პიოფაგი-ბიო 5მლ #10ა
გააზიარე:
პიოფაგი-ბიო თხიერი
(პიობაქტერიოფაგი)
შემადგენლობა
ერთი ამპულა შეიცავს ფაგების თხიერ ნარევს:
სტაფილოკოკური ბაქტერიოფაგი (Bacteiophage Staphyloccocus aureus) 10*/1მლ,
სტრეპტოკოკური ბაქტერიოფაგი (Bacteriophage Streptococcus Pyogenes) 10*/1მლ,
ფსევდომონა აეროგინოზას ბაქტერიოფაგი (Bacteriophage Pseudomonas Aeruginosa)10*1მლ,
ეშერიხია კოლის ბაქტერიოფაგი (Bacteriophage E.Coli)10*/1მლ.
გამოშვების ფორმა
სხვადასხვა ინტენსივობის მოყვითალო გამჭვირვალე 5მლ ხსნარი,
10 ამპულა მუყაოს კოლოფში პერორალური და ადგილობრივი გამოყენებისთვის.
გამოყენების რეკომენდაციები
ბაქტერიოფაგები მიკროორგანიზმებია, რომლებსაც ახასიათებთ სპეციფიური მოქმედება შესაბამის პათოგენურ მიკროორგანიზმებზე, გამრავლება და უჯრედის ლიზისის გამოწვევა. ბაქტერიოფაგის მოქმედება ხელს უშლის ინფექციური დაავადებების და ანთებითი პროცესის რეციდივის შესაძლებლობას.
პიოფაგი-ბიო თხიერი წარმოადგენს პარასამკურნალო საშუალებას.
გამოიყენება როგორც კომპლექსურ თერაპიაში სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად, ასევე როგორც პროფილაქტიკური საშუალება შემდეგი მდგომარეობების დროს:
კანისა და ვისცერალური ორგანოების, ჩირქოვანი ინფიცირებული ჭრილობების, ფურუნკულების, კარბუნკულების, აბსცესების, დამწვრობების, ვაგინიტების, მასტიტების, ანგინის, რინიტის, ლარინგიტის, გინგივიტის, კონიუქტივიტის, ცისტიტის, პროსტატიტის, პლევრიტის, ართრიტის, ქოლეცისტიტის, ენტეროკოლიტის და ბაქტერიებით გამოწვეული სხვა ინფექციების დროს.
პროდუქტი არ წარმოადგენს სამკურნალო საშუალებას, არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს.
გამოყენების წესი
კომპლექსურ თერაპიაში პიოფაგი-ბიო გამოიყენება პერორალურად და ადგილობრივად ინფექციის კერის ადგილის მიხედვით – ტამპონის სახით, ცხვირში ჩასაწვეთებლად, ყელში გამოსავლებად, ჭრილობაზე დასაფენად, აბსცესების, ქირურგიული ოპერაციების შემთხვევაში ჭრილობების დასამუშავებლად, ცისტიტების, პროსტატიტების, პიელიტების, ქოლეცისტიტების და სხვა ინფექციების დროს.
დოზირება
თითო ამპულა დღეში 3-ჯერ ან მეტჯერ დაზიანების სიმძიმის მიხედვით.
პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივობა ემპირიულია, ინფექციის დაძლევის პერიოდის მიხედვით.
გამოყენება ბავშვებში
გამოყენება შესაძლებელია დოზირების რეჟიმის მიხედვით პერორალურად,
0-6 თვე – 5მლ, 6-12 თვე –10მლ, 1-3 წელი –15მლ, 3-8 წელი – 20მლ, 8 წელზე ზევით – 30წვ ჭამამდე 30 წთ-ით ადრე.
პიოფაგი-ბიო თხიერის გამოყენება არ გამორიცხავს სხვა ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებას.
გვერდითი მოვლენები:არ არის გამოვლენილი
უკუჩვენება
არ არის გამოვლენილი. თავსებადია ანტიბაქტერიულ და ანთების საწინააღმდეგო სხვა საშუალებებთან ერთად.
მანქანა-დანადგარების მართვაზე ზემოქმედება
პრეპარატი არ იწვევს ნარკოტიკულ თრობას და არ ადუნებს მძღოლის ყურადღებას საჭესთან.
ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატის მიღება შეიძლება ორსულობის და ლაქტაციის დროს.
შენახვისპირობებიდავადები
პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ, სინათლისაგან დაცულ ადგილას,
არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობისვადა: 3 წელი.
აფთიაქშიგაცემისწესი
ფარმაცევტული ნაწარმის ჯგუფი III (გაიცემა ურეცეპტოდ).
დაპატენტებულია საქპატენტში სასაქონლო ნიშანი M14539.
მწარმოებელი
შპს „ბიოფარმი L“ საქართველო
ქ.თბილისი, გოთუას ქუჩა N3,
ტელ: 593 11 51 15