სემიკალ GEL-B 90 30მგ/3მლ#1შპრ*
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
სემიკალ GEL-G CROSS
სახსარშიდა საინექციო ნატრიუმის ჰიალურონატი 30 მგ/3მლ (90მგ).
პრეპარატი უზრუნველყოფს:
- სახსრის ხანგრძლივ დაცვას;
- ოსტეოართროზით გამოწვეული ტკივილის შემცირებას;
- სახსრის ფუნქციის გაუმჯობესებას;
- ერთი ვიზიტის ფარგლებში ერთი ინექცია-გრძელვადიანი კომფორტით.
თიქსოტროპული პროცესის ტექნოლოგიით დამზადებული Cross-Linked პროდუქტი
სემიკალ GEL-G CROSS შეიცავს ბაქტერიული ფერმენტაციით მიღებულ 1.0-3.0 M Da მოლეკულური მასის ჰიალურონატს, რომელიც ხასიათდება სისუფთავის მაღალი ხარისხით, მაღალი ელასტიური თვისებებით (Rheological properties G”-204 Pa.s G”-190Pa.s).
პრეპარატის სინოვიალურ სივრცეში შეყვანის შედეგად მცირდება ტკივილი, სინოვიალური მემბრანის ანთება, უმჯობესდება სახსრის მობილობა, სინოვიალური სითხის საპოხი და დარტყმის შთანთქმის თვისებები. იგი იცავს სასახსრე ხრტილს მექანიკური და ქიმიური ზემოქმედებისგან, ასტიმულირებს ენდოგენური ჰიალურონის მჟავას სინთეზს.
გამოყენება
სახსარშიდა ინექცია კეთდება ასეპტიკურ პირობებში წელიწადში/ წელიწად ნახევარში ერთხელ. ეს დამოკიდებულია სახსრის დაზიანების ხარისხზე, დატვირთვაზე, ფონურ დაავადებაზე.
ინექციის შემდეგ შესაძლოა აღინიშნებოდეს სუსტად გამოხატული დისკომფორტი გარდამავალი შეშუპების, წვის შეგრძნების, შეწითლების სახით. უმეტეს პაციენტებში აღნიშნული სიმპტომები ქრება რამოდენიმე დღის განმავლობაში.
გაფრთხილება
ბავშვებსა და ორსულებში პრეპარატის გამოყენების შესახებ კლინიკური მონაცემები არარსებობს.
გაუხსენელი შეფუთვა ინახება მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ოთახის პირობებში 2-25°C ტემპერატურაზე.
გამოშვებისფორმა
30 მგ/3 მლ მზა გრადიურებული შპრიცი.
მწარმოებელი
SEMICAL. თურქეთი
პარტნიორი საქართველოში
შპს Prime Line.
ტელ.:571434043, 599300025.