იოდის სპირტ ხსნ.5%10მლ აპლიკ.

იოდის სპირტ ხსნ.5%10მლ აპლიკ.

2.00 ლარი
ქვეყანა: თურქმენეთი
მწარმოებელი: თურქმენდერმანსენაგატ
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: იოდინი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 143923
გააზიარე:

სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია

იოდის სპირტიანი ხსნარი 5% 10 მლ

სავაჭრო დასახელება:

იოდის სპირტიანი ხსნარი 5%

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:

იოდი

ფარმაცევტული ფორმა: გარეგანი გამოყენების წითელ-ყავისფერი გამჭვირვალე სითხე დამახასიათებელი სუნით.

შემადგენლობა

10 მლ ხსნარი შეიცავს:

იოდი ეფ .... 500 მგ

აქტიური ნივთიერება:

იოდი

არააქტიური ნივთიერებები:

კალიუმის იოდიდი

ეთილის სპირტი (ეთანოლი)

გასუფთავებული წყალი

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ანტისეპტიკური. იოდის პრეპარატები.

ათქ კოდი D08AG0 3

ფარმაკოლოგიური მოქმედება: ანტისეპტიკური, ანტიმიკრობული, განმაყენებელი საშულება და ადგილობრივად გამაღიზიანებელი მოქმედება. აკოაგულირებს ცილებს იოდამინების წარმოქმნით. ახდენს ბაქტერიციდულ მოქმედებას, გააჩნია სათრიმლავი და მოწვის თვისებები. აღიზიანებს კანისა და ლორწოვანი გარსების რეცეპტორებს. კანთან კონტაქტისას 30% გარდაიქმნება იოდიდებად, ხოლო დანარჩენილი ნაწილი რჩება ელემენტარული იოდის ფორმით. კანის ზედაპირიდან ნაწილობრივ შეიწოვება. აბსორბირებულმა ნაწილმა შეიძლება შეაღწიოს ქსოვილებსა და ორგანოებში, სელექციურად შთანთქოს ფარისებრმა ჯირკვალმა.

გამოყენების ჩვენებები: იოდის სპირტიანი ხსნარი 5% გამოიყენება გარეგანად, როგორც ანტისეპტიკური საშუალება ჭრილობების კიდეების, დაჟეჟილობების, გაჭრილის, მიკროტრავმების დასამუშავებლად, საოპერაციო ველის და ქირურგის ხელების თითების დასამუშავებლად, კანის სოკოვანი დაავადებების სამკურნალოდ, როგორც განმაყენებელი საშუალება ნევრალგიების, მიოზიტის დროს.

უკუჩვენებები: ჰიპერთირეოზი, თირკმლის უკმარისობა. ინდივიდუალური აუტანლობა (მ.შ. ჰიპერმგრძნობელობა ანამნეზში). არ შეიძლება კანის დამუშავება ფერისმჭამელებიანი გამონაყარის, ჰემორაგიული დიათეზის, ჭინჭრის ციების, დიაბეტური ტროფიკული წყლულების დროს. არ შეიძლება კანის დიდ მონაკვეთებზე გამოყენება დამწვრობის შესაძლო განვითარების გამო. არ გამოიყენება 1 წლამდე ბავშვებში ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევების განვითარების და კანის დაზიანების რისკის გამო. არ დაიშვება პრეპარატის თვალებში მოხვედრა.

გამოყენების წესი და დოზები: პრეპარატის ხსნარი დაიტანეთ კანის დაზიანებული მონაკვეთის ზედაპირზე. გამოიყენება გარეგანად. კანის დაზიანებული მონაკვეთები მუშავდება საჭიროების მიხედვით. ინდივიდუალური გამოყენებისთვის. ხსნარის დატანის შემდეგ დაახურეთ თავსახური.

გვერდითი მოქმედება: კანის საფარის და ლორწოვანი გარსების დამუშავებისას წარმოიქმნება წვის ხანმოკლე შეგრძნება, რომელიც თავისით ალაგდება. რაიმე არასასურველი მოვლენების გამოვლინებისას საჭიროა ექიმთან მიმართვა.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: პრეპარატი შეუთავსებელია სხვა ადგილობრივი გამოყენების მადეზინფიცირებელ საშუალებებთან, რომლებიც შეიცავენ დამჟანგავებს, ტუტეებს (მ.შ. ამიაკის ხსნარს), ვერცხლის წყალს, ეთერზეთებთან, იხტიოლთან, ფერმენტების შემცველ სამკურნალო საშუალებებთან.

შეფუთვა

10 მლ იოდი სამკურნალო საშუალებების ფლაკონებში სახრახნი ყელით, რომელსაც ახურავს ნიჩაბიანი თავსახური.

თითოეული ფლაკონი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად შეფუთულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ, სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.

ვარგისობის ვადა: 3 წელი. ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ არ გამოიყენოთ.

გაცემის წესი:

არმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი და მისი მისამართი:

თურქმენეთის ჯანდაცვისა და სამედიცინო მრეწველობის სამინისტრო.

გაერთიანება "თურქმენდერმანსენაგატი". "იოდის მწარმოებელი საწარმო".

745130 თურქმენეთი, ბალკანის ოლქი, ბერეკეტის რაიონი, სუვჩილარის ქ., სახლი 7.

ტელ.: +993 247 3 35 99, ფაქსი: +993 247 3 35 93, [email protected]