ელექტუსი #30კაფს
გააზიარე:
ელექტუსი
საკვები დანამატი
შემადგენლობა
თითოეული რბილი ჟელატინის კაფსულა შეიცავს აქტიურ ინგრედიენტებს:
გინკგოს ფოთლების ექსტრაქტი 100 მგ
ინოზიტოლი 100 მგ
ქოლინის ბიტარტრატი 100 მგ
ნიკოტინამიდი 15 მგ
კალციუმის პანთოტენატი 6 მგ
ვიტამინი B1 1.5 მგ
ვიტამინი B2 1.5 მგ
ვიტამინი B6 2 მგ
ვიტამინი B12 0.002 მგ
ფოლიუმის მჟავა 0.2 მგ
პროდუქტის დახასიათება
ქოლინის ბიტარტრატი (ვიტამინი B4) - უზრუნველყოფს ნერვული იმპულსების გადაცემას თავის ტვინში, აუმჯობესებს ნეიროკომუნიკაციას. ქოლინი არის აცეტილქოლინის, ფოსფოლიპიდების და ბეტაინის პრეკურსორი. იგი აუცილებელია უჯრედის მემბრანის სტრუქტურული ერთიანობისთვის. ქოლინის დეფიციტი იწვევს თავის ტვინის ფუნქციების დარღვევას და მეხსიერების დაქვეითებას.
გინკგო ბილობას ბიოაქტიური კომპონენტები - ფლავონოიდური გლიკოზიდები, გინკგოლიდები და ბილობალიდები აუმჯობესებენ ქსოვილებში სისხლის მიმოქცევას, თავის ტვინის მომარაგებას ჟანგბადითა და გლუკოზით, აფერხებენ თრომბოციტების აგრეგაციას და მეტაბოლიზმის რეგულაციის გზით იცავენ უჯრედებსა და ქსოვილებს ჟანგბადის ნაკლებობით გამოწვეული დაზიანებისაგან. გინკგო ბილობას კომპლექსური შემადგენლობის გამო მისი მოქმედების მექანიზმი ეყრდნობა რამდენიმე ეფექტს, როგორიცაა ანტიოქსიდანტური, ანტიაგრეგანტული, ანთების საწინააღმდეგო ეფექტები. გინკგო ბილობას შემადგენლობა ახდენს მიტოქონდრიების სტაბილიზაციას, იცავს ნეირონებს იშემიისგან, ამცირებს სისხლის წებოვნებას, აფერხებს ბეტა-ამილოიდის ფორმირებას, აღადგენს ინსულინის მიმართ უჯრედების მგრძნობელობას, აძლიერებს ქოლინერგული სისტემის აქტივობას.
კალციუმის პანთოტენატი - მონაწილეობას იღებს ცხიმების, ცილების და ნახშირწყლების მეტაბოლურ პროცესებში.
ინოზიტოლს მნიშვნელოვანი როლი აკისრია ცენტრალურ ნერვულ სისტემაში სიგნალის გადაცემასა და კალციუმის ჰომეოსტაზის შენარჩუნებაში. ინოზიტოლი ერთ- ერთი ზრდის ფაქტორია. თავის ტვინში ინოზიტოლის კონცენტრაციის ცვლილება იწვევს მთელ რიგ პათოლოგიურ მდგომარეობებს. მისი ორალური გზით მიღება მნიშვნელოვანია რიგი ნეიროფსიქიატრიული დაავადებების სამკურნალოდ.
ვიტამინი B1, როგორც კოფერმენტი, მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს ნახშირწყლებისა და ამინომჟავების მეტაბოლიზმში, ასევე დნმ/რნმ-ის, ნაღვლის მჟავებისა და ნეირომედიატორების სინთეზში; მონაწილეობს სინაფსებში ნერვული იმპულსის გადაცემის პროცესში; გავლენას ახდენს ორგანიზმის ზრდასა და კუნთების ტონუსზე, ასევე ხელს უწყობს მადის შენარჩუნებას.
ვიტამინი B6 მონაწილეობს ამინომჟავებისა და ცილების მეტაბოლიზმში, ასევე ნეიროტრანსმიტერების სინთეზში, რის გამოც მნიშვნელოვანი როლი აქვს ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაში. იგი ამსუბუქებს პრემენსტრუალური სიმპტომების გამოვლინებას და ხსნის საჭმლის მომნელებელი სისტემის სპაზმს.
ვიტამინი B2 უჯრედული სუნთქვის პროცესის მნიშვნელოვანი კატალიზატორია, უზრუნველყოფს ჟანგვა-აღდგენით რეაქციებს, მონაწილეობს ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების სინთეზში, ხელს უწყობს როგორც ანტისხეულების, ასევე ჰემოგლობინის სინთეზს, გავლენას ახდენს მხედველობის სიმახვილეზე, აუმჯობესებს ნერვული სისტემის ფუნქციონირებას და მონაწილეობს კანის, ასევე პირის ღრუსა და თვალის ლორწოვანი გარსების ფუნქციისა და სტრუქტურის შენარჩუნებაში.
ვიტამინი B12 ფოლის მჟავასთან ერთად მონაწილეობს ნუკლეინის მჟავების სინთეზში. იგი მნიშვნელოვანია უჯრედის ზრდისა და დაყოფისათვის, დნმ-ისა და რნმ-ის სინთეზში, უზრუნველყოფს ჰემოპოეზის ფორმირებას, აუმჯობესებს ქსოვილების რეგენერაციას, დადებითად მოქმედებს ღვიძლისა და ნერვული სისტემის ფუნქციონირებაზე.
ფოლიუმის მჟავა მონაწილეობს უჯრედების გაყოფისა და ზრდის პროცესებში, სისხლის ელემენტების, ერითროციტების ფორმირებაში, ასევე ამინომჟავების, ნუკლეინის მჟავებისა და პირიმიდინების სინთეზში.
ნიკოტინამიდი წარმოადგენს წყალში ხნად B ჯგუფის ვიტამინს, კერძოდ B3 (PP) ვიტამინს. იგი ფერმენტების - კოდეჰიდრაზა I (დიფოსფოპირიდინნუკლეოტიდი -ნად) და კოდეჰიდრაზა II (ტრიფოსფოპირიდინნუკლეოტიდი-ნადფ)-ის პროსთეტული ჯგუფია, რომლებიც ახორციელებენ წყალბადის და ფოსფატების გადატანას ჟანგვა-აღდგენით რეაქციებში. მონაწილეობს რა ნივთიერებათა ცვლაში, ქსოვილოვან სუნთქვასა და სინთეზის პროცესებში, ნიაცინი ახდენს სისხლში ლიპოპროტეინებისა და ტრიგლიცერიდების ნორმალიზებას. მას ახასიათებს ვაზოდილატაციური მოქმედება პრეარტერიოლებისა და არტერიოლების დონეზე (თავის ტვინშიც) და აუმჯობესებს მიკროცირკულაციას.
ჩვენებები
- ქრონიკული ცერებრო-ვასკულარული პათოლოგია (დისცირკულატორული ენცეფალოპათია); თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზი, იშემიური და ჰემორაგიული ინსულტების აღდგენითი პერიოდი;
- თავის ტვინისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანება (ქალა-ტვინის და თავზურგტვინის ტრავმა, თავისა და ზურგის ტვინზე ქირურგიული ჩარევის შემდგომი მდგომარეობა);
- პარკინსონისა და ალცჰაიმერის დაავადება, დემენცია, ძილის დარღვევა, ეპილეფსია;
- გონებრივი შრომისუნარიანობის მოსამატებლად; სტრესულ სიტუაციებში – ფსიქოემოციური დაძაბულობისას, დარღვევები, რომლებიც განპირობებულია ყურადღების დეფიციტის არსებობით;
- ახალგაზრდა ასაკის პირებში მეხსიერების გაუმჯობესება;
- ნევროლოგიური და ფსიქიატრიული დაავადებების სხვადასხვა ფორმა, რომლებიც მიმდინარეობს კოგნიტური და ინტელექტუალური ფუნქციების პროგრესირებადი მოშლით;
- პერიფერიული სისხლის მიმოქცევის და მიკროცირკულაციის დარღვევა (მათ შორის, ქვედა კიდურების არტერიოპათია), რეინოს სინდრომი;
- ნეიროსენსორული დარღვევები (თავბრუსხვევა, შუილი ყურებში, ჰიპოაკუზია);
- ყვითელი ხალის ასაკობრივი დეგენერაცია;
- დიაბეტური რეტინოპათია.
მიღების წესი და დოზირება
1 კაფსულა 1-ჯერ დღეში დილით საკვებთან ერთად.
გვერდითი მოვლენები
ზოგადად კაფსულა კარგად გადაიტანება. თერაპიულ დოზების მიღებისას მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენები არ გამოვლენილა.
უკუჩვენებები
უკუნაჩვენებია პროდუქტში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის მქონე პაციენტებში.
შენახვის პირობა
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 30°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. დაიცავით სინათლისა და ტენიანობისგან.
შეფუთვა
თითოეული კოლოფი შეიცავს 30 კაფსულას.
მწარმოებელი
DRUG INTERNATIONAL LTD.
მცენარეული პროდუქტების განყოფილება.
გაზიპური, ბანგლადეში.