
გასტრო კომფორტი ფორთ#20ტ.საღ
გააზიარე:
გასტრო კომფორტი #20ტ
გასტროკომფორტისაღეჭიტაბლეტებიალუბლის გემოთი
საკვები დანამატი შაქრით 20 საღეჭი ტაბლეტი.
- ხელს უწყობს კუჭის მჟავიანობის რეგულირებას;
- უზრუნველყოფს კომფორტს გამაღიზიანებელი საკვებისა და სასმელის მიღების შემდეგ.
დანიშნულება
გასტროკომფორტი არის კარგად დაბალანსებული პროდუქტი, რომელიც შეიცავს მინერალურ მარილებს. კუჭის წვენის მომატებულმა მჟავიანობამ შეიძლება გამოიწვიოს დისკომფორტი, განსაკუთრებით, გამაღიზიანებელი საკვებისა და სასმელების მოხმარების შემდეგ, როგორიცაა ციტრუსები, შოკოლადი, ცხარე და ცხიმოვანი საკვები, ალკოჰოლი, გაზიანი სასმელები, ყავა და ა.შ. კარბონატული მარილები ხელს უწყობს კუჭის მჟავას განეიტრალებას.
შემადგენლობა 1 ტაბლეტში
კალციუმის კარბონატი 500 მგ, მაგნიუმის კარბონატი 60 მგ.
შემავსებლები: საქაროზა, სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, პიტნის ეთერზეთი, ალუბლის არომატი, საღებავი: კარმინი (E120).
გამოყენების წესიდარეკომენდებულიდოზაყოველდღიურიგამოყენებისათვის
მოზრდილები და 14 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები - საჭიროების შემთხვევაში, 3 ტაბლეტამდე დღეში, ჭამის შემდეგ. ტაბლეტი არ უნდა გადაიყლაპოს მთლიანად - შეიძლება ჯერ გაიწუწნოს, შემდეგ კარგად დაიღეჭოს და გადაიყლაპოს.
ინგრედიენტები რეკომენდებული დოზით ყოველდღიური გამოყენებისთვის:
შემადგენლობა |
1 ტაბლეტი |
2 ტაბლეტი |
3 ტაბლეტი |
კალციუმის კარბონატი |
500 მგ (62,5 % NRVs*) |
1000 მგ (125 % NRVs*) |
1500 მგ (187,5 % NRVs*) |
მაგნიუმის კარბონატი |
60 მგ (16 % NRVs *) |
120 მგ (32 % NRVs*) |
180 მგ (48 % NRVs*) |
გაფრთხილებები
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.
საკვები დანამატი არ ცვლის მრავალფეროვან და დაბალანსებულ დიეტას.
ამ საკვები დანამატის გამოყენება არ არის რეკომენდებული 14 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.
არ მიიღოთ, თუ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.
თუ გაქვთ ორგანიზმში კალციუმის მომატებული დონე, კალციუმის შემცველი თირკმელის ქვები, თირკმლის მძიმე უკმარისობა ან ორგანიზმში ფოსფორის დაბალი დონე, საკვები დანამატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
შეინახეთ მცირეწლოვანი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვისპირობები
ინახება ორიგინალ შეფუთვაში, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას.