დოპელჰერც აქტ.ომეგა3 საბ#30საღ
გააზიარე:
დოპელჰერცი აქტივიომეგა-3 საბავშვო N30
საღეჭი კაფსულები ომეგა 3 და A, D, E, C ვიტამინებით
შემადგენლობა
დღიური დოზა - ერთი საღეჭი კაფსულა შეიცავს: თევზის ზეთი - 323 მგ (DHA -130 მგ, EPA - 25 მგ); ვიტამინი A - 200 სე; ვიტამინი D - 1.25 სე; ვიტამინი E - 2.5 მგ; ვიტამინი C - 30 მგ.
არ შეიცავს ლაქტოზას, არ შეიცავს გლუტენს.
პროდუქტის დახასიათება
აუმჯობესებს თავის ტვინის ფუნქციონირებას, მეხსიერებას, ყურადღების კონცენტრაციას.
დოპელჰერც/აქტივი ომეგა-3 საბავშვო საღეჭი კაფსულები ვიტამინებით და თევზის ზეთით, მნიშვნელოვანია ბავშვის ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის.
დოპელჰერც/აქტივიომეგა-3 ბავშვებისთვის ვიტამინებთან ერთად, შეიქმნა დამოუკიდებელი კვლევის საფუძველზე. ლიმონის არომატიზებული საღეჭი კაფსულები შეიცავს ორაგულის ზეთის დაბალანსებულ რაოდენობას, მნიშვნელოვან ცხიმოვან მჟავებს DHA, EPA-ს და ვიტამინების კომბინაციას, რაც აუცილებელია ბავშვის ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის, ამასთან სპეციალური ტექნოლოგიის წყალობით შექმნილ საღეჭ კაფსულებს არ აქვს თევზის სუნი და გემო, რაც ბავშვებს ძალიან მოსწონთ.
ომეგა-3 ცხიმოვანიმჟავები მნიშვნელოვანი კომპონენტებია ნერვული სისტემის ნორმალური განვითარებისთვის. სამეცნიერო კვლევების მიხედვით უჯერი ცხიმოვანი მჟავები დადებით გავლენას ახდენს ბავშვის კონცენტრაციის, სწავლის და მეხსიერების უნარზე.
ომეგა-3 მიეკუთვნება პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების ჯგუფს, რომელიც არ სინთეზდება ორგანიზმში. იგი წარმოდგენილია დოკოზაჰექსანისა (DHA) და ეიკოზაპენტანის (EPA) მჟავების სახით.
DHA შედის თავის ტვინის ქერქის რუხი ნივთიერების შემადგენლობაში, ხელს უწყობს მიელინის გარსის წარმოქმნას, რითაც აუმჯობესებს ნერვული იმპულსების გადაცემას. EPA და DHA აუცილებელია უჯრედის მემბრანის შენებისთვის (განსაკუთრებით თავის ტვინის, თვალის ბადურა გარსის, სასქესო ჯირკვლების).
EPA უმნიშვნელოვანესია თავის ტვინის რუხი ნივთიერების ნორმალური ფუნქციონირებისთვის და კოგნიტური შესაძლებლობების გაუმჯობესებისთვის, აძლიერებს იმუნურ სისტემას, აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.
ვიტამინი E ძლიერი ანტიოქსიდანტია, მონაწილეობს ორგანიზმში მიმდინარე ჟანგვა-აღდგენით პროცესებში.
ვიტამინი D3 არეგულირებს კალციუმის და ფოსფორის ცვლას, რაც ხელს უწყობს ჩონჩხის მინერალიზაციის და ზრდის პროცესს; ასევე მნიშვნელოვანია იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაში.
ვიტამინი A ხელს უწყობს უჯრედების ზრდას, იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, აძლიერებს მხედველობას და ინარჩუნებს ჯანმრთელ კანს და ლორწოვან გარსებს.
ვიტამინი C აუმჯობესებს იმუნური სისტემის ფუნქციას და სხეულის ბუნებრივ დაცვას.
დოპელჰერცი აქტივი ომეგა-3 ბავშვებისთვის ვიტამინებთან ერთად აძლიერებს ორგანიზმს ყოველდღიური ინტელექტუალური და ფიზიკური აქტივობის დროს, ხელს უწყობს ბავშვის ნერვული სისტემის განვითარებას ზრდის პერიოდში და აუმჯობესებს მეხსიერებას და ყურადღების კონცენტრაციას.
ჩვენება
- მეხსიერების, ყურადღების კონცენტრაციის, კოგნიტური ფუნქციების დაქვეითება;
- ფიზიკური, გონებრივი გადაღლა, ასთენია;
- იმუნიტეტის დაქვეითება;
- თვალის დაავადებები;
- ნივთიერებათა ცვლის დარღვევა.
დოზირება
მიიღება 1 კაფსულა დღეში, 4 წლის ასაკიდან. კაფსულა შეიძლება დაიღეჭოს ან გადაიყლაპოს ჭამის დროს, საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად.
შენახვი სპირობები
ინახება მშრალ, გრილ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა
№30 საღეჭი კაფსულა ლიმონის გემოთი.
მწარმოებელი
Queisser Pharma - გერმანია.