ბენიკვიტი B 3მლ #5ა
გააზიარე:
ბენიკვიტი B
(ვიტამინი B კომპლექსი ინექცია)
შემადგენლობა
ყოველი 3 მლ შეიცავს:
თიამინის ჰიდროქლორიდი BP (ვიტამინი B1) |
100 მგ |
რიბოფლავინის ნატრიუმის ფოსფატი BP (ვიტამინი B2) |
5 მგ |
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი BP (ვიტამინი B6) |
100 მგ |
ნიკოტინამიდი BP |
100 მგ |
ციანოკობალამინი BP (ვიტამინი B12) |
1000 მკგ |
D-პანთენოლი USP |
50 მგ |
ბენზილის სპირტი BP (კონსერვანტი) |
1%
|
დამხმარე ნივთიერებები: ქლორბუთოლი, დინატრიუმის ედეტატი, მონოთიოგლიცეროლი, პოლისორბატი 80, პროპილენ გლიკოლი, საინექციო წყალი.
ფარმაკოლოგიური მოქმედება
B ჯგუფის ვიტამინების კომპლექსი, ინექცია.
ვიტამინი B1 – როგორც კოფერმენტი მონაწილეობს ნახშირწყლების მეტაბოლიზმში, ნერვული სისტემის ფუნქციონირებაში (აუცილებელი ფაქტორია ნერვული იმპულსის გადასაცემად). იგი ასევე წარმოადგენს კოფერმენტს ჰექსოზის უტილიზაციის პენტოზოფოსფატურ ციკლში, გარდა ამისა ერთვება ნუკლეინის მჟავების სინთეზის პრეკურსორების ნუკლეოტიდების ბიოსინთეზში. აღნიშნული ვიტამინის ნაკლებობის შემთხვევაში ვითარდება დაავადება ბერი-ბერი.
ვიტამინი B2 – უჯრედის სუნთქვითი პროცესების და მხედველობითი აღქმის უმნიშვნელოვანესი კატალიზატორია. იგი ორგანიზმში ფლავოფერმენტებს გარდაქმნის ფლავინ მონონუკლეოტიდად და ფლავინ ადენინ დინუკლეოტიდად; კოფერმენტების სახით მონაწილეობს მიტოქონდრიულ სუნთქვით ჯაჭვში ელექტრონის გადაცემის პროცესში და ნახშირწყლების, ცხიმოვანი მჟავების და ამინომჟავების მეტაბოლიზმის შუალედური ფაზების მნიშვნელოვან ჟანგვით პროცესში. ხშირად რიბოფლავინის ნაკლებობა ვითარდება ნიკოტინის მჟავის დეფიციტთან ერთად, რაც იწვევს კანის და ლორწოვანი გარსის დაავადებებს (ხეილიტი, სტომატიტი), მხედველობის დაზიანებას (ირიტი, კონიუნქტივიტი), ზოგჯერ სისხლის მიმოქცევის დარღვევებს (კუნთების სპაზმები, შაკიკი).
ვიტამინი B6 – კოფერმენტის სახით პირიდოქსალ-5-ფოსფატის ფორმით მონაწილეობს არაერთ ფერმენტულ რეაქციაში, მათ შორის ტრანსამინირების და დეკარბოქსილირების პროცესში. იგი აუცილებელია პროტეინების და ამინომჟავების მეტაბოლიზმისთვის, მონაწილეობს ზოგიერთი ნეირომედიატორის სინთეზში და აქსონის მიელინური გარსის ფორმირებაში. ვიტამინი B6-ის დეფიციტის დროს შესაძლოა განვითარდეს კანის, ნერვული სისტემის დაზიანება და დაირღვეს ერითროგენეზი.
ვიტამინი B12 – აუცილებელია ზრდისთვის, ერითროციტების და მიელინის ფორმირებისთვის. ვიტამინი B12-ის ნაკლებობა იწვევს მეგალობლასტური ანემიის, დემიელინიზაციის და სხვა ნევროლოგიური დარღვევების განვითარებას.
ნიკოტინამიდი - მონაწილეობს სხვადასხვა დეჰიდროგენაზების და ოქსიდაზების ელექტრონების გადაცემის პროცესში, ჩართულია უჯრედის სუნთქვით პროცესში, ცხიმების და ნახშირწყლების მეტაბოლიზმში. მისი დეფიციტი იწვევს პელაგრას, რომელსაც ახასიათებს კანის, კუჭ-ნაწლავის და ნეირო-ფსიქიკური სიმპტომებით.
D-პანთენოლი – მონაწილეობს აცეტილირების და ჟანგვით პროცესებში, ჩართულია კარბოჰიდრატების, ცილების მეტაბოლიზმში და აცეტილქოლინის სინთეზში, აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.
წამლის ფორმა
ინტრავენური/ინტრამუსკულარული ინექცია.
თერაპიული ჩვენებები
– დერმატიტი;
– ფსორიაზი;
– გადაღლილობა;
– ნევრიტი;
– სხვადასხვა ეტიოლოგიის პოლინევრიტი, ნევრალგია;
– შეწოვის დარღვევა;
– სტომატიტი;
– ანემია;
– ინტოქსიკაცია და ჯანმრთელობის სხვა პრობლემები.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის სხვადასხვა კომპონენტების მიმართ.
განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
– ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე ვიტამინის მიმართ;
– სიფრთხილით ინიშნება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.
in vitro არათავსებადობის გამო პრეპარატი არ გამოიყენება შემდეგ პრეპარატებთან ერთად (ერთი და იგივე შპრიცით): ბენზილპენიცილინი და ოქსაცილინი (ანტიბიოტიკი ილექება და ინაქტივირდება), მაკროლიდები (წარმოიქმნება უხსნადი ნალექი), ქლორამფენიკოლი (ილექება).
ვიტამინი B1: ვიტამინი B1-ის ჭარბი რაოდენობით მიღება იწვევს თავის ტკივილს, ქავილს, გაღიზიანებას და ჰიპერემიას.
ვიტამინი B2: როგორც ასეთი, ტოქსიკური მოვლენები არ აღინიშნება, მხოლოდ დიდი დოზით ვიტამინი B2-ის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს შარდის გაყვითლება.
ვიტამინი B12: ვიტამინი B12-ის დიდი რაოდენობით მიღებას არ უკავშირდება ტოქსიკური ან გვერდითი მოვლენები.
ნიკოტინამიდი: ნიკოტინამიდის ჭარბი რაოდენობით მიღება იწვევს ღვიძლის დაზიანებას, კანის სიწითლეს, ქავილს, გულძმარვას და პეპტიურ წყლულს.
D-პანთენოლი: ვინაიდან ვიტამინი წყალში ხსნადია, ტოქსიკურობა ძალიან იშვიათია. ჭარბი რაოდენობით მიღებისას შესაძლოა აღინიშნოს დიარეა.
დოზირება და მიღების წესი
თერაპიული დოზა არის 3მლ. რეკომენდებულია ყოველდღიურად ან ექიმის დანიშნულების მიხედვით მიღება.
მიღების გზა: ინტრამუსკულარული/ინტავენური ინექცია.
არ გამოიყენება ახალშობილებში და დღენაკლულ ჩვილებში.
გვერდითი ეფექტები
ოფლიანობა, ტაქიკარდია, აკნე, სხვა სისტემური რეაქციები, ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, ქავილი, ბრონქოსპაზმი, კვინკეს შეშუპება და ანაფილაქსიური შოკი.
პრეპარატის გამოყენება განსაკუთრებული ჯგუფის პაციენტებში
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ბენიკვიტი B მიიღება ექიმის დანიშნულებით.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება და სხვა სახის ურთიერთქმედებები
– პრეპარატმა შესაძლოა შეამციროს ადრენორეცეპტორების ზოგიერთი ბლოკატორის და ადრენოლიტიკების ანტიჰიპერტენზიული ეფექტი, ასევე ბარბიტურატების და გლუტეთიმიდის საძილე ეფექტი ვიტამინი B1-ის პერსისტენციის გამო.
– ქლორპრომაზინი ზრდის ვიტამინი B2-ის გამოყოფას შარდში.
– პრობენეციდი თრგუნავს ვიტამინი B2-ის მილაკოვან ექსკრეციას და რეაბსორბციას, შარდში მისი ექსკრეციის შემცირების გზით.
– ვიტამინი B6 ამცირებს L-დოპას ანტიპარკინსონულ ეფექტს.
– პერორალურ კონტრაცეპტივებთან, იზონიაზიდთან, პენიცილამინთან, ციკლოსერინთან და თიოსემიკარბაზონებთან ერთად მიღებისას სისხლში მცირდება ვიტამინი B6-ის კონცენტრაცია.
ჭარბი დოზა
B ჯგუფის ვიტამინების ხანგრძლივად და მაღალი დოზებით მიღების მთავარი გამოვლინება არის თუთიის და კალიუმის შეწოვის ზრდა, რამაც შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს საკვერცხეების კისტების, მტკივნეული მენსტრუაციის, პროსტატიტის, შარდის ბუშტის ქრონიკული ინფექციების ან ნაღვლის ბუშტის ანთებითი დაავადებების მიმართ მიდრეკილების მქონე პაციენტებზე. B ჯგუფის ვიტამინები სრულიად უკუნაჩვენებია საკვერცხეების ან სათესლე ჯირკვლის კიბოს დროს, რაც მჭიდროდ უკავშირდება უჯრედში თუთიის და/ან კალიუმის კონცენტრაციის ძალიან მომატებას, ხოლო სისხლში კალიუმის დაბალ კონცენტრაციასთან დაკავშირებული შარდის ბუშტის პრობლემის (შარდის ბუშტის კუნთების სისუსტე) ან წინამდებარე ჯირკვლის ადენომის დროს B ჯგუფის ვიტამინების მიღება შესაძლოა სასარგებლოც იყოს.
გამოშვების ფორმა
საინეციო ხსნარი 3 მლ შუშის ამპულებში, 5 ამპულა პლასტმასის ჩასადებში, მოთავსებულია მუყაოს კოლოფში ფურცელ-ჩანართთან ერთად.
შენახვის პირობები
ინახება გრილ, სინათლისგან და ნესტისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ გაყინოთ.
ვარგისობის ვადა
2 წელი.
გაცემის რეჟიმი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფიIII, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი
ოქსფორდ ლაიფსაიენსიზ პვტ. ლტდ. ინდოეთი
(Oxford Lifesciences Pvt. Ltd. India).