.
სულ 666 პოსტმენოპაუზური პერიოდს მქონე ქალი რანდომიზირდა 2:1 პალბოციკლიბის პლუს ლეტროზოლის ჯგუფში ან პლაცებოს პლუს ლეტროზოლის ჯგუფში და მათი სტრატიფიცირება მოხდა შემდეგი პარამეტრების მიხედვით: დაავადების ადგილი (ვისცერალური ან არავისცერალური), დაავადებისგან თავისუფალი ინტერვალი (ნეო) ადუვანტური მკურნალობის დასრულებიდან დაავადების რეციდივამდე (de novo მეტასტაზური vs 12 თვე vs > 12 თვე) და წინა (ნეო) ადუვანტური ანტისიმსივნური თერაპიის ტიპების მიხედვით (წინა ჰორმონალური თერაპია vs წინა ჰორმონალური თერაპიის გარეშე). პაციენტები, რომლებსაც ჰქონდათ შორსწასული, სიმპტომატური, ვისცერალური გავრცელება და იმყოფებოდნენ სიცოცხლისათვის საშიში გართულებების რისკის ქვეშ მოკლევადიან პერიოდში (მათ შორის, პაციენტები მასიური უკონტროლო გამონაჟონებით [პლევრალური, პერიკარდიული, პერიტონეალური], ფილტვის ლიმფანგიტით და ღვიძლის 50%-ზე მეტი დაზიანებით), არ იყვნენ დაშვებულები კვლევაში მონაწილეობის მისაღებად.
პაციენტები განაგრძობდნენ დანიშნულ მკურნალობას დაავადების ობიექტურ პროგრესირებამდე, სიმპტომების გაუარესებამდე, მიუღებელ ტოქსიკურობამდე, სიკვდილამდე ან თანხმობის გაუქმებამდე, იმის მიხედვით თუ რომელი აღინიშნებოდა პირველი.
გადაკვეთა სამკურნალო ჯგუფს შორის დაუშვებელი იყო.
პაციენტები კარგად შეესაბამებოდნენ საწყის დემოგრაფიულ და პროგნოზულ მახასიათებლებს პალბოციკლიბს პლუს ლეტროზოლის ჯგუფსა და პლაცებოს პლუს ლეტროზოლის ჯგუფს შორის. ამ კვლევაში ჩართული პაციენტების მედიანური ასაკი იყო 62 წელი (დიაპაზონი 28-89), პაციენტების 48.3% იღებდა ქიმიოთერაპიას, 56.3% იღებდა ანტიჰორმონულ თერაპიას (ნეო) ადუვანტური სქემით ძუძუს შორსწასული კიბოს დიაგნოზამდე, ხოლო პაციენტების 37.2% არ ჰქონდა გავლილი წინასწარი სისტემური თერაპია (ნეო) ადუვანტური სქემით.
პაციენტთა უმრავლესობას (97.4%) საწყის ეტაპზე აღენიშნებოდა მეტასტაზური დაავადება, პაციენტების 23.6%-ს ჰქონდა მხოლოდ ძვლის დაავადება, ხოლო პაციენტების 49.2%-ს ჰქონდა ვისცერალური დაავადება.
კვლევის პირველადი საბოლოო წერტილი იყო პროგრესირების გარეშე გადარჩენა (PFS), რომელიც ფასდებოდა მკვლევარის მიერ მყარ სიმსივნეებში პასუხის შეფასების კრიტერიუმების მიხედვით (RECIST) v1.1. მეორადი ეფექტურობის საბოლოო წერტილები მოიცავდა ობიექტურ პასუხს (OR), კლინიკურად სასარგებლო პასუხს (CBR), უსაფრთხოებას და ცხოვრების ხარისხის ცვლილებას (QoL).
მონაცემთა შეგროვების შეწყვეტის თარიღისთვის, 26-თებერვალი-2016 წ., კვლევამ დააკმაყოფილა მისი ძირითადი მიზანი - PFS-ის გაუმჯობესება. გამოვლენილი რისკის კოეფიციენტი (HR) იყო 0.576 (95%-იანი ნდობის ინტერვალი [CI]: 0.46, 0.72) პალბოციკლიბს პლუს ლეტროზოლის სასარგებლოდ, სტრატიფიცირებული ლოგ-რანგის ტესტით 1-მხრივი p-მნიშვნელობით < 0.000001. პირველადი და მეორადი საბოლოო წერტილების განახლებული ანალიზი ჩატარდა დამატებითი 15 თვის შემდგომი დაკვირვებით (მონაცემთა შეგროვების შეწყვეტის თარიღი: 31-მაისი-2017 წ.). სულ დაფიქსირდა PFS-ის 405 მოვლენა; 245 მოვლენა (55.2%) პალბოციკლიბს პლუს ლეტროზოლის ჯგუფში და 160 (72.1%) შედარების ჯგუფში, შესაბამისად.
მე-6 ცხრილი გვიჩვენებს ეფექტურობის შედეგებს PALOMA-2 კვლევის პირველად და განახლებულ ანალიზებზე დაყრდნობით, რომელიც შეფასებულია მკვლევარის მიერ და დამოუკიდებელი მიმოხილვით.
ცხრილი 6. PALOMA-2 (მკურნალობაში ჩართული პოპულაცია) - ეფექტურობის შედეგები პირველადი და განახლებული მონაცემთა შეგროვების შეწყვეტის თარიღისთვის
|
პირველადი ანალიზი (26 თებერვალი 2016 წ. შეგროვების შეწყვეტა ) |
განახლებული ანალიზი (31 მაისი 2017 წ, შეგროვების შეწყვეტა ) |
|||
|
პანაციბს პლუს ლეტროზოლი (N = 444) |
პლაცებოს პლუს ლეტროზოლი (N = 222) |
პანაციბს პლუს ლეტროზოლი (N = 444) |
პლაცებოს პლუს ლეტროზოლი (N = 222) |
|
|
პროგრესირების გარეშე გადარჩენა მკვლევარის შეფასებით |
||||
|
მოვლენების რაოდ. (%) |
194 (43.7) |
137 (61.7) |
245 (55.2) |
160 (72.1) |
|
მედიანური PFS [თვეები (95% CI)] |
24.8 (22.1, NE) |
14.5 (12.9, 17.1) |
27.6 (22.4, 30.3) |
14.5 (12.3, 17.1) |
|
რისკის კოეფიციენტი [(95% CI) და p-მნიშვნ.] |
0.576 (0.463, 0.718), p< 0.000001 |
0.563 (0.461, 0.687), p< 0.000001 |
||
|
პროგრესირების გარეშე გადარჩენა დამოუკიდებელი შეფასებით |
||||
|
მოვლენების რაოდ. (%) |
152 (34.2) |
96 (43.2) |
193 (43.5) |
118 (53.2) |
|
მედიანური PFS [თვეები (95% CI)] |
30.5 (27.4, NE) |
19.3 (16.4, 30.6) |
35.7 (27.7, 38.9) |
19.5 (16.6, 26.6) |
|
რისკის კოეფიციენტი [(95% CI) და p-მნიშვნ.] |
0.653 (0.505, 0.844), p=0.000532 |
0.611 (0.485, 0.769), p=0.000012 |
||
|
OR* [% (95% CI)] |
46.4 (41.7, 51.2) |
38.3 (31.9, 45.0) |
47.5 (42.8, 52.3) |
38.7(32.3, 45.5) |
|
OR* გაზომვადი დაავადება [% (95% CI)] |
60.7 (55.2, 65.9) |
49.1 (41.4, 56.9) |
62.4 (57.0, 67.6) |
49.7 (42.0, 57.4) |
|
CBR* [% (95% CI)] |
85.8 (82.2, 88.9) |
71.2 (64.7, 77.0) |
85.6 (82.0, 88.7) |
71.2 (64.7, 77.0) |
N=პაციენტთა რაოდენობა; CI=ნდობის ინტერვალი; NE=შეუფასებელი; OR=ობიექტური პასუხი; CBR=კლინიკურად სასარგებლო პასუხი; PFS=პროგრესიის გარეშე გადარჩენა.
* მეორადი საბოლოო წერტილების შედეგები ეფუძნება დადასტურებულ და დაუდასტურებელ პასუხებს RECIST 1.1-ის მიხედვით.
კაპლან-მეიერის მრუდები PFS-სთვის, რომელიც ეფუძნება განახლებულ შეგროვების შეწყვეტის თარიღს 2017 წლის 31 მაისს, ნაჩვენებია ქვემოთ სურათზე 1.
სურათი 1. კაპლან-მეიერის დიაგრამა - პროგრესირების გარეშე გადარჩენა (მკვლევარის შეფასება, მკურნალობაში ჩართული პოპულაცია) - PALOMA-2 კვლევა (31-მაისი-2017 წ.)
დრო (თვე)
რისკის ქვეშ მყოფი პაციენტების რაოდენობა
PAL+LET 444 394 359 327 294 262 239 221 204 192 164 146 83 26 5 2 0
PBO+LET 222 170 147 129 114 97 80 73 61 55 45 37 26 5 2 2 2
PAL= პალბოციკლიბი; LET=ლეტროზოლი; PBO=პლაცებო.
წინასწარ განსაზღვრული PFS ქვეჯგუფის ანალიზების სერია ჩატარდა პროგნოზული ფაქტორების და საბაზისო მახასიათებლების საფუძველზე, რათა გამოკვლეულიყო მკურნალობის ეფექტის შიდა თანმიმდევრულობა. დაავადების პროგრესირების ან სიკვდილიანობის რისკის შემცირება, პალბოციკლიბს პლუს ლეტროზოლის ჯგუფის სასარგებლოდ, დაფიქსირდა პაციენტთა ყველა ცალკეულ ქვეჯგუფში, რომლებიც განისაზღვრა სტრატიფიკაციის ფაქტორებითა და საწყისი მახასიათებლებით პირველად და განახლებულ ანალიზში.
31-მაისი-2017 წ., მონაცემების შეგროვების შეწყვეტის თარიღზე დაყრდნობით, რისკის ეს შემცირება კვლავ შეინიშნებოდა შემდეგ ქვეჯგუფებში: (1) პაციენტები ვისცერალური მეტასტაზებით (HR 0.62 [95% CI: 0.47, 0.81], მედიანური პროგრესია - თავისუფალი გადარჩენა [mPFS] 19.3 თვე vs 12.3 თვე) ან პაციენტები ვისცერალური მეტასტაზების გარეშე (HR 0.50 [95% CI: 0.37, 0.67], mPFS 35.9 vs 17.0 თვე) და (2.) პაციენტები მხოლოდ ძვლის დაავადებით (HR 0.41 [95% CI: 0.26, 0.63], mPFS 36.2 თვე vs 11.2 თვე) ან მხოლოდ ძვლის დაავადების გარეშე (HR 0.62 [95% CI: 0.50, 0.78], mPFS 24.2 თვე vs 14.5 თვე). ანალოგიურად, დაავადების პროგრესირების ან სიკვდილიანობის რისკის შემცირება პალბოციკლიბს პლუს ლეტროზოლის ჯგუფში დაფიქსირდა 512 პაციენტში, რომელთა სიმსივნე დადებითი იყო Rb ცილის ექსპრესიაზე იმუნოჰისტოქიმიით (IHC) (HR 0.543 [95% CI: 0.433, 0.681], mPFS 27.4 თვე vs 13.7 თვე). 51 პაციენტისთვის, რომელთაც აღენიშნებოდათ IHC უარყოფითი Rb ექსპრესიისთვის, სხვაობა სამკურნალო ჯგუფებს შორის არ იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი (HR 0.868 [95% CI: 0.424, 1.777], mPFS 23.2 თვე vs 18.5 თვე), პალბოციკლიბს პლუს ლეტროზოლის ჯგუფის შედარებისას პლაცებოს პლუს ლეტროზოლის ჯგუფთან, შესაბამისად.
დამატებითი ეფექტურობის მაჩვენებლები (OR და პასუხის დრო [TTR]), შეფასებული პაციენტების ქვეჯგუფებში, რომლებსაც ჰქონდათ ან არ ჰქონდათ ვისცერიული დაავადები, რომლიც ეყრდნობა 31-მაისი-2017 წ.-ის განახლებულ მონაცემთა შეგროვების შეწყვეტის თარიღს, ნაჩვენებია მე-7 ცხრილში.
ცხრილი 7. ეფექტურობის შედეგები პაციენტებში ვისცერალური ან არავისცერალური დაავადებით PALOMA-2-ის კვლევიდან (მკურნალობაში ჩართული პოპულაცია; 31-მაისი-2017 წ. მონაცემების შეგროვების შეწყვეტის თარიღი)
|
ვისცერალური დაავადება |
არა ვისცერალური დაავადება |
|||
|
პანაციბს პლუს ლეტროზოლი (N=214) |
პლაცებოს პლუს ლეტროზოლი (N=110) |
პანაციბს პლუს ლეტროზოლი (N=230) |
პლაცებოს პლუს ლეტროზოლი (N=112) |
|
|
OR [% (95% CI)] |
59.8 (52.9, 66.4) |
46.4 (36.8, 56.1) |
36.1 (29.9, 42.7) |
31.3 (22.8, 40.7) |
|
TTR, მედიანური [თვე (დიაპაზონი)] |
5.4 (2.0, 30.4) |
5.3 (2.6, 27.9) |
3.0 (2.1, 27.8) |
5.5 (2.6, 22.2) |
N=პაციენტთა რაოდენობა; CI=ნდობის ინტერვალი; OR=ობიექტური პასუხი დაფუძნებული დადასტურებულ და დაუდასტურებელ პასუხებზე RECIST 1.1-ის მიხედვით; TTR = დრო სიმსივნის პირველ პასუხამდე.
განახლებული ანალიზების დროს, მედიანური დრო რანდომიზირებიდან მეორე მომდევნო თერაპიამდე იყო 38.8 თვე პალბოციკლიბს + ლეტროზოლის ჯგუფში და 28.8 თვე პლაცებოს + ლეტროზოლის ჯგუფში, HR 0.73 (95% CI: 0.58, 0.91).
PALOMA-2 კვლევის საბოლოო OS ანალიზის შედეგები წარმოდგენილია მე-8 ცხრილში. მედიანური შემდგომი დაკვირვების 90 თვის შემდეგ, OS-ის საბოლოო შედეგები არ იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი. OS-ის კაპლან-მეიერის დიაგრამა ნაჩვენებია მე-2 სურათზე.
ცხრილი 8. PALOMA-2 (მკურნალობაში ჩართული პოპულაცია) – გადარჩენის საბოლოო შედეგები
|
საბოლოო საერთო გადარჩენა (OS) (2021 წლის 15 ნოემბერი მონაცემების შეგროვების შეწყვეტის თარიღი) |
||
|
პანაციბს პლუს ლეტროზოლი (N=444) |
პლაცებოს პლუს ლეტროზოლი (N=222) |
|
|
მოვლენების რაოდენობა (%) |
273 (61.5) |
132 (59.5) |
|
დაკვირვების პროცესში დარჩენილი სუბიექტების რაოდენობა (%) |
112 (25.2) |
43 (19.4) |
|
მედიანური OS (თვეები [95% CI]) |
53.9 (49.8, 60.8) |
51.2 (43.7, 58.9) |
|
რისკის კოეფიციენტი (95% CI) და p-მნიშვნელობა† |
0.956 (0.777, 1.177), p=0.6755†* |
|
CI = ნდობის ინტერვალი.
* არ არის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი.
† ორმხრივი p-მნიშვნელობა ლოგ-რანგის ტესტიდან, სტრატიფიცირებული დაავადების ადგილის მიხედვით (ვისცერალური VS არავისცერალური) თითოეულ რანდომიზაციაზე.
სურათი 2. კაპლან-მეიერის საერთო გადარჩენის დიაგრამა ( მკურნალობ აში ჩართული პოპულაცია ) - PALOMA-2
დრო ( თვე )
რ ისკის ქვეშ მყოფი პაციენტების რაოდენობა
|
PAL+LET 444 |
400 |
325 |
280 |
222 |
174 |
145 |
128 |
13 |
0 |
|
PBO+LET 222 |
203 |
168 |
126 |
95 |
72 |
60 |
53 |
4 |
0 |
PAL= პალბოციკლიბი; LET=ლეტროზოლი; PBO=პლაცებო.
რანდომიზებული მე-3 ფაზის კვლევა PALOMA-3: პანაციბის კომბინაცია ფულვესტრანტთან
პალბოციკლიბის ეფექტურობა ფულვესტრანტთან კომბინაციაში შედარდა ფულვესტრანტს პლუს პლაცებოს კომბინაციას საერთაშორისო, რანდომიზირებულ, ორმაგ-ბრმა, პარალელურ-ჯგუფიან, მულტიცენტრულ კვლევაში, რომელიც ჩატარდა HR-დადებითი, HER2-უარყოფითი ლოკალური შორსწასული ძუძუს კიბოს მქონე ქალებში, რომელიც არ ექვემდებარებოდა რეზექციას ან რადიაციულ თერაპიას სამკურნალო მიზნით ან მეტასტაზური ძუძუს კიბოს მქონე ქალებში, მიუხედავად მათი მენოპაუზის სტატუსისა, რომელთა დაავადება პროგრესირებდა წინა ენდოკრინული თერაპიის შემდეგ (ნეო), ჩატარებული ადუვანტური ან მეტასტაზური სქემით.
სულ 521 პრე/პერი- და პოსტმენოპაუზური პერიოდს მქონე ქალი, რომლებიც პროგრესირებდნენ ადუვანტური ენდოკრინული თერაპიის დასრულებიდან ან 12 თვის განმავლობაში ან შორსწასული დაავადების სამკურნალო წინა ენდოკრინული თერაპიიდან 1 თვის განმავლობაში, რანდომიზირდა 2:1 პალბოციკლიბს პლუს ფულვესტრანტის ან პლაცებოს პლუს ფულვესტრანტის ჯგუფში და სტრატიფიცირება მოხდა შემდეგი პარამეტრების მიხედვით: წინა ჰორმონალური თერაპიის მიმართ დოკუმენტირებული მგრძნობელობა, მენოპაუზის სტატუსი კვლევაში ჩართვისას (პრე/პერი- vs პოსტმენოპაუზური) და ვისცერალური მეტასტაზების არსებობა. პრე/პერიმენოპაუზური პერიოდს მქონე ქალებმა მიიღეს LHRH-ის აგონისტი გოსერელინი. პაციენტები, რომლებსაც ჰქონდათ შორსწასული/მეტასტაზური, სიმპტომატური, ვისცერალური გავრცელება და იმყოფებოდნენ სიცოცხლისათვის საშიში გართულებების რისკის ქვეშ მოკლევადიან პერიოდში (მათ შორის, პაციენტები მასიური უკონტროლო გამონაჟონებით [პლევრალური, პერიკარდიული, პერიტონეალური], ფილტვის ლიმფანგიტით და ღვიძლის 50%-ზე მეტი დაზიანებით), არ იყვნენ დაშვებულები კვლევაში მონაწილეობის მისაღებად.
პაციენტები განაგრძობდნენ დანიშნულ მკურნალობას დაავადების ობიექტურ პროგრესირებამდე, სიმპტომების გაუარესებამდე, მიუღებელ ტოქსიკურობამდე, სიკვდილამდე ან თანხმობის გაუქმებამდე, იმის მიხედვით თუ რომელი აღინიშნებოდა პირველი.
გადაკვეთა სამკურნალო ჯგუფს შორის დაუშვებელი იყო.
პაციენტები კარგად შეესაბამებოდნენ საწყის დემოგრაფიულ და პროგნოზულ მახასიათებლებს პალბოციკლიბს პლუს ფულვესტრანტის ჯგუფსა და პლაცებოს პლუს ფულვესტრანტის ჯგუფს შორის. ამ კვლევაში ჩართული პაციენტების მედიანური ასაკი იყო 57 წელი (დიაპაზონი 29, 88). თითოეულ სამკურნალო ჯგუფში პაციენტების უმეტესობა იყო თეთრკანიანი, ჰქონდა დადასტურებული მგრძნობელობა წინა ჰორმონალური თერაპიის მიმართ და იყო პოსტმენოპაუზურ პერიოდში.
პაციენტების დაახლოებით 20% იყო პრე/პერიმენოპაუზურ პერიოდში. ყველა პაციენტმა გაიარა წინა სისტემური თერაპია და პაციენტების უმეტესობამ თითოეულ სამკურნალო ჯგუფში გაიარა წინა ქიმიოთერაპიის რეჟიმი მათი პირველადი დიაგნოზისთვის. ნახევარზე მეტს (62%) ჰქონდა ECOG PS 0, 60%-ს ჰქონდა ვისცერალური მეტასტაზები, ხოლო 60%-ს ჰქონდა მიღებული 1-ზე მეტი ჰორმონალური რეჟიმი მათი პირველადი დიაგნოზისთვის.
კვლევის პირველადი საბოლოო წერტილი იყო პროგრესირების გარეშე გადარჩენა (PFS), რომელიც ფასდებოდა მკვლევარის მიერ RECIST 1.1-ის მიხედვით. დამხმარე PFS ანალიზები ეფუძნებოდა დამოუკიდებელ ცენტრალურ რადიოლოგიურ მიმოხილვას. მეორადი საბოლოო წერტილები მოიცავდა: ობიექტურ პასუხს (OR), კლინიკურად სასარგებლო პასუხს (CBR), უსაფრთხოებას და დროის გაუარესებამდე (TTD) ტკივილის საბოლოო წერტილში.
კვლევა აკმაყოფილებდა მკვლევარის მიერ შეფასებული PFS-ის გახანგრძლივების მთავარ საბოლოო წერტილს შუალედურ ანალიზში, რომელიც ჩატარდა დაგეგმილი PFS მოვლენების 82%-ში; შედეგებმა გადალახა წინასწარ განსაზღვრული ჰეიბიტლ-პეტოს (Haybittle-Peto) ეფექტურობის ზღვარი (α=0.00135), რაც აჩვენებს PFS-ის სტატისტიკურად მნიშვნელოვან გახანგრძლივებას და კლინიკურად მნიშვნელოვან მკურნალობის ეფექტს.
ეფექტურობის მონაცემების უფრო დამუშავებული განახლება მოცემულია მე-9 ცხრილში.
45 თვიანი მედიანური დაკვირვების შემდეგ, OS-ის საბოლოო ანალიზი ჩატარდა 310 მოვლენის საფუძველზე (რანდომიზებული პაციენტების 60%). დაფიქსირდა 6.9 თვიანი სხვაობა მედიანურ OS-ში პალბოციკლიბს პლუს ფულვესტრანტის ჯგუფში პლაცებოს პლუს ფულვესტრანტის ჯგუფთან შედარებით; ეს შედეგი არ იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი წინასწარ განსაზღვრულ მნიშვნელოვნების დონეზე 0.0235 (ცალმხრივი). პლაცებოს პლუს ფულვესტრანტის ჯგუფში, რანდომიზირებული პაციენტების 15.5%-მა მიიღო პალბოციკლიბი და სხვა CDK-ის ინჰიბიტორები, როგორც პროგრესირების შემდგომი თანმდევი მკურნალობა.
მკვლევარის მიერ შეფასებული PFS და PALOMA-3-ის კვლევის საბოლოო OS მონაცემების შედეგები წარმოდგენილია მე-9 ცხრილში. შესაბამისი კაპლან-მეიერის მრუდები მოცემულია მე-3 და მე-4 სურათებზე.
ცხრილი 9. ეფექტურობის შედეგები - PALOMA-3 კვლევა (მკვლევარის შეფასება, მკურნალობაში ჩართული პოპულაცია)
|
განახლებული ანალიზი ( 23 ოქტობერი 2015 წ, შეგროვების შეწყვეტა ) |
||
|
პანაციბს პლუს ფულვესტრანტი (N=347) |
პლაცებოს პლუს ფულვესტრანტი (N=174) |
|
|
პროგრესირების გარეშე გადარჩენა (PFS) |
||
|
მოვლენების რაოდენობა (%) |
200 (57.6) |
133 (76.4) |
|
მედიანური [თვეები (95% CI)] |
11.2 (9.5, 12.9) |
4.6 (3.5, 5.6) |
|
რისკის კოეფიციენტი (95% CI) და p-მნიშვნელობა |
0.497 (0.398, 0.620), p< 0.000001 |
|
|
მეორადი ეფექტურობის საბოლოო წერტილები |
||
|
OR [% (95% CI)] |
26.2 (21.7, 31.2) |
13.8 (9.0, 19.8) |
|
OR (გაზომვადი დაავადება) [% (95% CI)] |
33.7 (28.1, 39.7) |
17.4 (11.5, 24.8) |
|
CBR [% (95% CI)] |
68.0 (62.8, 72.9) |
39.7 (32.3, 47.3) |
|
საბოლოო საერთო გადარჩენა (OS) (13 აპრილი 2018 წ., შეგროვების შეწყვეტა ) |
||
|
მოვლენების რაოდენობა (%) |
201 (57.9) |
109 (62.6) |
|
მედიანური [თვეები (95% CI)] |
34.9 (28.8, 40.0) |
28.0 (23.6, 34.6) |
|
რისკის კოეფიციენტი (95% CI) და p-მნიშვნელობა† |
0.814 (0.644, 1.029) p=0.0429†* |
|
CBR=კლინიკურად სასარგებლო პასუხი; CI=ნდობის ინტერვალი; N=პაციენტთა რაოდენობა; OR = ობიექტური პასუხი. მეორადი საბოლოო წერტილის შედეგები ეფუძნება დადასტურებულ და დაუდასტურებელ პასუხებს RECIST 1.1-ის მიხედვით.
* არ არის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი.
† ცალმხრივი p-მნიშვნელობა ლოგ-რანგის ტესტიდან, სტრატიფიცირებული ვისცერალური მეტასტაზების არსებობით და წინა ენდოკრინული თერაპიისადმი მგრძნობელობით თითოეულ რანდომიზაციაზე.
სურათი 3. კაპლან-მეიერის დიაგრამა - პროგრესირების გარეშე გადარჩენა (მკვლევარის შეფასება, მკურნალობაში ჩართული პოპულაცია) – PALOMA-3-ის კვლევა (2015 წლის 23 ოქტომბერი, შეგროვების შეწყვეტა)
დრო (თვე)
რისკის ქვეშ მყოფი პაციენტების რაოდენობა
PAL+FUL 347 276 245 215 189 168 137 69 38 12 2 1
PBO+FUL 174 112 83 62 51 43 29 15 11 4 1 0
FUL=ფულვესტრანტი; PAL=პალბოციკლიბი; PBO=პლაცებო
პალბოციკლიბს პლუს ფულვესტრანტის ჯგუფში დაავადების პროგრესირების ან სიკვდილიანობის რისკის შემცირება დაფიქსირდა პაციენტების ყველა ცალკეულ ქვეჯგუფში, რომელიც განისაზღვრა სტრატიფიკაციის ფაქტორებითა და საწყისი მახასიათებლებით. ეს აშკარა იყო პრე/პერიმენოპაუზური პერიოდის მქონე ქალებში (HR 0.46 [95% CI: 0.28, 0.75]) და პოსტმენოპაუზური პერიოდის მქონე ქალებში (HR 0.52 [95% CI: 0.40, 0.66]) და პაციენტებში, რომლებსაც ჰქონდათ ვისცერალური ორგანოების მეტასტაზური დაზიანება (HR of 0.50 [95% CI: 0.38, 0.65]) და არავისცერალური ორგანოების მეტასტაზური დაზიანება (HR 0.48 [95% CI: 0.33, 0.71]). ასევე, სასარგებლო ეფექტი დაფიქსირდა მეტასტაზური დაზიანებისთვის ჩატარებული წინა თერაპიის ხაზების მიუხედავად, როგორც 0-თვის (HR 0.59 [95% CI: 0.37, 0.93]), 1 (HR 0.46 [95% CI: 0.32, 0.64]), 2 (HR 0.48 [95% CI: 0.30, 0.76]), ასევე ≥ 3 ხაზითვის (HR 0.59 [95% CI: 0.28, 1.22]).
სურათი 4. კაპლან-მეიერის საერთო გადარჩენის დიაგრამა (მკურნალობაში ჩართული პოპულაცია) - PALOMA-3-ის კვლევა (2018 წლის 13 აპრილი, შეგროვების შეწყვეტა)
დრო (თვე)
რისკის ქვეშ მყოფი პაციენტების რაოდენობა
|
FUL=ფულვესტრანტი; PAL=პალბოციკლიბი; PBO=პლაცებო
დამატებითი ეფექტურობის მაჩვენებლები (OR და TTR) შეფასებულია ვისცერალური დაავადების მქონე ან არმქონე პაციენტების ქვეჯგუფებში და ნაჩვენებია მე-10 ცხრილში.
ცხრილი 10. ეფექტურობის შედეგები პაციენტებში ვისცერალური ან არავისცერალური დაავადებით PALOMA-3-ის კვლევიდან (მკურნალობაში ჩართული პოპულაცია)
|
ვისცერალური დაავადება |
არა ვისცერალური დაავადება |
|||
|
პანაციბს პლუს ფულვესტრანტი (N=206) |
პლაცებოს პლუს ფულვესტრანტი (N=105) |
პანაციბს პლუს ფულვესტრანტი (N=141) |
პლაცებოს პლუს ფულვესტრანტი (N=69) |
|
|
OR [% (95% CI)] |
35.0 (28.5, 41.9) |
13.3 (7.5, 21.4) |
13.5 (8.3, 20.2) |
14.5 (7.2, 25.0) |
|
TTR, მედიანური [თვე (დიაპაზონი)] |
3.8 (3.5, 16.7) |
5.4 (3.5, 16.7) |
3.7 (1.9, 13.7) |
3.6 (3.4, 3.7) |
N=პაციენტთა რაოდენობა; CI=ნდობის ინტერვალი; OR=ობიექტური პასუხი დაფუძნებული დადასტურებულ და დაუდასტურებელ პასუხებზე RECIST 1.1-ის მიხედვით; TTR = დრო სიმსივნის პირველ პასუხამდე.
პაციენტის მიერ შეტყობილებული სიმპტომები შეფასდა კიბოს კვლევისა და მკურნალობის ევროპული ორგანიზაციის (EORTC) ცხოვრების ხარისხის კითხვარის (QLQ)-C30 და მისი ძუძუს კიბოს მოდულის (EORTC QLQ-BR23) გამოყენებით. სულ 335 პაციენტმა პალბოციკლიბს პლუს ფულვესტრანტის ჯგუფიდან და 166 პაციენტმა ფულვესტრანტის მონოთერაპიის ჯგუფიდან შეავსო კითხვარი საწყის ეტაპზე და მინიმუმ 1-მა საბაზისოს შემდეგ ვიზიტზე.
გაუარესებამდე დრო წინასწარ იყო განსაზღვრული, როგორც დრო საწყის ეტაპსა და ტკივილის სიმპტომების პირველ გამოვლენას შორის, რომელიც ≥ 10 ქულით იყო გაზრდილი საწყის ქულასთან შედარებით. ფულვესტრანტზე პალბოციკლიბის დამატებამ გამოიწვია სიმპტომის გაუმჯობესება, რამაც მნიშვნელოვნად შეანელა ტკივილის სიმპტომების გაუარესების დრო, პლაცებოს პლუს ფულვესტრანტთან შედარებით (მედიანა 8.0 თვე vs 2.8 თვე; HR 0.64 [95% CI: 0.49, 0.805]; p<1).
ევროპის მედიკამენტების სააგენტომ უარი თქვა პანაციბთან დაკავშირებული კვლევების შედეგების წარდგენის ვალდებულებაზე, პედიატრიული პოპულაციის ყველა ქვეჯგუფში სარძევე ჯირკვლის კარცინომის სამკურნალოდ (იხ. პარაგრაფი 4.2 პედიატრიული გამოყენების შესახებ ინფორმაციისთვის).
5.2. ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები
პალბოციკლიბის ფარმაკოკინეტიკა შეფასდა სოლიდური სიმსივნეების, მათ შორის შორსწასული ძუძუს კიბოს მქონე პაციენტებში და ჯანმრთელ მოხალისეებში.
შეწოვა
პალბოციკლიბის Cmax ჩვეულებრივ აღინიშნება 4-დან 12 საათამდე (მაქსიმალური კონცენტრაციის [Tmax] მიღწევის დრო) პანაციბის ტაბლეტების პერორალურად მიღების შემდეგ. პალბოციკლიბის საშუალო აბსოლუტური ბიოშეღწევადობა პერორალური 125 მგ დოზის შემდეგ არის 46%. დოზირების დიაპაზონში 25 მგ-მდე 225 მგ-მდე, ფართობი მრუდის ქვეშ (AUC) და Cmax ზოგადად იზრდება დოზის პროპორციულად. წონასწორული მდგომარეობა მიიღწევა 8 დღის განმავლობაში, დღეში ერთხელ განმეორებითი დოზირების შემდეგ. დღეში ერთხელ განმეორებითი მიღებისას, პალბოციკლიბი გროვდება კუმულაციის მედიანური თანაფარდობით 2.4 (დიაპაზონი 1.5-4.2).
საკვების ეფექტი
პალბოციკლიბის AUCinf და Cmax გაიზარდა 22%-ით და 26%-ით, შესაბამისად, როდესაც პანაციბის ტაბლეტების მიღება მოხდა მაღალცხიმიან, მაღალკალორიულ საკვებთან ერთად (დაახლოებით 800-დან 1000 კალორიამდე 150, 250 და 500-დან 600 კალორიამდე ცილიდან, ნახშირწყლებიდან და ცხიმებიდან, შესაბამისად) და 9%-ით და 10%-ით, შესაბამისად, როდესაც პანაციბის ტაბლეტების მიღება მოხდა ზომიერ ცხიმიან, სტანდარტულ კალორიული საკვებთან ერთად (დაახლოებით 500-დან 700 კალორიამდე 75-დან 105-მდე, 250-დან 350-მდე და 175-დან 245 კალორიამდე ცილებიდან, ნახშირწყლებიდან და ცხიმებიდან, შესაბამისად), პანაციბის ტაბლეტების უზმოზე მიღებასთან (ღამის შემდეგ) შედარებით. ამ შედეგების მიხედვით, პალბოციკლიბის ტაბლეტების მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
განაწილება
პალბოციკლიბის შაკავშირება ადამიანის პლაზმურ ცილებთან in vitro იყო ~85%, კონცენტრაციაზე დამოკიდებულების გარეშე. პალბოციკლიბის საშუალო შეუკავშირებელი ფრაქცია (fu) ადამიანის პლაზმაში in vivo გაიზარდა თანდათანობით ღვიძლის ფუნქციის გაუარესებით. საშუალო პალბოციკლიბის fu-ში არ აღინიშნა აშკარა ტენდენცია ადამიანის პლაზმაში in vivo თირკმლის ფუნქციის გაუარესებით. In vitro პალბოციკლიბის მიტაცება ადამიანის ჰეპატოციტებში მოხდა ძირითადად პასიური დიფუზიის გზით. პალბოციკლიბი არ არის OATP1B1-ის ან OATP1B3-ის სუბსტრატი.
ბიოგარდაქმნა
In vitro და in vivo კვლევებმა აჩვენა, რომ პალბოციკლიბი განიცდის ფართო მეტაბოლიზმს ადამიანების ღვიძლში. ადამიანებში [14C]პალბოციკლიბის ერთჯერადი 125 მგ დოზის პერორალური მიღების შემდეგ, პალბოციკლიბის ძირითადი პირველადი მეტაბოლური გზები მოიცავდა: დაჟანგვას და სულფონაციას, აცილირებით, ხოლო გლუკურონიდაციას, როგორც უმნიშვნელო გზას. პალბოციკლიბი იყო პრეპარატისგან მიღებული ძირითადი ცირკულირებადი ერთეული პლაზმაში.
მასალის უმეტესი ნაწილი გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით. ფეკალურ მასებში, პალბოციკლიბის სულფამის მჟავას კონიუგატი იყო პრეპარატთან დაკავშირებული ძირითადი კომპონენტი, რომელიც შეადგენდა მიღებული დოზის 25.8%-ს. ადამიანის ჰეპატოციტების, ღვიძლის ციტოზოლური და S9 ფრაქციების და რეკომბინანტული სულფოტრანსფერაზას (SULT) ფერმენტების in vitro კვლევებმა აჩვენა, რომ ძირითადად CYP3A და SULT2A1 მონაწილეობენ პალბოციკლიბის მეტაბოლიზმში.
გამოყოფა
პალბოციკლიბის საშუალო თვალსაჩინო პერორალური კლირენსი (CL/F) იყო 63 ლ/სთ, ხოლო პლაზმური ელიმინაციის საშუალო ნახევარგამოყოფის პერიოდი იყო 28.8 საათი პაციენტებში, რომლებსაც ჰქონდათ შორსწასული ძუძუს კიბო. 6 ჯანმრთელ მამრობითი სქესის სუბიექტში, რომლებმაც მიიღეს [14C]პალბოციკლიბის ერთჯერადი პერორალური დოზა, მთლიანი შეყვანილი რადიოაქტიური დოზის საშუალო 92% გამოიდევნა 15 დღეში; ფეკალური მასები (დოზის 74%) იყო გამოყოფის ძირითადი გზა, ხოლო დოზის 17% გამოიდევნა შარდით. უცვლელი პალბოციკლიბის გამოყოფა ფეკალურ მასებში და შარდში შეადგენდა შეყვანილი დოზის 2%-ს და 7%-ს, შესაბამისად.
In vitro პალბოციკლიბი არ არის CYP1A2-ის, 2A6-ის-ის, 2B6-ის, 2C8-ის, 2C9-ის, 2C19-ის და 2D6-ის ინჰიბიტორი და არ არის CYP1A2-ის, 2B6-ის, 2C8-ის და 3A4-ის ინდუქტორი კლინიკურად შესაბამის კონცენტრაციებში.
In vitro შეფასებები აჩვენებს, რომ პალბოციკლიბს აქვს დაბალი პოტენციალი, დათრგუნოს ორგანული ანიონის ტრანსპორტერი (OAT)1-ის, OAT3-ის, ორგანული კათიონის ტრანსპორტერი (OCT)2-ის, ორგანული ანიონის გადამტანი პოლიპეპტიდი (OATP)1B1, OATP1B3-ის და ნაღვლის მარილის საექსპორტო ტუმბოს (BSEP) აქტივობა, კლინიკურად შესაბამის კონცენტრაციებში.
განსაკუთრებული პოპულაციები
ასაკი, სქესი და სხეულის წონა
პოპულაციის ფარმაკოკინეტიკური ანალიზის საფუძველზე კიბოს მქონე 183 პაციენტში (50 მამაკაცი და 133 ქალი პაციენტი, ასაკი 22-დან 89 წლამდე და სხეულის წონა 38-დან 123 კგ-მდე), სქესს არ ჰქონდა გავლენა პალბოციკლიბის ექსპოზიციაზე, ხოლო ასაკს და სხეულის წონას არ ჰქონდა კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა პალბოციკლიბის ექსპოზიციაზე.
პედიატრიული პოპულაცია
პალბოციკლიბის ფარმაკოკინეტიკა არ არის შეფასებული 18 წლამდე ასაკის პაციენტებში.
ღვიძლის უკმარისობა
ფარმაკოკინეტიკური კვლევის მონაცემები ღვიძლის ფუნქციის სხვადასხვა ხარისხის მქონე სუბიექტებში მიუთითებს, რომ პალბოციკლიბის შეუკავშირებელი ექსპოზიცია (შეუკავშირებელი AUCinf) შემცირდა 17%-ით ღვიძლის მსუბუქი უკმარისობის მქონე სუბიექტებში (ჩაილდ-პიუს კლასი A) და გაიზარდა 34%-ით და 77%-ით ღვიძლის ზომიერი (ჩაილდ-პიუს კლასი B) და მძიმე (ჩაილდ-პიუს კლასი C) უკმარისობის მქონე პაციენტებში, შესაბამისად, ღვიძლის ნორმალური ფუნქციის მქონე სუბიექტებთან შედარებით. პალბოციკლიბის პიკური შეუკავშირებელი ექსპოზიცია (შეუკავშირებელი Cmax) გაიზარდა 7%-ით, 38%-ით და 72%-ით მსუბუქი, საშუალო და მძიმე ღვიძლის უკმარისობის შემთხვევაში, შესაბამისად, ღვიძლის ნორმალური ფუნქციის მქონე სუბიექტებთან შედარებით. გარდა ამისა, პოპულაციის ფარმაკოკინეტიკური ანალიზის საფუძველზე, რომელიც მოიცავდა 183 პაციენტს შორსწასული კიბოთი, სადაც 40 პაციენტს ჰქონდა ღვიძლის მსუბუქი უკმარისობა კიბოს ეროვნული ინსტიტუტის (NCI) კლასიფიკაციის საფუძველზე (მთლიანი ბილირუბინი ≤ ნორმის ზედა ზღვარი (ULN) და ასპარტატამინოტრანსფერაზა (AST) > ULN, ან მთლიანი ბილირუბინი > 1.0-დან 1.5-მდე × ULN და ნებისმიერი AST), ღვიძლის მსუბუქი უკმარისობა არ ახდენდა გავლენას პალბოციკლიბის ფარმაკოკინეტიკაზე.
თირკმლის უკმარისობა
ფარმაკოკინეტიკური კვლევის მონაცემები თირკმელების ფუნქციის სხვადასხვა ხარისხის მქონე სუბიექტებში მიუთითებს, რომ პალბოციკლიბის მთლიანი ექსპოზიცია (AUCinf) გაიზარდა 39%-ით, 42%-ით და 31%-ით თირკმლის მსუბუქი (60 მლ/წთ ≤ CrCl < 90 მლ/წთ), ზომიერი ( 30 მლ/წთ ≤ CrCl < 60 მლ/წთ) და მძიმე (CrCl < 30 მლ/წთ) უკმარისობის მქონე პაციენტებში, შესაბამისად, თირკმელების ნორმალური (CrCl ≥ 90 მლ/წთ) ფუნქციის მქონე სუბიექტებთან შედარებით. პალბოციკლიბის პიკური ექსპოზიცია (Cmax) გაიზარდა 17%-ით, 12%-ით და 15%-ით თირკმლის მსუბუქი, ზომიერი და მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში, შესაბამისად, თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე სუბიექტებთან შედარებით. გარდა ამისა, პოპულაციის ფარმაკოკინეტიკური ანალიზის საფუძველზე, რომელიც მოიცავდა 183 პაციენტს შორსწასული კიბოთი, სადაც 73 პაციენტს აღენიშნებოდა თირკმელების მსუბუქი უკმარისობა და 29 პაციენტს ჰქონდა თირკმლის ზომიერი უკმარისობა, თირკმელების მსუბუქი და ზომიერი უკმარისობა არ მოქმედებდა პალბოციკლიბის ფარმაკოკინეტიკაზე. პალბოციკლიბის ფარმაკოკინეტიკა არ არის შესწავლილი პაციენტებში, რომლებიც საჭიროებენ ჰემოდიალიზს.
ეთნიკურობა
ჯანმრთელ მოხალისეების მონაწილეობით ჩატარებულ ფარმაკოკინეტიკური კვლევაში, პალბოციკლიბის AUCinf-ის და Cmax-ის მნიშვნელობები იყო 30%-ით და 35%-ით უფრო მაღალი, შესაბამისად, იაპონელ სუბიექტებში არააზიელ სუბიექტებთან შედარებით, ერთჯერადი პერორალური დოზის მიღების შემდეგ. თუმცა, ეს აღმოჩენა თანმიმდევრულად არ განმეორდა შემდგომ კვლევებში მონაწილე იაპონელ ან აზიელ ძუძუს კიბოს მქონე პაციენტებში, მრავალჯერადი დოზების მიღების შემდეგ. აზიელი და არააზიელი პოპულაციების კუმულაციური ფარმაკოკინეტიკური, უსაფრთხოების და ეფექტურობის მონაცემების ანალიზის საფუძველზე, რასის მიხედვით აზიელებში დოზის კორექცია საჭიროდ არ ითვლება.
5.3. უსაფრთხოების პრეკლინიკური მონაცემები
სამიზნე ორგანოების პირველადი ცვლილებები, ერთჯერადი და/ან განმეორებითი დოზების მიღების შემდეგ, მოიცავდა: ჰემატოლიმფოპოეტურ და მამრობით რეპროდუქციულ ორგანოებზე ზემოქმედებას ვირთაგვებსა და ძაღლებში, და ასევე ზემოქმედებას ძვლებსა და აქტიურად მზარდ საჭრელ კბილებზე მხოლოდ ვირთაგვებში. ეს სისტემური ტოქსიკურობა ძირითადად ფიქსირდებოდა AUC-ზე დაფუძნებულ კლინიკურად რელევანტურ ექსპოზიციებზე. აღინიშნა ჰემატოლიმფოპოეტურ და მამრობითი რეპროდუქციული სისტემებზე, ასევე საჭრელ კბილებზე ზემოქმედების ნაწილობრივი ან სრული გაქრობა, მაშინ როდესაც ძვალზე ზემოქმედება არ გაქრა 12-კვირის განმავლობაში პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგაც კი. გარდა ამისა, ზემოქმედება გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე (QTc გახანგრძლივება, გულისცემის დაქვეითება და RR ინტერვალის და სისტოლური არტერიული წნევის მომატება) აღინიშნა ტელემეტრიან ძაღლებში, რომელიც ≥ 4-ჯერ აღემატებოდა Cmax-ზე დაფუძნებულ ადამიანის კლინიკურ ექსპოზიციას.
კანცეროგენულობა
პალბოციკლიბის კანცეროგენურობა შეფასდა შემდეგ კვლევებში: 6-თვიანი კვლევა ტრანსგენურ თაგვებში და 2-წლიანი კვლება ვირთაგვებში. პალბოციკლიბის კანცეროგენურობა უარყოფითი იყო ტრანსგენურ თაგვებში 60 მგ/კგ-მდე/დღეში დოზების გამოყენებისას (გამოუვლენელი ეფექტის დონე [NOEL] დაახლოებით 11-ჯერ აღემატებოდა ადამიანის კლინიკურ ექსპოზიციას AUC-ზე დაყრდნობით). პალბოციკლიბთან დაკავშირებული ნეოპლასტიკური გამოვლინებები ვირთაგვებში მოიცავდა მიკროგლიალური უჯრედების სიმსივნეების ზრდის სიხშირეს მამრების ცენტრალურ ნერვულ სისტემაში 30 მგ/კგ/დღეში დოზის მიღებისას; არ აღინიშნა სიმსივნური გამოვლინებები მდედრ ვირთაგვებში 200 მგ/კგ-მდე/დღეში ნებისმიერი დოზის შეყვანისას. პალბოციკლიბთან დაკავშირებული NOEL კანცეროგენულობის ეფექტებისთვის იყო 10 მგ/კგ/დღეში (რომელიც დაახლოებით 2-ჯერ აღემატება AUC-ზე დაფუძნებულ ადამიანის კლინიკურ ექსპოზიციას) და 200 მგ/კგ/დღეში (რომელიც დაახლოებით 4-ჯერ აღემატება AUC-ზე დაფუძნებულ ადამიანის კლინიკურ ექსპოზიციას) მამრებისთვის და მდედრებისთვის, შესაბამისად. მამრ ვირთაგვებში გამოვლენილი სიმსივნის რელევანტურობა ადამიანებისთვის უცნობია.
გენოტოქსიკურობა
პალბოციკლიბი არ ავლენდა მუტაგენურობას საპირისპირო ბაქტერიული მუტაციის (Ames) ანალიზში და არ იწვევდა სტრუქტურულ ქრომოსომულ აბერაციას ადამიანის ლიმფოციტების ქრომოსომის აბერაციის ანალიზში in vitro.
პალბოციკლიბმა გამოიწვია მიკრობირთვების ჩამოყალიბება ანევგენური მექანიზმის მეშვეობით ჩინური ზაზუნის საკვერცხის უჯრედებში in vitro და მამრი ვირთაგვების ძვლის ტვინში ≥ 100 მგ/კგ/დღეში დოზების შეყვანისას. ცხოველებზე ექსპოზიცია, ანევგენურობის გამოუვლენელი ეფექტის დონეზე, დაახლოებით, იყო 7-ჯერ მეტი, ვიდრე AUC-ზე დაფუძნებული ადამიანის კლინიკური ექსპოზიცია.
ფერტილობის დარღვევა
პალბოციკლიბი არ ახდენდა ზემოქმედებას მდედრი ვირთაგვების შეჯვარებაზე ან ნაყოფიერებაზე 300 მგ/კგ-მდე/დღეში ნებისმიერი ტესტირებული დოზის შეყვანისას (რომელიც დაახლოებით 3-ჯერ აღემატება AUC-ზე დაფუძნებულ ადამიანის კლინიკურ ექსპოზიციას) და გვერდითი მოვლენები არ დაფიქსირებულა მდედრის რეპროდუქციულ ქსოვილებში განმეორებითი დოზის ტოქსიკურობის კვლევებში, რომელიც ჩატარდა 300 მგ/კგ/დღეში დოზით ვირთაგვებში და 3 მგ/კგ/დღეში დოზით ძაღლებში (რომელიც დაახლოებით 5-ჯერ და 3-ჯერ აღემატება AUC-ზე დაფუძნებულ ადამიანის კლინიკურ ექსპოზიციას, შესაბამისად).
ვირთაგვებსა და ძაღლებში მიღებული არაკლინიკური შედეგების საფუძველზე, ითვლება, რომ პალბოციკლიბს შეუძლია მამრობითი სქესის ადამიანებში რეპროდუქციული ფუნქციის და ნაყოფიერების დარღვევა. სათესლე ჯირკვალში, ეპიდიდიმისში, პროსტატისა და სათესლე ბუშტუკებში პალბოციკლიბთან დაკავშირებული ეფექტები მოიცავდა: ორგანოს წონის შემცირებას, ატროფიას ან დეგენერაციას, ჰიპოსპერმიას, შიდამილაკოვან უჯრედულ დაბინძირებას, სპერმის მოძრაობის და სიმკვრივის დაქვეითებას და ასევე, სეკრეციის შემცირებას. ეს შედეგები დაფიქსირდა ვირთაგვებში და/ან ძაღლებში ≥ 9-ჯერ მაღალი ან სუბთერაპიული ექსპოზიციის დროს, შესაბამისად, AUC-ზე დაფუძნებულ ადამიანის კლინიკურ ექსპოზიციასთან შედარებით. მამრობითი რეპროდუქციული ორგანოების ეფექტების ნაწილობრივი შექცევადობა დაფიქსირდა ვირთაგვებსა და ძაღლებში 4 და 12 კვირის განმავლობაში პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ, შესაბამისად.
მამრობითი რეპროდუქციული ორგანოების შესახებ ამ მონაცემების მიუხედავად, მამრ ვირთაგვებში არ აღინიშნა არანაირი ზემოქმედება შეჯვარებაზე ან ნაყოფიერებაზე ექსპოზიციის პროგნოზირებულ დონეზე, რომელიც 13-ჯერ აღემატება AUC-ზე დაფუძნებულ ადამიანის კლინიკურ ექსპოზიციას.
განვითარების ტოქსიკურობა
პალბოციკლიბი არის ციკლინდამოკიდებული 4 და 6 კინაზების შექცევადი ინჰიბიტორი. ორივე მონაწილეობს უჯრედული ციკლის რეგულირებაში. ამიტომ, ორსულობის დროს გამოყენებისას შესაძლოა არსებობდეს ნაყოფის დაზიანების რისკი.
პალბოციკლიბმა გამოავლინა ფეტოტოქსიკურობა მაკე ცხოველებში. ვირთაგვებში დაფიქსირდა ჩონჩხის ცვალებადობის გაზრდილი სიხშირე (ნეკნების რაოდენობის მომატება კისრის მეშვიდე მალასთან), ≥ 100 მგ/კგ/დღეში დოზის მიღებისას. ნაყოფის სხეულის წონის შემცირება დაფიქსირდა ვირთაგვებში, დედისთვის ტოქსიკური 300 მგ/კგ/დღეში დოზის შეყვანისას (რომელიც 3-ჯერ აღემატება AUC-ზე დაფუძნებულ ადამიანის კლინიკურ ექსპოზიციას), ხოლო ჩონჩხის ცვლილების გაზრდილი სიხშირე, მათ შორის მცირე ფალანგები წინა კიდურებზე, დაფიქსირდა ბოცვრებში, დედისთვის ტოქსიკური 20 მგ/კგ/დღეში დოზის შეყვანისას (რომელიც 4-ჯერ აღემატება AUC-ზე დაფუძნებულ ადამიანის კლინიკურ ექსპოზიციას). ნაყოფზე ფაქტობრივი ზემოქმედება და ტრანსპლაცენტური გადატანა გამოკვლეული არ არის.
6. ფარმაცევტული მახასიათებლები
6.1. დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი
ტაბლეტის ბირთვი
მიკროკრისტალური ცელულოზა,
კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი,
კროსპოვიდონი,
კოპოვიდონი,
მაგნიუმის სტეარატი,
სუქცინის მჟავა.
ნატრიუმის სტეარილ ფუმარატი.
აპკიანი გარსი
ოპადრი 03K140024 ვარდისფერი
ან
ოპადრი 03K240007 წითელი
[ტიტანის ჰიპრომელოზა,
ტრიაცეტინის დიოქსიდი
რკინის წითელი ოქსიდი].
6.2. შეუთავსებლობა
არ გამოვლენილა
6.3. ვარგისიანობის ვადა
3 წელი.
6.4 შენახვის განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები :
ეს სამკურნალო საშუალება არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ ტემერატურულ პირობებს. ინახება ორიგინალ ბლისტერში ტენიანობისგან დასაცავად.
6.5 შეფუთვის ტიპი და შემცველობა
oPA/Al/PVC/Al ბლისტერი, რომელიც შეიცავს 7 აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტს. თითოეული მუყაოს კოლოფი შეიცავს 21 აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტს (3 ბლისტერი თითო მუყაოს კოლოფში).
6.6. განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები უტილიზაციისას
ნებისმიერი გამოუყენებელი სამკურნალო საშუალება ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
მარკეტინგული ლიცენზიის მფლობელი
შპს „ავერსი-ფარმა“
აღმაშენებლის გამზ. 148
0112 თბილისი
საქართველო
პროდუქტის ლიცენზიის მფლობელი:
სინტონ ბვ (Synthon BV)
მიკროვეგ 22
6545 სმ ნეიმეგენი
Ნიდერლანდები
მწარმოებელი
სინტონ ჰისპანია ს.ლ. (Synthon Hispania, S.L.)
C/ კასტელო (Castelló), Nº1,
სენტ ბოი დე ლობრეგატი (Sant Boi de Llobregat),
08830 ბარსელონა,
ესპანეთი
ფურცელი-ჩანართი ბოლოს გადაიხედა 20.12.2023










