ვიპლაქტინ ამინო #10ფლ*
გააზიარე:
ვიპლაქტინამინო
შემადგენლობა
დოზატორიან სახურავში:
Bifidobacterium animalios ssp.lactis &
Bifidobacterium breve …………………………. 2*109 КОЕ
Lactobacillus rhamnosus …………………….. 1*109 КОЕ
L-ალანინი …………………………………………………. 50 მგ
L-გლუტამინი ………………………………………………. 50 მგ
ვიტამინი B2 …………………………………………….. 0,7 მგ
ვიტამინი B6 …………………………………………….. 0,7 მგ
ვიტამინი D ……………………………………………. 2,5 მკგ
ვიტამინი B12 ………………………………………… 1,25 მკგ
ფლაკონში 10 მლ:
ფრუქტოოლიგოსაქარიდები ……………………………….. 1,0 გ
L-არგინინი……………………………………………….. 50 მგ
ასკილის ექსტრაქტი ……………………………………………….. 48 მგ
ვიტამინი C ………………………………… 24 მგ
თუთია ………………………………………………………. 1,5 მგ
დამხმარენივთიერებები:
დოზატორიან სახურავში: მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი;
ფლაკონში 10მლ: ფრუქტოზა, წყალი.
ჩვენებები
ვიპლაქტინ ამინო წარმოადგენს ნაწლავური ფლორის მარეგულირებელ კომბინირებულ საშუალებას, რომელიც აღადგენს და აჯანსაღებს დარღვეულ ნაწლავურ ფლორას, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ანტიბიოტიკოთერაპიით ან კვების დისბალანსით. პროდუქტი გამდიდრებულია ლაქტო- და ბიფიდუმბაქტერიებით, რომლებიც წარმოადგენენ ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის ძირითად შემადგენელ ბაქტერიებს. ისინი თრგუნავენ პათოგენური მიკროორგანიზმების ზრდასა და მოქმედებას, მონაწილეობენ ვიტამინების სინთეზსა და მათ შეწოვაში, უზრუნველყოფენ ნაწლავის მიკროფლორის ნორმალურ მდგომარეობას. ალფა-გლუკოოლიგოსაქარიდები - ნაწლავის მიკროფლორის ძირითადი საკვებია. ნაწლავის მიკროფლორის დისბალანსის დროს გართულებულია В ჯგუფის ვიტამინების სინთეზი, რაც ხშირად იწვევს მათ დეფიციტს, ამიტომ პროდუქტი დამატებით შეიცავს ამ ჯგუფის ვიტამინებს, მათ შორის, რიბოფლავინს (ვიტამინ B2), რომელიც განაპირობებს კუჭ-ნაწლავის ლორწოვანი გარსის მთლიანობას, ვიტამინ B12 და ფოლიუმის მჟავას, რომლებიც ხელს უწყობენ იმუნური სისტემას ფუნქციონირებას.
- ნაწლავური მიკროფლორის აღდგენა და ნორმალიზაცია;
- ბავშვებსა და მოზრდილებში ანტიბიოტიკებისა და ქიმიოთერაპიული საშუალებების მიღებასთან დაკავშირებული დისბაქტერიოზის პროფილაქტიკა და მკურნალობა;
- კვების რაციონის შეცვლასთან, მოგზაურობასთან და სხვა მიზეზებთან დაკავშირებული ნაწლავების ტრანზიტორული დისფუნქციის (დიარეა, ყაბზობა) მკურნალობა;
- საჭმლის მონელების დარღვევა (დისპეფსია): დიარეა, ყაბზობა, გულისრევა, ღებინება, ბოყინი, მეტეორიზმი;
- გასტროენტერიტები, კოლიტები, ენტეროკოლიტები (მწვავე და ქრონიკული);
- იმუნიტეტისა და დაავადებების მიმართ ორგანიზმის საერთო წინააღმდეგობის ამაღლება.
დოზირება
3 წლიდან და ზრდასრულებში - 1 ფლაკონი დღეში ერთხელ.
გამოყენებისმეთოდი
1. მოათავსეთ გასახსნელი სახურავში.
2. მოაბრუნეთ სახურავი საათის ისრის მიმართულებით ისე, რომ სახურავის შიგთავსი ჩავიდეს ფლაკონში.
3. შეანჯღრიეთ ფლაკონი კარგად.
4. მოხსენით სახურავი და მიიღეთ შიგთავსი.
გვერდითიმოვლენები
შესაძლებელია ალერგიული რეაქციების განვითარება რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის შედეგად (ძალიან იშვიათად).
უკუჩვენება
დადასტურებული მომატებული მგრძნობელობა რომელიმე კომპონენტის მიმართ.
ორსულობადალაქტაცია
გამოყენება ორსულ და მეძუძურ ქალებში შეიძლება მხოლოდ მკურნალ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
განსაკუთრებულიმითითებები
პაციენტთა შემდეგი ჯგუფებისათვის პრობიოტიკური თერაპია ტარდება მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობით:
- პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ იმუნური სისტემის დარღვევა ან დათრგუნვა, განსაკუთრებით პაციენტები, შიდსის გვიან სტადიაზე ან ალოტრანსპლანტანტების მქონე პაციენტები, აგრეთვე ქიმიოთერაპიაზე მყოფი პაციენტები;
- პაციენტები, ენდო- ან მიოკარდიტით, გადატანილი ოპერაციით მსხვილ ნაწლავზე, პირის ღრუში ან კბილებზე;
- პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციის სერიოზული დარღვევა, მათ შორის, ინსულინდამოკიდებული დიაბეტიკები. პრობიოტიკებს შესწევთ უნარი გააუმჯობესონ შაქრის შეთვისება და ამასთან გამოიწვიონ ინსულინური შოკი. პრობიოტიკების მიღებისას აუცილებელია სისხლში გლუკოზის დონის მუდმივად გაზომვა და ინსულინის დოზის შესაბამისად შემცირება;
- მოკლე ნაწლავების სინდრომის მქონე ბავშვები, რომლებსაც აღენიშნებათ D-ლაქტური აციდოზი. აუცილებელია შტამებით D-ლაქტატის პროდუცირების თავიდან ასაცილებელი ზომების მიღება;
- სისხლიანი დიარეის მქონე პაციენტები.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში, პრობიოტიკების სასარგებლო მოქმედება აღემატება შესაძლო რისკს.
ზემოქმედებაავტომობილისადასხვამექანიზმებისმართვისუნარზე
ვიპლაქტი ამინო გავლენას არ ახდენს ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
ჭარბიდოზირება
ამჟამად ცნობილი არ არის ვიპლაქტინი ამინოს ჰიპერდოზირების შემთხვევების შესახებ.
სხვაწამლებთანურთიერთქმედება
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების შედეგად განვითარებული გვერდითი ეფექტების ან არასასურველი რეაქციების შესახებ მონაცემები არ არსებობს.
შენახვისპირობებიდავადები
ინახება ნესტისგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არა უმეტეს 18°C ტემპერატურაზე.
2 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
გამოშვებისფორმა: ფლაკონი N 10.
აფთიაქშიგაცემისწესი
გაიცემა რეცეპტის გარეშე.










