ისიენ ECN 320მგ #20კაფს

ისიენ ECN 320მგ #20კაფს

94.98 ლარი 68.38 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ქვეყანა:
მწარმოებელი: ფარმა ზენტრალი
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ეშერიხია კოლის ბაქტერიული ლიზატი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 144875
გააზიარე:

ისიენ ECN 320 მგ N 20 კაფსულა

 

ფარმაკოდინამიკა.

ისიენ ECN-ის შემადგენლობაში შედის ადამიანისთვის დამახასიათებელი  არაპათოგენური ბაქტერიების შტამი, რომელიც მიეკუთვნება Escherichia coli-ის (E. coli) სახეობას, კერძოდ, E. coli, შტამი NISSLE 1917. სპეციალური ადჰეზიური ორგანელების დახმარებით (ტიპი F-1A, F-1C და "ხვეული" ფიმბრიები) ამ ბაქტერიების შტამს უნარი აქვს მიმაგრდეს მსხვილი ნაწლავის ლორწოვან გარსზე და შექმნას მიკროკოლონიები ბიოფილმის სახით. წამწამების არსებობის გამო ბაქტერიებს ახასიათებთ მობილობა, რაც მსხვილი ნაწლავის კოლონიზაციისას  უპირატესობას ანიჭებს მათ.

კლინიკური კვლევებით დადგენილია შემდეგი ეფექტები და მოქმედების მექანიზმები:

ანტიმიკრობული თვისებები (ანტაგონიზმი)

E. coli, შტამი NISSLE 1917 აყალიბებს ანტიმიკრობულ სუბსტანციებს (მიკროცინებს) და რკინა-შემაკავშირებელ უამრავ  სისტემას (სიდეროფორები), რომლებიც, ერთი მხრივ, პასუხისმგებელნი არიან პირდაპირ ანტაგონიზმზე პათოგენების მიმართ, მეორე მხრივ, შტამის სტაბილურობაზე, რომლის მოქმედების ხანგრძლივობა აღემატება პრეპარატის პერორალური მიღების ხანგრძლივობას. გარდა ამისა, შტამს  აქვს მაინჰიბირებელი ეფექტი მსხვილი ნაწლავის ლორწოვან გარსში ენტეროინვაზიური პათოგენების შეჭრაზე.  

მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი ბარიერის სტაბილიზაცია

მსხვილი ნაწლავის ეპითელური უჯრედების უჯრედულ კულტურებზე ექსპერიმენტებში, E. coli, შტამმა NISSLE 1917, აჩვენა ეპითელიუმის ბარიერის ფუნქციის სტაბილიზაციისა და ნაწლავის ლორწოვანის გაზრდილი გამტარიანობის ნორმალიზების უნარი. ბარიერის ფუნქციის ეს გაძლიერება არის ფიქსაციის ცილის (ZO-2) სინთეზის სტიმულირების და მისი დახმარებით ძლიერი უჯრედშორისი კონტაქტების ფორმირების შედეგი.

იმუნოსტიმულატორული თვისებები

ინ ვიტრო ექსპერიმენტები მიუთითებს, რომ პრეპარატის გამოყენება ნაწლავის ანთებითი დაავადებების დროს ამცირებს ანთების ადგილზე ახალ გააქტივებულ T- ლიმფოციტების მიგრაციის დონეს.

ანთების საწინააღმდეგო თვისებები

ანთების საწინააღმდეგო მოქმედება დადგენილია, როგორც ადამიანის ეპითელური უჯრედების in vitro ექსპერიმენტებში, ასევე in vivo.

პროკინეტიკური თვისებები

E. coli შტამი NISSLE 1917 მეტაბოლიზმის დროს ასინთეზებს მოკლე ჯაჭვიან ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც აუცილებელია მსხვილი ნაწლავის ლორწოვანის ოპტიმალური ენერგეტიკული ბალანსისთვის. მათი გავლენით სტიმულირდება მსხვილი ნაწლავის მოძრაობა და მის ლორწოვან გარსში სისხლის ნაკადი, ძლიერდება ნატრიუმის და ქლორიდ-იონების შეწოვა. ქრონიკული ყაბზობის მკურნალობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოძრაობის სტიმულირება, რომელიც, სავარაუდოდ, ბაქტერიული წარმოშობის ძმარმჟავას მოქმედებით ხდება.

ეფექტი მეტაბოლიზმზე

პრეპარატში შემავალი შტამი მონაწილეობს მრავალ მეტაბოლურ პროცესში და ჟანგბადის მოხმარებისას შეუძლია სხვადასხვა ნახშირწყლების, შაქრის სპირტების, ამინომჟავების და სხვა სუბსტრატების კატაბოლიზება. მსხვილი ნაწლავის სანათურში ამ გზით შექმნილი ანაერობული გარემო დიდხანს ნარჩუნდება, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია ნაწლავის ეკოსისტემის სტაბილობისთვის.

ფარმაკოკინეტიკა

კაფსულები მდგრადია კუჭის წვენის მიმართ და წვრილი ნაწლავის ბოლო ნაწილამდე არ იშლება. იმის გამო, რომ აქტიური ნივთიერება (E. coli შტამი NISSLE 1917) კომენსალურია, ის სწრაფად ახდენს მსხვილ ნაწლავის კოლონიზაციას. იგი გამოიყოფა ნაწლავებიდან განავალთან ერთად.

ანტიბიოტიკების ხშირი და არამიზნობრივი გამოყენების შედეგია მიკრობების  რეზისტენტული შტამების ჩამოყალიბება, რომლებიც პერსისტირებენ როგორც ნაწლავებში, ასევე საშარდე გზებში, რაც ხშირად ხდება რეფრაქტორული ცისტიტის მიზეზი და რომელიც ძნელად ექვემდებარება მკურნალობას, ამასთან აქვს  რეციდივების ტენდენცია.

მიღების რეჟიმი და დოზირება

დოზირება დამოკიდებულია პრობლემაზე.

წყლულოვანი კოლიტი: 2 კაფსულა ორჯერ დღეში.

გაურთულებელი დივერტიკულოზის დროს: ერთროულად 2 კაფსულა დღეში ერთხელ  1 თვის  განმავლობაში (3 კოლოფი), შემდეგ  1 კაფსულა დღეში ერთხელ ყოველთვიურად 20 დღის განმავლობაში, მინიმუმ 8 თვე  (8 კოლოფი).

საშარდე გზების ინფექცია:  2 კაფსულა ერთდროულად დღეში ერთხელ 1 თვის  განმავლობაში (3 კოლოფი), შემდეგ  1 კაფსულა დღეში ერთხელ ყოველთვიურად 20 დღის განმავლობაში, მინიმუმ 6 თვე (6 კოლოფი).

გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი: 2 კაფსულა ერთდროულად  დღეში ერთხელ  30 დღის განმავლობაში, შემდეგ  1 კაფსულა დღეში ერთხელ (არა ნაკლებ 3 თვე).

შესაძლო გვერდითი მოვლენები

მიღების დასაწყისში, ხანდახან შეიძლება გამოვლინდეს მუცლის მცირე შებერილობა, რომელიც ჩვეულებრივ ქრება დოზის შემცირებით ან ორ მიღებაზე გაყოფით.

შენახვის წესი შეინახოთ

პრობიოტიკი არ უნდა იქნას გამოყენებული გარე შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. შეინახეთ 2°C-დან 8°C-მდე ტემპერატურაზე.

შემადგენლობა

1 გასტრორეზისტენტული კაფსულა შეიცავს E. coli Nissle 1917-ის 2.5x10 ⁹ ცოცხალ უჯრედებს.

დამხმარე ნივთიერებები: ჟელატინი, შელაკი (E904), ფუტკრის ცვილი (E901), მალტოდექსტრინი, მეტაკრილატის კოპოლიმერი, ტალკი, რკინის ოქსიდი.

არ შეიცავს გლუტენს და ლაქტოზას.

მწარმოებელი

Pharma-Zentrale GmbH.

Loerfeldstr.20, 58313 Herdecke, Deutschland

იტალია, ვატიკანი,  სან მარინო Ca.Di.Group S.p.A.

პარტნიორი საქართველოში

შპს Prime Line.

ტელ.: 571434043.