კოლისტიპოლი 4500000სე +გამხს#1

კოლისტიპოლი 4500000სე +გამხს#1

0.00 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: კოლისტინი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 144945
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

კოლისტიპოლ

შემადგენლობა

  • აქტიური ნივთიერება:ერთი ფლაკონი შეიცავს 360 მგ აქტიური ნატრიუმის კოლისტიმეთატს, რაც არის 4.500.000 სე კოლისტინის ფუძის ეკვივალენტური.
  • დამხმარე ნივთიერებები:  საინექციო წყალი.

               

1. კოლისტიპოლის დახასიათება და მისი გამოყენება

კოლისტიპოლი შეიცავს აქტიურ ნივთიერება ნატრიუმის კოლისტიმეთატს. ის მიეკუთვნება პოლიმიქსინების სახელწოდებით ცნობილი ანტიბიოტიკების ჯგუფს.

კოლისტიპოლი გამოიყენება გარკვეული ბაქტერიებით გამოწვეული ზოგიერთი ტიპის სერიოზული ინფექციების სამკურნალოდ. ყველა ანტიბიოტიკის მსგავსად, კოლისტიპოლსაც შეუძლია მხოლოდ გარკვეული ტიპის ბაქტერიის განადგურება. ამიტომ ის შესაფერისია მხოლოდ ზოგიერთი ტიპის ინფექციების სამკურნალოდ.

კოლისტიპოლი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში, რომელიც შეიცავს 10 მლ უფერო შუშის ფლაკონს და უფერო შუშის ამპულას, 2 მლ საინექციო წყლით.

კოლისტიპოლი გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ ორგანიზმის სხვადასხვა ნაწილში.

კოლისტიპოლი შეიყვანება ინტრავენური ხსნარის სახით არსებული ტიპის ბაქტერიებით გამოწვეული სერიოზული ინფექციების სამკურნალოდ. ეს ინფექციები მოიცავს გარკვეული სახის პნევმონიებს და თირკმელებისა და შარდის ბუშტის ზოგიერთ ინფექციას. კოლისტიპოლი ზოგადად არ გამოიყენება ასეთი ინფექციების სამკურნალოდ. თუმცა, როდესაც სხვა ანტიბიოტიკები რაიმე მიზეზით არ არის შესაფერისი, შეიძლება გამოყენებულ იქნას კოლისტიპოლი.

გარდა ამისა, კოლისტიპოლი ასევე ნაჩვენებია ინჰალაციის გზით Pseudomonas aeruginosa-ს მიერ გამოწვეული ფილტვის ქრონიკული ინფექციების სამკურნალოდ კისტოზური ფიბროზით დაავადებულ მოზრდილებში და ბავშვებში  და შემდეგ შემთხვევებში:

-         სისტემური ანტიბიოტიკოთერაპიისას ხანგრძლივი ინჰალაციის დროს სასუნთქი გზების იზოლატებში Pseudomonas aeruginosa-ის თავდაპირველი ზრდის შემთხვევაში, რომელიც მიმდინარეობს სიმპტომებით ან უსიმპტომოდ,

-         ხანგრძლივი ინჰალაციის დროს Pseudomonas aeruginosa-ის კოლონიზაციის მქონე 6-წლამდე ასაკის პაციენტებში, თუ ადგილი აქვს სიმპტომების განვითარებას,

-         ხანგრძლივი ინჰალაციის დროს, როდესაც Pseudomonas aeruginosa-ის შტამი რეზისტენტულია ტობრამიცინის მიმართ.

2. კოლისტიპოლის მიღებამდე საყურადღებო ინფორმაცია

არ მიიღოთ კოლისტიპოლი შემდეგ შემთხვევებში:

  • თუ ხართ ალერგიული კოლისტიმეტატი ნატრიუმის ან კოლისტიპოლის სხვა ინგრედიენტების მიმართ.

კოლისტიპოლის გამოყენება სიფრთხილით უნდა მოხდეს შემდეგ შემთხვევებში:

  • თუ გაქვთ ან გქონდათ თირკმლის პრობლემები;
  • თუ გქვთ მიასთენია გრეივსის დაავადება;
  • თუ ხართ პორფირიის მქონე პაციენტი (დაავადებების ჯგუფი, რომელიც გამოწვეულია ფერმენტების ნაკლებობით, რომლებიც საჭიროა მნიშვნელოვანი ნივთიერების, სახელწოდებით „ჰემის“ დასამზადებლად, რომელიც აუცილებელია ორგანიზმში სისხლის წითელი უჯრედებისთვის);
  • თუ გაქვთ ასთმა.

ზოგიერთ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს გულმკერდში მოჭერის შეგრძნება, სასუნთქი გზების შევიწროების გამო კოლისტიპოლის ჩასუნთქვისას. ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სხვა მედიკამენტები პირდაპირი ინჰალაციისთვის კოლისტიპოლის გამოყენებამდე ან მის შემდეგ ამ მდგომარეობის პრევენციის ან მკურნალობის მიზნით.

1 წლამდე ასაკის ჩვილებში განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო KOLISTIPOL-ის გამოყენებისას, რადგან თირკმელები ჯერ კიდევ არ არის სრულად განვითარებული.

მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის, იმ შემთხვევაშიც კი თუ ეს მდგომარეობები აღგენიშნათ წარსულში ნებისმიერ დროს.

კოლისტიპოლის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

ურთიერთქმედება საკვებთან და სასმელებთან არ დაფიქსირებულა გამოყენების მეთოდის გამო.

ორსულობა

პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისთვის.

თუ ორსულად ხართ, ან დაორსულდით კოლისტიპოლის გამოყენებისას ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას უახლოეს მომავალში, აცნობეთ ექიმს. ექიმი აგიხსნით კოლისტიპოლის გამოყენების პოტენციურ რისკებს.

კოლისტიპოლის ეფექტი ნაყოფზე უცნობია.

თუ მკურნალობის დროს შენიშნეთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ლაქტაცია

პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისთვის.

ნატრიუმის კოლისტიმეტატი გადადის დედის რძეში, თუნდაც მცირე რაოდენობით. ძუძუთი კვების პერიოდში სამედიცინო აუცილებლობის შემთხვევაში გამოიყენეთ პრეპარატი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, სარგებელი/რისკის სტატუსის გათვალისწინებით.

ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება

პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ნერვული სისტემის გარდამავალი დარღვევები, როგორიცაა თავბრუსხვევა და მეტყველების დარღვევა. შეიძლება იყოს გვერდითი მოვლენები, როგორიცაა დაბნეულობა და მხედველობის პრობლემები. თუ აღგენიშნათ ეს ეფექტები, არ მართოთ ავტომობილი ან არ გამოიყენოთ მექანიზმები კოლისტიპოლის გამოყენებისას.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია კოლისტიპოლის შემადგენლობაში არსებული შემავსებლების შესახებ

კოლისტიპოლი შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს თითო დოზაზე; ანუ არის "უნატრიუმო". მასში შემავალი დოზის გამო გაფრთხილება არ არის საჭირო.

სხვა პრეპარატებთან გამოყენება

აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები.

თუ თქვენ იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს, უნდა აცნობოთ ექიმს კოლისტიპოლის მიღებამდე.

თუ იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ წამალს, შეიძლება ვერ შეძლოთ კოლისტიპოლის მიღება. ზოგჯერ სხვა მედიკამენტები უნდა შეწყდეს (შესაძლოა მხოლოდ გარკვეული ხნით) ან შეიძლება დაგჭირდეთ კოლისტიპოლის უფრო დაბალი დოზა ან შეიძლება დაგჭირდეთ მონიტორინგი, სანამ იღებთ კოლისტიპოლს. ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება საჭირო გახდეს სისხლში კოლისტიპოლის დონის  დროდადრო გაზომვა, რათა დარწმუნდეთ, რომ სწორ დოზას იყენებთ.

- მედიკამენტები, როგორიცაა ამინოგლიკოზიდები (გენტამიცინი, ტობრამიცინი, ამიკაცინი და ნეტილმიცინი) და ცეფალოსპორინები, რომლებსაც შეუძლიათ გავლენა მოახდინონ თირკმელების ფუნქციონირებაზე. ასეთი მედიკამენტების მიღებამ კოლისტიპოლთან ერთად შეიძლება გაზარდოს თირკმელების დაზიანების რისკი (იხილეთ წინამდებარე ინსტრუქციის მე-4 ნაწილი).

- მედიკამენტები, როგორიცაა ამინოგლიკოზიდები (რომლებიც მოიცავს გენტამიცინს, ტობრამიცინს, ამიკაცინს და ნეტილმიცინს), რომლებსაც შეუძლიათ გავლენა მოახდინონ ნერვულ სისტემაზე. ასეთი მედიკამენტების მიღებამ კოლისტიპოლთან ერთად შეიძლება გაზარდოს გვერდითი ეფექტების რისკი ყურის დაზიანების მხრივ და ნერვული სისტემის სხვა ნაწილებში (იხ. განყოფილება 4 ამ ინსტრუქციაში).

- მედიკამენტები, ე.წ. კუნთების რელაქსანტები, რომლებიც ხშირად გამოიყენება ზოგადი ანესთეზიის დროს. კოლისტიპოლს  შეუძლია გააძლიეროს ამ მედიკამენტების ეფექტი. თუ გაქვთ ზოგადი ანესთეზია, აცნობეთ თქვენს ანესთეზიოლოგს, რომ იღებთ კოლისტიპოლს.

თუ გაწუხებთ მიასთენია გრავისი და ასევე იღებთ სხვა ანტიბიოტიკებს, სახელწოდებით მაკროლიდებს (როგორიცაა აზითრომიცინი, კლარითრომიცინი ან ერითრომიცინი) ან ანტიმიკრობულ საშუალებებს სახელწოდებით ფტორქინოლონები (როგორიცაა ოფლოქსაცინი, ნორფლოქსაცინი და ციპროფლოქსაცინი), კოლისტიპოლის მიღება კიდევ უფრო ზრდის კუნთების სისუსტის და სუნთქვის გაძნელების რისკს. კოლისტიპოლის ერთდროულად მიღებამ ინფუზიის  და  ინჰალაციის სახით შეიძლება გაზარდოს გვერდითი მოვლენების რისკი.

თუ იღებთ ან ახლახან იღებდით სხვა პრეპარატებს, მათ შორის ურეცეპტოდ, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

3. კოლისტიპოლის მიღების წესი

პრეპარატის სათანადო გამოყენების ინსტრუქციები და დოზირების/მიღების სიხშირე:

დაავადების, სხეულის წონისა და თირკმელების ფუნქციიდან გამომდინარე, ექიმი განსაზღვრავს მედიკამენტის დოზას, მისი მიიღების მეთოდს და მკურნალობის ხანგრძლივობას.

კოლისტიპოლი ინიშნება დოზით 5 მგ/კგ/დღეში რომელიც იყოფა 2-დან 3 მიღებამდე თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში ინფექციის სიმძიმის მიხედვით.

სიმსუქნით დაავადებულ პაციენტებში დოზა უნდა დარეგულირდეს იდეალურ წონაზე.

პრეპარატის მიღების გზა და მეთოდი:

კოლისტიპოლი შეჰყავთ ინტრამუსკულარული ინექციით ან ინტრავენური ინფუზიით.

განაზავეთ კოლისტიპოლი (4.500.000 სე/ფლაკონი) 2.0 მლ საინექციო წყალში.  განზავებული ხსნარით მიიღება ნატრიუმის კოლისტიმეთატი 2.250.000 სე/მლ კოლისტინის ფუძის აქტივობის ეკვივალენტური კონცენტრაციით.

განზავების დროს  ფრთხილად ატრიალეთ ფლაკონი, რათა თავიდან აიცილოთ ქაფის წარმოქმნა.

ინტრათეკალური (ხერხემლში)/ინტრავენტრიკულური (გულის პარკუჭში) შეყვანა:

მენინგიტი, ინტრათეკალური ან ინტრავენური შეყვანის დოზა: 300000 სე/დღეში (ინტრათეკალური დოზა ჩვეულებრივ მიიღება IV პოლიმიქსინთან ერთად).

ინჰალაციის გზით: ქვედა სასუნთქი გზების ინფექციების ადგილობრივი მკურნალობისას 1.500.000-2.250.000 სე კოლისტიპოლი გამოიყენება 2-3-ჯერ დღეში ნებულაიზერით, 3-4 მლ ფიზიოლოგიურ ხსნარში.

სხვადასხვა ასკობრივი ჯგუფები

გამოყენება ბავშვებში

გამოიყენება მოზრდილთა დოზა.

ხანდაზმულებში

ვინაიდან ხანდაზმულ პაციენტებს აქვთ თირკმლის ფუნქციის დაქვეითება, რეკომენდებულია სიფრთხილე დოზის შერჩევისას. თირკმელების ფუნქციის მონიტორინგი უნდა დაიწყოს უმცირესი დოზის დიაპაზონით.

გამოყენება გარკვეულ  შემთხვევებში

ღვიძლის უკმარისობა

ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.

თირკმლის უკმარისობა

თირკმლის უკმარისობის დროს დღიური დოზა უნდა შემცირდეს.

რეკომენდებული დოზის ცვლილებები თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში მოცემულია ქვემოთ.

კრეატინინის კლირენსი (მლ/წთ)

ჯამური დღიური დოზა*

გამოყენების სიხშირე

მინიმალური

მაქსიმალური

60

9.000.000 სე

12.600.000 სე

 

 

 

ყოველ 12 საათში

50

7.875.000 სე

11.025.000 სე

40

6.750.000 სე

9.450.000 სე

30

5.625.000 სე

7.875.000 სე

20

4.500.000 სე

6.300.000 სე

≤ 10

3.375.000 სე

4.725.000 სე

* ჯამური დღიური დოზა = მიზნობრივი კონცენტრაცია სისხლში / მგ / ლ) x [1.5 x CrCln) + 30]

(სამიზნე კონცენტრაცია სისხლში იყო 75.000 სე /ლ მინიმალურ დოზებში და 105.000 სე / ლ მაქსიმალური დოზების დროს).

დოზები გამოთვლილ იქნა 1,73 მ2 სხეულის ზედაპირის ფართობის (BSA) მქონე ინდივიდების (საშუალოდ 70 კგ.) მაგალითზე. სრულყოფილი კალკლუაციისთვის გამოყენებულ უნდა იქნეს BSA კორექტირებული კრეატინინის კლირენსი (CrCln =  CrCl x BSA / 1,73 მ2).

კოლისტიპოლის, 4.500.000 სე. ფხვნილი და გამხსნელი ი.მ./ი.ვ. საინექციო და საინჰალაციო ხსნარის მოსამზადებლად, დოზა და დოზირების დიაპაზონი, განკუთვნილი ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტებისთვის, მოცემულია შემდეგ ცხრილში:

ჰემოდიალიზი

იმ დღეებში, როდესაც არ ტარდება ჰემოდიალიზი, ჯამური დღიური დოზა შეადგენს 3.150.000 სე-ს 12 სთ-ში ერთხელ. დიალიზის დღეებში 4.500.000 სე. ჯამური დოზა იყოფა ორად: პირველი ნაწილი მიიღება ჰემოდიალიზის დასრულებამდე ერთი საათით ადრე, ხოლო მეორე ნაწილი - 12 საათის შემდეგ.

უწყვეტი ამბულატორიული პერიტონეალური დიალიზი

(CAPD)

4.800.000 სე ერთხელ დღეში

უწყვეტი თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპია

(CRRT)

შრატის საშუალო კონცენტრაცია სტაციონარულ მდგომარეობაში შეადგენს 3,5 მკგ/მლ  20.160.000 სე. ჯამური დოზის შემთხვევაში. აღნიშნული დოზა იყოფა 12 საათში ერთხელ მისაღებ დოზებად.

თუ დაგრჩათ შთაბეჭდილება რომ კოლისტიპოლის ეფექტი არის ძალიან ძლიერი ან სუსტი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი კოლისტიპოლი

თუ ფიქრობთ, რომ მიიღეთ საჭიროზე მეტი კოლისტიპოლი, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს ან ექთანს რჩევისთვის ან, თუ ისინი ხელმისაწვდომი არ არიან, დაუკავშირდით ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს  და სასწრაფო დახმარების განყოფილებას. თუ შემთხვევით მიიღეთ  ბევრი კოლისტიპოლი, გვერდითი მოვლენები შეიძლება იყოს სერიოზული და შეიძლება მოიცავდეს თირკმელების პრობლემებს, კუნთების სისუსტეს და სუნთქვის გაძნელებას (ან თუნდაც შეჩერებას). თუ მკურნალობთ საავადმყოფოში ან სახლში ექიმის ან მედდის მიერ და ფიქრობთ, რომ შესაძლოა გამოგრჩათ  ან მოგცეთ  ზედმეტი დოზა კოლისტიპოლი, გთხოვთ, ჰკითხოთ თქვენს ექიმს, მედდას ან ფარმაცევტს ამის შესახებ.

თუ მიიღეთ დანიშნულ დოზაზე მეტი კოლისტიპოლი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ კოლისტიპოლის მიღება

თუ თავად მკურნალობთ და გამოტოვეთ რაიმე დოზა, უნდა მიიღოთ გამოტოვებული დოზა როგორც კი გაგახსენდებათ და შემდეგ მიიღოთ  შემდეგი დოზა 8 საათის შემდეგ, თუ იყენებთ კოლისტიპოლს სამჯერ დღეში, ან 12 საათის შემდეგ, თუ იყენებთ კოლისტიპოლს  დღეში ორჯერ. განაგრძეთ იქიდან, როგორც მითითებულია. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის შესავსებად.

ეფექტები რომლებიც შესაძლოა განვითარდეს კოლისტიპოლის მიღების შეწყვეტისას

პირველ რიგში მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ ფიქრობთ კოლისტიპოლით მკურნალობის შეწყვეტას.

მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ სხვა შეკითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით.

4. მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები

ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად, პაციენტებს კოლისტიპოლის ინგრედიენტების მიმართ მგრძნობელობით, შესაძლოა აღენიშნოთ გვერდითი ეფექტები.

თუ ქვემოაღნიშნულიდან რომელიმე რეაქციას ჰქონდა ადგილი, შეწყვიტეთ კოლისტიპოლის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს დაზარალებულთა განყოფილებას:

ალერგიული რეაქციები

კოლისტიპოლი შეჰყავთ ვენაში თუ ინჰალაციის გზით, შესაძლებელია განვითარდეს ალერგიული რეაქცია. სერიოზული ალერგიული რეაქციები შეიძლება განვითარდეს პირველივე დოზის დროსაც და შეიძლება მოიცავდეს გამონაყარის სწრაფ განვითარებას, სახის, ენისა და კისრის შეშუპებას, სასუნთქი გზების შევიწროების გამო სუნთქვის უუნარობას და გონების დაკარგვას.

ეს ყველაფერი ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია.

თუ თქვენ აღგენიშნათ ამ გვერდითი ეფექტებიდან ერთ-ერთი, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ ძლიერი ალერგია კოლისტიპოლის მიმართ. შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.

ასეთი ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენები იშვიათია.

ნაკლებად მძიმე ალერგიული რეაქციები მოიცავს კანის გამონაყარს, რომელიც მოგვიანებით გამოჩნდება მკურნალობის დროს.

გვერდითი მოვლენები აღწერილია შემდეგნაირად.

ძალიან ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს 10 პაციენტიდან სულ ცოტა ერთში.

ხშირი: 10 პაციენტიდან ერთზე ნაკლები, მაგრამ 100 პაციენტიდან ერთზე მეტი.

არახშირი: 100 პაციენტიდან ერთზე ნაკლები, მაგრამ 1,000 პაციენტიდან ერთზე მეტი.

იშვიათი: 1,000 პაციენტიდან ერთზე ნაკლები, მაგრამ 10,000 პაციენტიდან ერთზე მეტი.

ძალიან იშვიათი: შეიძლება გამოვლინდეს 10,000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებში.

უცნობი: მისი შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით.

ძალიან ხშირი:

• სისხლის ანალიზში შესაძლოა ნაჩვენები იქნას თირკმლის ფუნქციის ცვლილებები;

• თავის ტკივილი;

• ჩხვლეტა ან დაბუჟება პირის, ტუჩების და სახის ირგვლივ;

• ქავილი;

• კუნთების სისუსტე.

იშვიათი

• თირკმლის უკმარისობა.

უცნობი

• თავბრუსხვევა;

• მოძრაობების კონტროლის სირთულე;

• ტკივილი ინექციის ადგილზე;

• გამონაყარი კანზე.

გვერდითი მოვლენები, რომლებიც დაკავშირებულია კოლისტიპოლის ვენაში შეყვანასთან

გვერდითი ეფექტები, რომლებიც გავლენას ახდენს ნერვულ სისტემაზე, უფრო სავარაუდოა, პირებში რომლებიც კოლისტიპოლის ძალიან მაღალი დოზას იღებენ, თირკმლის პრობლემები აქვთ ან მათ, ვინც ასევე ღებულობს კუნთების რელაქსანტებს ან სხვა მედიკამენტებს, რომლებსაც მსგავსი ეფექტი აქვთ ნერვულ ფუნქციაზე. ამ შესაძლო გვერდითი ეფექტებიდან ყველაზე სერიოზული ნერვულ სისტემაში არის სუნთქვის უუნარობა გულმკერდის კუნთების დამბლის გამო.

თუ გაქვთ სუნთქვის გაძნელება, სასწრაფოდ უნდა მიმართოთ სამედიცინო დახმარებას.

სხვა შესაძლო გვერდითი მოვლენები მოიცავს დაბუჟებას ან ჩხვლეტას (განსაკუთრებით სახის ირგვლივ), თავბრუსხვევას ან წონასწორობის დაკარგვას, არტერიული წნევის სწრაფ ცვლილებებს ან სისხლის მიმოქცევას სწრაფ ცვლილებებს (სისუსტის და სიწითლის ჩათვლით), დაბნეულ მეტყველებას, მხედველობის პრობლემებს, დაბნეულობას და ფსიქიკურ პრობლემებს (რეალობის განცდის დაკარგვის ჩათვლით).

ინექციის ადგილზე შეიძლება იყოს რეაქციები, როგორიცაა გაღიზიანება.

ასევე შეიძლება განვითარდეს თირკმელების პრობლემები. ეს განსაკუთრებით სავარაუდოა იმ ადამიანებში, რომლებსაც უკვე აქვთ თირკმლის პრობლემები, ან რომლებიც კოლისტიპოლთან ერთად იღებენ სხვა მედიკამენტებს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ გვერდითი მოვლენები თირკმელებში, ან რომლებსაც კოლისტიპოლის იღებენ ძალიან მაღალი დოზით. ეს გვერდითი ეფექტები ჩვეულებრივ შემცირდება  მკურნალობის შეწყვეტის ან კოლისტიპოლის დოზის შემცირების შემთხვევაში.

კოლისტიპოლის ჩასუნთქვასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები (ნებულაიზაცია)

გვერდითი ეფექტების რისკი, როგორც წესი, გაცილებით ნაკლებია ინჰალაციის დროს, რადგან ჩვეულებრივ ძალიან ცოტა კოლისტიპოლი  აღწევს სისხლძარღვში ამ გზით მიღებისას.

შესაძლო გვერდითი მოვლენები მოიცავს ხველას, გულმკერდის დაჭიმვის შეგრძნებას სასუნთქი გზების შევიწროების გამო, პირის ღრუს ან ყელის ტკივილს და პირის ღრუს ან ყელის სოკოვანი (Candida) ინფექციებს.

ზოგიერთ ადამიანს, რომელიც ღებულობს კოლისტიპოლს ნებულაიზერის საშუალებით, შეიძლება ჰქონდეს გულმკერდის შებოჭილობა და ხიხინი, ხველა ან ქოშინი. ამიტომ პირველი დოზა უნდა განიხილოთ ექიმთან ან ექთანთან. ექიმმა შეიძლება ასევე გირჩიოთ მედიკამენტების მიღება, რათა თავიდან აიცილოთ ქოშინი. ექიმმა შეიძლება შეამოწმოს სუნთქვა სამედიცინო გამოკვლევის დროს.

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ შეამჩნევთ რაიმე სხვა ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში.

გვერდითი ეფექტების მოხსენება

თუ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ანესთეზიოლოგს ან სხვა ექიმს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი ეფექტების პირდაპირ „მედიკამენტების გვერდითი ეფექტების შესახებ მოხსენების“ საშუალებით, რომელიც მითითებულია www.titck.gov.tr-ზე, ან შეატყობინოთ ამის შესახებ TÜFAM-ს (თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრი) დარეკვით 0 800 314 00 08 ტელეფონის ნომერზე. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.

5. კოლისტიპოლის შენახვის პირობები

შეინახეთ კოლისტიპოლი ორიგინალ შეფუთვაში და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე არაუმეტეს 250C-ზე.

საინფუზიო ხსნარის გამოყენება უნდა მოხდეს 24 საათში.

განზავებული ხსნარი უნდა მოთავსდეს მაცივარში (2-80C) და გამოყენებულ იქნას 7 დღეში.

გამოიყენეთ ვარგისობის ვადის დაცვით.

არ გამოიყენოთ კოლისტიპოლი შეფუთვაზე მითითებული  ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ გამოიყენოთ კოლისტიპოლი, თუ შეამჩნევთ დაზიანების რაიმე ნიშანს პროდუქტზე და/ან მის შეფუთვაზე.

არ გადააგდოთ პრეპარატები რომელიც ვადაგასულია ან აღარ მოიხმართ! გთხოვთ, გადასცეთ იგი გარემოს დაცვის, ურბანიზაციისა და კლიმატის ცვლილების სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შეგროვების სისტემას.

მარკეტინგის ნებართვის მფლობელი

POLIFARMA ILAC SAN. VE TIC. A.Ş(პოლიფარმა ილაჯ სან.ვე ტიჯ. ა.შ.)

Vakiflar OSB Mahallesi, Sanayi Caddesi No:22/1 Ergene/თექირდაღი

ტელ: 0282 675 14 04

ფაქსი: 0282 675 14 05.

წარმოების ადგილი (ფლაკონი)

AROMA ILAC SANAYI LTD. STI(არომა ილაჯ სანაი ლტდ. სტი)

Vakiflar OSB Mahallesi, Sanayi Caddesi

No:22/1 Ergene/თექირდაღი,

ტელ: +90 282 675 10 06

ფაქსი: +90 282 675 14 05.

წარმოების ადგილი (გამხსნელის ამპულა)         

AROMA ILAC SANAYI LTD. STI(არომა ილაჯ სანაი ლტდ. სტი)

Vakiflar OSB Mahallesi, Sanayi Caddesi

No:22/1 Ergene/თექირდაღი,

ტელ: +90 282 675 10 06

ფაქსი: +90 282 675 14 05

e-mail: [email protected]

ინფორმაცია მხოლოდ სამედიცინო პერსონალის ან ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის

ინტრავენური შეყვანა

პირდაპირი შენაცვლებითი შეყვანა: ნელა შეიყვანება ჯამური დღიური დოზის ნახევარი 3-დან 5 წუთის განმავლობაში ყოველ 12 საათში;

უწყვეტი ინფუზია: ნელა შეიყვანება ჯამური დღიური დოზის ნახევარი 3-5 წუთის განმავლობაში. კოლისტიპოლის ჯამური დღიური დოზის დარჩენილ ნახევარს ემატება შემდეგიდან ერთ-ერთი

- 0,9% NaCl

- 5% დექსტროზა 0.9% NaCl-ში

- 5% დექსოზა წყალში

- 5% დექსტროზა 0.45% NaCl-ში

- 5% დექსტროზა 0.225% NaCl-ში

- რინგერის ლაქტატის ხსნარი

- 10% ინვერტული შაქრის ხსნარი.

არ არსებობს საკმარისი მონაცემები სხვა პრეპარატებთან ერთად ან ზემოთ მითითებულ საინფუზიო ხსნარების გარდა სხვა ნივთიერებებთან ერთად კოლისტიპოლის გამოყენებასთან დაკავშირებული რეკომენდაციების შესახებ.

ჯამური დღიური დოზის მეორე ნახევარი ნელა შეიყვანეთ ინტრავენური ინფუზიის გზით, საწყისი დოზის მიღებიდან 1-2 საათში, მომდევნო 22-23 საათის განმავლობაში. თირკმლის უკმარისობის შემთხვევაში, შეამცირეთ ინფუზიის ინტენსივობა თირკმლის უკმარისობის ხარისხის შესაბამისად.   

ინტრავენური ხსნარისა და გამოსაყენებელი მოცულობის შერჩევა ხდება სითხისა და ელექტროლიტების დეფიციტისა და დანაკარგის აღმდგენი ინფუზიური თერაპიის მოთხოვნების შესაბამისად.

ნატრიუმის კოლისტიმეთატის შემცველი ნებისმიერი საინფუზიო ხსნარი უნდა მომზადდეს უშუალოდ გადასხმის წინ და გამოყენებულ იქნეს მაქსიმუმ 24 საათის განმავლობაში.