კაპეციტაბინი ვისტა 500მგ #120ტ
გააზიარე:
გამოყენების ინსტრუქცია
კაპეციტაბინი-ვისტა
(CAPECITABINE-VISTA)
შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება: კაპეციტაბინი;
1 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 150 მგ ან 500 მგ კაპეციტაბინს;
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის კროსკარმელოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა PH 101, მიკროკრისტალური ცელულოზა PH 200, ჰიპრომელოზა 5cP, სილიციუმი კოლოიდური უწყლო (E 551), მაგნიუმის სტეარატი (E 470b);
აპკიანი გარსი: ჰიპრომელოზა 5cP, ტიტანის დიოქსიდი (E 171), ტალკი (E 553b), მაკროგოლი 400, წითელი რკინის ოქსიდი (E 172), რკინის ყვითელი ოქსიდი (E 172).
გარეგნობის, სუნის, გემოს აღწერა
150 მგ: ოვალური, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ღია ატმისფერი, ერთ მხარეს ამოტვიფრულია „150“ სავარაუდო ზომები 11,4 მმ x 5,9 მმ.
500 მგ: წაგრძელებული, კაფსულის ფორმის, ატმის ფერის, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ერთ მხარეს ამოტვიფრულია „500“. სავარაუდო ზომები 17.1 მმ x 8.1 მმ.
დოზირების ფორმა. აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ოვალური ფორმის, ღია ატმისფერი, ერთ მხარეს გრავირებულია „150“. სავარაუდო ზომები 11.4მმ x 5.9მმ;
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, წაგრძელებული, ატმისფერი, ერთ მხარეს გრავირებულია „500“. სავარაუდო ზომები 17.1 მმ x 8.1 მმ.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. ანტინეოპლასტიკური საშუალებები. ანტიმეტაბოლიტები.
პირიმიდინის სტრუქტურული ანალოგები.
ათქ კოდი: L01BC06.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა.
კაპეციტაბინი არის არაციტოტოქსიური ფტორპირიმიდინის კარბამატი, რომელიც მოქმედებს როგორც ციტოტოქსიური ნაწილის 5-ფტორურაცილის (5-ფუ) პერორალურად შეყვანილი წინამორბედი. კაპეციტაბინი აქტიურდება რამდენიმე ფერმენტული სტადიით. ფერმენტი, რომელიც მონაწილეობს 5-ფუ-ად, თიმიდინ ფოსფორილაზად საბოლოო გარდაქმნაში, გვხვდება სიმსივნურ ქსოვილებში, მაგრამ ასევე ნორმალურ ქსოვილებში, თუმცა ჩვეულებრივ, უფრო დაბალ დონეზე. ადამიანის კიბოს ქსენოტრანსპლანტატის მოდელებში, კაპეციტაბინმა აჩვენა სინერგიული ეფექტი დოცეტაქსელთან კომბინაციაში, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს დოცეტაქსელის მიერ თიმიდინფოსფორილაზას გააქტიურებასთან.
არსებობს მტკიცებულება, რომ 5-ფუ-ს მეტაბოლიზმი ანაბოლური გზით ბლოკავს დეზოქსიურიდილის მჟავას თიმიდილის მჟავად მეთილირების რეაქციას, რითაც ხელს უშლის დეზოქსირიბონუკლეინის მჟავას (დნმ) სინთეზს. 5-ფუ-ს შეერთება ასევე იწვევს რნმ-ის და ცილების სინთეზის ინჰიბირებას. ვინაიდან დნმ და რნმ აუცილებელია უჯრედების გაყოფისა და ზრდისთვის, 5-ფუ-ის ეფექტი შეიძლება იყოს თიმიდინის დეფიციტის შექმნა, რაც იწვევს უჯრედების არაბალანსირებულ ზრდას და სიკვდილს. დნმ-ისა და რნმ-ის დეპრივაციის ეფექტი ყველაზე შესამჩნევია იმ უჯრედებზე, რომლებიც უფრო სწრაფად მრავლდებიან და ამეტაბოლიზებენ 5-ფუ-ს მაღალი სიჩქარით 5-ფუ-ს მეტაბოლიზმის უფრო მაღალი დონით.
ფარმაკოკინეტიკა.
კაპეციტაბინის ფარმაკოკინეტიკა შეფასდა დოზის დიაპაზონში 502-3514 მგ/მ²/დღეში. კაპეციტაბინის პარამეტრები, 5'-დეზოქსი-5-ფტოროციტიდინი (5'-დფცტ) და 5’-დეზოქსი-5-ფტორურიდინის (5'-დფურ) გაზომილი 1 და 14 დღეებში იყო მსგავსი. AUC ექსპოზიცია 5-ფუ-სთვის იყო 30-35%-ით მაღალი მე-14 დღეს. კაპეციტაბინის დოზის შემცირება ამცირებს 5-ფუ-ს მიმართ სისტემურ ზემოქმედებას დოზაპროპორციულზე მეტად აქტიური მეტაბოლიტის არაწრფივი ფარმაკოკინეტიკის გამო.
აბსორბცია.
პერორალური მიღების შემდეგ კაპეციტაბინი სწრაფად და სრულად შეიწოვება, რის შემდეგაც იგი ბიოტრანსფორმირდება მეტაბოლიტებად 5'-დეზოქსი-5-ფტოროციტიდინი ს(5'-დფცტ) და 5'-დფურ მეტაბოლიტებთან. საკვებთან ერთად მიღება ამცირებს კაპეციტაბინის შეწოვის სიჩქარეს, მაგრამ იწვევს მხოლოდ უმნიშვნელო ზემოქმედებას AUC-ზე 5'-დფურ-ის შემთხვევაში და შემდგომი მეტაბოლიტის 5-ფუ-ს AUC-ზე.
1250 მგ/მ² დოზით მე-14 დღეს ჭამის შემდეგ პიკური პლაზმური კონცენტრაციები (Cmax მკგ/მლ-ში) კაპეციტაბინისთვის, 5'-დფცტ, 5'-დფურ, 5-ფუ და ФБАЛ-სთვის იყო 4.67, 3.05, 12.1, 0.95 და 5.46 შესაბამისად. დრო პლაზმური კონცენტრაციის პიკის მიღწევამდე (Tmax საათებში) იყო 1.50, 2.00, 2.00, 2.00 და 3.34. AUC მნიშვნელობები - 7.75, 7.24, 24.6, 2.03 და 36.3 მკგ სთ/მლ შესაბამისად.
განაწილება.
ადამიანის პლაზმის ინ ვიტრო კვლევებმა აჩვენა, რომ კაპეციტაბინი, 5'-დფცტ, 5'-დფურ და 5-ფუ 54%, 10%, 62% და 10%-ით უკავშირდება ცილებს, ძირითადად ალბუმინს.
მეტაბოლიზმი.
კაპეციტაბინი თავდაპირველად მეტაბოლიზდება ღვიძლის კარბოქსილესტერაზას მიერ 5'-დფცტ-ად, რომელიც შემდეგ გარდაიქმნება 5'-დფურ-ად ციტიდინდეზამინაზას მიერ, რომელიც ძირითადად ლოკალიზებულია ღვიძლში და სიმსივნურ ქსოვილებში. 5'-დფურ-ის შემდგომი კატალიზური გააქტიურება ხდება თიმიდინფოსფორილაზას გამო. ფერმენტები, რომლებიც ჩართული არიან კატალიზურ აქტივაციაში, გვხვდება როგორც სიმსივნურ ქსოვილებში, ასევე ნორმალურ ქსოვილებში, მაგრამ ჩვეულებრივ უფრო დაბალ დონეზე. კაპეციტაბინის 5-ფუ-ად შემდგომი ფერმენტული ბიოტრანსფორმაცია იწვევს უფრო მაღალ კონცენტრაციას სიმსივნურ ქსოვილებში. კოლორექტალური სიმსივნეების დროს 5-ფუ-ს მნიშვნელოვანი ნაწილი ლოკალიზებულია სიმსივნის სტრომულ უჯრედებში. კაპეციტაბინის პერორალური მიღების შემდეგ კოლორექტალური კიბოს მქონე პაციენტებში, კოლორექტალურ სიმსივნეებში 5-ფუ კონცენტრაციის თანაფარდობა ახლომდებარე ქსოვილის კონცენტრაციასთან იყო 3.2 (დიაპაზონი, 0.9-დან 8.0-მდე). 5-ფუ-ს კონცენტრაციის შეფარდება სიმსივნეში სისხლის პლაზმურ კონცენტრაციასთან იყო 21.4 (დიაპაზონი 3.9-დან 59.9-მდე, N=8), ხოლო ჯანმრთელ ქსოვილებში კონცენტრაციის თანაფარდობა სისხლის პლაზმის კონცენტრაციასთან იყო 8.9 (დიაპაზონი 3.0-დან 25,8, N=8). გაზომვისას, თიმიდინფოსფორილაზას აქტივობა 4-ჯერ უფრო მეტი იყო პირველად კოლორექტალური სიმსივნეში, მიმდებარე ნორმალურ ქსოვილთან შედარებით. იმუნოჰისტოქიმიური კვლევების მიხედვით, თიმიდინფოსფორილაზას უდიდესი ნაწილი ლოკალიზებულია სიმსივნის სტრომულ უჯრედებში. 5-ფუ შემდეგ კატაბოლიზდება დიჰიდროპირიმიდინდეჰიდროგენაზად (DPD) ნაკლებად ტოქსიკური დიჰიდრო-5-ფტორურაცილის (ფუN2) წარმოქმნით. დიჰიდროპირიმიდინაზა შლის პირიმიდინის რგოლს 5-ფტორორეიდოპროპიონის მჟავას (ფუპმ) წარმოქმნით. და ბოლოს, β-ურეიდოპროპიონაზა შლის ფუპმ-ს a-ფტორ- β -ალანინად (ფბალ), რომელიც გამოიყოფა შარდით. დიჰიდროპირიმიდინდეჰიდროგენაზას (დპდ) აქტივობა არის შემზღუდველი საფეხური. დპდ-ს დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს კაპეციტაბინის ტოქსიკურობის გაზრდა.
გამოყოფა.
კაპეციტაბინის, 5'-დფცრ, 5'-დფურ, 5-ფუ და „ფბალ“-ს ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2) არის 0.85, 1.11, 0.66, 0.76 და 3.23 საათი, შესაბამისად. კაპეციტაბინი და კაპეციტაბინის მეტაბოლიტები ძირითადად გამოიყოფა შარდით. გამოიყოფა შარდით - 95,5%, განავლით - 2,6%. მთავარი მეტაბოლიტი შარდში არის „ფბალ“, რომელიც შეადგენს მიღებული დოზის 57%-ს. მიღებული დოზის დაახლოებით 3% გამოიყოფა უცვლელი სახით შარდით.
კომბინირებული თერაპია.
გამოვლენილი არ არის კაპეციტაბინის ზემოქმედება დოცეტაქსელის და პაკლიტაქსელის ფარმაკოკინეტიკაზე (Cmax და AUC) და დოცეტაქსელისა და პაკლიტაქსელის ზემოქმედება კაპეციტაბინის და 5'-დფურ-ის ფარმაკოკინეტიკაზე.
ფარმაკოკინეტიკა სპეციალურ კლინიკურ ჯგუფებში.
პოპულაციის ფარმაკოკინეტიკური ანალიზი ჩატარდა 1250 მგ/მ2 დღეში ორჯერ კაპეციტაბინით მკურნალობის შემდეგ კოლორექტალური კიბოს მქონე 505 პაციენტში. სქესი, ღვიძლის მეტასტაზების არსებობა ან არარსებობა მკურნალობამდე, პაციენტის ზოგადი მდგომარეობის ინდექსი კარნოვსკის მიხედვით, საერთო ბილირუბინის, შრატში ალბუმინის კონცენტრაცია, ALT და AST აქტივობა არ ახდენდა მნიშვნელოვან გავლენას 5'-დფურ, 5-ფუ და „ფბალ“-ის ფარმაკოკინეტიკაზე.
პაციენტები ღვიძლის მეტასტაზური დაავადებით.
ფარმაკოკინეტიკური კვლევების მიხედვით, პაციენტებში ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი დისფუნქციით გამოწვეული მეტასტაზებით, კაპეციტაბინის ბიოშეღწევადობა და 5-ფუ ექსპოზიცია შეიძლება გაიზარდოს ღვიძლის ფუნქციის დარღვევის გარეშე იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებსაც არ აქვთ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა. არ არსებობს ფარმაკოკინეტიკური მონაცემები პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ღვიძლის მძიმე დისფუნქცია.
პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით.
თირკმელების სხვადასხვა ხარისხის (მსუბუქიდან მძიმემდე) უკმარისობისას კიბოს მქონე პაციენტებში, უცვლელი პრეპარატის და 5-ფუ-ს ფარმაკოკინეტიკა არ არის დამოკიდებული კრეატინინის კლირენსზე. კრეატინინის კლირენსი გავლენას ახდენს AUC 5'-დფურ-ის სიდიდეზე (AUC-ის 35%-ით გაზრდა - კრეატინინის კლირენსის 50%-ით შემცირებისას) და „ფბალ“-ის სიდიდეზე (AUC-ის 114%-ით მატება კრეატინინის კლირენსის 50%-ით შემცირებისას). „ფბალ“ - მეტაბოლიტი, რომელსაც არ გააჩნია ანტიპროლიფერაციული აქტივობა.
ხანდაზმული პაციენტები.
პოპულაციის ფარმაკოკინეტიკური ანალიზის მონაცემებზე დაყრდნობით, რომელიც მოიცავდა ფართო ასაკობრივ დიაპაზონს (27-86 წელი), რომელთაგან 234 პაციენტი (46%) იყო 65 წელზე უფროსი ასაკის, ასაკი არ ახდენს გავლენას 5'-დფურ-ის და 5-ფუ-ს ფარმაკოკინეტიკაზე. „ფაბლ“-ის AUC მატულობს ასაკთან ერთად (ასაკის მატებას 20%-ით თან ახლდა „ფბალ“-ის AUC-ის გაზრდა 15%-ით), რაც სავარაუდოდ გამოწვეულია თირკმლის ფუნქციის ცვლილებებით.
ეთნიკური ფაქტორები.
825 მგ/მ² კაპეციტაბინის პერორალური მიღების შემდეგ ორჯერ დღეში 14 დღის განმავლობაში იაპონელ პაციენტებში (N=18), კაპეციტაბინის Cmax იყო 36%-ით უფრო დაბალი, და AUC იყო 24%-ით უფრო დაბალი ევროპეიდული რასის პაციენტებთან შედარებით (N=22). ასევე „ფბალ“-ისთვის, იაპონელ პაციენტებში კაპეციტაბინის Cmax იყო 25%-ით უფრო დაბალი და AUC 34%-ით უფრო დაბალი ევროპეიდული რასის პაციენტებთან შედარებით. ამ განსხვავების კლინიკური მნიშვნელობა უცნობია. არ აღინიშნება მნიშვნელოვანი განსხვავება სხვა მეტაბოლიტების ექსპოზიციის მხრივ (5'-„დფცტ“, 5'-დფურ და 5-ფუ).
კლინიკური მახასიათებლები.
ჩვენებები.
მსხვილი ნაწლავის კიბო, კოლორექტალური კიბო:
- მსხვილი ნაწლავის კიბო, როგორც III სტადიის კიბოს დამხმარე თერაპია (დიუკის მიხედვით სტადია C) ქირურგიული მკურნალობის შემდეგ;
- მეტასტაზური კოლორექტალური კიბო.
კუჭის კიბო:
- პრეპარატი კუჭის შორსწასული კიბოს მკურნალობის პირველი ხაზისთვის, პლატინაზე დაფუძნებულ პრეპარატებთან კომბინაციაში.
სარძევე ჯირკვლის კიბო:
- ლოკალურად გავრცელებული ან მეტასტაზური სარძევე ჯირკვლის კიბო, დოცეტაქსელთან კომბინაციაში არაეფექტური ქიმიოთერაპიის შემდეგ, ანტრაციკლინის რიგის პრეპარატების ჩათვლით;
- ლოკალურად გავრცელებული ან მეტასტაზური სარძევე ჯირკვლის კიბო, როგორც მონოთერაპია არაეფექტური ქიმიოთერაპიის შემდეგ, ტაქსანებისა და ატრაციკლინის რიგის პრეპარატების ჩათვლით ან ანტრაციკლინით თერაპიის უკუჩვენების არსებობისას.
უკუჩვენებები
ანამნეზში მძიმე, მათ შორის მოულოდნელი რეაქციები ფტორპირიმიდინით მკურნალობაზე.
ჰიპერმგრძნობელობა კაპეციტაბინის ან პრეპარატის რომელიმე კომპონენტის ან ფტორურაცილის მიმართ. ცნობილია დიჰიდროპირიმიდინდეჰიდროგენაზას (დპდ) აქტივობის სრული არარსებობა (იხილეთ პუნქტი „გამოყენების თავისებურებები“).
ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდი.
მძიმე ლეიკოპენია, ნეიტროპენია, თრომბოზიციტოპენია.
ღვიძლის მძიმე დისფუნქცია.
თირკმლის მძიმე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ).
ბრივუდინით ცოტა ხნის წინ ჩატარებული ან თანმხლები მკურნალობა (იხ. პუნქტები "გამოყენების თავისებურებები" და "ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები).
კომბინაციაში გამოყენებული ნებისმიერი პრეპარატის გამოყენების უკუჩვენება.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
ურთიერთქმედების კვლევები ჩატარდა მხოლოდ ზრდასრულ პაციენტებში.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან.
ბრივუდინი
აღწერილია კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება ბრივუდინსა და ფტორპირიმიდინებს (მაგ. კაპეციტაბინი, 5-ფტორურაცილი, ტეგაფური) შორის ბრივუდინის მიერ დიჰიდროპირიმიდინდეჰიდროგენაზას ინჰიბირების შედეგად. ამ ურთიერთქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს ფტორპირიმიდინის ტოქსიკურობის მნიშვნელოვანი ზრდა, ლეთალური გამოსავლის ჩათვლით. ამიტომ, ბრივუდინის გამოყენება არ შეიძლება კაპეციტაბინთან ერთად (იხ. პუნქტები „უკუჩვენებები“ და „გამოყენების თავისებურებები“). აუცილებელია მინიმუმ 4 კვირის ინტერვალი ბრივუდინის მკურნალობის დასრულებასა და კაპეციტაბინით თერაპიის დაწყებას შორის. ბრივუდინით მკურნალობა შეიძლება დაიწყოს კაპეციტაბინის ბოლო დოზიდან 24 საათის შემდეგ.
ციტოქრომ P450 2C9-ის სუბსტრატები.
კაპეციტაბინისა და სხვა პრეპარატების ურთიერთქმედების შესახებ კვლევები, რომლებიც მეტაბოლიზდება P450 ციტოქრომის სისტემის 2C9 იზოფერმენტით, ვარფარინის გარდა, არ ჩატარებულა. სიფრთხილეა აუცილებელი ამ პრეპარატებთან (მაგ., ფენიტოინი) ერთად კაპეციტაბინის გამოყენებისას.
კუმარინის ანტიკოაგულანტები.
კაპეციტაბინი აძლიერებს არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების (ვარფარინი და ფენპროკუმონი) მოქმედებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კოაგულაციის პარამეტრების დარღვევა და სისხლდენის განვითარება კაპეციტაბინით თერაპიის დაწყებიდან რამდენიმე დღის ან თვის შემდეგ, და ზოგიერთ შემთხვევაში - კაპეციტაბინით მკურნალობის დასრულებიდან 1 თვის განმავლობაში. S-ვარფარინის 20 მგ ერთჯერადი დოზის შემდეგ ურთიერთქმედების კლინიკური ფარმაკოკინეტიკური კვლევისას კაპეციტაბინ-ვისტათი მკურნალობამ გამოიწვია ვარფარინის AUC-ის 57%-ით და INR-ის 91%-ით გაზრდა. ვინაიდან R-ვარფარინის მეტაბოლიზმი არ იყო დარღვეული, ეს მიუთითებს, რომ კაპეციტაბინი თრგუნავს 2C9 იზოფერმენტს და არ მოქმედებს 1A2 და 3A4 იზოფერმენტებზე. პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ კაპეციტაბინს და ორალურ ანტიკოაგულანტებს - კუმარინის წარმოებულებს, აუცილებელია სისხლის შედედების მაჩვენებლების დეტალური მონიტორინგი (ნორმალიზაციის საერთაშორისოკოეფიციენტი ან პროთრომბინის დრო) და ანტიკოაგულანტის დოზის შერჩევა.
ფენიტოინი.
კაპეციტაბინ-ვისტასა და ფენიტოინის ერთდროული გამოყენებისას აღინიშნა ფენიტოინის პლაზმური კონცენტრაციის გაზრდის ცალკეული შემთხვევები, რასაც თან ახლდა ფენიტოინით ინტოქსიკაციის სიმპტომები. პაციენტებში, რომლებიც იღებენ კაპეციტაბინს ფენიტოინთან ერთად, რეკომენდებულია ფენიტოინის პლაზმური კონცენტრაციის რეგულარული მონიტორინგი.
ფოლინის მჟავა/ფოლიუმის მჟავა.
ფოლინის მჟავა მნიშვნელოვნად არ მოქმედებს კაპეციტაბინის და მისი მეტაბოლიტების ფარმაკოკინეტიკაზე. თუმცა, ფოლინის მჟავა გავლენას ახდენს კაპეციტაბინი-ვისტას ფარმაკოდინამიკაზე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კაპეციტაბინის ტოქსიკურობის გაზრდა: კაპეციტაბინის მაქსიმალური ტოლერანტული დოზა მონოთერაპიაში წყვეტილი დოზირების სქემის დროს არის 3000 მგ/მ2 დღეში და ფოლინთან კომბინირებული გამოყენებისას - მხოლოდ 2000 მგ/მ² დღეში. ტოქსიკურობის გაზრდა შესაძლებელია 5-ფუ/ლვ-დან კაპეციტაბინით მკურნალობის რეჟიმზე გადასვლისას. ეს ასევე შეიძლება შეინიშნოს, როდესაც ფოლიუმის მჟავა გამოიყენება ფოლიუმის დეფიციტის სამკურნალოდ ფოლინის მჟავასა და ფოლიუმის მჟავას შორის მსგავსების გამო.
ანტაციდები.
შესწავლილი იყო ალუმინის ჰიდროქსიდის და მაგნიუმის ჰიდროქსიდის შემცველი ანტაციდების მოქმედება კაპეციტაბინის ფარმაკოკინეტიკაზე. ალუმინის ჰიდროქსიდის და მაგნიუმის ჰიდროქსიდის შემცველი ანტაციდები უმნიშვნელოდ ზრდიან კაპეციტაბინის და მისი ერთ-ერთი მეტაბოლიტის (5'-დფცრ) კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში; სამ ძირითად მეტაბოლიტზე (5'-დფურ, 5-ფუ და „ფბა“) კაპეციტაბინი არ მოქმედებს.
ალოპურინოლი.
დაფიქსირდა ურთიერთქმედება ალოპურინოლსა და 5-ფტორურაცილს შორის 5-ფტორურაცილის შესაძლო ეფექტურობის დაქვეითებით. თავიდან უნდა იქნას აცილებული კაპეციტაბინისა და ალოპურინოლის ერთდროული გამოყენება.
ინტერფერონი ალფა.
კაპეციტაბინი-ვისტას მაქსიმალური ტოლერანტული დოზა არის 2000 მგ/მ²/დღეში ინტერფერონ ალფა-2a-სთან (3 მილიონი სე/მ²/დღეში) კომბინირებისას 3000 მგ/მ²/დღეში მხოლოდ კაპეციტაბინის გამოყენებასთან შედარებით.
სხივური თერაპია.
კაპეციტაბინის მაქსიმალური ტოლერანტული დოზა მონოთერაპიაში წყვეტილი დოზირების რეჟიმით არის 3000 მგ/მ² დღეში, როდესაც გამოიყენება კომბინაციაში რექტალური კიბოს სხივურ თერაპიასთან - 2000 მგ/მ² დღეში მკურნალობის უწყვეტი კურსით ან ყოველდღიურად მიღებისას ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით სხივური თერაპიის 6-კვირიანი კურსის განმავლობაში.
ოქსალიპლატინი.
კაპეციტაბინისა და ოქსალიპლატინის კომბინირებული გამოყენებისას ბევაციზუმაბთან ერთად ან მის გარეშე, არ აღინიშნა კლინიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება კაპეციტაბინის ან მისი მეტაბოლიტების, თავისუფალი პლატინისა და მთლიანი პლატინის ექსპოზიციაში.
ბევაციზუმაბი.
არ აღინიშნა ბევაციზუმაბის კლინიკურად მნიშვნელოვანი მოქმედება კაპეციტაბინის და მისი მეტაბოლიტების ფარმაკოკინეტიკურ პარამეტრებზე ოქსალიპლატინის არსებობისას.
პრეპარატისა და საკვების ურთიერთქმედება.
ვინაიდან უსაფრთხოებისა და ეფექტურობის მონაცემები ეფუძნება კაპეციტაბინის საკვებთან ერთად მიღებას, რეკომენდებულია კაპეციტაბინ-ვისტას მიღება საკვებთან ერთად. კაპეციტაბინ-ვისტას საკვებთან ერთად მიღება იწვევს კაპეციტაბინის შეწოვის შენელებას.
გამოყენების თავისებურებები
დოზადამოკიდებული ტოქსიკური ეფექტები.
დოზადამოკიდებული ტოქსიკური ეფექტები მოიცავს დიარეას, მუცლის ტკივილს, გულისრევას, სტომატიტს, პალმოპლანტარული სინდრომს (პალმოპლანტარული კანის რეაქციები, პალმოპლანტარული კანის ერითროდიზესთეზია). გვერდითი რეაქციების უმეტესობა შექცევადია და არ საჭიროებს პრეპარატის სრულ შეწყვეტას, თუმცა შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის კორექტირება ან პრეპარატის დროებით შეწყვეტა.
დიარეა.
აუცილებელია მძიმე დიარეის მქონე პაციენტებზე ყურადღებით დაკვირვება და მათ მიერ სითხისა და ელექტროლიტების შევსება დეჰიდრატაციის შემთხვევაში. შეიძლება დაინიშნოს სტანდარტული ანტიდიარეული პრეპარატები (მაგ. ლოპერამიდი). II ხარისხის დიარეა კანადის ეროვნული ონკოლოგიის ინსტიტუტის კრიტერიუმების მიხედვით (NCIC CTC, ვერსია 2) განისაზღვრება, როგორც განავლის რაოდენობის ზრდა 4-დან 6-ჯერ დღეში ან ღამის განავალი; III ხარისხის დიარეა - როგორც განავლის მომატება 7-დან 9-ჯერ დღეში ან განავლის შეუკავებლობა და მალაბსორბცია. IV ხარისხის დიარეა განისაზღვრება, როგორც განავლის რაოდენობის ზრდა > 10/დღეში ან მასიური სისხლიანი დიარეა, ან პარენტერალური ინფუზიების საჭიროება. აუცილებლობის შემთხვევაში, დოზა უნდა შემცირდეს (იხ. პუნქტი „გამოყენების წესი და დოზირება“).
დეჰიდრატაცია
დეჰიდრატაციის პრევენცია ან მკურნალობა რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს. პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ანორექსია, ასთენია, გულისრევა, ღებინება ან დიარეა, უფრო დიდია დეჰიდრატაციის ალბათობა. დეჰიდრატაციამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის მწვავე უკმარისობა, განსაკუთრებით პაციენტებში თირკმელების უკვე არსებული უკმარისობით ან თუ კაპეციტაბინი გამოიყენება ცნობილი ნეფროტოქსიურობის მქონე პრეპარატებთან ერთად. თირკმელების მწვავე უკმარისობა დეჰიდრატაციის შედეგად შეიძლება პოტენციურად ფატალური იყოს. თუ განვითარდა II ხარისხის (ან უფრო მაღალი) დეჰიდრატაცია, კაპეციტაბინის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და ჩატარდეს რეჰიდრატაცია. მკურნალობის განახლება შესაძლებელია დეჰიდრატაციის ადეკვატური კორექციით და ნალექების გამომწვევი მიზეზების კორექტირებით/კონტროლით (იხ. „გამოყენების წესი და დოზირება“). პრეპარატის დოზა უნდა დარეგულირდეს დეჰიდრატაციის გამომწვევი გვერდითი მოვლენების შესახებ არსებული რეკომენდაციების შესაბამისად.
პალმოპლანტარული სინდრომი.
პალმოპლანტარული სინდრომი ასევე ცნობილია როგორც პალმოპლანტარული კანის რეაქციები ან პალმოპლანტარული ერითროდიზესთეზია, ან ქიმიოთერაპიით გამოწვეული პერიფერიული ერითემა. I ხარისხის პალმოპლანტარული სინდრომი განისაზღვრება, როგორც ხელების და/ან ფეხების დაბუჟება, დიზესთეზია/პარესთეზია, ჩხვლეტა, უმტკივნეულო შეშუპება ან ერითემა და/ან დისკომფორტი, რომელიც ხელს არ უშლის პაციენტის ნორმალურ საქმიანობას. II ხარისხის პალმოპლანტარული სინდრომი ხასიათდება მტევნების და/ან ტერფების მტკივნეული სიწითლით და შეშუპებით; ამ მოვლენებით გამოწვეული დისკომფორტი ხელს უშლის პაციენტს ყოველდღიურობაში.
III ხარისხის პალმოპლანტარული სინდრომი განისაზღვრება, როგორც სველი დესკვამაცია, წყლულები, ბუშტუკები და ძლიერი ტკივილი ხელისგულების და/ან ტერფების და/ან მძიმე დისკომფორტი, რაც იწვევს პაციენტის შრომისუუნარობას ან ყოველდღიური საქმიანობის შესრულების უუნარობას. მუდმივმა ან მძიმე პალმოპლანტარულმა სინდრომმა (2 ხარისხი ან უფრო მაღალი) შეიძლება გამოიწვიოს თითის ანაბეჭდების დაკარგვა, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს პაციენტის იდენტიფიკაციაზე. თუ განვითარდა II ან III ხარისხის პალმოპლანტარული სინდრომი, კაპეციტაბინის მიღება უნდა შეწყდეს მანამ, სანამ სიმპტომები არ გაქრება ან არ შემცირდება I ხარისხამდე; III ხარისხის სინდრომის შემდგომი გამოვლენისას კაპეციტაბინის დოზა უნდა შემცირდეს. პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ კაპეციტაბინს და ცისპლატინს, ვიტამინი B6 (პირიდოქსინი) გამოყენება არ არის რეკომენდებული პალმოპლანტარული სინდრომის სიმპტომური ან მეორადი პრევენციული მკურნალობისთვის, რადგან გამოქვეყნებული მონაცემები მიუთითებს, რომ მას შეუძლია შეამციროს ცისპლატინის ეფექტურობა. ზოგიერთი მონაცემი მოწმობს, რომ დექსპანთენოლი ეფექტურია პალმოპლანტარული სინდრომის პროფილაქტიკისთვის პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ კაპეციტაბინით.
კარდიოტოქსიკურობა.
კარდიოტოქსიკურობის სპექტრი კაპეციტაბინით მკურნალობისას ისეთივეა, როგორიც სხვა ფტორპირიმიდინების გამოყენებისას და მოიცავს მიოკარდიუმის ინფარქტს, სტენოკარდიას, არითმიებს, კარდიოგენურ შოკს, უეცარ სიკვდილს, გულის გაჩერებას, გულის უკმარისობას და ეკგ-ზე ცვლილებებს (ძალიან იშვიათი QT გახანგრძლივების შემთხვევების ჩათვლით). ეს გვერდითი რეაქციები შეიძლება ხშირი იყოს პაციენტებში კორონარული არტერიის დაავადებით ანამნეზში. კაპეციტაბინის გამოყენებისას დაფიქსირდა გულის არითმიები (მათ შორის პარკუჭოვანი ფიბრილაცია, პირუეტის ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდია, ბრადიკარდია), სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის უკმარისობა, კარდიომიოპათია. კაპეციტაბინით თერაპიის დანიშვნისას სიფრთხილეა აუცილებელი პაციენტებში, რომლებსაც აქვთ გულის სერიოზული დაავადებები, არითმიები და სტენოკარდია ანამნეზში.
ჰიპო- ან ჰიპერკალციემია.
კაპეციტაბინით მკურნალობის დროს დაფიქსირდა ჰიპო- ან ჰიპერკალციემია.
ცენტრალური ან პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადება.
სიფრთხილეა საჭირო პრეპარატის კაპეციტაბინ-ვისტას დანიშვნისას პაციენტებში ცენტრალური ან პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებით, მაგალითად, თავის ტვინის მეტასტაზებით ან ნეიროპათიით.
შაქრიანი დიაბეტი ან ელექტროლიტების დონის დარღვევა
შაქრიანი დიაბეტის ან ელექტროლიტების დონის დარღვევის მქონე პაციენტებში კაპეციტაბინ-ვისტას დანიშვნისას სიფრთხილეა საჭირო, ვინაიდან კაპეციტაბინით მკურნალობისას მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს.
ანტიკოაგულანტები - კუმარინის წარმოებულები.
ვარფარინის ერთჯერადი დოზის ურთიერთქმედების კვლევაში აღინიშნა S-ვარფარინის „კონცენტრაცია-დროის“ მრუდის ქვეშ ფართობის საშუალო სიდიდის (AUC) მნიშვნელოვანი ზრდა (57%-ით), რაც მიუთითებს ურთიერთქმედების არსებობაზე, სავარაუდოდ, ციტოქრომ P450 სისტემის 2C9 იზოფერმენტის კაპეციტაბინით ინჰიბირების შედეგად. პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ კაპეციტაბინს და პერორალურ ანტიკოაგულანტებს - კუმარინის წარმოებულებს, უნდა ჩატარდეს სისხლის კოაგულაციის (საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის ან პროთრომბინის დროის) მაჩვენებლების დეტალური მონიტორინგი და შეირჩიეს ანტიკოაგულანტის დოზა.
ბრივუდინი.
ბრივუდინი არ გამოიყენება კაპეციტაბინთან ერთად. დაფიქსირდა ლეთალური გამოსავლის შემთხვევები ამ პრეპარატთან ურთიერთქმედების შემდეგ. ბრივუდინით მკურნალობის დასრულებასა და კაპეციტაბინით თერაპიის დაწყებას შორის უნდა იყოს მინიმუმ 4 კვირის მოცდის პერიოდი. ბრივუდინით მკურნალობა შეიძლება დაიწყოს კაპეციტაბინის ბოლო დოზის მიღებიდან 24 საათის შემდეგ (იხ. პუნქტები "უკუჩვენებები" და "ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები").
პაციენტების მიერ ბრივუდინის შემთხვევით მიღებისას, რომლებიც იღებენ კაპეციტაბინს, აუცილებელია ეფექტური ზომების მიღება კაპეციტაბინის ტოქსიკურობის შესამცირებლად. რეკომენდებულია სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია. ყველა საჭირო ზომა უნდა იქნას მიღებული სისტემური ინფექციების და დეჰიდრატაციის თავიდან ასაცილებლად.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში პრეპარატის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ მონაცემების არარსებობის გამო, კაპეციტაბინის გამოყენება მკაცრად უნდა გაკონტროლდეს ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი დისფუნქციის მქონე პაციენტებში, ღვიძლში მეტასტაზების არსებობის ან არარსებობის მიუხედავად. თუ კაპეციტაბინით მკურნალობის შედეგად აღინიშნება ჰიპერბილირუბინემია, რომელიც აღემატება ნორმის ზედა ზღვარს 3-ჯერ ან ღვიძლის ამინოტრანსფერაზების (ALT, AST) აქტივობა 2,5-ჯერ იზრდება ზედა ზღვართან შედარებით, კაპეციტაბინის გამოყენება უნდა შეჩერდეს. კაპეციტაბინით მონოთერაპია შეიძლება განახლდეს, თუ ბილირუბინისა და ტრანსამინაზების დონე შემცირდება ამ ზღვრებზე ქვემოთ.
თირკმლის ფუნქციის დარღვევა.
III და IV ხარისხის გვერდითი რეაქციების განვითარების სიხშირე პაციენტებში თირკმელების ფუნქციის ზომიერი სიმძიმის დარღვევებით (კრეატინინის კლირენსი არის 30-50 მლ/წთ) მომატებულია პაციენტთა საერთო ჯგუფთან შედარებით.
დიჰიდროპირიმიდინდეჰიდროგენაზას (დპდ) დეფიციტი.
ზოგჯერ, „დპდ“-ს აქტივობის დეფიციტის შედეგად აღინიშნა 5-ფტორურაცილთან დაკავშირებული მოულოდნელი მძიმე ტოქსიკურობა (მაგალითად, სტომატიტი, დიარეა, ლორწოვანი გარსების ანთება, ნეიტროპენია და ნეიროტოქსიკურობა).
პაციენტებში “დპდ”-ს დაბალი აქტივობით ან “დპდ”-ს აქტივობის არარსებობით, ფერმენტის, რომელიც მონაწილეობს ფტორურაცილის დაშლაში, არსებობს ფტორურაცილით გამოწვეული მძიმე, სიცოცხლისათვის საშიში ან ფატალური გვერდითი რეაქციების განვითარების გაზრდილი რისკი. მიუხედავად იმისა, რომ “დპდ”-ს დეფიციტის ზუსტად განსაზღვრა შეუძლებელია, ცნობილია, რომ პაციენტებში გარკვეული ჰომოზიგოტური ან გარკვეული კომბინირებული ჰეტეროზიგოტური მუტაციებით DPYD-ს გენეტიკურ ლოკუსში (მაგ., DPYD*2A, c.1679T>G, c.2846A>T და c.1236 A /HapB3 ვარიაციები), რაც იწვევს “დპდ”-ს ფერმენტის აქტივობის სრულ ან პრაქტიკულად სრულ არარსებობას (ლაბორატორიული ტესტებით განსაზღვრისას), არსებობს სიცოცხლისთვის საშიში ან ფატალური ტოქსიკურობის ყველაზე მაღალი რისკი და ასეთ პაციენტებს არ უნდა მკურნალობდნენ კაპეციტაბინით (იხ. უკუჩვენებები). “დპდ”-ს აქტივობის არმქონე პაციენტებისთვის არ არსებობს დოზა დადასტურებული უსაფრთხოებით.
ნაჩვენებია, რომ პაციენტებს ცნობილი ჰეტეროზიგოტური DPYD ვარიაციებით, (კერძოდ,DPYD*2A, c. 1679T>G, c. 2846A>T და c. 1236G>A/HapB3 ვარიაციები) აქვთ მძიმე ტოქსიკურობის გაზრდილი რისკი კაპეციტაბინით მკურნალობისას. ჰეტეროზიგოტური DPYD*2A გენოტიპის სიხშირე DPYD გენში ევროპეიდური რასის პაციენტებში არის დაახლოებით 1%, 1.1% c. 2846A>T-სთვის, 2.6-6.3% c. 1236G > A/HarB3 ვარიაციებისთვის და 0.07-0.1% c. 1679T > G-სთვის. რეკომენდებულია აღნიშნული ალელეების გენოტიპირება მძიმე ტოქსიკურობის გაზრდილი რისკის მქონე პაციენტების იდენტიფიცირებისთვის. ინფორმაცია ამ DPYD ვარიაციების სიხშირის შესახებ ევროპეიდული რასის სხვადასხვა პოპულაციაში შეზღუდულია. არ არის გამორიცხული, რომ სხვა იშვიათი ვარიაციები ასევე დაკავშირებული იყოს მძიმე ტოქსიკურობის გაზრდილ რისკთან.
„დპდ“-ს ნაწილობრივი დეფიციტის მქონე პაციენტებში (მათ შორის ჰეტეროზიგოტური DPYD გენის მუტაციებით) და თუ ექიმი თვლის, რომ კაპეციტაბინის გამოყენების სარგებელი აღემატება რისკს (ფტორპირიმიდინის გარდა ალტერნატიული ქიმიოთერაპიული სქემების დანიშვნის შესაძლებლობის გათვალისწინებით), მკურნალობა უნდა ჩატარდეს უკიდურესი სიფრთხილით და ასევე ხშირი მონიტორინგი დოზის კორექტირებით ტოქსიკურობის მიხედვით. აუცილებელია ასეთი პაციენტებისთვის საწყისი დოზის შემცირების შესაძლებლობის განხილვა სერიოზული ტოქსიკურობის თავიდან აცილების მიზნით. არასაკმარისია მონაცემები, რომ გაიცეს რეკომენდაცია ამ დოზაზე პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ ნაწილობრივი „დპდ“-ს აქტივობა სპეციფიური ტესტირების საფუძველზე.
ცნობილია, რომ DPYD*2A, c. 1679T > G ვარიაციები იწვევს ფერმენტის აქტივობის უფრო დიდ შემცირებას სხვა სახის ვარიაციებს შორის გვერდითი რეაქციების უფრო მაღალი რისკით. დოზის შემცირების ეფექტი მკურნალობის ეფექტურობაზე ამჟამად უცნობია. ამრიგად, სერიოზული ტოქსიკურობის არარსებობის შემთხვევაში, პრეპარატის დოზა შეიძლება გაიზარდოს პაციენტის მდგომარეობის ფრთხილი მონიტორინგით.
პაციენტები, რომლებშიც ზემოხსენებულ ალელებზე ჩატარებულ ტესტში ნაჩვენები იყო უარყოფითი შედეგი, შესაძლოა კვლავ იმყოფებოდნენ მძიმე გვერდითი რეაქციების რისკის ქვეშ.
„დპდ“-ს დაუდგენელი დეფიციტის მქონე პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ კაპეციტაბინით, აგრეთვე პაციენტებში უარყოფითი შედეგით ტესტზე სპეციფიკური DPYD ვარიაციებით, შეიძლება აღინიშნოს სიცოცხლისათვის საშიში მწვავე ჭარბი დოზის მსგავსი ტოქსიკურობა (იხ. პუნქტი „ჭარბი დოზირება“). II-IV ხარისხის მწვავე ტოქსიკურობის შემთხვევაში, მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. განხილული უნდა იყოს საკითხი მკურნალობის საბოლოოდ მოხსნის შესახებ ტოქსიკურობის განვითარების, ხანგრძლივობისა და სიმძიმის კლინიკური შეფასების საფუძველზე.
ოფთალმოლოგიური გართულებები.
აუცილებელია პაციენტებზე მკაცრი დაკვირვება ოფთალმოლოგიური გართულებების გამო, როგორიცაა კერატიტი და რქოვანას დარღვევები, განსაკუთრებით თუ მათ ანამნეზში აქვთ თვალის დაავადება. თვალის დაავადებების მკურნალობა უნდა დაიწყოს კლინიკური მიზანშეწონილობის მიხედვით.
კანის მძიმე რეაქციები.
კაპეციტაბინი-ვისტამ შეიძლება გამოიწვიოს კანის მძიმე რეაქციები, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი. კაპეციტაბინის მიღება მთლიანად უნდა შეწყდეს იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ კანის სერიოზული რეაქცია მკურნალობის დროს.
არ შეიძლება კაპეციტაბინ-ვისტას ტაბლეტების დაქუცმაცება ან გატეხვა. პაციენტის ან მომვლელის შეხებისას დაქუცმაცებულ ან გაჭრილ კაპეციტაბინ-ვისტას ტაბლეტებთან, შეიძლება განვითარდეს გვერდითი რეაქციები (იხ. პუნქტი "გვერდითი რეაქციები").
პანკრეატიტი.
ლიტერატურაში არის ცნობები კაპეციტაბინის გამოყენების შემდეგ პანკრეატიტის შემთხვევების შესახებ.
გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს.
რეპროდუქციული ასაკის ქალები/კონტრაცეფცია მამაკაცებისთვის და ქალებისთვის.
რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალებს უნდა ურჩიონ გამოიყენონ კონტრაცეფციის საიმედო მეთოდი კაპეციტაბინით მკურნალობის დროს. თუ კაპეციტაბინის მიღებისას პაციენტი დაორსულდება, უნდა აიხსნას ნაყოფისთვის პოტენციური საფრთხე. კონტრაცეფციის საიმედო მეთოდი უნდა იქნას გამოყენებული მკურნალობის დროს და კაპეციტაბინის ბოლო დოზის მიღებიდან 6 თვის განმავლობაში. გენეტიკური ტოქსიკურობის კვლევების შედეგების საფუძველზე, მამრობითი სქესის პაციენტებმა რეპროდუქციული ასაკის პარტნიორებთან უნდა გამოიყენონ ეფექტური კონტრაცეფცია მკურნალობის დროს და კაპეციტაბინის ბოლო დოზის მიღებიდან 3 თვის განმავლობაში.
ორსულობა.
ორსულ ქალებში კაპეციტაბინის გამოყენება შესწავლილი არ არის, თუმცა შეიძლება ვივარაუდოთ, რომ კაპეციტაბინ-ვისტათი მკურნალობა შეიძლება საზიანო იყოს ნაყოფისთვის. ცხოველთა რეპროდუქციული ტოქსიკურობის კვლევებში კაპეციტაბინმა გამოიწვია ემბრიონის ლეტალობა და ტერატოგენობა, ფტორპირიმიდინის წარმოებულების მოსალოდნელი ეფექტები. კაპეციტაბინ-ვისტა არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს.
ძუძუთი კვების პერიოდი.
უცნობია გადადის თუ არა კაპეციტაბინი ადამიანის დედის რძეში. არ ჩატარებულა კვლევები კაპეციტაბინის ზემოქმედების შესახებ ლაქტაციაზე ან დედის რძეში კაპეციტაბინის არსებობაზე. მეძუძური თაგვების დედის რძეში გამოვლინდა კაპეციტაბინის და მისი მეტაბოლიტების მნიშვნელოვანი რაოდენობა. ჩვილებისთვის პოტენციური ზიანი უცნობია, ამიტომ ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს კაპეციტაბინით მკურნალობის დროს და ბოლო დოზის მიღებიდან 2 კვირის განმავლობაში.
ნაყოფიერება.
არ არსებობს მონაცემები კაპეციტაბინის ზემოქმედების შესახებ ნაყოფიერებაზე. კაპეციტაბინ-ვისტას გამოყენების ძირითადი კვლევები მოიცავდა მხოლოდ რეპროდუქციული ასაკის ქალებს და მამაკაცებს, რომლებიც თანახმა იყვნენ გამოეყენებინათ ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდები ორსულობის თავიდან ასაცილებლად კვლევის დროს და შემდგომში შესაბამისი პერიოდის განმავლობაში. ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში დაფიქსირდა ზემოქმედება ნაყოფიერებაზე.
სატრანსპორტო საშუალებების ან სხვა მექანიზმების მართვისას რეაქციებზე ზემოქმედების უნარი.
პრეპარატს ახდენს მსუბუქ ან ზომიერ გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და რთული მექანიზმების მართვის უნარზე.
პრეპარატი ახდენს უმნიშვნელო ან ზომიერ ზემოქმედებას სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და რთულ მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. კეპეციტაბინ-ვისტამ შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა, სისუსტე და გულისრევა.
მიღების წესი და დოზები .
კეპეციტაბინ-ვისტა უნდა დაინიშნოს მხოლოდ კვალიფიციური ექიმის მიერ, რომელიც გამოცდილია ანტინეოპლასტიკური საშუალებების გამოყენებაში. ყველა პაციენტისთვის რეკომენდებულია ფრთხილი მონიტორინგი მკურნალობის პირველი ციკლის განმავლობაში. მკურნალობა უნდა შეწყდეს, თუ დაავადება პროგრესირებს ან ვითარდება მიუღებელი ტოქსიკურობა.
კაპეციტაბინ-ვისტას ტაბლეტები მიიღება პერორალურად მთლიანად, ჭამიდან არაუგვიანეს 30 წუთისა, წყალთან ერთად. არ შეიძლება კაპეციტაბინ-ვისტას ტაბლეტების დაფხვნა ან გატეხვა.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები პრეპარატის უტილიზაციისას და მასთან მოპყრობის სხვა თავისებურებები.
აუცილებელია ციტოტოქსიკურ პრეპარატებთან უსაფრთხო მუშაობის პროცედურების დაცვა.
მონოთერაპია.
მსხვილი ნაწლავის კიბო, კოლორექტალური კიბო და სარძევე ჯირკვლის კიბოს
კაპეციტაბინ-ვისტას რეკომენდებული საწყისი დღიური დოზა დამხმარე თერაპიის სახით არის 2500 მგ/მ² სხეულის ზედაპირის ფართობზე. მიიღება სამკვირიანი ციკლების სახით: ყოველდღიურად 14 დღის განმავლობაში, რასაც მოჰყვება 7 დღიანი შესვენება. კაპეციტაბინის მთლიანი სადღეღამისო დოზა იყოფა 2 მიღებაზე (1250 მგ/მ² სხეულის ზედაპირის საფუძველზე დილით და საღამოს). III სტადიის მსხვილი ნაწლავის კიბოს მქონე პაციენტებისთვის დამხმარე თერაპიის რეკომენდებული საერთო ხანგრძლივობა არის 6 თვე.
კომბინირებული თერაპია.
სარძევე ჯირკვლის კიბო.
დოცეტაქსელთან ერთად, რეკომენდებული საწყისი დოზა სარძევე ჯირკვლის მეტასტაზური კიბოს სამკურნალოდ არის 1250 მგ/მ² 2-ჯერ დღეში 14 დღის განმავლობაში, რასაც მოჰყვება 7 დღიანი შესვენება (დოცეტაქსელთან კომბინაციაში 75 მგ/მ² ინტრავენური ინფუზიის სახით 1-ჯერ 3 კვირაში). პრემედიკაცია პერორალური კორტიკოსტეროიდებით, როგორიცაა დექსამეტაზონი, უნდა ჩატარდეს დოცეტაქსელის შეყვანამდე დოცეტაქსელის სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციის შესაბამისად პაციენტებში, რომლებიც იღებენ კაპეციტაბინისა და დოცეტაქსელის კომბინაციას.
მსხვილი ნაწლავის კიბო, კოლორექტალური კიბო, კუჭის კიბო.
კომბინირებული მკურნალობისას კაპეციტაბინის რეკომენდებული საწყისი დოზა უნდა შემცირდეს 800-1000 მგ/მ² 2-ჯერ დღეში 14 დღის განმავლობაში, რასაც მოჰყვება შესვენება 7 დღე ან 625 მგ/მ²-მდე 2-ჯერ დღეში უწყვეტი გამოყენებისას. ირინოტეკანთან კომბინირებული თერაპიისას (200 მგ/მ² 1 დღეში), რეკომენდებული საწყისი დოზა არის 800 მგ/მ² 2-ჯერ დღეში 14 დღის განმავლობაში, რასაც მოჰყვება 7 დღიანი დასვენების პერიოდი. ბევაციზუმაბის ჩართვა კომბინირებული მკურნალობის რეჟიმში გავლენას არ ახდენს კაპეციტაბინის საწყის დოზაზე
ღებინების საწინააღმდეგო საშუალება და პრემედიკაცია ადეკვატური ჰიდრატაციის უზრუნველსაყოფად უნდა დაინიშნოს პაციენტებში, რომლებიც იღებენ კაპეციტაბინით თერაპიას კომბინაციაში ცისპლატინთან ან ოქსალიპლატინთან ცისპლატინის გამოყენებამდე ცისპლატინის და ოქსალიპლატინის გამოყენების ინსტრუქციის შესაბამისად. დამხმარე თერაპიის ზოგადი რეკომენდებული ხანგრძლივობა მსხვილი ნაწლავის კიბოს III სტადიის მქონე პაციენტებში არის 6 თვე.
კაპეციტაბინ-ვისტას დოზა უნდა გამოითვალოს სხეულის ზედაპირის ფართობის მიხედვით.
ცხრილებში 1, 2 ნაჩვენებია პრეპარატის კაპეციტაბინ-ვისტა 1250 მგ/მ² ან 1000 მგ/მ² დოზის სტანდარტული და შემცირებული (იხ. „დოზის კორექტირება მკურნალობის პროცესში“) საწყისი დოზის გამოთვლა.
კაპეციტაბინი-ვისტას 1250 მგ/მ2 სტანდარტული და შემცირებული საწყისი დოზის გაანგარიშება სხეულის ზედაპირის ფართობის მიხედვით.
ხრილი 1
|
დოზის დონე 1250 მგ/მ² (2-ჯერ დღეში) |
|||||
|
სხეულის ზედაპირის ფართობი |
სრული დოზა 1250 მგ/მ |
ტაბლეტების რაოდენობა 150 მგ და/ან 500 მგ ყოველ მიღებაზე (დილით და საღამოს) |
შემცირებული დოზა (75%) 950 მგ/მ2 |
შემცირებული დოზა (50%) 625 მგ/მ2 |
|
|
დოზა 1 მიღებაზე, მგ |
150 მგ |
500 მგ |
დოზა 1 მიღებაზე, მგ |
დოზა 1 მიღებაზე, მგ |
|
|
<1,26 |
1500 |
- |
3 |
1150 |
800 |
|
1.27-1.38 |
1650 |
1 |
3 |
1300 |
800 |
|
1.39-1.52 |
1800 |
2 |
3 |
1450 |
950 |
|
1.53-1.66 |
2000 |
- |
4 |
1500 |
1000 |
|
1,67-1,78 |
2150 |
1 |
4 |
1650 |
1000 |
|
1.79-1.92 |
2300 |
2 |
4 |
1800 |
1150 |
|
1.93-2.06 |
2500 |
- |
5 |
1950 |
1300 |
|
2.07-2.18 |
2650 |
1 |
5 |
2000 |
1300 |
|
>2.19 |
2800 |
2 |
5 |
2150 |
1450 |
პრეპარატის კაპეციტაბინ-ვისტას 1000 მგ/მ² სტანდარტული და შემცირებული საწყისი დოზის გაანგარიშება სხეულის ზედაპირის ფართობის მიხედვით.
ცხრილი 2
|
დოზის დონე 1000 მგ/მ² (2-ჯერ დღეში) |
|||||
|
სხეულის ზედაპირის ფართობი |
სრული დოზა 1000 მგ/მ |
ტაბლეტების რაოდენობა 150 მგ და/ან 500 მგ ყოველ მიღებაზე (დილით და საღამოს) |
შემცირებული დოზა (75%) 750 მგ/მ2 |
შემცირებული დოზა (50%) 500 მგ/მ2 |
|
|
დოზა 1 მიღებაზე, მგ |
150 მგ |
500 მგ |
დოზა 1 მიღებაზე, მგ |
დოზა 1 მიღებაზე, მგ |
|
|
<1,26 |
1500 |
1 |
2 |
800 |
600 |
|
1.27-1.38 |
1300 |
2 |
2 |
1000 |
600 |
|
1.39-1.52 |
1450 |
3 |
2 |
1100 |
750 |
|
1.53-1.66 |
1600 |
4 |
2 |
1200 |
800 |
|
1,67-1,78 |
1750 |
5 |
2 |
1300 |
800 |
|
1.79-1.92 |
1800 |
2 |
3 |
1400 |
900 |
|
1.93-2.06 |
2000 |
- |
4 |
1500 |
1000 |
|
2.07-2.18 |
2150 |
1 |
4 |
1600 |
1050 |
|
>2.19 |
2300 |
2 |
4 |
1750 |
1100 |
დოზის კორექცია მკურნალობის პროცესში.
ზოგადი რეკომენდაციები.
კაპეციტაბინის გამოყენებისას ტოქსიკურობა შეიძლება აღმოიფხვრას სიმპტომური მკურნალობით და/ან კაპეციტაბინ-ვისტას დოზის შეცვლით (მკურნალობის შეწყვეტით ან პრეპარატის დოზის შემცირებით). თუ დოზა შემცირდა, ის შემდგომში აღარ უნდა გაიზარდოს. ტოქსიკურობის გამოვლენისას, რაც ნაკლებად სავარაუდოა, რომ გახდეს სერიოზული ან სიცოცხლისთვის საშიში, მკურნალი ექიმის აზრით, მაგალითად, ალოპეცია, გემოს ცვლილება, ფრჩხილების ცვლილება, პრეპარატის გამოყენება შეიძლება გაგრძელდეს იმავე დოზით შემცირების ან შეწყვეტის გარეშე.
პაციენტებს, რომლებიც მკურნალობენ ამ პრეპარატით, უნდა ეცნობოთ, რომ თუ აღინიშნება ზომიერი ან მძიმე ტოქსიკურობა, მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. თუ ტოქსიკური მოვლენების გამო, გამოტოვებულია კაპეციტაბინის რამდენიმე დოზა, გამოტოვებული დოზები დამატებით არ მიიღება.
ჰემატოლოგიური ტოქსიკურობა.
პაციენტებს საწყისი ნეიტროფილების რაოდენობით < 1.5 × 109/ლ და/ან თრომბოციტების რაოდენობით < 100 × 109/ლ, არ უნდა დაენიშნოთ კაპეციტაბინით თერაპია. თუ დაუგეგმავი ლაბორატორიული კვლევები მკურნალობის ციკლის განმავლობაში აჩვენებს, რომ ნეიტროფილების რაოდენობა ეცემა <1.0 x 109/ლ-მდე ან თრომბოციტების რაოდენობა < 75 x 109/ლ-მდე, კაპეციტაბინით მკურნალობა უნდა შეწყდეს.
ქვემოთ მოცემულია რეკომენდაციები დოზის კორექტირებისთვის ტოქსიკური მოვლენებისას ტოქსიკურობის ნიშნების კრიტერიუმების შესაბამისად. კრიტერიუმები შემუშავებულია კანადის ონკოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის მიერ (NCIC CTC, ვერსია 1).
კაპეციტაბინ-ვისტას დოზის შემცირების სქემა (3 კვირიანი ციკლი ან უწყვეტი მკურნალობა).
ცხრილი 3
|
ტოქსიკურობის ხარისხი * |
დოზის ცვლილებები თერაპიის კურსი ს პერიოდში |
დოზის კორექცია შემდგომი ციკლის დროს (საწყისი დოზის %) |
|
ხარისხი I |
დოზა არ იცვლება |
დოზა არ იცვლება |
|
ხარისხი II |
||
|
- ტოქსიკურობის ნიშნების პირველი გამოვლენისას |
თერაპია უნდა შეწყდეს, ვიდრე ტოქსიკურობის ნიშნები არ შემცირდება 0-1 ხარისხამდე |
100% |
|
- ტოქსიკურობის ნიშნების მეორე გამოვლენისას |
75% |
|
|
- ტოქსიკურობის ნიშნების მესამე გამოვლენისას |
50% |
|
|
- ტოქსიკურობის ნიშნების მეოთხე გამოვლენისას |
პრეპარატი უნდა მოიხსნას |
არ გამოიყენება |
|
ხარისხი III |
||
|
- ტოქსიკურობის ნიშნების პირველი გამოვლენისას |
თერაპია უნდა შეწყდეს, ვიდრე ტოქსიკურობის ნიშნები არ შემცირდება 0-1 ხარისხამდე |
75% |
|
- ტოქსიკურობის ნიშნების მეორე გამოვლენისას |
50% |
|
|
- ტოქსიკურობის ნიშნების მესამე გამოვლენისას |
პრეპარატი უნდა მოიხსნას |
არ გამოიყენება |
|
ხარისხი IV |
||
|
- ტოქსიკურობის ნიშნების პირველი გამოვლენისას |
პრეპარატი უნდა მოიხსნას, ან, თუ პაციენტის ინტერესებშია, მკურნალობა უნდა გაგრძელდეს, თერაპია უნდა შეწყდეს, ვიდრე ტოქსიკურობის ნიშნები არ შემცირდება 0-1 ხარისხამდე |
50% |
|
- ტოქსიკურობის ნიშნების მეორე გამოვლენისას |
პრეპარატი უნდა მოიხსნას |
არ გამოიყენება |
(*) კანადის კიბოს ეროვნული ინსტიტუტის (NCIC CTG) (ვერსია 1) კლინიკური კვლევების სპეციალისტების ჯგუფის ტოქსიკურობის ზოგადი კრიტერიუმების მიხედვით ან აშშ-ს კიბოს ეროვნული ინსტიტუტის კიბოს თერაპიის შეფასების პროგრამის გვერდითი რეაქციების სიმძიმის ხარისხის ზოგადი კრიტერიუმების (CTCAE) მიხედვით, ვერსია 4.0. ინფორმაცია პალმოპლანტარული სინდრომის და ჰიპერბილირუბინემიის შესახებ იხილეთ პუნქტში „გამოყენების თავისებურებები“.
დოზის ცვლილებები ტოქსიკურობის მოვლენების დროს კაპეციტაბინის გამოყენებისას სხვა პრეპარატებთან ერთად 3-კვირიანი ციკლის დროს.
დოზა იცვლება, თუ ტოქსიკურობა ვლინდება კაპეციტაბინის გამოყენებისას 3-კვირიანი ციკლის განმავლობაში სხვა პრეპარატებთან ერთად მე-3 ცხრილის შესაბამისად კაპეციტაბინისთვის და სხვა სამკურნალო საშუალებების სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციის შესაბამისად.
მკურნალობის კურსის დასაწყისში, თუ საჭიროა კაპეციტაბინ-ვისტათი ან სხვა პრეპარატით თერაპიის გადადება, სხვა პრეპარატების მიღება უნდა გადაიდოს სქემის ყველა კომპონენტის დანიშვნის შესაძლებლობის პერიოდამდე.
თუ მკურნალობის დროს ვლინდება ტოქსიკური ეფექტები, რომლებიც, ექიმის აზრით, არ არის დაკავშირებული კაპეციტაბინის გამოყენებასთან, თერაპია კაპეციტაბინ-ვისტათი უნდა გაგრძელდეს და დაკორექტირდეს სხვა სამკურნალო საშუალებების - სქემის კომპონენტების დოზები სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციის შესაბამისად.
თუ საჭიროა კაპეციტაბინით მკურნალობის რეჟიმის სხვა სამკურნალო საშუალებების - კომპონენტების შეწყვეტა, შეიძლება გაგრძელება საჭირო მდგომარეობების მიღწევისას კაპეციტაბინ-ვისტას ხელახალი დანიშვნისთვის.
ეს რეკომენდაციები ვრცელდება ყველა ჩვენებაზე და პაციენტების ყველა ჯგუფზე.
დოზის შეცვლა ტოქსიკურობის მოვლენების შემთხვევაში კაპეციტაბინის უწყვეტი გამოყენებისას სხვა პრეპარატებთან ერთად.
დოზის ცვლილებები, თუ ვითარდება ტოქსიკურობა კაპეციტაბინის უწყვეტი გამოყენებისას სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად, უნდა განხორციელდეს მე-3 ცხრილის შესაბამისად კაპეციტაბინისთვის და სხვა სამკურნალო საშუალებების სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციის შესაბამისად.
დოზის კორექცია განსაკუთრებულ შემთხვევებში.
პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით.
არ არის საკმარისი მონაცემები უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექტირების შესახებ რეკომენდაციების გასაცემად. ციროზის ან ჰეპატიტის შედეგად ღვიძლის დისფუნქციის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.
პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით.
კაპეციტაბინი უკუნაჩვენებია პაციენტებში თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევით (კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ-ზე ქვემოთ კოკროფტ-გოლტის-ის მიხედვით საწყის დონეზე). III ან IV ხარისხის გვერდითი რეაქციების გამოვლენის სიხშირე პაციენტებში თირკმლის ფუნქციის ზომიერი დარღვევით (კრეატინინის კლირენსი (30-50 მლ/წთ საწყის დონეზე) იზრდება საერთო პოპულაციასთან შედარებით. თირკმელების საწყისი ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის რეკომენდებულია საწყისი დოზის შემცირება სტანდარტული დოზის 75%-მდე (1250 მგ/მ²). თირკმელების საწყისი ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტების შემთხვევაში, საწყისი დოზის შემცირება 1000 მგ/მ² არ არის საჭირო. პაციენტებში თირკმლის მსუბუქი უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი 51-80 მლ/წთ) საჭირო არ არის საწყისი დოზის კორექცია. საგულდაგულო მონიტორინგი და მკურნალობის დაუყოვნებელი შეწყვეტა რეკომენდებულია II, III ან IV ხარისხის გვერდითი მოვლენებისას, აგრეთვე დოზის შემდგომი კორექტირება ცხრილი 3-ის მიხედვით. თუ კრეატინინის დონე მცირდება 30 მლ/წთ-ზე ნაკლებამდე, კაპეციტაბინით თერაპია უნდა შეწყდეს. რეკომენდაციები დოზის კორექციის შესახებ თირკმლის ზომიერი უკმარისობისას ერთნაირია როგორც კაპეციტაბინის მონოთერაპიისას, ასევე კომბინირებული თერაპიისას.
ხანდაზმული პაციენტები.
კაპეციტაბინით მონოთერაპიისას საწყისი დოზის კორექცია საჭირო არ არის. თუმცა, 60 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში მკურნალობასთან დაკავშირებული III და IV ხარისხის გვერდითი რეაქციები ვითარდება უფრო ხშირად, ვიდრე ახალგაზრდა პაციენტებში.
კაპეციტაბინის გამოყენებისას სხვა პრეპარატებთან ერთად ხანდაზმულ პაციენტებში (≥ 65 წელი), დაფიქსირდა III და და IV ხარისხის ტოქსიკურობის გვერდითი რეაქციების მაღალი სიხშირე, რამაც გამოიწვია მკურნალობის შეწყვეტა ახალგაზრდა პაციენტებთან შედარებით. რეკომენდებულია ≥ 60 წელზე უფროსი ასაკის პაციენტების ფრთხილი მონიტორინგი.
კაპეციტაბინ-ვისტას და დოცეტაქსელის კომბინაციური გამოყენებისას 60 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში აღინიშნა ტოქსიკურობის III და IV ხარისხის გვერდითი რეაქციების სიხშირის ზრდა. ამ ასაკობრივი ჯგუფის პაციენტებში კაპეციტაბინით და დოცეტაქსელით კომბინირებული თერაპიის დროს რეკომენდებულია კაპეციტაბინ-ვისტას საწყისი დოზის შემცირება 75%-მდე (950 მგ/მ² ორჯერ დღეში). ტოქსიკურობის არარსებობის შემთხვევაში, 60 წელზე უფროსი ასაკის პაციენტების მკურნალობისას კაპეციტაბინის შემცირებული საწყისი დოზით დოცეტაქსელთან ერთად, კაპეციტაბინის დოზა შეიძლება თანდათან გაიზარდოს 1250 მგ/მ²-მდე დღეში ორჯერ. კაპეციტაბინ-ვისტა 75%-მდე (950 მგ/მ² ორჯერ დღეში). ტოქსიკურობის არარსებობის შემთხვევაში >60 წლის ასაკის პაციენტების მკურნალობისას კაპეციტაბინის შემცირებული საწყისი დოზით დოცეტაქსელთან ერთად, კაპეციტაბინის დოზა შეიძლება თანდათან გაიზარდოს 1250 მგ/მ²-მდე დღეში ორჯერ.
ბავშვები.
კაპეციტაბინის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში შესწავლილი არ არის.
დოზის გადაჭარბება.
სიმპტომები.
მწვავე დოზის გადაჭარბების სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, დიარეა, მუკოზიტი, კუჭ-ნაწლავის გაღიზიანება და სისხლდენა, აგრეთვე ძვლის ტვინის დათრგუნვა.
გვერდითი რეაქციები.
უსაფრთხოების შეჯამება.
კაპეციტაბინის უსაფრთხოების პროფილის აღწერა ეფუძნება 3000-ზე მეტი პაციენტის მონაცემებს, რომლებმაც მიიღეს კაპეციტაბინი მონოთერაპიის სახით ან კაპეციტაბინი ქიმიოთერაპიის სხვადასხვა კურსებთან კომბინაციაში მრავალი ჩვენებისთვის. ძუძუს მეტასტაზური კიბოს, მეტასტაზური კოლორექტალური კიბოს და მსხვილი ნაწლავის კიბოს კაპეციტაბინით მონოთერაპიის უსაფრთხოების პროფილები ერთნაირია.
მკურნალობასთან დაკავშირებული ყველაზე გავრცელებული და/ან კლინიკურად მნიშვნელოვანი გვერდითი რეაქციები იყო კუჭ-ნაწლავის დარღვევები (განსაკუთრებით დიარეა, გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, სტომატიტი), პალმოპლანტარული სინდრომი (პალმოპლანტარული ერითროდიზესთეზია), დაღლილობა, ასთენია, ანორექსია, კარდიოტოქსიკურობა, მომატებული თირკმლის დისფუნქცია პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ადრეული დროიდან არსებული თირკმელების ფუნქციის დარღვევა და თრომბოზი/ემბოლია. გვერდითი რეაქციები, რომლებიც, მკვლევარების აზრით, ჩათვლილი იყო შესაძლო, სავარაუდოდ ან განცალკევებით დაკავშირებულად კაპეციტაბინ-ვისტას გამოყენებასთან, მიღებული იქნა კაპეციტაბინის მონოთერაპიის კლინიკურ კვლევებში და კაპეციტაბინის გამოყენების კლინიკურ კვლევებში სხვადასხვა ქიმიოთერაპიულ რეჟიმებთან კომბინაციაში გამოყენებისას სხვადასხვა ჩვენებისთვის.
გვერდითი რეაქციების სიხშირის აღსაწერად გამოიყენება შემდეგი კატეგორიები: ძალიან ხშირი (≥ 1/10), ხშირი (≥ 1/100-დან < 1/10-მდე), არახშირი (≥ 1/1000-დან < 1/100-მდე), იშვიათი ( ≥1/10,000-დან <1/1000-მდე), ძალიან იშვიათი (<1/10,000). გარკვეული სიხშირის თითოეულ ჯგუფში გვერდითი რეაქციები წარმოდგენილია სიმძიმის კლებადობის მიხედვით.
მონოთერაპია კაპეციტაბინით.
ქვემოთ მოცემულია გვერდითი რეაქციები, რომლებიც დაკავშირებულია კაპეციტაბინით მონოთერაპიასთან, ეფუძნება უსაფრთხოების მონაცემების გაერთიანებულ ანალიზს და მიღებულია სამი ძირითადი კვლევიდან, რომლებშიც მონაწილეობდა 1900 პაციენტი (M66001, SO14695 და SO14796). გვერდითი რეაქციები ემატება შესაბამის სიხშირის ჯგუფს გაერთიანებული ანალიზის შედეგებით საერთო სიხშირის მიხედვით.
ინფექციები და ინვაზიები: ხშირად ჰერპესი (ვირუსული ინფექცია), ნაზოფარინგიტი, ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები; იშვიათად - სეფსისი, საშარდე გზების ინფექციები, ცელულიტი, ტონზილიტი, ფარინგიტი, პირის ღრუს კანდიდოზი, გრიპი, გასტროენტერიტი, სოკოვანი ინფექცია, ინფექცია, კბილის აბსცესი.
კეთილთვისებიანი, ავთვისებიანი და დაუზუსტებელი წარმონაქმნები (მათ შორის კისტები და პოლიპები): იშვიათად - ლიპომა.
სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: ხშირად - ანემია, ნეიტროპენია; არახშირად - ფებრილური ნეიტროპენია, პანციტოპენია, გრანულოციტოპენია, თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, ჰემოლიზური ანემია, საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის/პროთრომბინის დროის გახანგრძლივება.
იმუნური სისტემის მხრივ: არახშირად - ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, იშვიათად - ანგიონევროზული შეშუპება.
ნივთიერებათა ცვლის, მეტაბოლიზმის მხრივ: ძალიან ხშირად - ანორექსია; ხშირად - დეჰიდრატაცია, წონის დაკლება; არახშირად - შაქრიანი დიაბეტი, ჰიპოკალიემია, მადის დარღვევა, არასრულფასოვანი კვება, ჰიპერტრიგლიცერიდემია.
ფსიქიკის მხრივ: ხშირად - უძილობა, დეპრესია; არახშირად - გონების არევა, მწვავე შფოთვა პანიკური რეაქციით, დეპრესიული განწყობა, ლიბიდოს დაქვეითება.
ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად - თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, პარესთეზია, გემოს დარღვევა; არახშირად - აფაზია, მეხსიერების დაქვეითება, ატაქსია, სინკოპე, წონასწორობის დარღვევა, მგრძნობელობის დარღვევები, პერიფერიული ნეიროპათია; ძალიან იშვიათად - ტოქსიკური ლეიკოენცეფალოპათია.
მხედველობის ორგანოს მხრივ: ხშირად - ცრემლდენა, კონიუნქტივიტი, მხედველობის ორგანოების გაღიზიანება; არახშირად - მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, დიპლოპია; იშვიათად - ცრემლსადენი სადინარის სტენოზი, რქოვანას დისფუნქცია, კერატიტი, წეწრტილოვანი კერატიტი.
სმენის ორგანოების და ყურის ლაბირინთის მხრივ: არახშირად - თავბრუსხვევა, ყურის ტკივილი.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არახშირად - არასტაბილური სტენოკარდია, სტენოკარდია, მიოკარდიუმის იშემია/ინფარქტი, წინაგულების ფიბრილაცია, არითმია, ტაქიკარდია, სინუსური ტაქიკარდია, პალპიტაცია; იშვიათად, პარკუჭების ფიბრილაცია, QT ინტერვალის გახანგრძლივება, პირუეტის ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდია, ბრადიკარდია, ვაზოსპაზმი.
სისხლძარღვთა დარღვევები: ხშირად - თრომბოფლებიტი; არახშირად - ღრმა ვენების თრომბოზი, არტერიული ჰიპერტენზია, პეტექია, არტერიული ჰიპოტენზია, სიცხის მოწოლა, პერიფერიული სიცივის შეგრძნება.
სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოებისა და შუასაყარის მხრივ: ხშირად - ქოშინი, ცხვირიდან სისხლდენა, ხველა, რინორეა; არახშირად - ფილტვის ემბოლია, პნევმოთორაქსი, სისხლის ამოხველება, ასთმა, ქოშინი ფიზიკური დატვირთვისას.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ძალიან ხშირად - დიარეა, ღებინება, გულისრევა, სტომატიტი, მუცლის ტკივილი; ხშირი - კუჭ-ნაწლავური სისხლდენა, ყაბზობა, ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში, დისპეფსია, მეტეორიზმი, პირის სიმშრალე; არახშირად - ნაწლავის გაუვალობა, ასციტი, ენტერიტი, გასტრიტი, დისფაგია, ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში, ეზოფაგიტი, მუცლის არეში დისკომფორტი, გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება, კოლიტი, სისხლი განავალში.
ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ: ხშირად - ჰიპერბილირუბინემია, ღვიძლის ფუნქციური ტესტების დონის გადახრა; არახშირად - სიყვითლე; იშვიათად - ღვიძლის უკმარისობა და ქოლესტაზური ჰეპატიტი.
კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: ძალიან ხშირად - პალმოპლანტარული ერითროდიზესთეზიის სინდრომი (მარკეტინგული გამოცდილებიდან გამომდინარე, პალმოპლანტარული ერითროდიზესთეზიის სინდრომმა საბოლოოდ შეიძლება გამოიწვიოს თითის ანაბეჭდების დაკარგვა (იხ. პუნქტი "გამოყენების თავისებურებები"); ალოპეცია, ერითემა, კანის სიმშრალე, ქავილი, კანის ჰიპერპიგმენტაცია, მაკულარული გამონაყარი, კანის აქერცვლა, დერმატიტი, პიგმენტაციის დარღვევები, ფრჩხილების დარღვევები, არახშირი - კანზე ბუშტუკების და წყლულების წარმოქმნა, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ფოტომგრძნობელოის რეაქციები, სახის, ხელისგულის ერითემა, პურპურა, შექცევადი სხივური სინდრომი, იშვიათად - კანის წითელი მგლურა, ძალიან იშვიათად - კანის მძიმე რეაქციები, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი.
საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: ხშირად - ტკივილი კიდურებში, ზურგის ტკივილი, ართრალგია; არახშირად - სახსრების შეშუპება, ძვლების ტკივილი, სახის ტკივილი, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის რიგიდობა, კუნთების სისუსტე.
თირკმელების და საშარდე სისტემის მხრივ: არახშირად - ჰიდრონეფროზი, შარდის შეუკავებლობა, ჰემატურია, ნოქტურია, სისხლში კრეატინინის დონის მომატება.
რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლების მხრივ: იშვიათად - ვაგინალური სისხლდენა.
ზოგადი დარღვევები: ძალიან ხშირად - სისუსტე, ასთენია; ხშირად - ჰიპერთერმია, პერიფერიული შეშუპება, სისუსტე, გულმკერდის ტკივილი; არახშირად - შეშუპება, ცხელება, გრიპის მსგავსი სიმპტომები, შემცივნება, სხეულის ტემპერატურის მომატება.
ამ კონტექსტში, „ხშირი გვერდითი რეაქციები“ ქვეთავში „კაპეციტაბინის მონოთერაპია“ მითითებულია მძიმე გვერდითი რეაქციები და/ან სიცოცხლისათვის საშიში გვერდითი რეაქციები (III-IV ხარისხები) ან სამედიცინო თვალსაზრისით მნიშვნელოვანი გვერდითი რეაქციები.
კომბინირებული თერაპია.
ქვემოთ მოცემული გვერდითი რეაქციების შეჯამება, რომლებიც აღწერილია კაპეციტაბინის სხვადასხვა ქიმიოთერაპიულ სქემებთან კომბინაციაში გამოყენებისას მრავალჯერადი ჩვენებისთვის, ეფუძნება 3000-ზე მეტი პაციენტის უსაფრთხოების მონაცემებს, რომლებიც დამატებით უკვე ჩარიცხულნი იყვნენ მონოთერაპიაში და/ან დაფიქსირდნენ უფრო მაღალი სიხშირით რომელიმე ძირითად კლინიკურ კვლევაში. ზოგიერთი გვერდითი რეაქცია, რომლებიც ჩვეულებრივ აღინიშნება ქიმიოთერაპიის დროს (მაგ., პერიფერიული სენსორული ნეიროპათია დოცეტაქსელით ან ოქსალიპლატინით მკურნალობისას, ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები ბევაციზუმაბის მიღებისას). თუმცა, ამ გვერდითი რეაქციების გამწვავება კაპეციტაბინ-ვისტას მიღების ფონზე გამორიცხული არ არის.
ინფექციები და ინვაზიები: ხშირად - ჰერპეს ზოსტერი, საშარდე გზების ინფექციები, პირის ღრუს კანდიდოზი, ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, რინიტი, გრიპი, ინფექციები*, პირის ღრუს ჰერპესი.
სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: ძალიან ხშირად - ნეიტროპენია*, ლეიკოპენია*, ნეიტროპენიური ცხელება*, თრომბოციტოპენია*, ანემია“; ხშირად - ძვლის ტვინის დათრგუნვა, ფებრილური ნეიტროპენია*.
იმუნური სისტემის მხრივ: ხშირად - ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.
ნივთიერებათა ცვლის, მეტაბოლიზმის მხრივ: ძალიან ხშირად - მადის დაკარგვა; ხშირად - ჰიპოკალიემია, ჰიპონატრიემია, ჰიპომაგნიემია, ჰიპოკალციემია, ჰიპერგლიკემია.
ფსიკიქის მხრივ: ხშირად - ძილის დარღვევა, შფოთვა.
ნერვული სისტემის მხრივ: ძალიან ხშირად - პარესთეზია და დიზესთეზია, პერიფერიული ნეიროპათია, პერიფერიული სენსორული ნეიროპათია, გემოს დარღვევა, თავის ტკივილი; ხშირად - ნეიროტოქსიკურობა, ტრემორი, ნევრალგია, ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ჰიპოესთეზია.
მხედველობის ორგანოს მხრივ: ძალიან ხშირად - ცრემლდენა; ხშირად - მხედველობის დაქვეითება, თვალების სიმშრალე, თვალის ტკივილი, მხედველობის დაბინდვა, ბუნდოვანი ხედვა.
სმენის ორგანოსა და ყურის ლაბირინთის მხრივ: ხშირად - ხმაური ყურებში, სმენის დაქვეითება.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ხშირად - წინაგულების ფიბრილაცია, მიოკარდიუმის იშემია/ინფარქტი.
სისხლძარღვების მხრივ: ძალიან ხშირად - ქვედა კიდურების შეშუპება, არტერიული ჰიპერტენზია, თრომბოზი/ემბოლია*; ხშირად - სიცხის მოწოლა, არტერიული ჰიპოტენზია, ჰიპერტონული კრიზი, ჰიპერემია, ფლებიტი.
სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოებისა და შუასაყარის მხრივ: ძალიან ხშირად - ანგინა, ხახის დიზესთეზია; ხშირად - სლოკინი, ფარინგოლარინგეალური ტკივილი, დისფონია.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ძალიან ხშირად - ყაბზობა, დისპეფსია; ხშირად - სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ზედა ტრაქტიდან, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის წყლულები, გასტრიტი, მუცლის შებერილობა, გასტროეზოფაგური რეფლუქს დაავადება, პირის ღრუში ტკივილი, დისფაგია, რექტალური სისხლდენა, ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილებში, პირის ღრუს დიზესთეზია, მუცლის არეში დისკომფორტი.
ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ: ხშირად - გადახრა ღვიძლის ფუნქციურ ანალიზებში.
კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: ძალიან ხშირად - ალოპეცია, ფრჩხილების მხრივ დარღვევები; ხშირად ჰიპერჰიდროზი, ერითემატოზული გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ღამის ოფლიანობა.
საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: ძალიან ხშირად - ართრალგია, მიალგია, კიდურების ტკივილი; ხშირად - ყბის ტკივილი, კუნთების სპაზმი, ტრიზმი, კუნთების სისუსტე.
თირკმელებისა და საშარდე სისტემის მხრივ: ხშირად - ჰემატურია, პროტეინურია, თირკმელებით კრეატინინის კლირენსის დაქვეითება, დიზურია; იშვიათად - თირკმლის მწვავე უკმარისობა დეჰიდრატაციის გამო (იხ. პუნქტი „გამოყენების თავისებურებები“).
ზოგადი დარღვევები: ძალიან ხშირად - სხეულის ტემპერატურის მომატება, სისუსტე, ლეთარგია*, მგრძნობელობა მომატებული ტემპერატურის მიმართ; ხშირად - ლორწოვანი გარსების ანთება, ტკივილი კიდურებში, ტკივილის შეგრძნება, შემცივნება, გულმკერდის არეში ტკივილი, გრიპის მსგავსი სიმპტომები, ცხელება*, ინფუზიის რეაქციები, ინექციის ადგილზე რეაქციები, ტკივილი ინფუზიის ადგილზე, ტკივილი ინექციის ადგილზე.
დაზიანებები (ტრავმები, ჭრილობები), მოწამვლა: ხშირად - დაზიანება.
*სიხშირე მოიცავს სიმძიმის ყველა ხარისხს, გარდა გვერდითი რეაქციებისა, რომლებიც აღნიშნულია ნიშნით „*“, რაც მოიცავს მხოლოდ III-IV ხარისხის გვერდით რეაქციებს.
ცალკეული გვერდითი რეაქციები.
პალმოპლანტარული სინდრომი.
კაპეციტაბინის დოზისთვის 1250 მგ/მ² 2-ჯერ დღეში 14 დღის განმავლობაში, რასაც მოჰყვება შესვენება 7 დღის განმავლობაში, ყველა ხარისხის სიმძიმის პალმოპლანტარული სინდრომი, მონოთერაპიის კვლევებში (მსხვილი ნაწლავის კიბოს დამხმარე თერაპია, მეტასტაზური კოლორექტალური კიბოს მკურნალობა, ძუძუს კიბოს მკურნალობა) დაფიქსირდა პაციენტების 53-60%-ში და ძუძუს მეტასტაზური კიბოს მქონე პაციენტების 63%-ში კაპეციტაბინით/დოცეტაქსელით მკურნალობის ჯგუფში. კაპეციტაბინისთვის დოზით 1000 მგ/მ² 2-ჯერ დღეში 2 კვირის განმავლობაში, რასაც მოჰყვა 7 დღიანი შესვენება, ყველა ხარისხის სიმძიმის პალმოპლანტარული სინდრომი დაფიქსირდა პაციენტთა 22-30%-ში, რომლებიც იღებდნენ კომბინირებულ თერაპიას კაპეციტაბინით.
14 კლინიკური კვლევის მეტა-ანალიზმა 4700-ზე მეტი პაციენტის მონაცემებით, რომლებიც იღებდნენ მონოთერაპიას კაპეციტაბინით ან კაპეციტაბინით კომბინაციით ქიმიოთერაპიის სხვადასხვა კურსებთან მრავალი ჩვენებისთვის (მსხვილი ნაწლავის კიბო, კოლორექტალური კიბო, კუჭის კიბო, ძუძუს კიბო) აჩვენა, რომ ყველა ხარისხის სიმძიმის პლანტარული სინდრომი დაფიქსირდა 2066 პაციენტში (43%) საშუალოდ, კაპეციტაბინით მკურნალობის დაწყებიდან 239 დღის შემდეგ (95% ნდობის ინტერვალი 201-288). ყველა კვლევაში შემდეგი კოვარიატები სტატისტიკურად მნიშვნელოვნად ასოცირებული იყო პალმოპლანტარული სინდრომის განვითარების გაზრდილ რისკთან: კაპეციტაბინის საწყისი დოზის (გრამებში) გაზრდა, კაპეციტაბინის კუმულაციური დოზის შემცირება (0.1*კგ), დოზის ფარდობითი ინტენსივობის გაზრდა მკურნალობის პირველ 6 კვირაში, მკურნალობის ხანგრძლივობის გაზრდა (კვირებში), პაციენტის ასაკის მატება (10-წლიანი მატებით), მდედრობითი სქესი და პაციენტის კარგი საწყისი მდგომარეობა (0 vs. ≥1).
დიარეა.
კაპეციტაბინმა შეიძლება გამოიწვიოს დიარეა, რომელიც გვხვდება პაციენტების 50%-მდე.
14 კლინიკური კვლევის მეტა-ანალიზის შედეგებმა 4700-ზე მეტი პაციენტიდან მიღებული მონაცემით, რომლებიც მკურნალობდნენ კაპეციტაბინით, აჩვენა, რომ ყველა კვლევაში შემდეგი კოვარიატები სტატისტიკურად მნიშვნელოვნად ასოცირებული იყო დიარეის განვითარების გაზრდილ რისკთან: კაპეციტაბინის საწყისი დოზის (გრამები)გაზრდა, მკურნალობის ხანგრძლივობის გაზრდა (კვირებში), ასაკის მატება (10 წლით მატება) და მდედრობითი სქესი. შემდეგი კოვარიატები სტატისტიკურად მნიშვნელოვნად იყო დაკავშირებული დიარეის განვითარების შემცირებულ რისკთან: კაპეციტაბინის კუმულაციური დოზის გაზრდა (0,1*კგ) და დოზის ფარდობითი ინტენსივობის გაზრდა პირველ ექვს კვირაში.
კარდიოტოქსიკურობა.
გარდა ზემოთ აღწერილი გულის მხრივ გვერდითი რეაქციებისა, შემდეგი გვერდითი რეაქციები 0.1%-ზე ნაკლები სიხშირით დაკავშირებული იყო კაპეციტაბინით მონოთერაპიის გამოყენებასთან 949 პაციენტის მონაწილეობით 7 კლინიკური ცდიდან მიღებული გაერთიანებული ანალიზის მონაცემების საფუძველზე (მეტასტაზური კოლორექტალური კიბოს და მეტასტაზური სარძევე ჯირკვლის კიბოს 2 ფაზა III და 5 ფაზა II კლინიკური კვლევები): კარდიომიოპათია, გულის უკმარისობა, უეცარი სიკვდილი და პარკუჭოვანი ექსტრასისტოლია.
ენცეფალოპათია.
ამ არასასურველი რეაქციების გარდა, 7 კლინიკური კვლევიდან მიღებული უსაფრთხოების მონაცემების გაერთიანებული ანალიზის საფუძველზე, ენცეფალოპათიაც ასოცირებული იყო კაპეციტაბინით მონოთერაპიის გამოყენებასთან 0.1%-ზე ნაკლები სიხშირით.
კონტაქტი კაპეციტაბინის დაქუცმაცებულ ან გატეხილ ტაბლეტებთან.
დაქუცმაცებული ან გატეხილი კაპეციტაბინის ტაბლეტების ზემოქმედების შემდეგ დაფიქსირდა პრეპარატის შემდეგი გვერდითი რეაქციები: თვალის გაღიზიანება, თვალის შეშუპება, კანის გამონაყარი, თავის ტკივილი, პარესთეზია, დიარეა, გულისრევა, კუჭის გაღიზიანება და ღებინება.
გვერდითი რეაქციები პაციენტების სპეციალურ ჯგუფებში.
ხანდაზმული პაციენტები.
უსაფრთხოების მონაცემების ანალიზმა 60 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ კაპეციტაბინით მონოთერაპიას და პაციენტების ანალიზმა, რომლებიც იღებდნენ კომბინირებულ თერაპიას კაპეციტაბინით და დოცეტაქსელით, აჩვენა მკურნალობასთან ასოცირებული III და IV ხარისხის გვერდით რეაქციებთან დაკავშირებული სიხშირის მატება და მკურნალობასთან დაკავშირებული სერიოზული გვერდითი რეაქციების მატება 60 წლამდე ასაკის პაციენტებთან შედარებით. 60 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებმა, რომლებმაც იღებდნენ კაპეციტაბინს დოცეტაქსელთან ერთად, ასევე უფრო ხშირად შეწყვიტეს მკურნალობა გვერდითი რეაქციების გამო 60 წლამდე ასაკის პაციენტებთან შედარებით.
14 კლინიკური კვლევის მეტა-ანალიზის შედეგებმა 4700-ზე მეტი პაციენტის მონაცემებით, რომლებიც მკურნალობდნენ კაპეციტაბინით, აჩვენა, რომ ყველა კომბინირებული კვლევისას ასაკის მატება (10 წლით) სტატისტიკურად მნიშვნელოვნად იყო დაკავშირებული პალმოპლანტარული სინდრომის და დიარეის განვითარების რისკთან, ასევე ნეიტროპენიის განვითარების რისკის შემცირებასთან.
სქესი.
14 კლინიკური კვლევის მეტა-ანალიზის შედეგებმა 4700-ზე მეტი პაციენტის მონაცემებით, რომლებიც მკურნალობდნენ კაპეციტაბინით, აჩვენა, რომ ყველა კვლევაში ერთობლივად, მდედრობითი სქესი სტატისტიკურად მნიშვნელოვნად იყო დაკავშირებული პალმოპლანტარული სინდრომის და დიარეის გაზრდილ რისკთან და ნეიტროპენიის შემცირებულ რისკთან.
პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით.
თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში მკურნალობამდე, რომლებიც იღებდნენ მონოთერაპიას კაპეციტაბინით (კოლორექტალური კიბო), გამოვლინდა III და IV ხარისხის გვერდითი რეაქციების სიხშირის მკურნალობასთან დაკავშირებული ზრდა, თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებთან შედარებით (36% პაციენტებში თირკმლის უკმარისობის გარეშე (N=268), 41%-თან შედარებით - პაციენტებში თირკმლის მსუბუქი უკმარისობით (N=257) და 54%-თან თირკმელების ზომიერი უკმარისობით (N=59). თირკმლის ფუნქციის ზომიერი დარღვევის მქონე პაციენტებში ვლინდება დოზის შემცირების სიჩქარის გაზრდა (44%) იმ პაციენტების 33% და 32%-თან შედარებით, რომლებსაც არ აქვთ ან აქვთ თირკმელების მსუბუქი უკმარისობა, ისევე როგორც მკურნალობის ნაადრევი შეწყვეტის გაზრდილი მაჩვენებელი (21% შეწყვეტა პირველი ორი ციკლის განმავლობაში) იმ პაციენტების 5% და 8%-თან შედარებით, რომლებსაც არ აქვთ ან აქვთ მსუბუქი უკმარისობა.
გამოშვების ფორმა
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
ვარგისიანობის ვადა
3 წელი.
შენახვის პირობები.
ინახება არა უმეტეს 300C-ზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვა
10 ტაბლეტი ბლისტერში; 6 ბლისტერი (150 მგ დოზირებისთვის) ან 12 ბლისტერი (500 მგ დოზირებისთვის) მუყაოს კოლოფში.
გაცემის კატეგორია
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
მწარმოებელი
რემედიკა ლტდ., კვიპროსი.
მწარმოებლის ადგილსამყოფელი და საქმიანობის ადგილი
აჰარნონ სტრიტი, ლიმასოლ ინდასტრიალ ესტეიტ, ლიმასოლი, 3056, კვიპროსი
ბოლო გადახედვის თარიღი










