უროსამი(ურო-3) 150მლ სიროფი
გააზიარე:
ურო 3 150 მლ სიროფი
ურო 3-ის დახასიათება
ურო-3 4 აქტიური ინგრედიენტის ინოვაციური კომბინაციაა, რომელიც უზრუნველყოფს შარდსაწვეთი სისტემის მკურნალობასა და ოპტიმალურ ზრუნვას.
ურო 3-ს შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებები |
5 მლ-ში |
10 მლ-ში |
შტოშის წვენის კონცენტრატი |
400 მგ |
800 მგ |
ვიტ. C (L-ასკორბინის მჟავა) |
60 მგ / 75%* |
120 მგ / 150%* |
D-მანოზა |
40 მგ |
80 მგ |
პროპოლისი |
35 მგ |
70 მგ |
შტოში - უზრუნველყოფს შარდსასქესო სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, ხელს უშლის ბაქტერიების მიმაგრებას შარდსაწვეთი სისტემის კედლებზე.
D მანოზა - ბუნებრივი მონოსაქარიდია, რომელიც ხელს უწყობს ბაქტერიების, მათ შორის E. coli-ს შარდსაწვეთი სისტემიდან გამოდევნას.
პროპოლისი - ხელს უწყობს შარდსასქესო სისტემის ბუნებრივ ბალანსს. პროპოლისი ფუტკრის უნიკალური პროდუქტია, ცნობილია ასევე როგორც ფუტკრის წებო. ეს ბუნებრივი ანტისეპტიკი გამოირჩევა სასარგებლო ეფექტების ფართო სპექტრით, მათ შორის, შარდსასქესო სისტემის ანთების საწინააღმდეგო ეფექტი.
ვიტამინი C და შტოშის წვენი ცვლის შარდის მჟავიანობას, რაც ქმნის არასასურველ გარემოს ბაქტერიების გამრავლებისა და განვითარებისთვის.
D-მანოზა და შტოშის ნაყოფის ექსტრაქტი (პროანთოციანიდინი) გამოიყენება შარდის ბუშტისა და ქვედა საშარდე გზების ნორმალური ფუნქციონირების შენარჩუნებისთვის.
დამხმარე ნივთიერებები
წყალი, სორბიტოლი, ფრუქტოზა, გლიცეროლი, კალიუმის სორბატი და ნატრიუმის ბენზოატი, ქსანთანის რეზინა.
არ შეიცავს ალკოჰოლს.
ჩვენება
- საშარდე გზების ინფექციები, შარდის ბუშტისა და ურეთრის ინფექციები (ურეთრიტი, პროსტატიტი, ცისტიტი, ვულვიტი, ვაგინიტი);
- საშარდე გზების ინფექცურ-ანთებითი დაავადებები ორსულობის პერიოდში ,, ბაქტერიურია, პროტეინურია;
- მწვავე და ქრონიკული პიელონეფრიტი (კომპლექსური მკურნალობა);
- საშარდე გზების ინფექციების რეციდივი;
- საშარდე გზების გაურთულებელი ინფექციები;
- ანტიბიოტიკოთერაპიასთან კომპლექსში;
უროლითიაზი (პროფილაქტიკა, კომპლექსური მკურნალობა);
- დიაბეტური ნეფროპათია.
მიღების წესი
გამოყენებამდე შეანჯღრიეთ და მიიღეთ მზომი ჭიქით.
ბავშვები 1-დან 3 წლამდე |
5 მლ დღეში |
ბავშვები 3-დან 12 წლამდე |
5 მლ დღეში 1 ან 2-ჯერ |
ბავშვები 12 წელზე უფროსი და მოზრდილები |
5 მლ 2-ჯერ დღეში |
უკუჩვენება
არ მიიღოთ ურო-3 თუ ჰიპერმგრძნობიარე ხართ მასში შემავალი რომელიმე ნივთიერების მიმართ.
არ გამოიყენოთ როგორც დაბალანსებული კვების შემცვლელი.
არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას.
შენახვის პირობები
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ურო-3 შეფუთვაზე ან ბოთლის ეტიკეტზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.
გამოშვების ფორმა
მუყაოს კოლოფში ყავისფერი PET ბოთლი 150 მლ სიროფით, დახურული ხრახნიანი თავსახურით და დამცავი რგოლით, აღჭურვილია საზომი მოწყობილობით (საზომი თავსახურით), 2,5-10 მლ გრადუირებით.
მწარმოებელი
FORTEX Nutraceuticals, Address: #10, Prohladen kat street, 1362 Sofia, Bulgaria.
ტელ.: +359 24 37 23 16,
დისტრიბუტორი
შპს „არ დი ფარმა“
მისამართი
დემეტრე თავდადებულის ქ. N9,
თბილისი, 0159, საქართველო.
ტელ.: +995 599 77 00 16
E-mail: [email protected]