სიკოჟინაქსი #12 ვაგ.ტაბლეტები

სიკოჟინაქსი #12 ვაგ.ტაბლეტები

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ნისტატინი+მეტრონიდაზოლი+ქლორამფენიკოლი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 14522
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

სიკოჟინაქსი
(Sicojinax)



გენერიული დასახელება:
კომბინირებული პრეპარატი

პრეპარატის ფორმა: ვაგინალური ტაბლეტები

შემადგენლობა: ერთი ვაგინალური ტაბლეტი შეიცავს 75 მგ (330,00 სე) ნისტატინს; 225 მგ მეტრონიდაზოლს; 100 მგ ქლორამფენიკოლს.
დამხმარე ნოვთიერებები: ადიპინის მჟავა, ლაქტოზას მონოჰიდრატი, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, სტეარინის მჟავა, ნატრიუმის ლაურილსულფატი, სილიციუმის კოლოიდური ორჟანგი, პოვიდონი K30, პოლისორბატი 80, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, ნატრიუმის ბენზოატი, პარაფინის ზეთი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: შარდსასქესო სისტემის ანთებითი დაავადებების სამკურნალო საშუალება.

ჩვენებები: ვაგინიტების მკურნალობა, მგრძნობიარე შტამებით და არასპეციფიკური ვაგინიტების დროს (მიკრობული ან მიკრობულ-სოკოვანი-პარაზიტები): მიკრობული ვაგინიტი (აერობული ან ანაერობული ბაქტერიები); ტრიქომონადური ვაგინიტი; სოკოვანი ვაგინიტი; შერეული ვაგინიტები; პროფილაქტიკური მკურნალობისათვის: ანტიბიოტიკებით, იმუნოსუპრესული პრეპარატებით, კორტიკოსტეროიდებით, ციტოსტატური საშუალებებით მკურნალობა; ინტრავაგინალური ოპერაციების ჩატარებამდე (ბიოფსიის დროს, HSG, HSC, ჰისტეროტუბაცია); საშვილოსნოს ყელზე და საშოზე ოპერაციამდე ან მის შემდგომ პერიოდში.
 
წინააღმდეგჩვენება: პრეპარატში შემავალი რომელიმე კომპონენეტის მიმართ  მომატებული მგრძნობელობა, დისულფირამთან კომბინაცია (განსაკუთრებით წინააღმდეგნაჩვენებია: მცირე რაოდენობის მეტრონიდაზოლის აბსორბციამ შესაძლო გამოიწვიოს სხეულის მომატებული ტემპერატურა ჰალუცინაციებით, გონების დაბინდვით).

სიფრთხილეა საჭირო: მკურნალობა აუცილებელია შეწყდეს ადგილობრივი აუტანლობის ან ალერგიული რეაქციების, აგრეთვე თავბრუსხვევის, გონების დაბინდვისა და ატაქსიის დროს.; მკურნალობის პერიოდში რეკომენდებულია ალკოჰოლური სასმელების მიღებისგან თავის შეკავება; სისხლის სურათის შემოწმება რეკომენდებულია შემდეგი შემთხვევების დროს: ადრეული ჰემატოლოგიური კრიზი, ხანგრძლივი მკურნალობა.

პრაქტიკული მითითებები: პრეპარატის გამოყენებამდე რეკომენდებულია ნეიტრალური ან ტუტე pH-ის მქონე  საპნით დაბანა; მკურნალობის პერიოდში საჭიროა ბამბის ქსოვილის თეთრეულის ტარება, არ არის რეკომენდებული შიდა ტამპონებისა და შხაპის გამოყენება. მიუხედავად იმისა, აღენიშნება თუ არა პარტნიორს რაიმე სიმპტომები, რეკომენდებულია პარარელურად მკურნალობის ჩატარება; მენსტრუაციის დროს არ არის რეკომენდებული მკურნალობის შეწყვეტა. 

ურთიერთქმედება სხვა საშუალებებთან: მეტრონიდაზოლი ურთიერთქმედებს ალკოჰოლთან, ამ დროს აღინიშნება მომატებული მგრძნობელობა, ღებინება, ტაქიკარდია (აუცილებელია თავი შევიკავოთ ალკოჰოლური სასმელების გამოყენებისაგან); დისულფირამთან ერთად – ჰალუცინაციები ან გონების დაბინდვა; მეტრონიდაზოლმა შესაძლებელია “იმობოლიზაცია” გაუკეთოს ტრეპონემებს და ამგვარად ხელი შეუწყოს Nelson-ის ტესტის ცრუ დადებითი შედეგების ინდუცირებას. არ არის რეკომენდებული სპერმიციდების გამოყენება (ნებისმიერი მისი ადგილობრივი გამოყენებისას შესაძლებელია ადგილობრივი კონტრაცეფციისათვის მიღებული სპერმიციდების “იმობილიზაცია’).
განსაკუთრებული მითითებები: ორსულობა: იმის გამო, რომ პრეპარატი შეიცავს ქლორამფენიკოლს, მისი გამოყენება ორსულობის ბოლო 6 თვის განმავლობაში არ შეიძლება, ვინაიდან მოსალოდნელია ნაყოფის  ნაცრისფერი სინდრომის განვითარება. ვინაიდან მეტრონიდაზოლი გადადის დედის რძეში, ამიტომ ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება.
 
სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე ზემოქმედება: პრეპარატმა შესაძლებელია გამოიწვიოს თავბრუსხვევა, რის შესახებაც პაციენტები უნდა იყვნენ გაფრთხილებულნი.

მიღების წესი და დოზირება: მწვავე ვაგინიტის სამკურნალოდ: 2 ტაბლეტი ყოველდღიურად (შეჰყავთ ღრმად საშოში, დილას და საღამოს 3-4 დღის განმავლობაში, შემდგომში 1 ტაბლეტის ოდენობით 6-7 დღის განმავლობაში); ქრონიკული ინფექციების სამკურნალოდ: 1 ტაბლეტი დღეში 10 დღის განმავლობაში; მკურნალობა რეკომენდებულია ჩაუტარდეთ პარტნიორებს ერთდროულად.  პროფილაქტიკის მიზნით მიიღება 1 ტაბლეტი 3-7 დღის შემდეგ. ტაბლეტი გამოყენების წინ საჭიროა 30 წამის განმავლობაში დავნამოთ წყლით, მისი შეყვანის შემდეგ პაციენტი უნდა იწვეს 15 წთ-ის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები: იშვიათად: გულისრევა, ლითონის გემო, ანორექსია, ეპიგასტრალური სპაზმები, ღებინება, ყაბზობა, ადგილობრივი გაღიზიანების რეაქციები. ძალიან იშვიათად: ალერგია, წნევის მკვეთრი მომატება, გლოსიტი, ცეფალეა, თავბრუსხვევა, პანკრეატიტი; პრეპარატის მაღალი დოზით და ხანგრძლივად  გამოყენებისას აღინიშნება: ლეიკოპენია, სენსორული პერიფერიული ნეიროპათია; შარდის მოყავისფრო-მოწითალოდ შეფერვა.

ჭარბი დოზირება: არ არის აღწერილი.

შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება 25ºC ტემპერატურაზე, ინეხება ფირმის მიერ მოწოდებულ შეფუთვაში, აკრძალულია მისი გამოეყნება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა: პირველადი შეფუთვა: ბლისტერი.
მეორადი შეფუთვა: მუყაოს კოლოფი 2 ბლისტერი #6 ვაგინალური ტაბლეტი.

ვარგისიანობის ვადა: შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია. პრეპარატი გაიცემა რეცეპტით.

მწარმოებელი ფირმა: “Sicomed CA”, რუმინეთი