ოქსიბრალი 30მგ #20კაფს
0.00
ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ტვინში სისხლის მიმოქცევის გამაუმჯობესებელი პრეპარატები, ნოოტროპები (ნეირომეტაბოლური სტიმულატორები)
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები:
ვინკამინი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 14400
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
ოქსიბრალი
OXYBRAL
OXYBRAL
საერთაშორისო დასახელება - vincamine
ათქ.კლასიფიკაციის კოდი - N06B
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - თავის ტვინის მეტაბოლიზმის გასაუმჯობესებელი საშუალებები; თავის ტვინის მეტაბოლიზმის გასაუმჯობესებელი საშუალებები
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
კაფს. 30 მგ: 20 ც.
კაფსულები:: შეფუთვაში 20 ც. კაფს.
ვინკამინი ------------ 30 მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები
ოქსიბრალს სამკურნალო მოქმედების კომპლექსური მექანიზმი ახასიათებს. ოქსიბრალი ხასიათდება სელექციური ვაზორეგულაციური მოქმედებით თავის ტვინის სისხლძარღვების მიმართ, რითაც ცერებრული სისხლის მიმოქცევის ადაპტაციას განაპირობებს თვის ტვინის მეტაბოლური მოთხოვნილების შესაბამისად. ოქსიბრალი აუმჯობესებს თავის ტვინის მეტაბოლიზმს გლუკოზის ჟანგვის გაძლიერების მეშვეობით, ზრდის თვით ენერგიის გამომუშავებას, რითაც მნიშვნელოვნად ზრდის თავის ტვინისა და ორგანიზმის საერთო აქტივობას.
ოქსიბრალი ზრდის სისხლიდან ჟანგბადის მოხმარებას ნეირონების მიერ, რომლებიც იმყოფებიან ჰიპოქსიის მდგომარეობაში.
ოქსიბრალი ამცირებს და არეგულირებს ცერებრული სისხლძარღვთა კალაპოტის პერიფერიულ სისხლძარღვოვან წინააღმდეგობას.
ოქსიბრალი არის მცენარეული წარმოშობის და პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება უსაფრთხოა. ოქსიბრალის ყველა ზემოთ აღნიშნული ეფექტი ერთად აუმჯობესებს და არეგულირებს ცერებრულ ცირკულაციასა და ფუნქციებს მენტალური და ინტელექტუალური ფუნქციების ჩათვლით.
ჩვენებები
ოქსიბრალის გამოყნება ნაჩვენებია თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებისა და ადაპტაციის მიზნით ცერებრული მეტაბოლური მოთხოვნილების შესაბამისად; თავის ტვინის ფუნქციების გაუმჯობესებისათვის შემდეგი კლინიკური მდგომარეობების დროს:
I ცერებრული დარღვევები: მეხსიერების გაუარესება; ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა; დიაბეტური ანგიოპათია; თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზული დაზიანება; ქალა-ტვინის ტრავმა; პოსტინსულტური დარღვევები; ჰიპერტონული ენცეფალოპათია.
II თავბრუსხვევა, სისხლძარღვოვანი თავის ტკივილი, შაკიკი.
III სმენის სისხლძარღვოვანი გენეზის დარღვევები.
IV მხედველობის სისხლძარღვოვანი გენეზის დარღვევები.
V ფსიქიური დარღვევები: დროსა და სივრცეში ორიენტაციის დარღვევა; ემოციური სფეროს დარღვევები; ცერებრული სისხლძარღვოვანი დარღვევები, მათ შორის, თავის ტვინის იშემია.
VI ინტელექტუალური უნარის გაუმჯობესება.
მიღების წესები და დოზები
მოზრდილებში ინიშნება 1 SR კაფსულა 2-ჯერ დღეში; პრეპარატის დანიშვნა რეკომენდებულია ხანგრძლივად. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა განისაზღვრება მკურნალი ექიმის მიერ.
გვერდითი მოვლენები
რეკომენდებული დოზით პრეპარატის გამოყენებისას გვერდითი მოვლენები აღინიშნა ერთეულ შემთხვევებში.
უკუჩვენება
პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა, თავის ტვინის სისმსივნე, ორსულობა და ძუძუთი კვება.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ოქსიბრალი აძლიერებს ანტიაგრეგაციული და ჰიპოტენზიური პრეპარატების მოქმედებას.
შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 30ºC ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა – 3 წელი.
მწარმოებელი ქვეყანა
დიდი ბრიტანეთი
საიტზე მითითებული მარაგების შესახებ ინფორმაცია ცვალებადია, რეკომენდებულია ისარგებლოთ ონლაინ აფთიაქით