ოტოსან ნაზ/გამორ(ბოთლი+30პაკ)

ოტოსან ნაზ/გამორ(ბოთლი+30პაკ)

86.08 ლარი 73.17 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ქვეყანა:
მწარმოებელი: ოტოსან
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ვიტ.ცე,ბეტა გლუკანი, თუთია, ეხინაცეა
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 143447
გააზიარე:

ოტოსანი® ნაზალური ამორეცხვა (ბოთლი + 30 პაკეტი)

გამოყენების ინსტრუქცია

სავაჭრო დასახელება:

Otosan®Nasal Wash

ოტოსანი® (Otosan®)

- ბუნებრივი პროდუქტები უკეთესი ცხოვრებისთვის.

- ჯანმრთელობა, ინოვაცია და ხარისხი.

- უსაფრთხო გარანტია ჩვენი მომხმარებლებისთვის.

- კლინიკური კვლევებით მხარდაჭერილი.

- ტესტირებულია, შემოწმებულია და რეკომენდებულია ექიმების მიერ.

ნაზალურიგამორეცხვამნიშვნელოვანროლსასრულებსჩვენიცხვირისსისუფთავისადაცხვირისღრუსთავისუფლებისშენარჩუნებაში, რაცთავისმხრივთავისუფლადსუნთქვისსაშუალებასუნარჩუნებსჩვენსფილტვებს, თავისუფლადსუნთქვაკითავისმხრივსასიცოცხლოდმნიშვნელოვანია.

ამიტომაცსამედიცინოდარგისსპეციალისტებიმოგვიწოდებენ, რომგანსაკუთრებითვიზრუნოთცხვირისღრუსჰიგიენაზე, ვინაიდანცხვირისღრუხშირადდებაკონტაქტშიმავნენივთიერებებისდიდრაოდენობასთან.

აღწერილობა:

●  ღრმა წმენდა და გათავისუფლება ალერგიის, გაციებისა და სინუსიტისგან;

ჭარბი ლორწოს, ქერქისა და ქსოვილის მოცილება ეფექტურია ალერგიის, გაციებისა და სინუსიტის დროს, საშუალებას გაძლევთ უკეთ ისუნთქოთ და გაიუმჯობესოთ ძილის ხარისხი;

●  პრაქტიკული და მარტივია ყოველდღიურად გამოსაყენებლად, იდეალურია ნაზალური გამორეცხვისთვის (ლორწოვანი გარსები ყოველდღიური გაწმენდისთვის თუნდაც დღეში ორჯერ);

●  თუ გამოიყენებთ ყოველდღიურად, ეს ხელს შეუწყობს ცხვირის ღრუდან ალერგენებისა და დამაბინძურებელი მტვერის გამოდევნას (რომელიც გროვდება მთელი დღის განმავლობაში), რითაც უმჯობესდება ლორწოვანის კლირენსი.

●  ხელს უწყობს ცხვირის გათავისუფლებას;

●  კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ფიზიოლოგიური ხსნარით და 9 მგ ჰიალურონის მჟავით ჩატარებული გამორეცხვით უმჯობესდება მუკოცილიარული კლირენსი;

●  მარილიანი ხსნარი 1,1% კონცენტრაციით გადის ცხვირის ღრუებში და იძლევა მათ საფუძვლიან გამორეცხვას, რაც ხელს უწყობს ბაქტერიული გარსის დაშლას.

●  ნატრიუმის ბიკარბონატი აბალანსებს ფიზიოლოგიურ ხსნარს pH-ს 7-დან 9-მდე, რაც ასტიმულირებს ლორწოვან კლირენსს.

●  ჰიალურონის მჟავა - პოლისაქარიდი დამარბილებელი, დამატენიანებელი და დამცავი თვისებებით, ის აუმჯობესებს ქსოვილების დატენიანებას და ქმნის ბარიერს გარე გამღიზიანებლების წინააღმდეგ. კლინიკური კვლევები აჩვენებს, რომ ის აუმჯობესებს ლორწოვანის კლირენსს.

შემადგენლობა:

●  ადვილად გამოსაყენებელი ბოთლი ყოველდღიური, ნაზალური გამორეცხვისთვის;

●  30 პაკეტი ნატრიუმის ქლორიდი გამდიდრებული ნატრიუმის ბიკარბონატით და 9 მგ (0.35%) ჰიალურონის (დამარბილებელი საშუალება) მჟავით;

- არ შეიცავს კონსერვანტებს.

ჩვენებები:

●  ცხვირის შეშუპება;

●  ალერგიული რინიტი;

●  მწვავე და ქრონიკული სინუსიტი;

●  პოსტ ოპერაციული და ოპერაციის შემდგომი პერიოდი;

●  ჰიპერტროფიული რინიტი ორსულობის დროს;

●  ხვრინვა ღამით;

●  მშრალი ან დაბინძურებულ გარემო.

რეკომენდირებული დღიური დოზა და სხვა რეკომენდაციები:

-          1 (ერთი) პაკეტიიზოტონურიხსნარის (1,1%) მისაღებად:

გახსენით 1 (ერთი) პაკეტი 240 მლ წყალში ცხვირის კარგად დაბალანსებული იზოტონური ხსნარის (1,1%) მისაღებად;

მიღებული იზოტონური ხსნარი სასარგებლოა ცხვირის ყოველდღიური წმენდისთვის და ალერგიული რინიტის, სინუსიტის, გაციებისა და ღამით ხვრინვის დროს;

იზოტონური ხსნარით რეკომენდებულია ცხვირის გამორეცხვა ერთი პაკეტით დღეში ორჯერ, დილით და საღამოს.

-          2 (ორი) პაკეტიჰიპერტონულიხსნარის (2.2%) მისაღებად:

გახსენით 2 (ორი) პაკეტი 240 მლ წყალში ჰიპერტონული ხსნარის (2.2%) მისაღებად;

მიღებული ჰიპერტონული ხსნარი გამოიყენება მწვავე ცხვირის შეშუპებისა და ქრონიკული სინუსიტის დროს; ოპერაციის შემდგომ.

ჰიპერტონული ხსნარით (2 პაკეტი) რეკომენდებულია ცხვირის გამორეცხვა ორი პაკეტით დღეში ორჯერ, მკურნალობის ვადით არა უმეტეს 10 დღის განმავლობაში.

გამოყენების ინსტრუქცია:

●  ფრთხილად გარეცხეთ ბოთლი ონკანის თბილი წყლით (არ გამოიყენოთ სარეცხი საშუალებები);

●  შეავსეთ Otosan®Nasal Wash-ის ბოთლი მონიშნულ ხაზამდე (240 მლ) არაგაზირებული მინერალური წყლით ან წინასწარ ადუღებული წყლით მინიმუმ ერთი წუთის განმავლობაში.

●  გამოიყენეთ +35°C-დან +40°C-მდე ტემპერატურის წყალი (თუ ძალიან ცხელია, გააგრილეთ) და შეავსეთ ბოთლი მონიშნულ ხაზამდე (240 მლ);

●  განაზავეთ ერთი ან ორი პაკეტი (იზოტონური ან ჰიპერტონული ხსნარი) (*იხილეთ FAQ განყოფილება). იხილეთ ნახ. 1;

●  შეანჯღრიეთ ბოთლი, სანამ ხსნარი მთლიანად არ გაიხსნება წყალში. იხილეთ ნახ. 2;

●  ოდნავ გადახარეთ თავი წინ, ნიჟარისკენ და დაიჭირეთ ბოთლი თავდაყირა;

●  მოითავსეთ ბოთლის ბოლო ერთ ნესტოში ღია პირით სუნთქვისას. იხილეთ ნახ. 3;

●  ნაზად მოუჭირეთ ბოთლის ძირს, ისე რომ ხსნარი შევიდეს ცხვირის ნესტოში და გამოვიდეს საპირისპირო ნესტოდან. გამორეცხვის დროს ისუნთქეთ ღია პირით;

●  გამორეცხვის შემდეგ ცოტა ხანი გაჩერდით წინ გადახრილი თავით;

●  გაიმეორეთ პროცედურა მეორე ნესტოში;

●  ნაზად გამოიფერთხეთ ცხვირი. იხილეთ ნახ. 4;

●  გამოყენების შემდგომ გარეცხეთ ბოთლი, როგორც ეს აღწერილია ზემოთ, პირველ პუნქტში;

●  რეგულარული მოხმარების შემთხვევაში სასურველია ბოთლის გამოცვლა 3 თვეში ერთხელ.

სიფრთხილის ზომები:

●  არ გამოიყენოთ სხვა გზებით ან მიზნებისთვის, გარდა მწარმოებლის მიერ მითითებული გამოყენების ინსტრუქციებისა;

●  იმ შემთხვევაში თუ ცხვირი მთლიანად დაბლოკილია ან გაქვთ ყურის ინფექციები, ან თუ ცოტა ხნის წინ გაიკეთეთ ოპერაცია, Otosan®Nasal Wash-ის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან;

●  თუ გრძნობთ რაიმე გვერდით მოვლენას, ნებისმიერ დისკომფორტს ან ტკივილს ცხვირში ან ყურში, შეწყვიტეთ გამორეცხვა და მიმართეთ მკურნალ ექიმს;

●  არ გამოიყენოთ დაზიანებულ კანზე;

●  გამოიყენეთ პროდუქტი აუცილებლად წყალთან ერთად;

●  არ შეიძლება ცხვირის გამორეცხვა მხოლოდ წყლის გამოყენებით. ამან შეიძლება დააზიანოს ცხვირის ლორწოვანი გარსი და ლორწოვანი გარსის კლირენსი. ცხვირის გამორეცხვა შეასრულეთ მხოლოდ Otosan®Nasal Wash მარილიანი ხსნარით, რომელსაც  შერეული აქვს წყალი;

●  არასოდეს გამოიყენოთ მდუღარე ცხელი წყალი მკურნალობისთვის;

●  არ განაზავოთ პაკეტები სხვა ჭურჭელში, გარდა Otosan®-ის მიერ მოწოდებული ბოთლებისა;

●  Otosan®Nasal Wash-ის მარილიანი ხსნარის ჩანაცვლება სახლში მომზადებული წყლით და ზღვის მარილით რეკომენდებული არ არის, ვინაიდან წყალში მარილის სწორი კონცენტრაციის გაზომვა განსაკუთრებულ გამოცდილებას მოითხოვს. ამასთან ერთად, ზღვის მარილში შემავალმა დანამატებმა შეიძლება გამოიწვიოს გაღიზიანება. გარდა ამისა, ჰიალურონის მჟავა და ნატრიუმის ბიკარბონატი აუცილებელია ცხვირის გამოსარეცხად გამოსაყენებელი ხსნარისთვის.

●  Otosan®Nasal Wash-ის კომპონენტების გამოყენებასთან დაკავშირებით დღემდე არ არსებობს ცნობილი უკუჩვენებები ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს. გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან;

●  6 წლიდან ბავშვებს შეუძლიათ გამოიყენონ Otosan®Nasal Wash ზრდასრულის დახმარებით, მეთვალყურეობის ქვეშ;

●  6 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენებისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს;

●  სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენების შემთხვევაში Otosan®Nasal Wash-ის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან;

●  არ გამოიყენოთ, თუ თქვენ გაგაჩნიათ ჰიპერმგრძნობელობა მისი შემადგენელი კომპონენტების მიმართ;

შენახვის პირობები:

შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას;

ყოველი გამოყენების შემდგომ ფრთხილად გარეცხეთ ბოთლი ონკანის თბილი წყლით (არ გამოიყენოთ სარეცხი საშუალებები).

შენახვის ვადა: 48 თვე წარმოების თარიღიდან, მითითებულია შეფუთვაზე.

მწარმოებელი კომპანია:

OTOSAN SRL (იტალია);

მისამართი: VIA DEGLI SCAVI, 32 47122 FORLI - ITALY

ხარისხის მართვის სისტემა სერთიფიცირებულია ISO 13485:2016 სტანდარტების მიხედვით.