კაპიტანქიდი ტრივიფერი 25მლ წვ
გააზიარე:
კაპიტანქიდი ტრივიფერი წვეთები 20 მლ
გამოყენების ინსტრუქცია
სავაჭროდასახელება:
კაპიტანქიდი ტრივიფერი (წვეთები 20 მლ)
CaptainKidd® TriVifer (Drops 20 ml)
ვიტამინები & მინერალები
CaptainKidd® TriVifer (Drops 20 ml)
კაპიტანქიდი ტრივიფერი (წვეთები 20 მლ)
აღწერილობა:
● კაპიტანქიდიტრივიფერი წვეთები შექმნილია ახალშობილებისთვის აუცილებელი მიკროელემენტების ყოველდღიური მოთხოვნილების გათვალისწინებით.
● შეიცავს ვიტამინი D3-ს, ვიტამინი A-ს, ვიტამინი C-ს და რკინას.
● ვიტამინი D3 საჭიროა ბავშვების ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის და ასევე მათი ძვლებისთვის. ვიტამინი D3 ინარჩუნებს ძვლების, კბილების და კუნთების სიჯანსაღეს და საჭიროა ჯანსაღი იმუნური სისტემისთვის.
● ვიტამინი A მნიშვნელოვანია ჩვილებისა და მცირეწლოვანი ბავშვებისთვის. ბავშვების უმრავლესობა ვერ იღებს საკმარისი რაოდენობით ვიტამინი A-ს საკვები პროდუქტებით. ვიტამინი A საჭიროა ჯანსაღი იმუნური სისტემისთვის, ასევე მხედველობისა და კანის სიჯანსაღისთვის.
● ვიტამინი C მნიშვნელოვანია ჩვილებისა და მცირეწლოვანი ბავშვების ზოგადი ჯანმრთელობისა და იმუნური სისტემისთვის. ის ასევე ხელს უწყობს რკინის შეწოვას.
● რკინა აუცილებელია ჩვილებისა და მცირეწლოვანი ბავშვების ჯანმრთელობისთვის. ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბავშვების ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაში.
ზოგადად ჩვილები და პატარები ვერ იღებენ საკმარის რაოდენობის რკინას მათი საკვების საშუალებით და სჭირდებათ რკინის დამატება.
● ჩვილებმა, დაბადებიდან მოყოლებული რეკომენდირებულია მიიღონ კაპიტანკიდიტრივიფერი-ს წვეთები ვიტამინების D3, A3, C და რკინის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, რაც აუცილებელია მათი ჯანსაღი ზრდისა და განვითარებისთვის.
შემადგენლობა:
დეიონირებული წყალი, L-ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C), რკინის გლუკონატი (Fe), გასქელება (ქსანთანის რეზინა), მჟავიანობის რეგულატორი (ლიმონმჟავა), რეტინილ პალმიტატი (ვიტამინი A), ქოლეკალციფეროლი (ვიტამინი D3).
არ შეიცავს საღებავებს, არომატებს, კონსერვანტებს და დამატკბობლებს.
არ შეიცავს ფენილალანინის წყაროს. D ვიტამინის არაცხოველური წყაროები.
საკვები ღირებულება: 2 წვეთი (დაახლოებით 0.25 მლ)
შემადგენლობა |
ყოველი 2 წვეთი |
ყოველი 5 წვეთი |
NRV (2 წვეთი) |
NRV (5წვეთი) |
ვიტამინი A |
250 µg RE (834 ს/ე) |
625 µg RE (2085 ს/ე) |
31.25 % |
78.12 % |
ვიტამინი C |
50 მგ |
125 მგ |
62.5 % |
156.25 % |
ვიტამინი D3 |
10 µg (400 ს/ე) |
25 µg (1000 ს/ე) |
200 % |
500 % |
რკინა |
3 მგ |
7.5 მგ |
21.4 % |
53.50 % |
NRV: საცნობარო კვებითი ღირებულება.
µg (მიკროგრამი); მგ (მილიგრამი); IU (ს/ე); RE (რეტინოლის ექვივალენტი).
არ შეიცავს საღებავებს, არომატებს კონსერვანტებს ან დამატკბობლებს.
არ არის ფენილანინის წყარო.
D ვიტამინის არაცხოველური წყარო.
გამოყენების წესი და რეკომენდებული დღიური დოზა:
პერორალურად.
0+ წლიდან. გამოყენება შესაძლებელია დაბადებისთანავე.
2 (ორი) წვეთი დღეში. დააჭირეთ თითი წვეთოვანი ტუმბოს ზედა ნაწილს, ყოველი პრესი მოგცემთ ერთ წვეთს. შესაძლებელია ასევე, რომ მიაწოდოთ ბავშვს კოვზის დახმარებით ან შეიძლება შეურიოთ რძეს.
გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ.
სპეციალური მითითებები:
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.
შეინახეთ გრილ და მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გახსნის შემდეგ შეინახეთ მაცივარში.
გახსნილი პროდუქტის გამოყენება შესაძლებელია 6 თვის განმავლობაში.
საკვები დანამატი არ უნდა იქნას გამოყენებული კარგად დაბალანსებული დიეტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩანაცვლებისთვის.
გვერდითი მოვლენები:
რეკომენდებული დოზით პრეპარატის გამოყენებისას გვერდითი მოვლენები არ ვითარდება.
უკუჩვენებები:
პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
პროდუქტის ფორმა:
25 მლ წვეთი მინის ბოთლში ტუმბოს საწვეთურით, მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი წარმოების თარიღიდან, მითითებულია შეფუთვაზე.
მწარმოებელი კომპანია:
შპს „ვივატინელი“ (დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო).
მისამრთი:
Unit 138, Bradley Hall Trading Estate, Bradley Lane, Standish, Wigan, WN6 0XQ, United Kingdom.
შპს „ვივატინელი“-ს ყველა პროდუქტი შეესაბამება GMP, MHRA სერტიფიკაციას, შეესაბამება დიდი ბრიტანეთის და ევრო კავშირის ყველა მოთხოვნას და მითითებას, რომელიც განსაზღვრავს მის ხარისხს.
UK QUALITY ASSURED