როზმარინის ზეთი 10მლ (ნეოფ)
გააზიარე:
როზმარინის ზეთი
Oleum Rosmarini
მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის!
აღწერა
უფერო ან ღია ყვითელი შეფერილობის, გამჭვირვალე, ქაფურისათვის დამახასიათებელი არომატული სუნის მქონე სითხე.
შემადგენლობა და თვისებები
როზმარინის ზეთი 10მლ, 20მლ.
როზმარინის ზეთი უნიკალური ქიმიური შემადგენლობით გამოირჩევა (მაკრო- და მიკროელემენტები, ვიტამინები,ორგანული მჟავები, ფიტოსტერინები), ამიტომაც გააჩნია მრავალი სასარგგებლო თვისება: მატონიზირებელი, ანტიოქსიდანტური, ანტიმიკრობული. როზმარინის ზეთს აქტიურად იყენებენ კანისა და თმის მოსავლელად. მისი გამოყენება ამცირებს ცხიმიანი კანის ფორებს, ათანაბრებს კანის რელიეფს, კანი ხდება უფრო ნაზი და ელასტიური; აჯანსაღებს თმებს და ხელს უწყობს მათ ზრდას, ამცირებს თმის ცვენას და აქრობს ქერტლს; აგრეთვე, იყენებენ შენობებში ჰაერის,ასევე აბაზანების წყლის არომატიზირებისთვის.
გამოყენება
თმის მოვლა (თმის სტრუქტიურის გაუმჯობესება, ზრდის სტიმულაცია),
კოსმეტიკური საშუალებების გამდიდრება,
ჰაერის არომატიზაცია,
აბაზანის არომატიზაცია.
გამოყენების წესი და დოზირება
კოსმეტიკური საშუალებების არომატიზირებისა და გამდიდრების მიზნით: 2-3 წვეთი 10გ კოსმეტიკურ საშუალებაში (კრემები, ლოსიონები, მცენარეულ ზეთში, შამპუნში და ა.შ.).
აბაზანის არომატიზაციისთვის: აბაზანის მიღებისას 37-38°C წყალში შეიტანეთ წინასწარ მცირე რაოდენობით რძეში გახსნილი ან ზღვის მარილში შერეული 7-8 წვეთი ზეთი. აბაზანის მიღების ხანგრძლივობა – 15-20წთ. აბაზანები როზმარინის ზეთით ხელს უწყობს კანის გაჯანსაღებას, კანის უჯრედების აღდგენას.
თმის ზრდის სტიმულირებისთვის: 5-10 წვეთი შეურიეთ 100მლ შამპუნს, კარგად შეანჯღრიეთ და გამოიყენეთ ჩვეულებრივად თავის დაბანისას. თმები ხდება უფრო ძლიერი, ჯანსაღი.
თმის ძირების გასამაგრებლად: შეიზილეთ რამდენიმე წვეთი თმის ძირებში და გააჩერეთ 30წთ, შემდეგ ჩამოიბანეთ (კვირაში 2-ჯერ).
შენობაში ჰაერის არომატიზირებისათვის: სუნელოვანი ეთერზეთი ჰაერს სისუფთავის და სიგრილის ელფერს შესძენს.
განსაკუთრებული გაფრთხილება
განუზავებელი ზეთის კანზე დატანა არ შეიძლება!
გამოიყენება მხოლოდ ფუძე- მატარებელში(მცენარეული ზეთი, კრემი და სხვ.) გახსნილი სახით, 1:7 თანაფარდობით.
გვერდითი მოვლენები
შეიძლება გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა ეთერზეთის მიმართ, ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი,მაღალი არტერიული წნევა,6 წლამდე ბავშვთა ასაკი.
გაცემის წესი:გაიცემა ურეცეპტოდ.
ვარგისობის ვადა:2 წელი.
შენახვის პირობები
ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურის პირობებში, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ ან ვიზუალური დათვალიერებისას დეფექტების აღმოჩენის შემთხვევაში როზმარინის ზეთის გამოყენება დაუშვებელია.
მწარმოებელი
შ.პ.ს ,,ნეოფარმი“.
საქართველო, თბილის, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12კმ:
ტელ/ფაქსი:+995(032)259-64-46. 259-57-90.