ნატრიუმის ქლ0.9%500მლ#1ფლ(უზბ)

ნატრიუმის ქლ0.9%500მლ#1ფლ(უზბ)

1.60 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ნატრიუმის ქლორიდი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 145589
გააზიარე:

გამოყენების ინსტრუქცია

ნატრიუმის ქლორიდის

პრეპარატის  სავაჭრო დასახელება:  ნატრიუმის ქლორიდი

მოქმედი ნივთიერება (საერთაშორისო  არაპატენტური  დასახელება): ნატრიუმის ქლორიდი

წამლის ფორმა:  საინფუზიო  ხსნარი იზოტონური  0,9%

შემადგენლობა:

100მლ. პრეპარატი შეიცავს:

აქტიურ ნივთიერებას: ნატრიუმის ქლორიდი- 0,9გ.;

დამხმარე ნივთიერებებს: საინექციო წყალი 100მლ-მდე.

აღწერა:  უფერო, გამჭვირვალე სითხე, სუნის გარეშე, მარილიანი გემო.

ფარმაკოთერაპიული   ჯგუფი:  მარილიანი ხსნარები.

 კოდი ATX: B05CB01

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

იზოტონური ხსნარი.  ავსებს სითხის დეფიციტს ორგანიზმში დეჰიდრატაციის დროს. ნატრიუმის  და ქლორის იონები წარმოადგენს უჯრედგარე სითხის მნიშვნელოვან არაორგანულ კომპონენტებს, რომელიც ხელს უწყობს სისხლის პლაზმის და უჯრედგარე სითხის შესაბამის ოსმოსურ წნევას.

ფარმაკოკინეტიკა

ნატრიუმის ქლორიდი შეყავთ ვენაში ან  კანქვეშ. პრეპარატი რჩება სისხლძარღვთა კალაპოტში უმოკლეს დროში და ძალიან  სწრაფად გადადის ინტერსტიციალურ ნაწილში  და უჯრედების შიგნით. ხოლო ერთი საათის შემდეგ სისხლძარღვებს შიგნით რჩება მხოლოდ დაახლოებით შეყვანილი ხსნარის ნახევარი. ძალიან მალე მარილების და სითხის გამოყოფას იწყებს თირკმელები.

 

გამოყენების ჩვენებები

-        სხვადასხვა გენეზისის დეჰიდრატაცია.

-        გამოიყენება სისხლის პლაზმის მოცულობის შესანარჩუნებლად  ოპერაციის დროს და შემდეგ;

-        ჭრილობების,  თვალების, ცხვირის ლორწოვანი გარსის  გამოსარეცხად;

-        სხვადასხვა პრეპარატების გამხსნელის სახით.

 

 

 

მიღების წესი და დოზები

პრეპარატი წინასწარ შეთბობით  380 C-მდე  შეყავთ ინტრავენურად (უმეტესად წვეთობით, 40-120 წვეთი წუთში), კანქვეშ და ოყნებში, კლინიკური მაჩვენებლების მიხედვით 3 ლ./დღე-ღამეში. პრეპარატის გამოყენებას ახორციელებენ სისხლში ჰემატოკრიტის და ელექტროლიტების კონცენტრაციის კონტროლის ქვეშ. შეყვანილი და დაკარგული სითხის ბალანსი განისაზღვრება ყოველ 6 საათში. ჭრილობების, თვალების, ცხვირის ლორწოვანი გარსის ჩამორეცხვისას პრეპარატს იყენებენ ჩამორეცხილ ზედაპირზე უშუალოდ ან იყენებენ პრეპარატით დასველებულ სტერილურ ხელსახოცებს.

 

გვერდითი მოვლენები

გულისრევა, ღებინება, დიარეა, კუჭის სპაზმები, წყურვილი, ცრემლდენა, ოფლიანობა, ციება, ტაქიკარდია, არტერიული ჰიპერტონია. თირკმელების ფუნქციის დარღვევა, შეშუპება, ქოშინი, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, შფოთვა, სისუსტე, კანკალი  და კუნთების ჰიპერტონუსი. ხსნარის დიდი რაოდენობით შეყვანამ შეიძლება გამოიწვიოს ქლორიდის აციდოზი, ჰიპერჰიდრატაცია, ორგანიზმიდან კალიუმის გამოდევნის გაზრდა. ადგილობრივი გამოყენების დროს უკუჩვენების რეაქციები  ამ დროისათვის რ არის დადგენილი.

 

უკუჩვენებები

ჰიპერნატრიემია, ჰიპერჰიდრატაციის მდგომარეობა, ფილტვების, ტვინის  შეშუპების საშიშროება, კორტიკოსტეროიდების დიდი  დოზებით მკურნალობა.

 

წამლებთან ურთიერთქმედება

პრეპარატის მიღება მიზანშეწონილი არ არის დიდი დოზებით კორტიკოსტეროიდების მიმღებ პაციენტებში. სხვა სამკურნალო საშუალებებთან შერევისას საჭიროა შიგთავსის ვიზუალურად დათვალიერება. ამის გარდა, შესაძლოა თერაპიული შეუთავსებლობა.

 

 

განსაკუთრებული მითითებანი

სიფრთხილით ღებულობენ  პრეპარატის დიდ მოცულობას პაციენტებში თირკმელების გამოყოფითი ფუნქციის დარღვევისას, ჰიპოკალემიისას.  ხანგრძლივი მიღების დროს საჭიროა პლაზაში ელექტროლიტების კონცენტრაციის და დღე-ღამის დიურეზის  კონტროლი.

 

 

გამოშვების  ფორმა

100მლ, 250მლ, 500მლ პოლიმერულ ფლაკონებში.

 

 

 

 

შენახვის პირობები

ინახება მშრალ, შუქისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს +250C ტემპერატურაზე.

არ გაყინოთ!

 

ვარგისიანობის ვადა

2 წელი. არ გამოიყენოთ ვადის გასვლის შემდეგ.

 

გაცემის კატეგორია. ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

 

მწარმოებელი:

რესპუბლიკის ტერიტორიაზე სამკურნალო საშუალების ხარისხზე ჩივილების (წინადადებების) მიმღები ორგანიზაციის დასახელება და მისამართი: შპს ,,რივერ მედ ფარმ“  (,,RIVER MED PHARM”)

სირდირიას ოლქი, სირდარიას რაიონი, კამოლოტ MFY, ტიბბიოტის ქუჩა N3ა.

ტელ.: +998 99 853-88-98. ელ. ფოსტა: [email protected].

 

გენერალური  დირექტორი              /ხელმოწერილია / ბეჭედდასმულია/ ჟ. მ. კუდუზოვი

შპს ,,რივერ მედ ფარმ“