კვანადექსი 100მკგ/მლ 2მლ #5ა

კვანადექსი 100მკგ/მლ 2მლ #5ა

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: დექსმედეტომიდინი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 144095
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

კვანადექსი

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება: დექსმედეტომიდინი.

ხსნარის 1 მლ შეიცავს დექსმედეტომიდინის  ჰიდროქლორიდის 118 მკგ-ს, რაც 100 მკგ დექსმედეტომიდინის ეკვივალენტია.                                                                                                

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი.

 

სამკურნალო ფორმა

საინფუზიო ხსნარის მოსამზადებელი კონცენტრატი.

 

ძირითადი ფიზიკო-ქიმიური თვისებები

გამჭვირვალე, უფერო სითხე.

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ფსიქოლეფსიური საშუალებები. სხვა საძილე და სედაციური  საშუალებები.   

 

ათქ კოდი:  N05CM18.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები                                                                                                   

ფარმაკოდინამიკა                                                                                                                           

დექსმედეტომიდინი წარმოადგენს  α2-ადრენორეცეპტორების სელექტიურ აგონისტს, რომელსაც გააჩნია ფარმაკოლოგიური თვისებების ფართო სპექტრი. მისთვის დამახასიათებელია სიმპატოლიზური ეფექტი სიმპატიკური ნერვების დაბოლოებებიდან ნორადრენალინის გამოთავისუფლების შემცირების წყალობით. სედაციური ეფექტები განპირობებულია ცისფერი ლაქის აღგზნების შემცირებით, რომელიც წარმოადგენს  ტვინის ღეროში არსებულ ძირითად  ნორადრენერგულ ბირთვს. დექსმედეტომიდინი ახდენს მაანესთეზებელ და ზომიერ ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას უფრო მაღალი დოზების დროს.  გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე ზეგავლენა დამოკიდებულია დოზაზე; ინფუზიის უფრო დაბალი სიჩქარეების დროს დომინირებს ცენტრალური მოქმედება, რაც იწვევს გულისცემის სიხშირისა და არტერიული წნევის  შემცირებას. უფრო მაღალი დოზების დროს ჭარბობს პერიფერიული სისხლძარღვების შემავიწროებელი ეფექტები, რაც იწვევს სისტემური სისხლძარღვოვანი წინააღმდეგობისა და არტერიული წნევის მატებას, მაშინ, როცა ბრადიკარდიული ეფექტი ხდება უფრო გამოხატული. ჯანმრთელ პაციენტებში  მონოთერაპიის სახით გამოყენების დროს დექსმედეტომიდინი პრაქტიკულად არ ახდენს სასუნთქ სისტემაზე დამთრგუნველ მოქმედებას.

 

სედაცია ჰოსპიტალურ პირობებში (ინტენსიური თერაპიის, ანესთეზიოლოგიის და რეანიმაციის  განყოფილებებში)

პლაცებო-კონტროლირებად კვლევებში ინტენსიური თერაპიის პოსტოპერაციულ განყოფილებაში მყოფ  ინტუბირებულ და მიდაზოლამით ან პროპოფოლით სედატირებულ პაციენტებში, დექსმედეტომიდინი მნიშვნელოვნად ამცირებდა მოთხოვნილებას როგორც სედატიური საშუალებების (მიდაზოლამისა ან პროპოფოლის), ასევე  ოპიოიდების გამოყენებაზე სედაციის დროს  24 საათის განმავლობაში. პაციენტების უმეტესობა, რომლებიც იღებდნენ დექსმედეტომიდინს, არ საჭიროებდნენ დამატებით სედატიურ მკურნალობას. შესაძლებელი იყო პაციენტების ექსტუბირების წარმატებით ჩატარება დექსმედეტომიდინის ინფუზიის შეწყვეტის გარეშე. კვლევებმა, რომლებიც ჩატარდა ინტენსიური თერაპიის განყოფილების ფარგლებს გარეთ, დაადასტურა, რომ დექსმედეტომიდინი შეიძლება უსაფრთხოდ იქნას შეყვანილი  ენდოტრაქეალური ინტუბაციის გარეშე  პაციენტებში შესაბამისი კონტროლის პირობით.

დექსმედეტომიდინი იყო მიდაზოლამისა და პროპოფოლის ანალოგიური სედაციის მიზნობრივი დიაპაზონის მიღწევის დროით, უპირატესად ინტენსიური თერაპიის განყოფილების პაციენტებში, რომლებიც საჭიროებდნენ ხანგრძლივ სედაციას 14 დღემდე მსუბუქიდან ზომიერ ხარისხამდე (RASS 0-3-მდე), ამცირებდა ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის (ფხვ) ხანგრძლივობას მიდაზოლამთან შედარებით და ამცირებდა  ექსტუბაციამდე დროს მიდაზოლამთან და პროპოფოლთან შედარებით.                                                                                        

პაციენტები, რომლებიც ღებულობდნენ დექსმედეტომიდინს,  პროპოფოლთან და მიდაზოლამთან შედარებით უფრო იოლად იღვიძებდნენ, იყვნენ უფრო კომუნიკაბელური და ჰქონდათ ურთიერთობის  შესაძლებლობა, შეეძლოთ ინფორმაციის მოწოდება ტკივილის ინტენსივობის შესახებ. პაციენტებს, რომლებიც ღებულობდნენ დექსმედეტომიდინს, უფრო ხშირად აღენიშნებოდათ ჰიპოტენზია და ბრადიკარდია, მაგრამ ნაკლებად - ტაქიკარდია იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც ღებულობდნენ მიდაზოლამს, და უფრო ხშირად უვითარდებოდათ ტაქიკარდია, მაგრამ არტერიული ჰიპოტენზიის სიხშირე იმ პაციენტებისა მსგავსი იყო, რომლებიც  ღებულობდნენ პროპოფოლს.  დექსმედეტომიდინის გამოყენების შესახებ კვლევაში დელირიუმი, რომელიც  შეფასებული იყო ინტენსიური თერაპიის განყოფილების დელირიუმის დიაგნოსტიკის სკალის (CAM - ICU) მიხედვით, მიდაზოლამთან შედარებით უფრო დაბალი იყო, და დელირიუმთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები პროპოფოლთან შედარებით უფრო დაბალი  იყო. პაციენტები, რომლებმაც შეწყვიტეს სედაცია მისი არასაკმარისი დონის გამო,  გადაყვანილნი იქნენ პროპოფოლზე ან მიდაზოლამზე. სედაციის არასასკმარისი დონის რისკი უფრო მაღალი იყო იმ პაციენტებში, რომელთა   სედაციის მდგომარეობაში შეყვანა უშუალოდ  სხვა მეთოდზე გადასვლის წინ         სტანდარტული მეთოდებით  რთული იყო.

პედიატრიულ ჯგუფში ეფექტურობის მტკიცებულებები  მიღებული იყო დოზა-კონტროლირებადი ICU გამოკვლევაში 1 თვიდან ≤17 წლამდე ასაკის დიდ პოსტოპერაციულ პოპულაციაში. პაციენტების დაახლოებით 50%, რომლებიც ღებულობდნენ დექსმედეტომიდინს, მკურნალობის პერიოდში არ საჭიროებდნენ მიდაზოლამის დამატებას, რაც საშუალოდ 20,3 საათს შეადგენდა და არ აღემატებოდა 24 საათს. 24 საათზე მეტი ხანგრძლივობის მკურნალობის მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი. მონაცემები ახალშობილებზე (გესტაციის 28-44 კვირა) ლიმიტირებულია და შემოფარგლულია დაბალი დოზებით (≤0,2 მკგ/კგ/სთ)  (იხ. განყოფილებები "ფარმაკოკინეტიკა", "გამოყენების თავისებურებები"). ახალშობილები შეიძლება  განსაკუთრებით მგრძნობიარენი იყვნენ დექსმედეტომიდინის ბრადიკარდიული ეფექტების მიმართ ჰიპოთერმიის დროს და იმ პირობებში, როდესაც გულის რითმი  დამოკიდებულია გულის წუთმოცულობაზე.

ორმაგ ბრმა, პლაცებო-კონტროლირებად ICU კვლევებში  კორტიზოლის სუპრესიის სიხშირე პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ დექსმედეტომიდინს (n = 778) 0,5% შეადგინა იმ პაციენტებთან შედარებით,  რომლებიც ღებულობდნენ მიდაზოლამს (n = 338) ან პროპოფოლს (n=275). ეს არასასურველი მოვლენა დაფიქსირდა როგორც მსუბუქი – 1 შემთხვევაში და ზომიერი სიმძიმის – 3 შემთხვევაში.    

პროცედურული სედაცია                                                                                                                             

დექსმედეტომიდინის უსაფრთხოება და ეფექტურობა პაციენტების სედაციისთვის, რომლებსაც არ უტარდებოდათ ინტუბაცია   ქირურგიული და დიაგნოსტიკური პროცედურების წინ და/ან  მისი ჩატარების  დროს, შეფასებული იყო ორ რანდომიზებულ ორმაგად ბრმა პლაცებო-კონტროლირებად მულტიცენტრულ კლინიკურ კვლევაში.

კვლევა 1-ში  რანდომიზებული იყვნენ   პაციენტები, რომლებსაც უტარდებოდათ გეგმიური ოპერაცია/პროცედურები კონტროლირებადი ანესთეზიის და ლოკალური/რეგიონული ანესთეზიის ქვეშ დექსმედეტომიდინის დატვირთვის ინფუზიის მისაღებად 1 მკგ/კგ (n =129) ან 0.5 მკგ/კგ (n =134 ) ან პლაცებო (ფიზიოლოგიური ხსნარი n= 63) 10 წუთის განმავლობაში, რის შემდეგაც ატარებდნენ  შემანარჩუნებელ ინფუზიას, რომელიც იწყებოდა დოზით 0,6 მკგ/კგ/სთ.

საკვლევი სამკურნალო საშუალების შემანარჩუნებელი ინფუზიის დოზა  ტიტრირებული იყო 0.2 მკგ/კგ/სთ-დან 1 მკგ/კგ/სთ-მდე. პაციენტების წილი, რომლებმაც მიაღწიეს სედაციის სამიზნე დონეს (≤4 აქტივობისა და სედაციის შეფასების შკალით) მიდაზოლამის სარეზერვო დოზის შეყვანის საჭიროების გარეშე, შეადგინა 54% დექსმედეტომიდინის გამოყენების ჯგუფში დოზით 1 მკგ/კგ  და 40% ჯგუფში, რომელიც ღებულობდა დექსმედეტომიდინს დოზით 0,5 მკგ/კგ  პლაცებოს ჯგუფის 3%-თან შედარებით.

რისკების სხვაობა იმ  პაციენტთა რაოდენობაში, რომლებიც  რანდომიზირებული იყვნენ დექსმედეტომიდინის 1მკგ/კგ და 0,5მკგ/კგ  გამოყენების ჯგუფში, რომლებსაც არ ესაჭიროებოდათ  თერაპია მიდაზოლამით, შეადგენდა შესაბამისად 48% (95% სი: 37%-57%) და 40% (95% სი: 28%-48%), პლაცებოსთან შედარებით. მიდაზოლამის სამაშველო დოზის მედიანა (დიაპაზონი) შეადგენდა 1.5 (0.5-7.0) მგ-ს დექსმედეტომიდინის ჯგუფში 1.0 მკგ/კგ, 2.0 (0.5-8.0) მგ-ს დექსმედეტომიდინის ჯგუფში 0.5 მკგ/კგ და 4.0 (0.5-14.0) მგ-ს პლაცებოს ჯგუფში. მიდაზოლამის სამაშველო დოზის საშუალო მაჩვენებლების განსხვავება დექსმედეტომიდინის 1 მკგ/კგ   და 0 .5 მკგ/კგ ჯგუფებში  პლაცებოსთან  შედარებით   შესაბამისად იყო -3.1 მგ  (95% სი: 3.8 - -2.5)  და   -2.7 მგ (95% სი: -3.3 - -2.1) დექსმედეტომიდინის სასარგებლოდ. პირველ სამაშველო დოზის შეყვანამდე საშუალო დრო შეადგენდა 114 წუთს 1.0 მკგ/კგ დექსმედეტომიდინის ჯგუფში, 40 წუთს 0.5 მკგ/კგ დექსმედეტომიდინის ჯგუფში და 20 წუთს პლაცებოს ჯგუფში.

კვლევა 2-ში რანდომიზირებული იყვნენ პაციენტები, რომლებსაც უტარებოდათ ტრაქეის   ფიბროოპტიკური ინტუბაცია გონზე მყოფობის დროს ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ დექსმედეტომიდინის 1 მკგ/კგ დოზით დატვირთვის ინფუზიის მისაღებად  (n=55) ან პლაცებოს (ფიზიოლოგიური ხსნარი) (n=50) შემანარჩუნებელი ინფუზია 10 წუთის განმავლობაში შემდგომი  ფიქსირებული შემანარჩუნებელი ინფუზიით  0,7 მკგ/კგ/სთ დოზით. რამსის სედაციის შკალაზე ≥2 დონის შესანარჩუნებლად  დექსმედეტომიდინის მიმღებ პაციენტთა 53%-ს არ დასჭირდა სამაშველო თერაპია მიდაზოლამით   პლაცებო ჯგუფში მყოფი პაციენტების 14%-თან შედარებით. რისკების განსხვავება იმ  პაციენტთა რაოდენობაში, რომლებიც  რანდომიზირებული იყვნენ დექსმედეტომიდინის ჯგუფში და არ ესაჭიროებოდათ სამაშველო თერაპია მიდაზოლამით, შეადგენდა 43%-ს (95% სი: 23%-57%) პლაცებოსთან შედარებით. მიდაზოლამის საშუალო სამაშველო დოზა შეადგენდა 1.1 მგ-ს დექსმედეტომიდინის ჯგუფში და 2.8 მგ პლაცებოს ჯგუფში. განსხვავება მიდაზოლამის სამაშველო დოზის საშუალო  მაჩვენებლებში შეადგენდა -1,8 მგ -ს (95% სი: -2,7-დან - -0,86-მდე) დექსმედეტომიდინის სასარგებლოდ. 

 

ფარმაკოკინეტიკა                                                                                                                              

 დექსმედეტომიდინის ფარმაკოკინეტიკა შეფასებული იყო  ჯანმრთელ მოხალისეებში დექსმედეტომიდინის მოკლევადიანი ინტრავენური გამოყენების შემდეგ და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფ პაციენტებში ხანგრძლივი ინფუზიის შემდეგ.                                                                                                                      განაწილება

დექსმედეტომიდინი გვიჩვენებს  განაწილების ორკამერიან  მოდელს. ჯანმრთელ მოხალისეებში, ის ავლენს  განაწილების  სწრაფ ფაზას   ცენტრალური შესაფასებელი ნახევარგამოყოფის პერიოდით (t1/2α) დაახლოებით 6 წუთის მანძილზე. შეფასებადი  ნახევარგამოყოფის ტერმინალური პერიოდი (t1/2) შეადგენს დაახლოებით 1,9–2,5 საათს (მინიმუმ 1,35 საათს, მაქსიმუმი 3,68 საათს), ხოლო  განაწილების შეფასებადი   წონასწორული მოცულობა (Vss ) - დაახლოებით 1,16–2,16 ლ/კგ-ს (90-დან  151 ლიტრამდე).  კლირენსის (Cl) შეფასებადი სიდიდე შეადგენდა დაახლოებით 0.46-0.73 ლ/სთ/კგ-ს (35.7-51.1 ლ/სთ). სხეულის საშუალო მასა, რომელიც ასოცირდებოდა   Vss-ს და Cl-ის  ამ შეფასებებთან შეადგენდა 69 კგ-ს. დექსმედეტომიდინის პლაზმური ფარმაკოკინეტიკა შედარებადია ინტენსიური თერაპიის განყოფილების პაციენტებში ინფუზიის შემდეგ >24 საათის შემდეგ. შეფასებადი ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები შემდეგია: t1/2 - დაახლოებით 1,5 საათი, Vss - დაახლოებით 93 ლიტრი და Cl - დაახლოებით 43 ლ/სთ. დექსმედეტომიდინის ფარმაკოკინეტიკა წრფივია 0,2–1,4 მკგ/კგ/სთ დოზების ფარგლებში, ის არ გროვდება მკურნალობის დროს 14 დღემდე პერიოდის განმავლობაში. დექსმედეტომიდინი 94%-ით უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს. სისხლის პლაზმის ცილებთან შეკავშირება მუდმივია 0,85-85 ნგ/მლ კონცენტრაციის ფარგლებში. დექსმედეტომიდინი უკავშირდება ადამიანის ალბუმინს და α1-მჟავა გლიკოპროტეინს, ამასთან შრატის ალბუმინი წარმოადგენს სისხლის პლაზმასთან დექსმედეტომიდინის  შემაკავშირებელ მთავარ ცილას.                                                                                                                                               

 

მეტაბოლიზმი და გამოყოფა                                                                                                                

 დექსმედეტომიდინი ფართოდ მეტაბოლიზდება ღვიძლში. არსებობს საწყისი მეტაბოლური რეაქციების სამი ტიპი: პირდაპირი N-გლუკურონიდაცია, პირდაპირი N-მეთილირება და ციტოქრომ P450-ით კატალიზებული დაჟანგვა. დექსმედეტომიდინის მეტაბოლიტები, რომლებიც  დიდი რაოდენობით ცირკულირებს,  ორი იზომერული N- გლუკურონიდია. მეტაბოლიტი H-1  (N-მეთილ-3-ჰიდროქსიმეთილდექსმედეტომიდინის O-გლუკურონიდი) ასევე წარმოადგენს დექსმედეტომიდინის  ბიოტრანსფორმაციის ძირითად ცირკულირებად პროდუქტს. ციტოქრომ P450 აკატალიზებს ორ მეორეხარისხოვან მოცირკულირე მეტაბოლიტის წარმოქმნას: 3-ჰიდროქსიმეთილდექსმედეტომიდინი - წარმოიქმნება დექსმედეტომიდინის 3-მეთილის ჯგუფის ჰიდროქსილირების გზით   და H-3 - წარმოიქმნება იმიდაზოლის რგოლის დაჟანგვის ხარჯზე. არსებული მონაცემები მოწმობს, რომ დაჟანგული მეტაბოლიტების წარმოქმნა განპირობებულია CYP ფორმებით (CYP2A6, CYP1A2, CYP2E1, CYP2D6 და CYP2C19). ამ მეტაბოლიტებს  უმნიშვნელო  ფარმაკოლოგიური აქტივობა აქვთ.

რადიომარკირებული დექსმედეტომიდინის ინტრავენური შეყვანიდან 9 დღის შემდეგ, საშუალოდ რადიოაქტიურობის  95% აღმოჩენილი იქნა შარდში, 4% - განავალში. შარდის ძირითადი მეტაბოლიტებია ორი იზომერული N-გლუკურონიდი, რომლებიც ერთად შეადგენს დოზის დაახლოებით 34%-ს, და N-მეთილ-3-ჰიდროქსიმეთილდექსმედეტომიდინ O-გლუკურონიდი, რომელიც შეადგენს დოზის 14,51%-ს. კარბოქსილის მჟავას მეორეხარისხოვანი მეტაბოლიტები, 3-ჰიდროქსი და  0-გლუკურონიდური მეტაბოლიტები ცალკე შეადგენს დოზის 1,11-7,66%-ს. უცვლელი მოქმედი ნივთიერების 1%-ზე ნაკლები აღმოჩნდა შარდში. შარდში ნაპოვნი მეტაბოლიტების დაახლოებით 28% წარმოადგენს არაიდენტიფიცირებულ პოლარულ მეტაბოლიტებს.                                                                                                                                           

 

მოსახლეობის განსაკუთრებული ჯგუფები                             

პაციენტის სქესზე ან ასაკზე დამოკიდებული მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური განსხვავება აღნიშნული  არ ყოფილა. დექსმედეტომიდინის შეკავშირება სისხლის პლაზმის ცილებთან ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პირებში შემცირებულია ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით. სისხლის პლაზმაში არაშეკავშირებული დექსმედეტომიდინის საშუალო პროცენტი შეადგენდა 8.5%-დან ჯანმრთელ მოხალისეებში,, 17.9%-მდე პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევით. სუბიექტებს ღვიძლის ფუნქციის დარღვევის სხვადასხვა ხარისხით (A, B, ან C კლასი ჩაილდ-პიუს (Child-Pugh) სკალით) ჰქონდათ დექსმედეტომიდინის ღვიძლის  დაქვეითებული კლირენსი  და სისხლის პლაზმიდან  ნახევარგამოყოფის  (t1/2) გახანგრძლივებული პერიოდი. მსუბუქი, ზომიერი და მძიმე ხარისხის ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში შეუკავშირებელი დექსმედეთომიდინის კლირენსის საშუალო  სიდიდე შეადგენდა ჯანმრთელი მოხალისეების ასეთივე კლირენსის,  შესაბამისად 59%, 51% და 32%-ს. საშუალო t 1/2 პაციენტებში ღვიძლის მსუბუქი, ზომიერი და მძიმე ხარისხის უკმარისობით გრძელდებოდა შესაბამისად 3.9, 5.4 და 7.4 საათამდე. მიუხედავად იმისა, რომ დექსმედეტომიდინი გამოიყენება ეფექტის დადგომამდე, შეიძლება საჭირო გახდეს საწყისი/შემანარჩუნებელი დოზის შემცირების მიზანშეწონილობის განხილვა  ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში დარღვევის ხარისხიდან  და კლინიკურ პასუხიდან გამომდინარე.                                            

დექსმედეტომიდინის ფარმაკოკინეტიკა  თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევებით (კრეატინინის კლირენსი

მონაცემები ბავშვებში გამოყენების შესახებ -  ახალშობილებიდან (რომლებიც დაიბადნენ გესტაციის 28-დან 44 კვირამდე ვადაში) 17 წლის ასაკამდე შეზღუდულია. დექსმედეტომიდინის ნახევარგამოყოფის პერიოდი ბავშვებში (1 თვიდან 17 წლამდე) სავარაუდოდ,  ზრდასრულების ანალოგიურია, მაგრამ ახალშობილებში (1 თვემდე ასაკის) ალბათ უფრო მაღალია. 1 თვიდან 6 წლამდე ასაკობრივ ჯგუფებში სხეულის მასის მიხედვით დაკორექტირებული კლირენსი სავარაუდოდ უფრო მაღალია, მაგრამ მცირდება უფროს ასაკში. ახალშობილ ბავშვებში (1 თვემდე ასაკის) მოუმწიფებლობის გამო, სხეულის  მასის  მიხედვით დაკორეგირებული კლირენსი შეიძლება იყოს უფრო დაბალი (0,9 ლ/სთ/კგ), ვიდრე უფროს ასაკობრივ ჯგუფებში.

 

                      ასაკი

 

       N

საშუალო მნიშვნელობა ( 95% სი)

      Cl (ლ/სთ/კგ)

          t ½ (საათი)

1 თვემდე

       28

             0,93

        (0,76, 1,14)

4,47

(3,81, 5,25)

1-დან 6 თვემდე

       14 

             1,21

         (0,99. 1,48)

2,05

(1,59, 2,65)

6-დან 12 თვემდე

       15

              1,11

          (0,94, 1,31)

2,01

(1,81, 2,22)

12-დან 24 თვემდე

       13

               1,06

          (0,87, 1,29)

1,97

(1,62, 2,39)

2-დან 6 წლამდე

       26

                1,11

          (1,00, 1,23)

1,75

(1,57, 1,96)

6-დან 17 წლამდე

       28

                 0,80

           (0,69, 0,92)

2,03

(1,78, 2,31)

 

კლინიკური მახასიათებლები                                                                                                                         

გამოყენების ჩვენებები

სედაციისთვის ჰოსპიტალურ პირობებში (ინტენსიური თერაპიის, ანესთეზიოლოგიისა და რეანიმაციის განყოფილებებში) პაციენტებისთვის, რომლებიც საჭიროებენ სედაციის ისეთი სიღრმის დონეს, რომ   ხმოვან სტიმულაციას,  როგორც პასუხი, მოჰყვეს გაღვიძება (შეესაბამება რიჩმონდის აგზნება-სედაციის სკალის 0-დან -3 ქულამდე დიაპაზონს (RASS-ის სკალა).                                                                                                                      არაინტუბირებული პაციენტების სედაციისთვის სადიაგნოსტიკო ან ქირურგიული პროცედურების წინ/ან მათი ჩატარების დროს, რომლებიც საჭიროებენ სედაციას/პროცედურულ სედაციას.

 

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა დექსმედეტომიდინის ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.                                                                                                                                                      

II - III ხარისხის ბლოკადა (რითმის ხელოვნური მატარებლის არარსებობის შემთხვევაში).             არაკონტროლირებადი არტერიული ჰიპოტენზია.                                                                                            

მწვავე ცერებროვასკულური პათოლოგია.

 

უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები                                                                                        

 ონიტორინგი                                                                                                                                                        

კვანადექსი განკუთვნილია ჰოსპიტალურ პირობებში (ინტენსიური თერაპიის, ანესთეზიოლოგიისა და რეანიმაციის განყოფილებებში), საოპერაციოებში და სადიაგნოსტიკო პროცედურების ჩატარების დროს გამოყენებისათვის, მისი გამოყენება სხვა პირობებში არ არის რეკომენდებული.

სამკურნალო საშუალების ინფუზიის დროს ყველა პაციენტს უნდა უტარდებოდეს გულის ფუნქციის მუდმივი კონტროლი. პაციენტებში, რომლებსაც არ ჩაუტარდათ ინტუბაცია, უნდა უტარდებოდეთ სუნთქვითი ფუნქციის კონტროლი სუნთქვის დათრგუნვის და, ზოგიერთ შემთხვევაში, აპნოეს განვითარების რისკის გამო (იხ. ნაწილი "გვერდითი რეაქციები").

დექსმედეტომიდინის გამოყენების შემდეგ აღდგენის დრო შეადგენს დაახლოებით 1 საათს. ამბულატორიულ პირობებში გამოყენებისას გულდასმითი მონიტორინგი უნდა გაგრძელდეს მინიმუმ 1 საათის განმავლობაში (ან უფრო მეტხანს, პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე), სამედიცინო დაკვირვება უნდა გაგრძელდეს კიდევ ერთი დამატებითი საათის განმავლობაში პაციენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.

 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვაფორმები          

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების კვლევა ჩატარდა მხოლოდ ზრდასრულ პაციენტებში.                                                                                                                                     

დექსმედეტომიდინის ერთდროულმა გამოყენებამ ანესთეტიკებთან, სედატიურ, საძილე საშუალებებთან და ოპიოიდებთან ერთად შეიძლება გამოიწვიოს მათი ეფექტების პოტენცირება,  სედატიური, საანესთეზიო და კარდიორესპირატორული ეფექტების ჩათვლით. მიზნობრივმა კვლევებმა დაადასტურა  ეფექტების გაძლიერება იზოფლურანთან, პროპოფოლთან, ალფენტანილთან და მიდაზოლამთან ერთად გამოყენებისას.

ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედებები დექსმედეტომიდინსა და იზოფლურანს, პროპოფოლს, ალფენტანილსა და მიდაზოლამს შორის დაფიქსირებული არ ყოფილა. თუმცა  შესაძლო ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედების გამო, როდესაც ასეთი საშუალებები გამოიყენება დექსმედეტომიდინთან ერთად, შეიძლება დექსმედეტომიდინის ან თანმხლები საანესთეზიო, სედატიური, საძილე საშუალებისა ან ოპიოიდის დოზის შემცირება.

ადამიანის ღვიძლის მიკროსომებზე ჩატარებულ კვლევებში შესწავლილი იყო   ციტოქრომ P450, მათ შორის CYP2B6 იზოენზიმის ინჰიბირების უნარი დექსმედეტომიდინის მიერ. In vitro კვლევების თანახმად არსებობს დექსმედეტომიდინისა და სუბსტრატების (ძირითადად CYP2B6 იზოფერმენტის) ურთიერთქმედების პოტენციალი in vivo.                                                                                  

 In vitro  აღინიშნებოდა   CYP1A2, CYP2B6, CYP2C8, CYP2C9 და CYP3A4 იზოფერმენტების ინდუქცია დექსმედეტომიდინის მიერ, ამიტომ, ასეთი  შესაძლებლობა in vivo კვლევებში გამორიცხული არ არის. კლინიკური მნიშვნელობა უცნობია.                                                                               

გათვალისწინებული უნდა იქნას ჰიპოტენზიური და ბრადიკარდიული ეფექტების გაძლიერების შესაძლებლობა პაციენტებში, რომლებიც იღებენ ისეთ სამკურნალო საშუალებებს, როგორიცაა β-ადრენობლოკატორები (თუმცა ესმოლოლის გამოყენებით ჩატარებულ ურთიერთქმედების კვლევაში დამატებითი ეფექტები  ზომიერი იყო).

 

შეუთავსებლობა                                                                                                                                                                    

აღნიშნული პრეპარატი არ უნდა იქნას შერეული სხვა სამკურნალო საშუალებებთან, იმ პრეპარატების გარდა, რომლებიც მითითებულია განყოფილებაში „გამოყენების წესი და დოზები“.    

თავსებადობის კვლევებმა აჩვენა დექსმედეტომიდინის ადსორბციის შესაძლებლობა ნატურალური კაუჩუკის ზოგიერთი სახეობის მიერ. იმის მიუხედავად, რომ დექსმედეტიმიდინი  მოქმედებს დოზირებულად, მიზანშეწონილია გამოყენებულ იქნას სინთეტიკური კომპონენტები  ან ნატურალური კაუჩუკის საფარის მქონე საფენი.  

 

გამოყენების თავისებურებები                                                                                                                                        

ზოგადი გაფრთხილებები                                                                                                                                    

კვანადექსი არ უნდა იქნას შეყვანილის ბოლუსად, ხოლო  ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში დატვირთვის დოზის გამოყენება არ არის რეკომენდებული. ამიტომ, მომხმარებლები მზად უნდა იყვნენ გამოიყენონ ალტერნატიული სედატიური საშუალებები აგზნების დაუყოვნებელი კონტროლისთვის ან პროცედურების დროს, განსაკუთრებით მკურნალობის პირველი რამდენიმე საათის განმავლობაში. პროცედურული სედაციის დროს შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვა სედატიური საშუალების მცირე ბოლუსური დოზა, თუ საჭიროა სედაციის დონის სწრაფად გაზრდა.                                                                                            

ზოგიერთ პაციენტს, რომლებიც იღებენ დექსმედეტომიდინს, აღენიშნებოდა იოლი გამოღვიძება და სტიმულაციის შემდეგ ისინი სწრაფად  მოდიოდნენ ნორმაში. სხვა კლინიკური სიმპტომების არარსებობის შემთხვევაში, მოცემული სიმპტომი არ უნდა განიხილებოდეს როგორც პრეპარატის არაეფექტურობის გამოვლინება.                                                                                                              

ჩვეულებრივ, დექსმედეტომიდინი არ იწვევს ღრმა სედაციას, ამიტომ პაციენტების გაღვიძება ადვილად ხდება. მაშასადამე, დექსმედეტომიდინი არ არის შესაფერისი პაციენტებისთვის, რომლებიც ვერ იტანენ მოქმედების ასეთ პროფილს, მაგალითად, პაციენტებისათვის, რომლებსაც ესაჭიროებათ მუდმივი ღრმა სედაცია. კვანადექსი არ უნდა იქნას გამოყენებული როგორც ზოგადი საანესთეზიო საშუალება ინტუბაციის გამოწვევისათვის ან სედაციური ეფექტის უზრუნველსაყოფად მიორელაქსანტების გამოყენების დროს.                                               

დექსმედეტომიდინს არ გააჩნია კრუნჩხვის საწინააღმდეგო მოქმედება, განსხვავებით ზოგიერთი სხვა სედატიური საშუალებებისა, ამიტომ ის არ თრგუნავს კრუნჩხვით აქტივობას.

საჭიროა სიფრთხილის დაცვა  დექსმედეტომიდინის ერთდროული გამოყენებისას ისეთ სამკურნალო საშუალებებთან ერთად, რომლებსაც აქვთ სედატიური ეფექტი ან გავლენას ახდენენ გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე შესაძლო ადიტიური ეფექტის გამო.

რეკომენდებული არ არის კვანადექსის გამოყენება პაციენტის მიერ კონტროლირებადი სედაციისთვის. თუ კვანადექსი გამოიყენება ამბულატორიულ პირობებში, შეიძლება პაციენტის  გაწერა მესამე მხარის მეთვალყურეობის ქვეშ. პაციენტებს უნდა ურჩიონ თავი შეიკავონ ავტოტრანსპორტის მართვისგან და სხვა სახიფათო ამოცანების შესრულებისაგან და, თუ ეს შესაძლებელია, მოერიდონ სხვა სედატიური საშუალებების (მაგალითად, ბენზოდიაზეპინების, ოპიოიდების, ალკოჰოლის) გამოყენებას დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში, დექსმედეტომიდინის გამოვლენილი ეფექტის, პროცედურის, თანმხლები სამკურნალო საშუალებების, პაციენტის ასაკისა და  მდგომარეობის მიხედვით.                                                           

სიფრთხილე   უნდა იქნას დაცული დექსმედეტომიდინის გამოყენებისას ხანდაზმული ასაკის პაციენტებში. 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტები შეიძლება უფრო მიდრეკილნი   იყვნენ ჰიპოტენზიის განვითარების მიმართ დექსმედეტომიდინის მიღების დროს, მათ შორის, დატვირთვის დოზების შეყვანისას და პროცედურების ჩატარებისას. გათვალისწინებული  უნდა იქნას დოზის შემცირების შესაძლებლობა (იხ. ნაწილი "გამოყენების მეთოდი და დოზები"). 

 

გავლენა გულსა და სისხლძარღვებზე და სიფრთხილის ზომები

დექსმედეტომიდინი ამცირებს გულის შეკუმშვის სიხშირეს და არტერიულ წნევას (ცენტრალური სიმპათოლიზური მოქმედების ხარჯზე), თუმცა უფრო მაღალი კონცენტრაციების დროს იწვევს პერიფერიული სისხლძარღვების შევიწროებას, რასაც  მოსდევს არტერიული წნევის მატება (იხ. განყოფილება „ფარმაკოდინამიკა“). შედეგად, კვანადექსი შესაფერისი არ არის გულ-სისხლძარღვთა მძიმე დაავადების მქონე პაციენტებისთვის.                                                               

ბრადიკარდიით პაციენტებში დექსმედეტომიდინის შეყვანისას დაცული უნდა იქნას სიფრთხილე. მონაცემები პრეპარატის ზემოქმედების შესახებ პაციენტებზე

პაციენტებში, რომლებსაც  თანმხლები არტერიული ჰიპოტენზია აქვთ (განსაკუთრებით რეფრაქტერული ვაზოკონსტრიქტორების მიმართ), მათ შორის ქრონიკული, ჰიპოვოლემია ან დაქვეითებული ფუნქციური რეზერვი, ისეთ პაციენტებს, როგორებიც არიან მძიმე პარკუჭოვანი დისფუნქციის მქონე პაციენტები და ხანდაზმული ასაკის პაციენტები, დექსმედეტომიდინის ჰიპოტენზიური ეფექტი შეიძლება  უფრო გამოხატული იყოს, რაც მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას ასეთი პაციენტების მიმართ. არტერიული წნევის დაწევა, როგორც წესი, არ საჭიროებს სპეციალურ მკურნალობას, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში საჭიროა მზადყოფნა დოზის შესამცირებისათვის, სისხლის მოცულობის შესავსები საშუალებების და/ან ვაზოკონსტრიქტორების შეყვანისთვის.                                                                                                   

პაციენტებში პერიფერიული ვეგეტატიური ნერვული სისტემის დაზიანებით (მაგალითად, ზურგის ტვინის ტრავმის შედეგად) ჰემოდინამიკური ეფექტები პრეპარატის შეყვანის შემდეგ შეიძლება  უფრო გამოხატული იყოს დაპაციენტზე განსაკუთრებულ ზრუნვას მოითხოვდეს.                                დექსმედეტომიდინის დატვირთვის დოზის შეყვანისას აღინიშნა არტერიული წნევის გარდამავალი მატება ერთდროული პერიფერიული ვაზოკონსტრიქტორული ეფექტით. ამიტომ სტაციონარულ პირობებში სედაციისთვის დამატებითი დოზის შეყვანა (ინტენსიური თერაპიის, ანესთეზიოლოგიისა და რეანიმაციის განყოფილებებში) რეკომენდებული არ არის. მაღალი არტერიული წნევის მკურნალობა, როგორც წესი, არ არის საჭირო, მაგრამ განხილული უნდა იქნას პრეპარატის შეყვანის სიჩქარის შემცირება.

მომატებული კონცენტრაციებისას კეროვანი ვაზოკონსტრიქცია შეიძლება  უფრო მნიშვნელოვანი იყოს პაციენტებში, რომლებსაც აქვთ გულის იშემიური დაავადება ან მძიმე ცერებროვასკულური დაავადებები. ასეთი პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ გულდასმითი მეთვალყურეობის ქვეშ. მიოკარდიუმის ან თავის ტვინის იშემიის ნიშნების მქონე პაციენტებში განიხილული უნდა იქნას დოზის შემცირება ან პრეპარატის შეყვანის შეწყვეტა.

სიფრთხილე უნდა იქნას დაცული დექსმედეტომიდინის გამოყენებისას სპინალურ და ეპიდურულ ანესთეზიასთან ერთად  ჰიპოტენზიისა და ბრადიკარდიის შესაძლო გაზრდილი რისკის გამო.                                                                                                                                                          

 

პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით

ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში სიფრთხილე უნდა იქნას დაცული, ვინაიდან დექსმედეტომიდინის კლირენსის შემცირების შედეგად  პრეპარატის გადაჭარბებულმა შეყვანამ შეიძლება  გვერდითი რეაქციებისა  და გადაჭარბებული სედაციის რისკის ზრდა გამოიწვიოს.                                                                                                                                                                  

 

ნევროლოგიური დარღვევების მქონე პაციენტები 

დექსმედეტომიდინის გამოყენების  გამოცდილება ისეთი  მძიმე ნევროლოგიური მდგომარეობების დროს, როგორიცაა თავის ტრავმა და ნეიროქირურგიული ოპერაციების შემდეგ პოსტოპერაციული პერიოდი, შეზღუდულია. ამიტომ  სიფრთხილით უნდა იქნას ის გამოყენებული ასეთი მდგომარეობების დროს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საჭიროა ღრმა სედაცია. თერაპიის არჩევისას გასათვალისწინებელია, რომ დექსმედეტომიდინი ამცირებს სისხლის ცერებრალურ მიმოქცევას და ქალასშიდა წნევას.                                                                              

 

სხვა გაფრთხილებები

α2-ადრენორეცეპტორების აგონისტების უეცარი მოხსნა მათი ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ, იშვიათ შემთხვევებში იწვევს მოხსნის სინდრომს. დექსმედეტომიდინის მოხსნისთანავე აჟიტაციის განვითარებისა და არტერიული წნევის მომატების შემთხვევაში გასათვალისწინებელია ამ მდგომარეობის წარმოქმნის შესაძლებლობა.

 დექსმედეტომიდინმა შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერთერმია, რომელიც შეიძლება რეზისტენტული იყოს გაციების ტრადიციული მეთოდების მიმართ. დექსმედეტომიდინის მიღება უნდა შეწყდეს, თუ განვითარდება გაურკვეველი ეტიოლოგიის მქონე მუდმივი ციებ-ცხელება. დექსმედეტომიდინი რეკომენდებული არ არის ავთვისებიანი ჰიპერთერმიისკენ მიდრეკილ პაციენტებში გამოსაყენებლად.                                                                                                                                         

ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) 1მლ-ში, ანუ პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს.

 

გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში.                                                                            

 ორსულობა

ორსულ ქალებში დექსმედეტომინის გამოყენების შესახებ  მონაცემები არ არსებობს ან შეზღუდულია. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინა რეპროდუქციული ტოქსიკურობა. პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ქალის კლინიკური მდგომარეობა მოითხოვს დექსმედეტომიდინით მკურნალობას.                                                                                                                                                                

ძუძუთი კვების პერიოდი 

დექსმედეტომიდინი გადადის დედის რძეში, მაგრამ მისი დონე არის  გამოვლენის ზღვარის ქვემოთ პრეპარატის შეწყვეტიდან 24 საათის შემდეგ. ახალშობილისთვის რისკი არ შეიძლება იყოს  გამორიცხული. გადაწყვეტილება ძუძუთი კვების შეწყვეტის ან დექსმედეტომიდინით თერაპიის შეწყვეტის შესახებ მიიღება  ბავშვისთვის ძუძუთი კვების სარგებელისა და დედისთვის დექსმედეტომიდინით თერაპიის სარგებლობის გათვალისწინებით.   

ფერტილობა                                                                                                                                                            

 ნაყოფიერების კვლევებმა ვირთხებში არ გამოავლინა დექსმედეტომიდინის გავლენა მამრებისა და მდედრების ნაყოფიერებაზე. მონაცემები ადამიანის ნაყოფიერებაზე გავლენის შესახებ არ არის. 

 

რეაქციის სიჩქარეზე ზემოქმედების უნარი ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვის დროს                                                                                                                                                                          

პაციენტებს რეკომენდაცია ეძლევათ  თავი შეიკავონ სატრანსპორტო საშუალებების მართვისა ან სხვა სახიფათო ამოცანების შესრულებისაგან  პრეპარატის პროცედურული სედაციისთვის  შეყვანიდან გარკვეული დროის განმავლობაში.

 

გამოყენების წესი და დოზები                                                                                                                      

სედაციისთვის ჰოსპიტალურ პირობებში (ინტენსიური თერაპიის, ანესთეზიოლოგიისა და რეანიმაციის განყოფილებებში) პაციენტებისთვის, რომლებსაც ესაჭიროებათ სედაციის სიღრმის ისეთი დონე, როდესაც  ხმოვან სტიმულაციას საპასუხოდ მოსდევს გაღვიძება (შეესაბამება დიაპაზონს 0-დან-3 ქულამდე  რიჩმონდის აღგზნება-სედაციის სკალის მიხედვით) (RASS-ის სკალა))                                                                                                                                                           

სამკურნალო საშუალება განკუთვნილია მხოლოდ ჰოსპიტალური გამოყენებისათვის კვალიფიციური და სპეციალურად მომზადებული სამედიცინო პერსონალის მიერ.                                               პაციენტები, რომლებსაც უკვე ჩაუტარდათ ინტუბირება და იმყოფებიან სედაციის მდგომარეობაში, შეიძლება გადაყვანილნი იქნან კვანადექსზე საწყისი ინფუზიის სიჩქარით 0,7 მკგ/კგ/სთ, რომელიც შეიძლება თანდათან დარეგულირდეს 0,2-1,4 მკგ/კგ/სთ დოზის დიაპაზონში   სედაციის სასურველი დონის მისაღწევად, პრეპარატზე პაციენტის პასუხიდან გამომდინარე. დასუსტებული პაციენტებისთვის განხილული  უნდა იქნას ინფუზიის დაბალი საწყისი სიჩქარის გამოყენების მიზანშეწონილობა. უნდა აღინიშნოს, რომ დექსმედეტომიდინი ძალიან ძლიერმოქმედია, შესაბამისად, ინფუზიის სიჩქარე მითითებულია ერთ საათის განმავლობაში. დოზის კორექციის შემდეგ  სედაციის დონის დასტაბილურებას შეიძლება დასჭირდეს 1 საათამდე დროის მონაკვეთი.

 

მაქსიმალური დოზა

არ შეიძება  მაქსიმალური დოზის 1,4 მკგ/კგ/სთ გადაჭარბება. პაციენტები, რომლებიც ვერ აღწევენ სედაციის შესაფერის დონეს მაქსიმალური დოზით გამოყენებისას,  გადაყვანილი უნდა იყვნენ ალტერნატიულ სედატიურ საშუალებაზე.                                                          

დექსმედეტომიდინის სედაციისათვის დატვირთვის დოზის გამოყენება  რეკომენდებული არ არის, ვინაიდან ის დაკავშირებულია გვერდითი ეფექტების განვითარების გაზრდილ რისკთან. აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება პროპოფოლის ან მიდაზოლამის გამოყენება  დექსმედეტომიდინის კლინიკური ეფექტის მიღწევამდე.

 

გამოყენების ხანგრძლივობა

კვანადექსის გამოყენების გამოცდილება 14 დღეზე მეტი პერიოდის  განმავლობაში არ არსებობს. 14 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში პრეპარატის გამოყენება მოითხოვს  რეგულარულ  გადაფასებას.

არაინტუბირებული   პაციენტების სედაციისთვის დიაგნოსტიკური ან ქირურგიული პროცედურების წინ/ან მათი  ჩატარების დროს, რომლებისათვისაც საჭიროა სედაცია/პროცედურულ სედაცია

კვანადექსის შეყვანა უნდა განხორციელდეს მხოლოდ სამედიცინო მუშაკების მიერ, რომლებსაც აქვთ საჭირო კვალიფიკაცია და უნარები. თუ სედაციისთვის კვანადექსი შეიყვანება გონზე მყოფობის დროს, პაციენტები მუდმივად უნდა იმყოფებოდნენ  იმ პირების კონტროლის ქვეშ,  რომლებიც არ არიან ჩართული დიაგნოსტიკურ ან ქირურგიულ პროცედურაში. აუცილებელია პაციენტების მუდმივი ზედამხედველობა ჰიპოტენზიის, ჰიპერტენზიის, ბრადიკარდიის, სუნთქვის დათრგუნვის, სასუნთქი გზების ობსტრუქციის, სუნთქვის გაჩერების, ქოშინის და/ან ჟანგბადის დესატურაციის ადრეული ნიშნების გამოსავლენად (იხ. განყოფილება "გვერდითი რეაქციები").

აუცილებელია დამატებითი ჟანგბადის უზრუნველყოფა, რომელიც  დაუყოვნებლივ უნდა მიეწოდოს ჩვენებების არსებობის დროს. ჟანგბადით სატურაციის შემოწმება  უნდა ხდებოდეს                        პულსოქსიმეტრიის გამოყენებით.                                                                                                                       

კვანადექსი შეჰყავთ დატვირთვის ინფუზიის სახით, რომელსაც მოჰყვება შემანარჩუნებელი ინფუზია. პროცედურიდან გამომდინარე, სასურველი კლინიკური ეფექტის მისაღწევად შეიძლება საჭირო გახდეს თანმხლები ადგილობრივი ანესთეზია ან ანალგეზია. რეკომენდებულია დამატებითი ანალგეზიის ან სედაციური საშუალებების  (მაგალითად, ოპიოიდები, მიდაზოლამი ან პროპოფოლი) გამოყენება მტკივნეული პროცედურების  ჩატარების  დროს ან სედაციის უფრო მეტი სიღრმის საჭიროებისას. პრეპარატის ფარმაკოკინეტიკური ნახევარგანაწილების პერიოდი უნდა შეფასდეს  დაახლოებით ყოველი 6 წუთში, რაც მხედველობაში უნდა იქნას მიღებული სხვა შეყვანილი სამკურნალო საშუალებების ეფექტებთან ერთად, რათა შეფასდეს კვანადექსის სასურველი კლინიკური ეფექტის ტიტრირებისთვის საჭირო შესაბამისი დრო.                            

პროცედურული სედაციის ინდუცირება                                                                                                 

დატვირთვის ინფუზია 1.0მკგ/კგ 10 წუთის განმავლობაში. ნაკლებად ინვაზიური პროცედურების შემთხვევაში, ისეთების, როგორიცაა ოფთალმოლოგიური ქირურგიული ოპერაციები, შეიძლება გამოყენებულ იქნას დატვირთვის ინფუზია 0,5 მკგ/კგ 10 წუთის განმავლობაში.

პროცედურული სედაციის შენარჩუნება

შემანარჩუნებელი ინფუზია უნდა დაიწყოს 0,6–0,7 მკგ/კგ/სთ და  სასურველი კლინიკური ეფექტის მისაღწევად დატიტრირდეს დოზის დიაპაზონში 0,2დან–1-მდე მკგ/კგ/სთ. შემანარჩუნებელი ინფუზიის სიჩქარის კორექტირება უნდა მოხდეს სედაციის სამიზნე დონის მიღწევამდე.                                                     

 

ხანდაზმული ასაკის პაციენტები

ხანდაზმული ასაკის პაციენტებისთვის დოზის კორექცია ჩვეულებრივ საჭირო არ არის (იხ.განყოფილება „ფარმაკოკინეტიკა“). ხანდაზმული ასაკის პაციენტებში შესაძლებელია არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების გაზრდილი რისკი (იხ. განყოფილება "გამოყენების თავისებურებები"), თუმცა პროცედურული სედაციის შედეგების არსებული შეზღუდული მონაცემები არ მიუთითებს   დოზაზე მკაფიო დამოკიდებულებას.

 

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებს ჩვეულებრივ არ სჭირდებათ დოზის კორექცია.                                                                                                 

 

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

კვანადექსი მეტაბოლიზდება ღვიძლში და ამიტომ სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში. განხილული უნდა იქნას შემცირებული შემანარჩუნებელი დოზის გამოყენების მიზანშეწონილობა (იხ. განყოფილებები "გამოყენების თავისებურებები", "ფარმაკოკინეტიკა").                                         

 

გამოყენების წესი

პრეპარატი გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ განზავებული ინტრავენური ინფუზიის სახით, კონტროლირებადი საინფუზიო მოწყობილობის გამოყენებით.

ამპულები განკუთვნილია მხოლოდ ერთი პაციენტის ინდივიდუალური გამოყენებისთვის.       

 

ხსნარის მომზადება

გამოყენების წინ  კვანადექსი შეიძლება განზავდეს 5% გლუკოზის ხსნარში, რინგერის ხსნარში, მანიტოლში ან 0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში სასურველი კონცენტრაციის მისაღწევად  ან  4მკგ/მლ ან 8მკგ/მლ. ქვემოთ მოცემულ ცხრილში მითითებულია ინფუზიის მოსამზადებლად საჭირო მოცულობები.

4 მკგ/მლ კონცენტრაციის მისაღწევად

საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად საჭირო კვანადექსის კონცენტრატის მოცულობა, მლ

 

გამხსნელის მოცულობა, მლ

ინფუზიის საერთო

მოცულობა, მლ

                        2

                       48

                       50

                        4

                       96

                       100

                        10

                      240

                       250

                        20

                      480

                       500

 

8 მკგ/მლ კონცენტრაციის მისაღწევად

საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად საჭირო კვანადექსის კონცენტრატის მოცულობა, მლ

 

გამხსნელის მოცულობა, მლ

ინფუზიის საერთო

მოცულობა, მლ

                        4

                         46

                        50

                        8

                          92

                        100

                       20

                         230

                         250

                       40

                         460

                         500

 

ფრთხილად შეანჯღრიეთ, რომ ხსნარი კარგად აირიოს.

პარენტერალური  გამოყენების წინ ვიზუალურად უნდა შემოწმდეს უცხო ნაწილაკების არსებობაზე და ფერის შეცვლის საკითხზე.                                                                           

კვანადექსი თავსებადია შემდეგ ინტრავენურ ხსნარებთან და პრეპარატებთან: რინგერის ლაქტატის ხსნარი, გლუკოზის 5%  ხსნარი,  ნატრიუმის ქლორიდის 0,9% ხსნარი, 20% მანიტოლი, ატროპინის სულფატი, დოფამინი, ნორადრენალინი, დობუტამინი, მიდაზოლამი, მორფინის სულფატი, ფენტანილის ციტრატი და პლაზმის შემცვლელი.                                                            

სამკურნალო საშუალების ნებისმიერი ნარჩენი ან გამოყენებული მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

 

ბავშვები                                                                                                                                                               

პრეპარატ კვანადექსის უსაფრთხოება და ეფექტურობა 0-დან 18 წლამდე ასაკის პირებში დადგენილი არ არის. ბავშვებში გამოყენების შესახებ მონაცემები მოცემულია განყოფილებებში "ფარმაკოლოგიური თვისებები" და "გვერდითი რეაქციები", მაგრამ დოზირების რეკომენდაციების  მოწოდება არ არის შესაძლებელი.

 

დოზის გადაჭარბება                                                                                                                                  

სიმპტომები                                                                                                                                             

კლინიკურ და პოსტმარკეტინგულ კვლევებში მოწოდებული იყო  შეტყობინებები დექსმედეტომიდინის დოზის გადაჭარბების რამდენიმე შემთხვევის შესახებ.  დექსმედეტომიდინის ინფუზიის სიხშირე, რომლის შესახებაც   ამ შემთხვევებში იტყობინებოდნენ, აღწევდა 60 მკგ/კგ/სთ 36 წუთის განმავლობაში და 30 მკგ/კგ/სთ 15 წუთის განმავლობაში შესაბამისად, 20 თვის ბავშვსა და ზრდასრულში. ყველაზე ხშირი გვერდითი რეაქციები, რომლებზეც დაფიქსირდა  შეტყობინება დოზის გადაჭარბებასთან დაკავშირებით, მოიცავდა ბრადიკარდიას, არტერიულ ჰიპოტენზიას, არტერიულ ჰიპერტენზიას, გადაჭარბებულ სედაციას, სუნთქვის დათრგუნვასა და გულის გაჩერებას.                                                                                                                 

მკურნალობა                                                                                                                                                           

კლინიკური სიმპტომების გამოვლენით დოზის გადაჭარბების შემთხვევაში სამკურნალო საშუალებით ინფუზია უნდა შემცირდეს ან შეწყდეს. უპირატესად, მოსალოდნელია გულ-სისხლძარღვთა ეფექტები, რომელთა მკურნალობა უნდა ჩატარდეს კლინიკური ჩვენებების მიხედვით. მაღალი კონცენტრაციის დროს არტერიული ჰიპერტენზია შეიძლება უფრო გამოხატული იყოს, ვიდრე არტერიული ჰიპოტენზია. კლინიკურ კვლევებში სინუსური კვანძის გაჩერების შემთხვევები თავისით ქრებოდა ან პასუხობდა ატროპინით ან გლიკოპიროლატით მკურნალობას. ზოგიერთ შემთხვევაში   დოზის მძიმე გადაჭარბებისას, რამაც გამოიწვია გულის გაჩერება, საჭირო იყო სარეანიმაციო ღონისძიებების ჩატარება.

 

გვერდითი რეაქციები                                                                                                                                  

ზრდასრული პაციენტების სედაცია ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში

ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში დექსმედეტომიდინის გამოყენების დროს ყველაზე ხშირად მოხსენებული გვერდითი რეაქციებია არტერიული ჰიპოტენზია, არტერიული ჰიპერტენზია და ბრადიკარდია, რომლებიც უვითარდება პაციენტების დაახლოებით შესაბამისად, 25%-ს, 15%-სა და 13%-ს. არტერიული ჰიპოტენზია და ბრადიკარდია ასევე წარმოადგენს ყველაზე ხშირ სერიოზულ გვერდით რეაქციებს, რომლებიც დაკავშირებულია დექსმედეტომიდინთან, რომელიც უვითარდებოდა რანდომიზებული პაციენტების შესაბამისად, 1,7% და 0,9%-ს,  ინტენსიური თერაპიის, ანესთეზიოლოგიის და რეანიმაციის განყოფილებებიდან.                               

პროცედურული სედაცია                                                                                                                                 

გვერდითი რეაქციები, რომელთა შესახებაც  ყველაზე ხშირად დაფიქსირებულია შეტყობინებები  პროცედურულ სედაციაში დექსმედეტომიდინის გამოყენების დროს, ჩამოთვლილია ქვემოთ (ფაზის III კვლევის პროტოკოლები შეიცავდა არტერიული წნევის, სუნთქვის სიხშირისა და გულის კუმშვადობის სიხშირის ცვლილებების ზღვრულ დონეებს, რომლებიც  წინასწარ იყო განსაზღვრული  და რომლებიც  დაკავშირებულია გვერდით ეფექტებთან):

–          ჰიპოტენზია (55% დექსმედეტომიდინის ჯგუფში  პლაცებოს ჯგუფში 30%-თან შედარებით,  რომელშიც ღებულობდნენ მიდაზოლამითა და ფენტანილით სარეზერვო თერაპიას);

–         სუნთქვის დათრგუნვა (38% დექსმედეტომიდინის ჯგუფში 35%-თან შედარებით პლაცებოს ჯგუფში, რომლებიც ღებულობდნენ მიდაზოლამითა და ფენტანილით სარეზერვო თერაპიას);

–         ბრადიკარდია (14% დექსმედეტომიდინის ჯგუფში  4%-თან შედარებით პლაცებოს ჯგუფში, რომელიც ღებულობდნენ მიდაზოლამითა და ფენტანილის სარეზერვო თერაპიას).

გვერდითი რეაქციების სიხშირის განსაზღვრა ხდება  შემდეგი კრიტერიუმების შესაბამისად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, < 1/10-მდე); არახშირად (≥ 1/1000, < 1/100-მდე); იშვიათად (≥ 1/10000, < 1/1000-მდე); ძალიან იშვიათად (< 1/10000), სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემების საფუძველზე).

ნივთიერებათა ცვლის, მეტაბოლიზმის დარღვევა                                                                                                 ხშირად: ჰიპერგლიკემია, ჰიპოგლიკემია.                                                                                                         არახშირად: მეტაბოლური აციდოზი, ჰიპოალბუმინემია.

ფსიქიკური დარღვევები                                                                                                                                      ხშირად: აჟიტაცია.                                                                                                                                           არახშირად: ჰალუცინაციები.

გულის მხრივ                                                                                                                                                                  ძალიან ხშირად: ბრადიკარდია 1,2.                                                                                                                             ხშირად: იშემია ან მიოკარდიუმის ინფარქტი, ტაქიკარდია.                                                                                არახშირად: AV- ბლოკადა1, გულის წუთიერი მოცულობის დაქვეითება, გულის გაჩერება1.

სისხლძარღვოვანი დარღვევები

ძალიან ხშირად: არტერიული ჰიპოტენზია 1,2, არტერიული ჰიპერტენზია 1,2.

სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოებისა და შუასაყარის მხრივ

ძალიან ხშირად: სუნთქვის დათრგუნვა  2,3.

არახშირად: ქოშინი, აპნოე.

კუჭ-ნაწლავის დარღვევები

ხშირად: გულისრევა 2, ღებინება, პირის სიმშრალე 2.

არახშირად: მუცლის  შებერილობა.

შარდგამომყოფი სისტემის მხრივ

სიხშირე უცნობია: პოლიურია.

ზოგადი დარღვევები და რეაქციები შეყვანის ადგილზე

ხშირად: მოხსნის სინდრომი, ჰიპერთერმია.

არახშირად : პრეპარატის არაეფექტურობა, წყურვილი.

 

1 ცალკეული ინდივიდუალური გვერდითი რეაქციების აღწერა.

2 გვერდითი რეაქციები აღინიშნებოდა  ასევე  პროცედურული სედაციის კვლევებში.

3 სიხშირე "ხშირად" ინტენსიური თერაპიის განყოფილების პირობებში ჩატარებულ  კვლევებში.

 

ცალკეული გვერდითი რეაქციების აღწერა

კლინიკურად მნიშვნელოვანი არტერიული ჰიპოტენზიისა და ბრადიკარდიის მკურნალობა უნდა ჩატარდეს ისე, როგორც მითითებულია "გამოყენების თავისებურებები"-ს განყოფილებაში. შედარებით ჯანმრთელ მოხალისეებში, რომლებიც არ იმყოფებოდნენ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, სამკურნალო საშუალების გამოყენების დროს ბრადიკარდია ზოგჯერ იწვევდა სინუსური კვანძის ან სინუსური პაუზის აქტივობის შეწყვეტას. სიმპტომები ქრებოდა ქვედა კიდურების აწევის და ანტიქოლინერგული საშუალებების გამოყენების შემდეგ, როგორიცაა ატროპინი ან გლიკოპიროლატი. ცალკეულ  შემთხვევებში  ბრადიკარდია პროგრესირებდა ასისტოლის პერიოდებით პაციენტებში, რომლებიც ადრე  ბრადიკარდიით იყვნენ დაავადებულნი.                                                                                                                                            

არტერიული ჰიპერტენზია ასოცირებული იყო დატვირთვის დოზის გამოყენებასთან. ეს რეაქცია შეიძლება შემცირდეს ასეთი დატვირთვის დოზის თავიდან აცილებით ან ინფუზიის სიჩქარის შემცირებით, ან დატვირთვის დოზის ზომის შემცირებით.                                                             

 

პედიატრიული ჯგუფი

შეყვანის  24 საათამდე ხანგრძლივობის დროს 1 თვეზე მეტი ასაკის პაციენტებში უპირატესად პოსტოპერაციულ პაციენტებში, რომლებიც იმყოფებოდნენ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, პრეპარატი აჩვენებდა უსაფრთხოების პროფილს, რომელიც ზრდასრულების უსაფრთხოების პროფილის მსგავსია. ახალშობილებში (გესტაციის 28-დან 44 კვირამდე ვადაში დაბადებულები) მონაცემები ასევე  ლიმიტირებულია და შეზღუდულია  ≤0,2 მკგ/კგ/სთ შემანარჩუნებელი დოზის ფარგლებით. პუბლიკაციებში აღწერილია ახალშობილში ჰიპოთერმული ბრადიკარდიის ერთი შემთხვევა.

 

ვარგისობის ვადა

2 წელი.   

                                                                                                                                    

შენახვის პირობები

 ინახება არაუმეტეს  25°C ტემპერატურაზე ორიგინალ შეფუთვაში. შეინახეთ ამპულები მუყაოს კოლოფში სინათლისგან დასაცავად. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

შეფუთვა

2 მლ ამპულაში;

5 ამპულა კონტურულ უჯრედიანი შეფუთვაში;

1  კონტურული უჯრედიანი შეფუთვა  მუყაოს კოლოფში.

გაცემის კატეგორია                                                                                                                                             

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მწარმოებელი

შპს "იურია-ფარმი".

მწარმოებლის ადგილმდებარეობა და მისი საქმიანობის განხორციელების ადგილის მისამართი

უკრაინა, 18030, ჩერკასის ოლქი,

ქალ. ჩერკასი,  კობზარსკაიას ქუჩა, 108.

ტელ.: +38 (044) -281-01-01.