ფაგოსეპტი #20ტ

ფაგოსეპტი #20ტ

19.89 ლარი
ქვეყანა: საქართველო
მწარმოებელი: ბიოფარმი L
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ინტესტი ბაქტერიოფაგის
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 143521
გააზიარე:

ფაგოსეპტი

შემადგენლობა

1 ტაბლეტის  აქტიური შემცველობაა:

ინტესტიბაქტერიოფაგის ტიტრი 104,

საფუარის უჯრედები 104

არააქტიური სუბსტანციები:  ლაქტოზა 0,1გ, ტალკი  0,04გ, კალციუმის  სტეარატი  0,09 გ, კაკაოს ფხვნილი 0,07 გ.

გამოყენების სფერო და გამოყენების რეკომენდაციები

ფაგოსეპტი წარმოადგენს პარასამკურნალო საშუალებას და გამოიყენება, როგორც დიარეის, ნაწლავური ანთების და ინფექციების საწინააღმდეგო ბიოლოგიური საშუალება; იგი გამოირჩევა დიარეის საწინააღმდეგო მიკროორგანიზმების აქტივობით.

ფაგოსეპტში შემავალი ინტესტიბაქტერიოფაგი ანადგურებს ინფექციის გამომწვევ  პათოგენური მიკრობებს, ხოლო საფუარის ცოცხალ უჯრედებს გააჩნია ანტიმიკრობული და ანტიტოქსიკური მოქმედება. პრეპარატი ასტიმულირებს იმუნოგლობულინის IgA სეკრეციას ნაწლავებში, რითაც ამაღლებს ორგანიზმის ანტიმიკრობულ სტატუსს, ასტიმულირებს B ჯგუფის ვიტამინების სინთეზს ორგანიზმში. ფაგოსეპტი ხელს უშლის ადამიანის ორგანიზმში სხვადასხვა პათოგენური და პირობით პათოგენური მიკრობების გავრცელებას, ანთებითი კერების წარმოქმნას, ზრდის ორგანიზმის არასპეციფიურ რეზისტენტობას, ასუფთავებს ორგანიზმს, ზრდის იმუნიტეტს, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას.

ფაგოსეპტი როგორც პროფილაქტიკური და დამხმარე საშუალება ნაწლავური მიკროფლორის ნორმალიზებისათვის, გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების დროს: მწვავე და ქრონიკული გასტროენტეროკოლიტები,  სალმონელოზი, დიზენტერია, ნაწლავთა დისფუნქცია, დიარეა და ყაბზობა.

პროდუქტი არ წარმოადგენს სამკურნალო საშუალებას, არ შეიცავს  გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს.

გამოყენების წესი

მიიღება ჭამის შემდეგ, ბავშვებისათვის თითო ტაბლეტი დღეში 2-ჯერ ან ერთხელ, ხოლო მოზრდილებისათვის თითო ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.

მიღების ხანგრძლივობა მერყეობს  14 დღიდან 21 დღემდე, ზოგადი მდგომარეობიდან გამომდინარე.

დოზირება ბავშვებში

2 წლამდე ასაკის ბავშვებში: ერთი ტაბლეტი იხსნება (სრული დაშლის პერიოდი შეადგენს 5 წუთს) ნელთბილ გადადუღებულ წყალში ან დედის რძეში; მიიღება ჭამის შემდეგ ერთხელ ან ორჯერ დღეში.

2 წლის ასაკიდან ბავშვებში: ერთი ტაბლეტი მიიღება ორჯერ ან ერთხელ დღეში, ჭამის შემდეგ.                                 

დოზის გადაჭარბება

ჭარბი დოზირების შემთხვევები არ არის აღწერილი.

უკუჩვენება: არ აქვს

გვერდითი მოვლენები

ინდივიდუალური შეუთავსებლობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ. 

სიფრთხილის ზომები და განსაკუთრებული მითითებები:  არ საჭიროებს.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი  

მიღება დასაშვებია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

ზეგავლენა ავტომობილების მძღოლებზე და პოტენციურად საშიშ მანქანა-დანადგარებთან მომუშავე პერსონალზე

არ  არსებობს მონაცემები პრეპარატის  უარყოფითი ზემოქმედების შესახებ  მძღოლებზე და ტექნიკასთან მომუშავე პერსონალზე.

მითითება დოზის გამოტოვების შემთხევვაში

დოზის გამოტოვების შემთხვევაში, მკურნალობა ჩვეულებრივ გრძელდება გამოტოვებული დოზის გაორმაგების გარეშე.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთობის სხვა ფორმები

ფაგოსეპტის მიღება არ შეიძლება სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად, რადგან მისი აქტივობა დაითრგუნება.

ვიზუალური დაკვირვებისას ტაბლეტის დაზიანების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია

შენახვის პირობები

ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე, არაუმეტეს 25°C ტემპერატურის პირობებში

შენახვის ვადა:  5 წელი.

გამოშვების ფორმა

20 ტაბლეტი პოლიეთილენის ფლაკონში ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

მწარმოებელი

შპს „ბიოფარმი L“

საქართველო, თბილისი გოთუას ქ. #3,

ტ. 593 11 51 15

პრეპარატის ტექნოლოგია დაპატენტებულია საქპატეტნტში პატენტი № 2599

 

 

 

 

საიტზე მითითებული მარაგების შესახებ ინფორმაცია ცვალებადია, რეკომენდებულია ისარგებლოთ ონლაინ აფთიაქით

თბილისი (55 აფთიაქი)

რეგიონი (61 აფთიაქი)

ბათუმი 2
ჭავჭავაძის ქ. №39
ვადა: 2029-04-01
ბათუმი 3 (24სთ)
გორგილაძის ქ. №53
ვადა: 2029-04-01
ბათუმი 4
აღმაშენებლის ქ. №20
ვადა: 2029-04-01
ბათუმი 5 (24სთ)
ბაგრატიონის ქ. №140ბ. 29-30
ვადა: 2029-04-01
ბათუმი 6
მაიაკოვსკის ქ. №11
ვადა: 2029-04-01
ბათუმი 7 (24სთ)
გორგასლის ქ. №149/151/153 გრიბოედოვის ქ. №29/31
ვადა: 2029-04-01
ბათუმი 8
ჭავჭავაძის ქ. №6
ვადა: 2029-04-01
ბათუმი 9
მაიაკოვსკის ქ. №11
ვადა: 2029-04-01
ბათუმი 10
თამარ–მეფის დასახლება ქ. №12ა
ვადა: 2029-04-01
ბათუმი 11
ბარათაშვილის №26
ვადა: 2029-04-01
ბათუმი 13
ფრიდონ ხალვაშის გამზირი №356
ვადა: 2029-04-01
ბათუმი 14
ისრაფილ ჯინჭარაძის ქ. N1
ვადა: 2029-04-01
ბათუმი 15
ბესიკის ქ. N55
ვადა: 2029-04-01
ბათუმი 16 (24სთ)
ინასარიძის ქ. N3
ვადა: 2029-04-01
ბათუმი 17
პუშკინის ქ. # 124
ვადა: 2029-04-01
ბათუმი 18
ჯავახიშვილის ქ #65
ვადა: 2029-04-01
ბათუმი 20
ქ. ბათუმი, ავგიას ქ. N2
ვადა: 2029-04-01
ბათუმი 21
ვ.გორგასლის ქ.#84
ვადა: 2029-04-01
ბათუმი 22
ბათუმი, ჰ.აბაშიძის N64 (ხოზრევანიძის კლინიკასთან)
ვადა: 2029-04-01