კაპიტანქიდი ლაქტიტოლი 150მლ სირ
გააზიარე:
კაპიტანქიდი ლაქტიტოლი სიროფი 150 მლ
გამოყენების ინსტრუქცია
სავაჭრო დასახელება:
კაპიტანქიდი ლაქტიტოლი (სიროფი 150 მლ)
CaptainKidd® Lactitol (Syrup 150 ml)
აუმჯობესებს ნაწლავების რეგულარულ მუშაობას!
CaptainKidd® Lactitol (Syrup 150 ml)
კაპიტანქიდი ლაქტიტოლი (სიროფი 150 მლ)
აღწერილობა:
● კაპიტანქიდი ლაქტიტოლი სიროფიგამოიყენება ყაბზობის მქონე ბავშვებისთვის. ის ხელს უწყობს ნაწლავების რეგულარული მოქმედებას.
● კაპიტანქიდი ლაქტიტოლი სიროფიაძლიერებს ნაწლავის მოძრაობას, აადვილებს განავლის გამოყოფას და დეფეკაციას.
● კაპიტანქიდი ლაქტიტოლი სიროფისასარგებლოა 2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის, რომელთაც აღენიშნებათ ყაბზობა და ნაწლავების არარეგულარული მოძრაობა.
● კაპიტანქიდი ლაქტიტოლი სიროფიახორციელებს პრებიოტიკურ აქტივობას, რაც ხელს უწყობს ნაწლავის ოპტიმალური ფლორის შენარჩუნებას, რაც თავის მხრივ აუცილებელია საჭმლის მომნელებელი სისტემის ჯანმრთელი ფუნქციონირებისთვის.
● რა არის ლაქტიტოლი?
ლაქტიტოლი არის დაბალკალორიული დამატკბობელი, მიღებული რძის შაქრისგან, ლაქტოზასგან. იგი გამოიყენება როგორც საფაღარათო საშუალება. ვინაიდან ის სრულად არ შეიწოვება წვრილ ნაწლავში. მსხვილ ნაწლავში გადასვლისას, ოსმოსური თვისებების გამო ნაწლავში აკავებს წყალს. გაზრდილი წყლის შემცველობა არბილებს განავალს და ასტიმულირებს ნაწლავის მოძრაობას.
ლაქტიტოლი ფერმენტირებულია ნაწლავის ბაქტერიების მიერ, რომლებიც წარმოქმნიან ცხიმოვან მჟავებს, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ჯანსაღი ნაწლავის ფლორის შენარჩუნებასა და აუმჯობესებს არარეგულარულ დეფეკაციას.
შემადგენლობა:
დეიონირებული წყალი, ლაქტიტოლის მონოჰიდრატი, მჟავიანობის რეგულატორი (ლიმონმჟავა), არომატიზატორი (ლიმონი).
არ შეიცავს საღებავებს, კონსერვანტებს ანშაქარს. არ შეიცავს ფენილალანინის წყაროს.
საკვებიღირებულება: მოხმარების საშუალო დოზირება 10 მლ
დასახელება |
რაოდენობა10მლ-ში |
NRV % |
ლაქტიტოლი |
5 მგ |
* |
* ღირებულება არ არის დადგენილი,
NRV = საკვები ნივთიერების ეტალონური მნიშვნელობა
არ შეიცავს საღებავებს, კონსერვანტებს ან შაქარს.
არ არის ფენილანინის წყარო.
გამოყენების წესი და რეკომენდებული დღიური დოზა:
პერორალურად.
ბავშვები (2-4 წელი) - 10 მლ დღეში.
ბავშვები (4-11 წელი) - 20 მლ დღეში.
გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ.
სპეციალური მითითებები:
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.
საზომი ჭიქა მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
ყოველი გამოყენების შემდეგ გარეცხეთ საზომი ჭიქა.
შეინახეთ გრილ და მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გახსნის შემდეგ მჭიდროდ დაახურეთ თავსახური და შეინახეთ მაცივარში.
გახსნილი პროდუქტის გამოყენება შესაძლებელია 6 თვის განმავლობაში.
საკვები დანამატი არ უნდა იქნას გამოყენებული კარგად დაბალანსებული დიეტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩანაცვლებისთვის.
გვერდითი მოვლენები:
რეკომენდებული დოზით პრეპარატის გამოყენებისას გვერდითი მოვლენები არ ვითარდება.
უკუჩვენებები:
პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
პროდუქტის ფორმა:
150 მლ სითხე მინის ბოთლში საზომი ჭიქით მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი წარმოების თარიღიდან, მითითებულია შეფუთვაზე.
მწარმოებელი კომპანია:
შპს „ვივატინელი“ (დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო.).
მისამრთი:
Unit 138, Bradley Hall Trading Estate, Bradley Lane, Standish, Wigan, WN6 0XQ, United Kingdom.
შპს „ვივატინელი“-ს ყველა პროდუქტი შეესაბამება GMP, MHRA სერტიფიკაციას, შეესაბამება დიდი ბრიტანეთის და ევრო კავშირის ყველა მოთხოვნას და მითითებას, რომელიც განსაზღვრავს მის ხარისხს.
UK QUALITY ASSURED