ლარიფანი სუპო 4,0მგ #5რექტ.სუპ

ლარიფანი სუპო 4,0მგ #5რექტ.სუპ

119.99 ლარი 95.99 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ქვეყანა: ლატვია
მწარმოებელი: ლარიფან ლატვია
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: რიბონუკლეინის მჟავა
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 143494
გააზიარე:

გამოყენების ინსტრუქცია

ლარიფან სუპო 4.0 მგ


შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება: ლარიფანი – ორსპირალური რიბონუკლეინის მჟავა (დსღNA) 4,0 მგ/სუპოზიტორია

არააქტიური სუბსტანციები / სუპოზიტორია:

კაკაოს ცხიმი - 1.481გ
ლანოლინი - 0.200გ
ნატრიუმის ქლორიდი - 0.0090გ
მეთილპარაჰიდროქსი ბენზოატი - 0.0030გ
პროპილპარაჰიდროქსი ბენზოატი - 0.0030გ
გამოხდილი წყალი

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტივირუსული საშუალება სისტემური გამოყენებისათვის, სხვა ანტივირუსული საშუალებები.

ათქ კოდი: ჟ05AX

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
„ლარიფან სუპო 4.0 მგ"-ის შემადგენლობაში არსებული აქტიური ნივთიერება ორსპირალური რიბონუკლეინის მჟავა - ლარიფანი ბუნებრივი წარმოშობის ნივთიერებაა. ლარიფანს გააჩნია ფარმაკოლოგიური მოქმედების ფართო სპექტრი – ანტივირუსული, იმუნომაკორეგირებელი, ანთების საწინააღმდეგო. წარმოადგენს რა ინტერფერონის აქტიურ ინდუქტორს, ლარიფანს გააჩნია ანტივირუსული მოქმედების ფართო სპექტრი. ეფექტურია ჰერპესის, პაპილომა, რესპირატორული (მათ შორის გრიპი) და სხვა ვირუსების მიმართ.

ლარიფანის ძირითადი ფუნქციაა ორგანიზმის ბუნებრივი დაცვითი ძალების მობილიზაცია, ამასთან ერთად ანტივირუსული დაცვის უზრუნველყოფა და იმუნომოდულაციური მოქმედება. ლარიფანი ახდენს ისეთი იმუნური უჯრედების გააქტიურებას და მობილიზაციას, როგორიცაა ლიმფოციტები, მაკროფაგები, ციტოტოქსიური უჯრედები და ა.შ., რის შედეგადაც ძლიერდება ფაგოციტური რეაქცია, ანტიბაქტერიული მოქმედება, უმჯობესდება უჯრედების რეგენერაციის უნარი და, შესაბამისად, ჭრილობების შეხორცების პროცესიც. ასევე თვალსაჩინოა მსუბუქი ტკივილგამაყუჩებელი ზემოქმედება. ნეიტროფილების ფუნქციური აქტივობის გაძლიერებისა და ფაგოციტოზის აქტივაციის ხარჯზე მიიღწევა ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.
.
„ლარიფან სუპო 4.0 მგ" ეხმარება ორგანიზმს თავისი ბუნებრივი, როგორც ლოკალური, ასევე სისტემური დაცვითი ძალების გაძლიერებასა და გაუმჯობესებაში, მოქმედებს ვირუსული ინფექციების წინააღმდეგ.

ჩვენება:

• სხვადასხვა ლოკალიზაციის რეციდივირებადი ჰერპეს ინფექციის მკურნალობა;
• მეორადი იმუნოდეფიციტის კორექცია. ორგანიზმის ლოკალური და სისტემური დაცვითი ძალების გაძლიერება;
• სუპოზიტორების გამოყენება მწვავე ვირუსული ინფექციების (მათ შორის რესპირატორული) პირველივე სიმპტომებისას აჩერებს დაავადების შემდგომ განვითარებას.

უკუჩვენება:
მაღალი მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტებისადმი.

გვერდითი მოვლენები:
არასასურველი გვერდითი მოვლენები გამოვლენილი არ არის.


ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდებში გამოყენება:
არ არის რეკომენდებული ჰერპეს ინფექციის მკურნალობის კურსი ორსულობის დროს.

მიღების წესი და დოზირება:
რეციდივირებადი ჰერპეს ინფექციის მკურნალობა ხორციელდება მკურნალობის კურსის სქემით: თითო კურსში 5 სუპოზიტორი – 1-ელ, მე-2, მე-6, მე-10 და მე-14 დღეს. ასეთი ორკვირიანი კურსები მეორდება 5-ჯერ. კურსებს შორის 4 კვირიანი ინტერვალი.

გრიპის დაავადების პირველი სიმპტომების გამოვლენისთანავე, განსაკუთრებით ვირუსული ინფექციების ეპიდემიის პერიოდში, რეკომენდებულია გამოვიყენოთ თითო სუპოზიტორი დღეში, ორი დღე მიყოლებით.

საერთო იმუნომაკორეგირებელი ეფექტის მისაღწევად მიიღება თითო სუპოზიტორი კვირაში, 5 კვირის განმავლობაში.

დოზის გადაჭარბება:
დოზის გადაჭარბების კლინიკური შემთხვევები არ გამოვლენილა.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთმოქმედება:
ურთიერთმოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ გამოვლენილა.

სიფრთხილე:
ყურადღებით გაეცანით პრეპარატის ინსტრუქციას და დაიცავით მასში მითითებული შენახვისა და გამოყენების წესები.
პრეპარატის გამოყენების პერიოდში რაიმე სახის არასტანდარტული მოვლენის აღმოჩენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

გავლენა ავტომობილების მძღოლებზე და პოტენციურად საშიშ მანქანა-დანადგარებთან მომუშავე პერსონალზე:
არ არის აღწერილი

განსაკუთრებული მითითებები:
არ გამოიყენოთ პრეპარატი ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი დეფექტის შემთხვევაში.

გამოშვების ფორმა და შემადგენლობა:
5 სუპოზიტორი (4,0 მგ) შეფუთვაში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

ვარგისობის ვადა:
2 წელი. არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდგომ.

შენახვის პირობები:
ინახება გრილ და ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილზე.

აფთიაქებიდან გაცემის პირობები:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი:
შპს "ნეოფარმი", დ. აღმაშენებლის ხვ. მე-12 კმ. თბილისი 0131, საქართველო.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:
"Lარიფან Lტდ.", კურბადას ქ. 2ბ, რიგა, LV-1009, ლატვია. წწწ.ლარიფან.ეუ, ინფო@ლარიფანს.ლვ