ტუსიპრესი 200 მლ სიროფი

ტუსიპრესი 200 მლ სიროფი

41.51 ლარი 35.28 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ქვეყანა: ბულგარეთი
მწარმოებელი: ფორტექს ნუტრაცევტიკალს
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 144540
გააზიარე:

ტუსიპრესი 200 მლ სიროფი

მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, წლის განმავლობაში მოზრდილი ადამიანი საშუალოდ 4-5-ჯერ, ბავშვები კი - 6-8-ჯერ ხდებიან ავად. გაციების ერთ-ერთი სიმპტომია ხველა.

ტუსიპრესის ზოგადი დახასიათება

ტუსიპრესი ინოვაციური კომბინირებული პროდუქტია, რომელიც ამშვიდებს ხველას და იცავს სასუნთქ სისტემას. იგი შეიცავს ტუხტს, ბეგქონდარას, მრავალძარღვას და ისლანდიური ხავსის ექსტრაქტებს.

ტუსიპრესის შემადგენლობა

 

აქტიური ნივთიერებები

15 მლ-ში

30 მლ-ში

60 მლ-ში

ტუხტი (Althaea officinalis)

450 მგ

900 მგ

1800 მგ

ბეგქონდარა (Thymus vulgaris)

375 მგ

750 მგ

1500 მგ

მრავალძარღვა (Plantago lanceolata)

300 მგ

600 მგ

1200 მგ

ისლანდიური ხავსი (Cetraria islandica)

180 მგ

360 მგ

720 მგ

ისლანდიური ხავსი (Cetraria islandica L. Ach.) - გამოიყენება უძველესი დროიდან, ექსტრაქტი შეიცავს ფენოლის ნაერთებს, ეთერზეთებს, პოლისაქარიდებს და ფლავანოიდებს; აქვს იმუნომასტიმულირებელი, ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. მის შემადგენლობაში არსებული პოლისაქარიდები ფარავს ზედა სასუნთქი სისტემის ლორწოვანის მემბრანას და ქმნის დამცავ ბარიერს, რითაც ამშვიდებს და ხსნის ხველას.

მრავალძარღვას ექსტრაქტი (Plantago lanceolata) -ამოსახველებელი, ანთების საწინააღმდეგო, ლორწოვან გარსებზე დამარბილებელი მოქმედება გააჩნია. იგი აძლიერებს ბრონქების ლორწოვანი გარსის მოციმციმე ეპითელის წამწამების მოძრაობას და ბრონქული ლორწოს სეკრეციას, იწვევს ნახველის გათხელებას და აადვილებს მის გამოყოფას.

ტუხტი(Althaeaofficinalis)-ამშვიდებს ხველას, ფარავს დაზიანებულ ლორწოვან გარსს თხელი ფენით, არბილებს და შლის მკვრივ, ანთებით ნადებებს (ყელის, ხორხის, ხმოვანი იოგების), აჩქარებს დაზიანებული ლორწოვანი გარსის რეგენერაციას, იცავს სასუნთქი გზების ნერვულ დაბოლოებებს გაღიზიანებისაგან, აუმჯობესებს მადას, ამცირებს წყურვილის შეგრძნებას.

ბეგქონდარა (Thymus vulgaris) - სტანდარტიზებული ეთერზეთის ექსტრაქტი თიმოლი ხასიათდება ანტისეპტიკური, ანტიბაქტერიული და ანტიოქსიდანტური თვისებებით და ასევე აქვს მუკოლიზური მოქმედება. ბეგქონდარას ეთერზეთი ამცირებს გაციების სიმპტომებს, როგორიცაა გაღიზიანებული და შეწითლებული ყელი, ტკივილის შეგრძნება და ხმის ჩახლეჩა.

დამხმარე ნივთიერებები

წყალი, ქსილიტოლი, მარწყვის არომატი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა, ციტრინის მჟავა, კალიუმის სორბატი და ნატრიუმის ბენზოატი.

ჩვენება

ტუსიპრესის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებები ათხიერებს ბრონქულ სეკრეტს, ხელს უწყობს ამოხველებას, ასევე ავლენს შემომგარსველ და ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას ხახის ლორწოვან გარსზე.

მიღების წესი

გამოყენებამდე შეანჯღრიეთ და გამოიყენეთ მზომი ჭიქა. შეგიძლიათ მიიღოთ ყოველ 3 საათში, არაუმეტეს 6-ჯერ დღეში.

 

ბავშვები 1-დან 6 წლამდე

2,5 მლ დოზა (მთლიანი 15 მლ)

ბავშვები 6-დან 12 წლამდე

5 მლ დოზა (მთლიანი 30 მლ)

ბავშვები 12 წელზე უფროსი და მოზრდილები

5-10 მლ დოზა (მთლიანი 30-60 მლ)

უკუჩვენება

პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები არ დაფიქსირებულა. პროდუქტი არ გამოიყენება მისი შემადგენელი რომელიმე კომპონენტის მიმართ ცნობილი ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.

შენახვის პირობები

შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ტუსიპრესი შეფუთვაში ან ბოთლის ეტიკეტზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

გამოშვების ფორმა

მუყაოს კოლოფში ყავისფერი PET ბოთლი 200 მლ სიროფით, დახურული ხრახნიანი თავსახურით და დამცავი რგოლით, აღჭურვილია საზომი მოწყობილობით (საზომი თავსახურით), 2,5-10 მლ გრადუირებით.

მწარმოებელი

FORTEX Nutraceuticals,

მისამართი

#10, Prohladen kat street, 1362 Sofia, Bulgaria.

ტელ.: +359 24 37 23 16, www.fortex.bg

დისტრიბუტორი

შპს „არ დი ფარმა“

მისამართი

დემეტრე თავდადებულის ქ. N9,

თბილისი, 0159, საქართველო.

ტელ.: +995 599 77 00 16

E-mail: [email protected]