ნორმილენი 5-HTP #30კაფს

ნორმილენი 5-HTP #30კაფს

40.00 ლარი 33.90 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ქვეყანა: თურქეთი
მწარმოებელი: natuwell saglik urunleri A.S
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: 5 ჰიდროქსიტრიპტოფანი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 143691
გააზიარე:

გამოყენების ინსტრუქცია

ნორმილენი

  საკვები დანამატი, რომელიც შეიცავს 5-HTP-

მოქმედი ნივთიერება (თითოეული 1 კაფსულა):

5-ჰიდროქსიტრიფტოფანი (5-HTP) 100 მგ

სხვა ინგრედიენტები:

შემვსები (მანიტოლი (E421)), კაფსულის გარსი (ჰიდროქსიპროპილ მეთილ ცელულოზა (E463)), 5-ჰიდროქსიტრიფტოფანი, იზომალტულოზა, გამაგრების საწინააღმდეგო ნივთიერება (ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები (E470b) და სილიკონის დიოქსიდი (E551)).

მოქმედება ადამიანის ორგანიზმზე:

5-HTP არის ნაერთი, რომელიც მიიღება Griffonia simplicifolia-ს თესლების ექსტრაქციის გზით და უკვე 30 წელზე მეტია უსაფრთხოდ გამოიყენება კლინიკურ პრაქტიკაში.  5-ჰიდროქსიტრიფტოფანი (5-HTP) წარმოადგენს L-ტრიფტოფანის ამინომჟავას შუალედურ მეტაბოლიტს სეროტონინის წარმოქმნის პროცესში. 5-HTP-ს თერაპიული გამოყენებით შესაძლებელია თავი აარიდოთ L-ტრიფტოფანის გარდაქმნას 5-HTP-ში ფერმენტ ტრიფტოფან ჰიდროლაზას საშუალებით, რაც შემზღუდველ ეტაპს წარმოადგენს სეროტონინის სინთეზში. პროდუქტი წარმოადგენს საკვებ დანამატს, რომლის თითოეული კაფსულა შეიცავს 100 მგ 5-HTP-ს.

ჩვენება:

  • ნერვული სისტემის გაძლიერება
  • შრომისუნარიანობის და გუნება -განწყობის ამაღლება
  • ხელს უწყობს მადის დარეგულირებას
  • უზრუნველყოფს ჯანსაღი ძილის ციკლს

უკუჩვენება:

11 წლამდე ასაკის ბავშვები

გამოყენების მეთოდი:

რეკომენდებულია 1-2 კაფსულის მიღება ერთხელ დღეში.

შესაფერისია 11 წლის და უფროსი ასაკისთვის.

დღე-ღამეში მისაღები დოზა

1 კაფსულა

2 კაფსულა

5-ჰიდროქსიტრიფტოფანი (5-HTP)

100 მგ

200 მგ

ვარგისობის ვადა:

36 თვე.

შენახვის პირობები:

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

შეინახეთ მშრალ ადგილზე, 25˚C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე.

სიფრთხილის ზომები:

  • არ გადააჭარბოთ დღე-ღამის რეკომენდებულ დოზას.
  • საკვები დანამატები არ ცვლის ნორმალურ კვებას.
  • ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში, ასევე დაავადების ან მედიკამენტების გამოყენების შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
  • ეს არ არის მედიკამენტი. ის არ გამოიყენება დაავადების პროფილაქტიკის ან მკურნალობის მიზნით.

კომერციული შეფუთვა და შეფუთვის შემადგენლობა:

წარმოდგენილია 30 ან 60 კაფსულის სახით. 

საკვები დანამატის დამტკიცების ნომერი:

014824-06.10.2022

საწარმოო ობიექტის რეგისტრაციის ნომერი:

TR-34-K-138907

მწარმოებელი:

Natuwell Sağlık Ürünleri A.Ş.

ჩამლიკ მაჰ. პამუკ სოკ. A ბლოკი ბინა No:12-16  

უმრანიე/სტამბოლი/თურქეთი

საწარმოო ობიექტი:

Vefa İlaç San. ve Tic. A.Ş.

ბეილიკდუზუ OSB მაჰ., 2. ბულვარი No:4

ბეილიკდუზუ/სტამბოლი/თურქეთი

წარმოშობის ქვეყანა:

თურქეთი (ძირითადი კომპონენტების წარმოშობის ქვეყანა არ არის თურქეთი)

თარგმანი ინგლისურიდან ქართულ ენაზე სწორია

მთარგმნელი: