გემციტაბინი აქვიდა 200მგ #1ფლ

გემციტაბინი აქვიდა 200მგ #1ფლ

28.46 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ქიმიოთერაპიული საშუალებები
ქვეყანა: გერმანია
მწარმოებელი: აქვიდა GMBH
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: გემციტაბინი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 143771
გააზიარე:

გემციტაბინი

 

1. გემციტაბინი აქვიდა და მისი გამოყენება

გემციტაბინი აქვიდა მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს -  ციტოსტატიკებს, რომელთა დანიშნულებაა დაყოფადი უჯრედების (კიბოს უჯრედების ჩათვლით) განადგურება.

გემციტაბინი აქვიდას გამოყენება შესაძლებელია კიბოს სახეობის მიხედვით ცალკე ან სხვა ციტოსტატიკებთან ერთად კომბინაციაში.

გემციტაბინი აქვიდა გამოიყენება კიბოს შემდეგი  სახეობების სამკურნალოდ:

-        ცალკე ან ცისპლატინთან კომბინაციაში ფილტვების არაწვრილუჯრედოვანი ტიპის კიბოს (NSCLC) სამკურნალოდ.

-        პანკრეასის სიმსივნე.

-        ძუძუს კიბო პაკლიტაქსელთან ერთად.

-        საკვერცხის კიბო კარბოპლატინთან ერთად.

-        შარდის ბუშტის კიბო ცისპლატინთან ერთად.

 

2. გემციტაბინი აქვიდას გამოყენებამდე გასათვალისწინებელი ინფორმაცია

გემციტაბინი აქვიდას გამოყენება არ შეიძლება შემდეგ შემთხვევებში:

-          თუ ვლინდება ალერგია გემციტაბინის ან პუნქტში 6 აღწერილი ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;

-          თუ კვებავთ ჩვილს ძუძუთი.

გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები

პირველი ინფუზიის ჩატარებამდე უნდა ჩატარდეს სისხლის ანალიზი, რათა შემოწმდეს არის თუ არა თირკმელებისა და ღვიძლის ფუნქციონირება საკმარისად კარგი ამ მედიკამენტით მკურნალობისთვის. სისხლის ანალიზი ჩატარდება ყოველი ინფუზიის წინ, რათა შემოწმდეს, რამდენად საკმარისია სისხლის უჯრედები გემციტაბინი აქვიდას მისაღებად. ექიმმა შეიძლება შეცვალოს დოზა ან გადადოს მკურნალობა, თუ ამას  ზოგადი მდგომარეობა მოითხოვს და თუ სისხლის უჯრედების რაოდენობა ძალიან დაბალია. პერიოდულად უნდა ჩატარდეს სისხლის ანალიზები იმის შესამოწმებლად, თუ რამდენად კარგად მუშაობს თირკმელები და ღვიძლი.

მიმართეთ ექიმს, სამედიცინო პერსონალს ან საავადმყოფოს ფარმაცევტს, გემციტაბინის მიღებამდე შემდეგ შემთხვევებში:

-          თუ გახასიათებთ ღვიძლის დაავადება, გულის ან სისხლძარღვების დაავადებები ან თირკმელების პრობლემები ან ადრე აღინიშნებოდა ისინი; უნდა  მიმართოთ ექიმს ან კლინიკის ფარმაცევტს, რადგან სავარაუდოდ ამ შემთხვევებში არ შეიძლება გემციტაბინი აქვიდას მიღება.

-          თუ ცოტა ხნის წინ ჩატარდა სხივური თერაპია ან დაგეგმილია მსგავსი თერაპია, უნდა  მიმართოთ ექიმს რჩევისთვის, რადგან შესაძლოა გემციტაბინი აქვიდას გამოყენებისას გამოვლინდეს სხივური თერაპიის ნაადრევი თუ გვიანი რეაქციები.

-          თუ ცოტა ხნის წინ ჩატარდა ვაქცინაცია, აცნობეთ ექიმს, რადგან ამან შესაძლოა გამოიწვიოს ურთიერთქმედებები გემციტაბინ აქვიდასთან.

-          თუ ამ მედიკამენტით მკურნალობის დროს შენიშნავთ ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა თავის ტკივილი დაბნეულობის თანხლებით, კრუნჩხვითი შეტევები ან მხედველობის დარღვევები, სასწრაფოდ უნდა დაურეკოთ ექიმს.  შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ძალიან იშვიათ გვერდით მოვლენას, რომელიც ზეგავლენას ახდენს ნერვულ სისტემაზე და ეწოდება პოსტერიულ-რევერსული ენცეფალოპათიური სინდრომი.

-          თუ განვითარდება სუნთქვის პრობლემები, თავს გრძნობთ სუსტად ან ხართ ძალიან ფერმკრთალი, უნდა მიმართოთ ექიმს, რადგან ეს შესაძლოა იყოს თირკმელების უკმარისობის ან ფილტვების პრობლემების ნიშნები.

-          თუ შეინიშნება შეშუპებები, გახშირებული სუნთქვა ან წონაში მატება, მიმართეთ ექიმს, რადგან ეს შესაძლოა იყოს იმის ნიშანი, რომ წვრილი სისხლძარღვებიდან სითხე გადადის ქსოვილში.

-          თუ გემციტაბინის ნებისმიერი გამოყენების შემდეგ ოდესმე გახასიათებდათ კანზე გამონაყარი ან კანის აქერცვლა, ბუშტუკების წარმოქმნა და/ან პირის ღრუს წყლულები.

სერიოზული კანის რეაქციები, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი და მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი (AGEP) იყო მოხსენებული გემციტაბინით მკურნალობისას. დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, თუ შეამჩნევთ რომელიმე სიმპტომს, რომელიც დაკავშირებულია ამ სერიოზულ კანის რეაქციასთან, რომელიც აღწერილია მე-4 ნაწილში.

 

ბავშვები და მოზარდები

ამ პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებში და მოზარდებში, რადგან არ არის საკმარისი მონაცემები მისი უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ.

 

გემციტაბინი აქვიდას გამოყენება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით სხვა სამკურნალო საშუალებებს ან აპირებთ სხვა პრეპარატების გამოყენებას, მათ შორის ვაქცინაციას და ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებსაც.

 

ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა/ნაყოფიერება

ორსულობა

თუ ორსულად ხართ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ამ პრეპარატის გამოყენებამდე. ორსულობისას თავიდან უნდა იქნას აცილებული გემციტაბინი აქვიდას გამოყენება. ექიმი განიხილავს ორსულობის დროს გემციტაბინი აქვიდას გამოყენების შესაძლო რისკებს.

ლაქტაცია

აცნობეთ ექიმს, თუ კვებავთ ჩვილს ძუძუთი. გემციტაბინი აქვიდათი მკურნალობის პერიოდში უნდა შეწყდეს ლაქტაცია.

ფერტილობა/ნაყოფიერება

მამაკაცებს ურჩევენ არ გააჩინონ შვილი გემციტაბინი აქვიდათი მკურნალობის დროს და მისი დასრულებიდან 6 თვის განმავლობაში. თუ გსურთ ბავშვის გაჩენა მკურნალობის დროს ან შემდგომ 6 თვემდე პერიოდში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისათვის. მკურნალობის დაწყებამდე შეგიძლიათ მოიძიოთ რეკომენდაცია სპერმის კონსერვაციის შესაძლებლობის შესახებ.

 

ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარი

გემციტაბინი აქვიდამ შესაძლოა გამოიწვიოს დაღლილობა, განსაკუთრებით ალკოჰოლთან ერთად გამოყენებისას. არ მართოთ მანქანა და არ გამოიყენოთ მექანიზმები, სანამ არ დარწმუნდებით, რომ გემციტაბინი აქვიდათი მკურნალობა არ იწვევს ძილიანობას.

 

გემციტაბინი აქვიდა შეიცავს ნატრიუმს

გემციტაბინი აქვიდა შეიცავს 3,56 მგ (< 1 მმოლ) ნატრიუმს თითოეულ 200 მგ ფლაკონში, 17,81 მგ (< 1 მმოლ) ნატრიუმს თითოეულ 1000 მგ ფლაკონში და 35,62 მგ (< 1,54 მმოლ) ნატრიუმს თითოეულ 2000 მგ ფლაკონში. ეს ნიშნავს, რომ ის თითქმის ნატრიუმისგან თავისუფალია.

 

3. გემციტაბინი აქვიდას გამოყენების წესი

გემციტაბინი აქვიდას რეკომენდებული დოზა შეადგენს 1000-1250 მგ სხეულის ზედაპირის კვადრატულ მეტრზე. სიმაღლე და წონა იზომება სხეულის ზედაპირის ფართობის გამოსათვლელად. თქვენი ექიმი გამოიყენებს სხეულის ზედაპირის ფართობს სწორი დოზის გამოსათვლელად. დოზა შეიძლება დარეგულირდეს ან მკურნალობა შეიძლება გადაიდოს სისხლის უჯრედების რაოდენობისა და ზოგადი მდგომარეობის მიხედვით.

გემციტაბინის აქვიდას ინფუზიის მიღების სიხშირე დამოკიდებულია კიბოს სახეობაზე, რომელსაც მკურნალობთ.

საავადმყოფოს ფარმაცევტი ან ექიმი გააზავებს გემციტაბინი აქვიდას ფხვნილს მის შეყვანამდე.

გემციტაბინ აქვიდა ყოველთვის მიიღება ინფუზიის სახით ვენაში. ინფუზია კეთდება დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში.

პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

 

4. მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები

ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად ამ პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში.

სასწრაფოდ უნდა აცნობოთ ექიმს, თუ შენიშნავთ შემდეგი სიმპტომებიდან რომელიმეს:

-            ღრძილებიდან, ცხვირიდან ან პირიდან სისხლდენა ან სხვა სისხლდენა, რომელიც არ ჩერდება, მოწითალო ან მოვარდისფრო შარდი, ან მოულოდნელი სისხლჩაქცევები (რადგან შეიძლება გქონდეთ ნორმასთან შედარებით თრომბიციტების შემცირებული რაოდენობა,  რაც ძალიან ხშირია).

-            დაღლილობა, სისუსტის შეგრძნება, სუნთქვის გაძნელება ან სიფერმკრთალე (რადგან შეიძლება გქონდეთ ნორმაზე ნაკლები ჰემოგლობინი, რაც ძალიან ხშირია).

-            მსუბუქი და ზომიერი გამონაყარი (ძალიან ხშირი)/ქავილი (ხშირად) ან ცხელება (ძალიან ხშირი); (ალერგიული რეაქცია).

-            სხეულის ტემპერატურა 38°C ან მეტი, ოფლიანობა ან ინფექციის სხვა ნიშნები (რადგან შესაძლოა აღინიშნოს ჩვეულებრივზე ნაკლები ლეიკოციტები სიცხესთან ერთად - ასევე ცნობილია როგორც ფებრილური ნეიტროპენია (ხშირი)).

-            ტკივილი, სიწითლე, შეშუპება ან ტკივილი პირის ღრუში (ხშირი).

-            არარეგულარული პულსი (არითმია) (არახშირი).

-            ძლიერი დაღლილობა და სისუსტე, პურპურა ან მცირე სისხლდენები კანში (სისხლჩაქცევები), თირკმელების მწვავე უკმარისობა (შარდის დაბალი გამოყოფა ან შარდის ნაკლებობა) და ინფექციის ნიშნები. ამავდროულად ეს შეიძლება იყოს თრომბოზული მიკროანგიოპათიის ნიშნები (თრომბები, რომლებიც წარმოიქმნება მცირე სისხლძარღვებში) და ადგილი ჰქონდეს ასევე ჰემოლიზურ ურემიულ სინდრომს, რომელიც შეიძლება ფატალური იყოს.  

-            ქოშინი (ხშირად აღინიშნება მსუბუქი სუნთქვის უკმარისობა გემციტაბინი აქვიდას ინფუზიისთანავე, რომელიც სწრაფად ქრება, თუმცა არახშირად ან იშვიათად შეიძლება განვითარდეს ფილტვების უფრო მძიმე პრობლემები).

-            მკერდის არეში ძლიერი ტკივილი (გულის ინფარქტი) (იშვიათი).

-            მწვავე ჰიპერმგრძნობელობის/ალერგიის რეაქციები კანზე ძლიერი გამონაყარით, მათ შორის კანის სიწითლით და ქავილით, ხელების, ფეხების, კოჭების, სახის, ტუჩების ან ხორხის შეშუპებით (შესაძლოა გამოიწვიოს ყლაპვის და სუნთქვის გართულება), ხიხინი, აჩქარებული გულისცემა და გულყრის მსგავსი მდგომარეობა (ანაფილაქსიური რეაქცია) (ძალიან იშვიათად).

-            შეშუპებები, სუნთქვის გახშირება ან წონაში მატება. ეს შესაძლოა იყოს იმის ნიშანი, რომ წვრილი სისხლძარღვებიდან სითხე გადადის ქსოვილში (კაპილარების გაჟონვის სინდრომი) (ძალიან იშვიათი).

-            თავის ტკივილები, რასაც ახლავს მხედველობის დარღვევები, დაბნეულობა ან კრუნჩხვითი შეტევები (პოსტერიულ-რევერსული ენცეფალოპათიური სინდრომი) (ძალიან იშვიათი).

-            ძლიერი გამონაყარი ქავილის თანხლებით, კანზე ბუშტუკებს წარმოქმნით ან კანის აქერცვლით (სტივენს-ჯონსონის-სინდრომი, ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი) (ძალიან იშვიათი).

-            წითელი, ქერცლიანი, ფართოდ გავრცელებული გამონაყარი შეშუპებული კანის ქვეშ (მათ შორის კანის ნაკეცებზე, ტანზე და ზედა კიდურები) და ბუშტუკები, რომელსაც თან ახლავს ცხელება (მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი (AGEP)) (სიხშირე უცნობია).

 

გემციტაბინი აქვიდას სხვა გვერდითი მოვლენები შეიძლება მოიცავდეს:

ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში)

-            სისხლის თეთრი უჯრედების დაბალი რაოდენობა;

-            სუნთქვის უკმარისობა;

-            ღებინება;

-            გულისრევა;

-            თმის ცვენა;

-            ღვიძლის მნიშვნელობების ცვლილება: სისხლის მაჩვენებლები ნორმალურ დიაპაზონს მიღმა;

-            სისხლი შარდში ;

-            შარდის ტესტი ნორმის ფარგლებს მიღმა: ცილა შარდში;

-            გრიპის მსგავსი სიმპტომები ცხელების ჩათვლით;

-            ტერფების, თითების, ფეხების, სახის შეშუპება (ედემა).

 

ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-მდე ადამიანში)

-            მადის დაქვეითება (ანორექსია);

-            თავის ტკივილი;

-            უძილობა;

-            ძილიანობა;

-            ხველა;

-            სურდო;

-            ყაბზობა;

-            დიარეა;

-            ქავილი;

-            ოფლიანობა;

-            კუნთების ტკივილი;

-            ზურგის ტკივილი;

-            ცხელება;

-            სისუსტე;

-            ციებ-ცხელება;

-            ინფექციები.

 

არახშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-მდე ადამიანში)

-            ფილტვებში ალვეოლების ნაწიბურები (ინტერსტიციული პნევმონიტი);

-            ხიხინი (კრუნჩხვები სასუნთქ გზებში);

-            ფილტვების ნაწიბურები (გულმკერდის არანორმალური რენტგენი/კომპიუტერული ტომოგრაფია);

-            გულის უკმარისობა;

-            თირკმლის უკმარისობა;

-            ღვიძლის მძიმე დაზიანება, მათ შორის ღვიძლის უკმარისობა;

-            ინსულტი.

 

იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1-მდე ადამიანში)

-        დაბალი წნევა;

-        კანის აქერცვლა, წყლულები ან ბუშტუკები;

-        კანის აქერცვლა და კანის ძლიერი ბუშტუკები;

-        ინექციის ადგილის რეაქციები;

-        ფილტვის უკმარისობის გამომწვევი მძიმე პნევმონია (მოზარდების მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი);

-        კანზე გამონაყარი ძლიერი მზის დამწვრობის მსგავსი, რომელიც შეიძლება გამოჩნდეს კანზე, რომელიც ადრე ექვემდებარებოდა სხივურ თერაპიას ("რადიაციული რექოლი");

-        სითხე ფილტვებში;

-        სხივური თერაპიასთან დაკავშირებული ალვეოლის ნაწიბურები (რადიაციული ტოქსიკურობა);

-        ხელების ან ფეხის თითების განგრენა (მომაკვდავი ქსოვილი)

-        სისხლძარღვების ანთება (პერიფერიული ვასკულიტი).

 

ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10000-დან 1-მდე ადამიანში)

-            თრომბოციტების რაოდენობის გაზრდა;

-            მსხვილი ნაწლავის შიდა საფარის ანთება, რომელიც გამოწვეულია სისხლის მიწოდების შემცირებით (იშემიური კოლიტი);

-            დაბალი ჰემოგლობინის დონე (ანემია), დაბალი სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობა და დაბალი თრომბოციტების რაოდენობა გამოვლენილია სისხლის ანალიზის საშუალებით;

-            თრომბოზული მიკროანგიოპათია: თრომბები, რომლებიც წარმოიქმნება მცირე სისხლძარღვებში.

 

უცნობია სიხშირე

-            სეფსისი: როდესაც ბაქტერიები და მათი ტოქსინები ცირკულირებს სისხლში და იწყებენ ორგანოების დაზიანებას;

-            ფსევდოცელულიტი: კანის სიწითლე შეშუპებით.

თუ შეამჩნევთ ამ გვერდითი ეფექტების რაიმე ნიშანს, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ექიმს, თუ გაღელვებთ შესაძლო გვერდითი მოვლენები, აცნობეთ ექიმს მათ შესახებ.

 

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

თუ შენიშნეთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი ეფექტების შესახებ უშუალოდ მედიკამენტებისა და სამედიცინო პროდუქტების ფედერალურ ინსტიტუტს, ფარმაკოლოგიის დეპარტამენტს, კურტ-გეორგ-კისინგერის ხეივანი 3, D-53175 ბონი, ვებსაიტზე: http://www.bfarm.de. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.

 

5. გემციტაბინი აქვიდას შენახვის პირობები

ეს მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ეტიკეტზე და მუყაოს კოლოფზე აღნიშვნით „ვარგისობის ვადა“. ვარგისობის ვადა ვრცელდება მითითებული თვის ბოლო დღემდე.

მომზადებული გემციტაბინის ხსნარები არ უნდა ინახებოდეს მაცივარში, რადგან შეიძლება გაჩნდეს ნალექი. პრეპარატი განკუთვნილია ერთჯერადი გამოყენებისთვის. გამოუყენებელი ხსნარი უნდა განადგურდეს ეროვნული მოთხოვნების შესაბამისად.

 

6. შეფუთვის შემცველობა და დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს გემიტაბინი აქვიდა

აქტიური ნივთიერება არის გემციტაბინი. გაზავებული ხსნარის ერთი მლ შეიცავს 38 მგ გემციტაბინს. ერთი ფლაკონი შეიცავს 200 მგ, 1000 მგ ან 2000 მგ გემციტაბინს (გემციტაბინის ჰიდროქლორიდის სახით).

დამხმარე ნივთიერებებია: მანიტოლი (Ph. Eur.), ნატრიუმის აცეტატის ტრიჰიდრატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი.

 

მომზადება

საინფუზიო ხსნარის მომზადებისა და განადგურებისას დაცული უნდა იყოს ციტოსტატიკებისათვის მიღებული ჩვეულებრივი სიფრთხილის ზომები. საინფუზიო ხსნარი უნდა დამუშავდეს უსაფრთხოების ბოქსში. უნდა ატაროთ დამცავი ხალათი და ხელთათმანები. თუ უსაფრთხოების ბოქსი არ არის ხელმისაწვდომი, უნდა ატაროთ ნიღაბი და დამცავი სათვალე.

თუ პრეპარატი მოხვდება თვალებთან კონტაქტში, შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გაღიზიანება. თვალები დაუყოვნებლივ და კარგად უნდა დაიბანოთ წყლით. თუ მუდმივი გაღიზიანება აღინიშნა, უნდა მიმართოთ ექიმს. თუ ხსნარი მოხვდება კანზე კონტაქტში, კარგად ჩამოიბანეთ წყლით.

 

მომზადების ინსტრუქცია

ერთადერთი დამტკიცებული გამხსნელი სტერილური გემციტაბინის ფხვნილის მოსამზადებლად არის 9 მგ/მლ (0.9%) ნატრიუმის ქლორიდის საინექციო ხსნარი (კონსერვანტების გარეშე). ხსნადობის გამო გემციტაბინის მაქსიმალური კონცენტრაცია გაზავების შემდეგ არის 40 მგ/მლ. 40 მგ/მლ-ზე მაღალი კონცენტრაციის მქონე პრეპარატებმა შეიძლება გამოიწვიოს არასრული გახსნა და ამიტომ თავიდან უნდა იქნას აცილებული მათი გამოყენება.

  1. გამოიყენეთ შესაბამისი ასეპტიკური ტექნიკა ინტრავენური გამოყენებისთვის გემციტაბინის მომზადებისა და შემდგომი განზავებისას.
  2. გამოთვალეთ გემციტაბინი აქციდას საჭირო ფლაკონების დოზა და რაოდენობა.
  3. მომზადებისათვის ემატება 9 მგ/მლ (0,9%) ნატრიუმის ქლორიდის საინექციო ხსნარის შესაბამისი რაოდენობა (კონსერვანტების გარეშე). ამით მიიღება გემციტაბინის კონცენტრაცია 38 მგ/მლ, რომელიც ითვალისწინებს ლიოფილიზებული ფხვნილის გაჯერების მოცულობას. კარგად შეანჯღრიეთ, რომ მთლიანად გაიხსნას.

 

შეფუთვის ზომა

9მგ/მლ (0,9%) ნატრიუმის ქლორიდის საინექციო ხსნარის (კონსერვანტების გარეშე) დასამატებელი მოცულობა

საერთო მოცულობა გაზავების შემდეგ

საბოლოო კონცენტრაცია

200 მგ

5 მლ

5,26 მლ

38 მგ/მლ

1000 მგ

25 მლ

26,3 მლ

38 მგ/მლ

2000 მგ

50 მლ

52,6 მლ

38 მგ/მლ

 

შესაძლებელია შემდგომი განზავება 9 მგ/მლ (0,9%) ნატრიუმის ქლორიდის საინექციო ხსნარით (კონსერვანტების გარეშე). მომზადებული ხსნარი არის გამჭვირვალე უფერო ან ოდნავ ჩალისფერი ხსნარი.

  1. პარენტერალურად შეყვანილი მედიკამენტები გამოყენებამდე ვიზუალურად უნდა შემოწმდეს ნაწილაკებზე და გაუფერულებაზე. არ გამოიყენოთ, თუ აღინიშნება ნაწილაკები.
  2. გემციტაბინის ხსნარები განკუთვნილია ერთჯერადი გამოყენებისთვის. გამოუყენებელი წამალი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ეროვნული მოთხოვნების შესაბამისად.

 

შენახვის პირობები გაზავების შემდეგ

ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა აღინიშნება 24 საათის განმავლობაში 25°C ტემპერატურაზე.

მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით ხსნარი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული. თუ დაუყოვნებლივ არ მოხდება გამოიყენება, პასუხისმგებლობა შენახვის დროსა და პირობებზე ეკისრება თავად მომხმარებელს. ეს ჩვეულებრივ არ უნდა აღემატებოდეს 24 საათს 25°C ტემპერატურაზე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ განზავება/გახსნა განხორციელდა კონტროლირებად და დადასტურებულ ასეპტიკურ პირობებში.

მომზადებული გემციტაბინის ხსნარი არ უნდა ინახებოდეს მაცივარში, რადგან შეიძლება გაჩნდეს ნალექი.

 

უტილიზაცია

გამოუყენებელი წამალი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ეროვნული მოთხოვნების შესაბამისად.

 

გემციტაბინი აქვიდას გარგნული ფორმა და შეფუთვის შემადგენლობა

გემციტაბინი აქვიდა არის თეთრიდან ან კრემისფერამდე საინფუზიო ხსნარის დასამზადებელი ფხვნილი საჩხვლეტ ფლაკონში.

შეფუთვის ზომები:

1 საჩხვლეტი ფლაკონი შეიცავს 200 მგ გემციტაბინს.

1 საჩხვლეტი ფლაკონი შეიცავს 1000 მგ გემციტაბინს.

1 საჩხვლეტი ფლაკონი შეიცავს 2000 მგ გემციტაბინს.

 

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

 

ფარმაცევტული საწარმო და მწარმოებელი

AqVida GmbH

აქვიდა გმბჰ

გერმანია.