რეფლუკალმ პლუსი 210მლ სუსპ
გააზიარე:
რეფლუკალმ+ 210მლ
REFLUCALM+ 210ml
პერორალური სუსპენზია გასტროეზოფაგური რეფლუქსის სიმპტომური მკურნალობისათვის
რეფლუკალმ+ ბლანტ კონსისტენციას, ამომფენი თვისებების გამო, შეუძლია შექმნას დამცავი ბარიერი საყლაპავის ლორწოვანი გარსისთვის.
ჰიალურონისმჟავა ატენიანებს და იცავს კუჭ-საყლაპავის ტრაქტის ლორწოვან გარსს და აჩქარებს დაზიანებული ეპითელიუმის რეგენერაციის პროცესს.
სიმეთიკონი თავისი ქიმიურ-ფიზიკური თვისებების წყალობით ამცირებს კუჭის შიგთავსში არსებული აირების ზედაპირულ დაძაბულობას და ხელს უწყობს მათ განეიტრალებას.
ნატრიუმისალგინატი ქმნის ბლანტ ბარიერს კუჭში, რითაც შეუძლია აღმოფხვრას კუჭის შიგთავსის რეფლუქსი საყლაპავში.
მაგნიუმისალგინატი ფარავს საყლაპავის ლორწოვან გარსს და იცავს მას რეფლუქსის ეპიზოდების დროს საყლაპავში მოხვედრილი კუჭის წვენის დამაზიანებელი მოქმედებისგან (წვის შეგრძნება).
მიროს ექსტრაქტის (commiphora myrrh 30%) პოლისაქარიდებს აქვს ანთების საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური და ლორწოვანის აღმდგენი თვისებები.პოლისაქარიდები
შემადგენლობა:
დაბალმოლეკულური ჰიალურონის მჟავა, მაგნიუმის ალგინატი, ნატრიუმის ალგინატი, სიმეთიკონი, მიროს ექსტრაქტის (commiphora myrrh) 30% პოლისაქარიდები, წყალი, კალიუმის სორბატი, ნატრიუმის ბენზოატი, არაბული გუმფისი, ქსანთანის გუმფისი, გუარის თესლის ფქვილი, სუკრალოზა, არომატის სუბსტანცია.
ჩვენება:
არაეროზიული რეფლუქსური დაავადება/აერდ;
გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება/გერდ;
გულძმარვა, საყლაპავის წვა/ფუნქციური პიროზი;
საყლაპავის ჰიპერმგრძნობელობა მჟავე და არამჟავე რეფლუქსის მიმართ
რეფლუქსი ბავშვთა ასაკში;
ციტოტოქსიური ქიმიოთერაპიით და სხივური თერაპიით გამოწვეული ეზოფაგიტი;
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებითი პროცესები/აუტოიმუნური დაავადებები.
(გასტრიტი, ეზოფაგიტი, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი და ა.შ)
დოზირება და მიღების წესი:
შეანჯღრიეთ ბოთლი გამოყენების წინ.
მოზრდილები: 15 მლ 2-3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.
ბავშვები: 5 მლ 1-3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.
ჩვილები: 5 მლ 1-2-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.
ორსული და მეძუძური ქალებისთვის რეფლუკალმ+ გამოყენება უნდა მოხდეს ექიმის კონსულტაციის მიხედვით.
გვერდითი მოვლენები:
რეფლუკალმ+ გამოყენებასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები ამ დროისთვის ცნობილი არ არის.
განსაკუთრებული მითითებები:
თავსებადობა დამოწმებულია, ინდივიდუალური ალერგიული რექციის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
არ გამოიყენოთ პროდუქტი 30 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში.
მოიხმარეთ პროდუქტი გახსნიდან 3 თვის განმავლობაში.
გამოშვების ფორმა:210მლ ბოთლი დოზატორით და კოვზით
მწარმოებელი: PJ PHARMA იტალია