სოლვიტალ პრეგნაფოლი #30კაფს

სოლვიტალ პრეგნაფოლი #30კაფს

44.99 ლარი
ქვეყანა: ლატვია
მწარმოებელი: სოლეფარმი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 143675
გააზიარე:

სოლვიტალ პრეგნაფოლი 

Solvitale  Pregnafol

 საკვები დანამატი

სოლვიტალ პრეგნაფოლი  შეიცავს კვატრიფოლს, რომელიც წარმოადგენს მე-4 თაობის ფოლიუმის მჟავას. იგი ხელს უწყობს ორსულობის დროს უჯრედების დაყოფისა და ზრდის პროცესს, სისხლწარმოქმნას, ამინომჟავების სინთეზს,  იმუნური სისტემის  გაძლიერებას  და ნერვული სისტემის ნორმალურ   ფუნქციონირებას. კვატრიფოლი აბალანსებს  დედის  ფოლიუმზე გაზრდილს მოთხოვნას.  ორსულებში ფოლის მჟავას დეფიციტი  განაპირობებს ნაყოფში ნერვული მილის  განვითარების მანკების წარმოშობას.  

პროდუქტი განკუთვნილია  რეპროდუქციული  ასაკის ქალებისთვის. სასურველი ეფექტი მიიღწევა კვატრიფოლის 400 მკგ მიღებით ორსულობამდე 1 თვით ადრე და ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში. კვატრიფოლი ხელს უწყობს ჰომოცისტეინის ნორმალურ მეტაბოლიზმს და მონაწილეობს უჯრედების დაყოფის პროცესში.

პროდუქტი არ შეიცავს გმო-ს, ლაქტოზას, გლუტენს და სხვა ალერგენებს.

შემადგენლობა  

რეკომენდებული დღიური დოზა (1 კაფსულა)

NRV*

კვატრიფოლი ((6S)-5-მეთილტეტრაჰიდროფოლის მჟავა გლუკოზამინის მარილი).

400 მკგ

200%

 

*NRV - საცნობარო ინფორმაცია კვებითი ღირებულების შესახებ.

შემადგენლობა

კვატრიფოლი ((6S)-5-მეთილტეტრაჰიდროფოლის მჟავა გლუკოზამინის მარილი).   დამხმარე ნივთიერებები: ინულინი (ბოჭკო), ჟელატინის კაფსულის გარსი, ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები.

დოზირება

რეპროდუქციული ასაკის ქალებისთვის რეკომენდებული დღიური დოზაა 1 კაფსულა დღეში. დოზის გაზრდა შესაძლებელია ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაციის შემდეგ.

სიფრთხილის ზომები

მომატებული მგრძნობელობა პროდუქტში შემავალი ინგრედიენტების მიმართ;

საკვები დანამატი არ გამოიყენება როგორც სრულფასოვანი და დაბალანსირებული კვების შემცვლელი;

არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დღიურ დოზას.

შენახვის წესი

პროდუქტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბნელ ადგილას, კარგად დახურულ ორიგინალ შეფუთვაში.

შეფუთვა

30 კაფსულა.

მასა: 17,9 გ.

მწარმოებელი

Solepharm Ltd, ალკშნიუს ქ.4, იაუნმარუპე, მარუპის მხარე, LV-2166, ლატვია.

წარმოებულია ევროკავშირში.