კაპიტანქიდი პრობიოტიკი #10პაკ
გააზიარე:
კაპიტანქიდი პრობიოტიკი პაკეტები N10
გამოყენების ინსტრუქცია
სავაჭრო დასახელება:
კაპიტანქიდი პრობიოტიკი (პაკეტები N10)
CaptainKidd® Probiotics (Sachets N10)
ნაწლავების ჯანმრთელობა!
პრობიოტიკები
აღწერილობა:
● დიარეა ხშირად განპირობებულია ანტიბიოტიკებით მკურნალობის შედეგად, რომელიც ვლინდება ბავშვების 5-25%-ში, რომლებიც იღებენ ანტიბიოტიკებს. ასეთი სახის დიარეის განვითარება დამოკიდებულია დანიშნულ ანტიბიოტიკზე. ანტიბიოტიკებთან ასოცირებული დიარეის (AAD) ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული მიზეზი არის ინფექცია გამოწვეული ბაქტერიით, რომელსაც ეწოდება clostridioides difficile (C. difficile).
● AAD გამოწვეულია ანტიბიოტიკების მიერ ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის დარღვევით.
ADD არის ნორმალური ნაწლავური ფლორის წონასწორობის დარღვევა, პრობიოტიკების მიღება კი აღადგენს ნორმალურ ფლორას.
● Saccharomyces boulardii (S. boulardii) და Lactobacillus rhamnosus (L. rhamnosus) შეფასებული იქნა უსაფრთხო და ეფექტური როგორც AAD-ის მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის.
● კლინიკურ კვლევებში S. boulardii-ისა და L. rhamnosus-ის კომბინაცია უფრო ეფექტური აღმოჩნდა, ვიდრე ამ პრობიოტიკების ცალკე გამოყენება.
● კაპიტანქიდი პრობიოტიკი პაკეტები შედგება S. boulardii CNCM 1-745 და L. rhamnosus ATCC 53103 სპეციალური შტამებისგან.
● კაპიტანქიდი პრობიოტიკი პაკეტები გვეხმარება ბავშვებში AAD-ის პრევენციასა და მკურნალობაში, C.difficile ინფექციების ჩათვლით.
● კაპიტანქიდი პრობიოტიკი პაკეტები ასევე ამცირებს მოგზაურთა დიარეის განვითარების შანსებს.
● კაპიტანქიდი პრობიოტიკი პაკეტებს შეუძლია შეამციროს დიარეის შეტევა ბავშვებში, რომელიც გამოწვეულია როტავირუსული გასტროენტერიტით.
● კაპიტანქიდი პრობიოტიკი პაკეტები ეხმარება ორგანიზმს ნაწლავის ჯანსაღი ფლორის აღდგენაში, როდესაც ნაწლავში მეგობრული ბაქტერიები ითრგუნება და იღუპება.
● კაპიტანქიდი პრობიოტიკი პაკეტების შტამები მდგრადია ნაღველისა და მჟავების მიმართ, ამიტომ ისინი ადვილად არ ნადგურდებიან. მათ შეუძლიათ ჯანმრთელი პოპულაციის გაზრდა ნაწლავებში.
შემადგენლობა:
მალტოდექსტრინი (სიმინდისგან მიღებული),
Saccharomyces boulardii CN, Lactobacillus rhamnosus GG.
არ შეიცავს საღებავებს, არომატებს, კონსერვანტებს და დამატკბობლებს.
არ შეიცავს ფენილალანინის წყაროს.
CaptainKidd® Probiotics (Sachets N10)
კაპიტანქიდი® პრობიოტიკი (პაკეტები N10)
საკვები ღირებულება: მოხმარების დოზირება 1 პაკეტი (დაახლოებით 1 გრ)
დასახელება |
რაოდენობა 1 პაკეტში |
პრობიოტიკები |
10 მილიარდი CFU |
Saccharomyces boulardii CNCM 1-745 |
5 მილიარდი CFU |
Lactobacillus rhamnosus ATCC 53103 |
5 მილიარდი CFU |
არ შეიცავს საღებავებს, არომატებს, კონსერვანტებს და დამატკბობლებს.
არ არის ფენილალანინის წყარო.
გამოყენების წესი და რეკომენდებული დღიური დოზა:
პერორალურად. შეურიეთ გრილ ან თბილ სასმელებში ან ნახევრად მყარ საკვებში.
არ შეურიოთ ცხელ სასმელს ან საკვებს.
ახალშობილები და ჩვილები (0-3 წელი) – 1 (ერთი) პაკეტი დღეში.
ბავშვები (4-12 წელი) - 1 (ერთი) ან 2 (ორი) პაკეტი დღეში.
სპეციალური მითითებები:
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.
შეინახეთ 25˚C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ, გრილ და მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. მაცივარი არ არის საჭირო.
საკვები დანამატი არ უნდა იქნას გამოყენებული კარგად დაბალანსებული დიეტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩანაცვლებისთვის.
პროდუქტის ფორმა:
10 პაკეტი, თითოეულში 1გ ფხვნილი ალუმინის ფოლგის პაკეტში, მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი წარმოების თარიღიდან, მითითებულია შეფუთვაზე.
მწარმოებელი კომპანია:
შპს „ვივატინელი“ (დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო.).
მისამრთი:
Unit 138, Bradley Hall Trading Estate, Bradley Lane, Standish, Wigan, WN6 0XQ, United Kingdom.
შპს „ვივატინელი“-ს ყველა პროდუქტი შეესაბამება GMP, MHRA სერტიფიკაციას, შეესაბამება დიდი ბრიტანეთის და ევრო კავშირის ყველა მოთხოვნას და მითითებას, რომელიც განსაზღვრავს მის ხარისხს.
UK QUALITY ASSURED